среда, 28 августа 2013 г.

პენტაგონის აგენტები ადამიანს დედამიწის ნებისმიერ კუთხეში ამოიცნობენ


ამერიკელები გეგმავენ თავის სამხედრო სერვერზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ყველა ხელმისაწვდომი ბიომეტრული მონაცემის შეგროვებას.

უახლოეს მომავალში ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების მიერ შეგროვებული ბიომეტრული ინფორმაცია მიეწოდება ერთიან ღრუბლისებრ სერვერს. ამრიგად, ჩვეულებრივი სმატრფონის მეშვეობით ამერიკელი ჯარისკაცი ან ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტი შეძლებს ადამიანის პიროვნების დადგენას დედამიწის ნებისმიერ კუთხეში.
ბიომეტრული ინფორმაცია არის სახის (სახის ნაკვთებისა და თვალის ფერადი გარსის სურათის) სკანირების მონაცემები, თითის ანაბეჭდები და ზოგჯერ „დნმ"-იც კი. ბიომეტრულ სკანირებას ატარებენ აეროპორტში, საელჩოში, პასპორტის აღებისას და ა.შ. გარდა ამისა, ამერიკული ჯარი ბიომეტრულ სკანერს აქტიურად იყენებს ოკუპირებული ქვეყნის მოსახლეობის მონაცემთა ბაზის შესაქმნელად. კერძოდ, აშშ-ს აქვს ბიომეტრული ინფორმაცია მილიონობით ავღანელისა და ერაყელისა.
ახალი პროგრამის – Defense Cross-Domain Analytical Capability – ფარგლებში სამხედრო დაზვერვა გეგმავს დაცული ღრუბლისებრი მონაცემთა ბაზის შექმნას, რომელშიც ჩართული იქნება ბიომეტრული ინფორმაციის ბაზა. საბოლოო ჯამში სამხედროებს სურთ სისტემათა ისეთი კომპლექსის მიღება, რომელიც იღებს ბიომეტრულ მონაცემებს და ინახავს ამ მონაცემებს შორეულ სერვერზე, რათა შემდგომში შესაძლებელი იყოს, მაგალითად, ტერორისტის ან იარაღით მოვაჭრეს იდენტიფიცირება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში: აფრიკული უდაბნოდან დაწყებული ფეშენებელური ევროპული რესტორანით დამთავრებული.
000000098740000045
პენტაგონიი გეგმავს უკვე მომავალი წლისათვის ბიომეტრული მონაცემების ღრუბლისებრი ბაზის შექმნას. ამჟამად მიმდინარეობს მობილური სკანერის შემუშავება ჩვეულებრივი სმარტფონის საფუძველზე. მაგრამ ღია რჩება კითხვა იმის შესახებ, შესაძლებელია თუ არა ჩვეულებრივ კომერციულ სმარტფონში ბიოსკანერის არადოკუმენტირებული ფუნქციის დამატება. ეს შესაძლებელს გახდიდა ბიომეტრული მონაცემების შეგროვებას მფლობელის ნების გარეშეც, ვინაიდან ბევრი ადამიანი იღებს საკუთარ ფოტოს ინტერნეტთან შეერთებული თავისი სმარტფონის კამერით.

ამჟამად იმ ბიომეტრულ მონაცემთა ძირითადი მასივები, რომლებსაც სამხედროები აგროვებენ, ლოკალურად ინახება – უშუალოდ საბრძოლო მოქმედებათა ზონაში. ეს იძლევა თალიბანის მეომრის ამოცნობის საშუალებას, რომელიც ცდილობს ავღანეთის ჯარში სამსახურის დაწყებას ყალბი დოკუმენტებით, მაგრამ შეუძლებელია თალიბის ამოცნობა, რომელიც დაკავებულია წვრილმანი ხულიგნობისათვის პაკისტანში ან თუნდაც აშშ-ში. ახალ პროგრამაში გამოყენებული იქნება მონაცემების ღრუბლისებრი შენახვა, ანუ არსებული ბიომეტრული მონაცემები გაერთიანდება და ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. მიმდინარეობს შესაბამისი მობილური მოწყობილობის შემუშავებაც; კერძოდ, პენტაგონის დაკვეთით კომპანია AOptix დაკავებულია ისეთი ტექნოლოგიის შემუშავებით, რომელიც იძლევა სმარტფონის ბიომეტრული იდენტიფიკატორის სახით გამოყენების საშუალებას. გარდა ამისა, არსებობს რამდენიმე ეგზოტიკური პროგრამა – მაგალითად, ადამიანის იდენტიფიცირება უნიკალური სუნითა და სიარულის მანერით. დაგეგმილია ყველა ასეთი სისტემის ზომის შემცირება, ვინაიდან დიდი ზომის 1,5-2,5-კილოგრამიანი ბიოსკანერი ოპერატიული მუშაობისათვის მოუხერხებელია.
მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ესოდენ მნიშვნელოვანი ღრუბლისებრი მონაცემთა ბაზის ხაკერთა იერიშისაგან დაცულობისა და, შესაბამისად, ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის გარანტია, პენტაგონი მაინც აპირებს ამ პროექტის დასრულებას. 2014 წლის აგვისტოში დაიწყება ჯარის მიერ შეგროვებულ ბიომეტრულ მონაცემთა უზარმაზარი მასივის გადაცემა ღრუბლისებრ სერვერზე. სავარაუდოდ, რამდენიმე წლის შემდეგ აშშ-ს უკვე ექნება დედამიწის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ბიომეტრული მონაცემები, განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, სადაც ამერიკული ჯარი იყო, აგრეთვე იმათზე, ვინც საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავიდა და ბიომეტრული სკანირება გაიარა. გამორიცხული არ არის, რომ ამერიკული სპეცსამსახური შეძლებს მონაცემების მიღებას სხვა ქვეყნების ბიომეტრული პასპორტებიდან.
ესოდენ მასშტაბური მონაცემთა ბაზის შექმნა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, მკვეთად აამაღლეს ამერიკული სპეცსამსახურის აგენტებისა და ამერიკული ჯარის მიერ ჩატარებული სპეციალური ოპერაციების ეფექტურობას. გარდა ამისა, მონაცემთა ბაზა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მასშტაბური სოციოლოგიური და სხვა კვლევის, აგრეთვე შესაბამისი ექსპერიმენტების ჩასატარებლად. მთლიანობაში კი ცხადი ხდება, რომ უკვე უახლოეს მომავალში დედამიწაზე დამალვა ძალიან გაუჭირდება იმასაც, ვისაც შეუძლია გარეგნობის, დოკუმენტების, ცხოვრების წესისა და საცხოვრებელი რეგიონის შეცვლა.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий