Показаны сообщения с ярлыком სამხედრო. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком სამხედრო. Показать все сообщения

вторник, 30 июня 2015 г.

უჩინარი საფარი ტანკების შესანიღბად / BAE Systems to Unveil Adaptive Camouflage Cloak for Combat Vehicles at DSEi

   ბრიტანელმა სამხედრო ინჟინრებმა შექმნეს  ვირტუალური კომუფლაჟი სამხედრო ტექნიკისთვის, რასაც შეუძლია, ნებისმიერი ტექნიკა, მათ შორის – ტანკები, გახადოს პრაქტიკულად უჩინარი ნებისმიერი ადგილისთვის.

пятница, 21 февраля 2014 г.

ამერიკელ სამხედროებს პოტენციალს რკინის კაცებით გაუზრდიან / TALOS is the Army’s plan to create an Iron Man suit (VIDEO)




მიმდინარე წლის ზაფხულში, ამერიკელი სამხედროები TALOS-ის ტიპის სამხედრო  ეკიპირების გამოცდას დაიწყებენ, რომელსაც ამერიკულმა პრესამ "რკინის კაცი"  შეარქვა. განცხადება ამის შესახებ, აშშ-ის ადმირალმა უილიამ მაკ-რეივენმა  გაავრცელა. პროექტის მიზანი თვითოეული ამერიკელი ჯარისკაცის საბრძოლო  პოტენციალის ზრდაა. ამის მიღწევა ორი კომპონენტის ხარჯზე იგეგმება -  ეგზოჩონჩხი, რომელიც ჯარისკაცის დაცვის და ფიზიკური შესაძლებლობების  გაზრდას მოემსახურება და ელექტრონული სისტემები, რომლებიც "რკინის კაცში"  იქნება ჩამონტაჟებული.

воскресенье, 15 сентября 2013 г.

Панцирь-С1 - თვითმავალი საზენიტო საქვემეხო-სარაკეტო დანადგარი


Панцирь-С1 რუსული წარმოების თვითმავალი საზენიტო საქვემეხო-სარაკეტო დანადგარია. მასზე მუშაობა, 1990-იანი წლების დასაწყისში, ტულის მოწყობილობათა მშენებელმა საკონსტრუქტორო ბიურომ დაიწყო. ხოლო მისი წარმოება რუსეთის ქალაქ ულიანოვსკში მდებარე „ულიანოვსკის მექანიკურ ქარხანაში“  მიმდინარეობს.

среда, 28 августа 2013 г.

აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალები: ორი წლის შემდეგ ლაზერები და საბრძოლო თევზები გვექნება


აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა გახსნეს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის ექნებათ სამხედრო მეზღვაურებს გემის ლაზერული ზარბაზნები, უახლესი რობოტები და უპილოტო წყალქვეშა ნავები.

რისთვის სჭირდებათ მზვერავებს ალტერნატიული რეალობა


ამერიკული სადაზვერვო საზოგადოების (IARPA) კვლევითმა სააგენტომ გამოაცხადა კონკურსი ალტერნატიული რეალობის შემქნელი თამაშის შემუშავებაზე. მზვერავთა აზრით, პროექტმა სახელწოდებით UAREHERE „შეიძლება შექმნას მაღალი ხარისხის სოციალური, ქვევითი და ფსიქოლოგიური კვლევების ჩატარების შესაძლებლობა რეალობასთან მიახლოებულ ვითარებაში".

სამხედრო რობოტი შეძლებს ბრძოლის ველზე საშიშროების აღმოჩენას


აშშ-ს სამხედრო-საზღვაო კვლევათა სამმართველომ განაცხადა, რომ იწყებს ახალ კვლევით პროგრამას, რომლის მიზანია ბრძოლის ველზე ობიექტთა საშიშროების დონის განმსაზღვრელი პროგრამული ალგორითმის შემუშავება.
სამხედროებს სურთ ისეთი სანდო ინსტრუმენტის შექმნა, რომელიც რეალური დროის რეჟიმში გაანალიზებს შემოსულ მონაცემებს და განსაზღვრავს ამა თუ იმ ობიექტის საშიშროების დონეს.

პენტაგონი თავის ჯარისკაცებს „სათვალთვალო" ტატუირებას გაუკეთებს


თავდაცვის სამეცნიერო სააგენტო DARPA-მ გამოაცხადა ტენდერი ჯარიკაცთა მდგომარეობის მონიტორინგის ახალი ტექნოლოგიის შემუშავებაზე. პროგრამა ადამიანის ფიზიკური მდგომარეობის პარამეტრების მაკონტროლებელი ელექტროდებისა და ნემსების გავრცელებული ტექნოლოგიის ფარგლებს სცდება. კერძოდ, ახალ ტექნოლოგიაში გათვალისწინებულია ისეთი პაწაწინა მემბრანა-გადამწოდების გამოყენება, რომლებიც ეკრობა ადამიანის კანს – დროებითი ტატუირების მსგავსად.

პენტაგონი წყალქვეშა ნავებზე „მონადირე" რობოტის ტესტირებას ატარებს


აშშ-ს თავდაცვის სამეცნიერო სააგენტოს (DARPA) განცხადებით, წყალქვეშა ნავების აღმოსაჩენად განკუთვნილი ორი უპილოტო წყალქვეშა აპარატის გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. ახალი სისტემა DASH იქნება ავტომატური და კომბინირებული: გადანაწილებული სერსორები აღმოაჩენს წყალქვეშა ნავს და უპილოტო აპარატს გააგზავნის.

აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალები გემებზე ლაზერების დაყენებას იწყებენ


აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებმა გემის ლაზერული ზარბაზნის გამოცდა დაასრულეს და შემდეგ წელს დააყენებენ პირველ შტატურ ლაზერულ დანადგარს სადესანტო გემზე ''Ponce''. ეს უზარმაზარი, თითქმის 174-მეტრიანი გემია, რომელიც განკუთვნილია ამფიბიურ სადესანტო საშუალებათა ტრანსპორტირებისა და დესანტის გადმოსხმისათვის.

რობოტი-ჯარისკაცი: რა ელოდება მსოფლიოს უახლოეს მომავალში? (იხ.ვიდეო)


კომპანია Boston Dynamics-მა თავისი რობოტის – PETMAN შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელსაც ქიმიური დაცვის კოსტიუმში ადამიანისაგან პრაქტიკულად ვერ გამოარჩევს.

უპილოტო ვერტმფრენები შეამოწმეს (ვიდეო)


აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ დასრულდა APKWS მართვადი რაკეტისა და Fire Scout უპილოტო ვერტმფრენის ინტეგრაცია. ასეთი იყო პენტაგონის რეაქცია პირველი სერიული უპილოტო მზვერავი ვერტმფრენის გამოყენების პირველ საბრძოლო გამოცდაზე. ამ უპილოტო ვერტმფრენს შეუძლია მოქმედება როგორც გემის გემბანიდან, ისე მიწისზედა მოედნიდან.

Quick Kill –ი ნაღმმტყორცნს სანაგვეზე დააბინავებს (იხ.ვიდეო)


კომპანია Raytheon-ის აქტიური დაცვის სისტემის – Quick Kill – ოფიციალური გამოცდისათვის ემზადება. ამერიკული ჯარის ჯავშანტექნიკის ამ სისტემით აღჭურვა კარდინალურად გაზრდის საბრძოლო მანქანების დაცულობასა და ეკიპაჟის, დესანტის გადარჩენის შანს.

დაუღალავი e-ჯარისკაცი სარბენ ბილიკზე ვარჯიშობს


აშშ-ში დაიწყო „ელექტრონული" ჯარისკაცის პროგრამის „Warrior Web" ფარგლებში შექმნილი მოწყობილობის კომპლექტის გამოცდა.
პროგრამა Warrior Web ორი ამოცანის გადაწყვეტას ისახავს მიზნად: ჯარისკაცის ფიზიკური შესაძლებლობების ამაღლება და ტრავმირების რისკის შემცირება.

პენტაგონის აგენტები ადამიანს დედამიწის ნებისმიერ კუთხეში ამოიცნობენ


ამერიკელები გეგმავენ თავის სამხედრო სერვერზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ყველა ხელმისაწვდომი ბიომეტრული მონაცემის შეგროვებას.

შექმნილია ელექტრული მოტოციკლი სპეცრაზმისათვის

Zero-Motorcycles-MMX



კომპანიამ „Zero Motorcycles" წარმოადგინა გამძლე და სანდო ელექტრომოტოციკლი, რომელიც განკუთვნილია სპეციალური დანიშნულების ძალებისათვის („სპეცრაზმისათვის"). ახალი ელექტრული ტრანსპორტი, მოტოციკლი Zero MMX, შემუშავებულია სპეციალურ ოპერაციათა ამერიკული ძალების შეკვეთით და სხვა არსებული ანალოგისაგან განსხვავდება უმძიმეს პირობებში მუშაობის უნარით.

იტალიელებმა ახალი უპილოტო საფრენი აპარატი შექმნეს


იტალიურმა კომპანიამ – „Piaggio Aero" წარმოადგინა ახალი უპილოტო საავიაციო სისტემა სახელწოდებით „HammerHead". ესაა პირველი მსხვილი იტალიური უპილოტო საფრენი აპარატი; აქამდე ბაზარზე ანალოგიური სისტემები იყო აშშ-ს ან ისრაელის მიერ წარმოებული. ამ უპილოტო საფრენმა აპარატმა „P1HH Hammerhead" შეიყვანა იტალია იმ რამდენიმე ქვეყნის კლუბში, ვინც მძიმე უპილოტო საფრენი აპარატის ნიმუში შექმნა. ამჟამად მძიმე უპილოტო საფრენი აპარატის საკუთარი ვარიანტის შემუშავებით დაკავებულია რუსეთი და ჩინეთი.

უპილოტო ვერტმფრენები ბრძოლაში 2014 წელს ჩაერთვება


მომდევნო წელს აშშ-ს სპეციალური დანიშნულების ძალები მიიღებს დიდ უპილოტო ვერტმფრენს – MQ8C Fire Scout.
ეს ხრახნ-ფრთიანი მანქანა არის ვერტმფრენის (Bell 407 Jet Ranger) შასისა (ფიუზელაჟი და ძრავა) და უფრო მსუბუქი, კარგად გამოცდილი უპილოტო ვერტმფრენის (MQ-8B) საბორტო აღჭურვილობის სინთეზის შედეგი. ამ ვერტმფრენის წინამორბედი MQ-8B წარმატებით გამოიყენებოდა ზღვაში კონტრაბანდისტების დაკავების, აგრეთვე ლიბიასა და ავღანეთში საბრძოლო მოქმედებეთა წარმოების დროს. 

შეიქმნება მომავლის ზარბაზნის – „რაილგანის" – ახალი თაობა


აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებმა – კვლევის სამმართველოს სახით (ONR) – მოაწერა ხელი კონტრაქტს კომპანია BAE Systems-თან. ამ კონტრაქტით გათვალისწინებულია ახალი თაობის ელექტრომაგნიტური პლაზმური ზარბაზნის („რეილგანის") შემუშავება. ახალი იარაღი სერიულ ნიმუშს უფრო მიუახლოვდება, ვიდრე არსებული პროტოტიპი, კერძოდ, მას სროლის უფრო მაღალი სიჩქარე ექნება.

შეიქმნება „ყოვლისმხედველი" რადარი უშუალო საავიაციო მხარდაჭერის თვითმფრინავისათვის AC-130


აშშ-ს თავდაცვის სამეცნიერო სააგენტომ (DARPA) გააფორმა 2,6 მლნ. დოლარის ღირებულების კონტრაქტი კომპანია L-3 Communications Corp.-თან, რომლის მიზანია რადარის შემუშავება უშუალო საავიაციო მხარდაჭერის თვითმფრინავისათვის (AC-130). ახალი სისტემის წყალობით ეს თვითმფრინავი შეძლებს სამიზნის განადგურებას ნებისმიერი ხილვადობის პირობებში, მაშინაც კი, როცა ინფრაწითელი სენსორიც კი უძლურია.

вторник, 27 августа 2013 г.

შექმნილია თავის დამცავი ეგზოჩონჩხი არმიისათვის


ახალი მოწყობილობის – VLOS – წყალობით ჯარისკაცის მუზარადზე შეიძლება მძიმე წონის სასარგებლო ტვირთის ჩომიკიდება, ჯავშანისა და თბოვიზორის ჩათვლით.