понедельник, 16 июня 2014 г.

“მაშ, მაშ, თქვენო უწმინდესობავ, ადვილია ფუფუნებაში საკუთარ "ფესვებთან" ახლოს ყოფნა...”


ცოტნე გამსახურდიას აზრით, ემიგრანტებმა უნდა გააცნობიერონ, რომ აქ კარგა ხანს არაფერი გვეშველება, დაანებონ თავი ორი კურდღლის დევნას და არ დაკარგონ ისიც, რასაც მიაღწიეს! 

“მაშ, მაშ, თქვენო უწმინდესობავ, ადვილია ფუფუნებაში საკუთარ "ფესვებთან" ახლოს ყოფნა... აბა, უსახლკარო, უფულო, მშიერ ადამიანებსა ჰკითხე!

ჩემი აზრით, ემიგრანტებმა უნდა გააცნობიერონ, რომ აქ კარგა ხანს არაფერი გვეშველება, დაანებონ თავი ორი კურდღლის დევნას და არ დაკარგონ ისიც, რასაც მიაღწიეს, ფიზიკური თუ გონებრივი შრომითა და წვალებით! პირადად მეც ასე დამემართა წლების წინ, მოვიხედე და გავიდა ახლაგაზრდობა... თუ დაბრუნდებით და მიღწეულსაც მიატოვებთ, აქაც არაფერი დაგხვდებათ და ჩათვალეთ, რომ ქარმა წაიღო თქვენი წლები. უნდა მოძლიერდეთ, შეიძინოთ კონტაქტები, უნარ-ჩვევები, გამოცდილება, ცოდნა და არ დაივიწყოთ ქართული ენა და კულტურა. ებრაელები, სომხები - ამ სტრატეგიის საუკეთესო მაგალითია...

დაანებეთ, ნუ აქცევთ ყურადღებას ვიღაცეების ბოდიალს, სხვა სხვის ომში ბრძენიაო! ვნახავდი ამ სასულიერო და საერო ჭკუის დამრიგებლებს თქვენს ტყავში, რას იზამდნენ...”, - წერს გამსახურდია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
Please Share it! :)

2 комментария:

  1. asea es, batono, cotne! neta vin xarobs saqartveloshi tavis fesvebtan axlos, an mxolod magitom, rom fesvebtan axloa? :) aravis ar surs saxlis, ojaxis da megobrebis datoveba, magram tavis gadarchenis motxovnileba elementaruli adamianuri instinqtia da amaze didi tavxedoba emigrantebis mimart, rasac sapatriarqo avrcelebs, jer ar gamigia!

    ОтветитьУдалить
  2. ცოტნე,მეც ემიგრანტი ვარ,ამაზე ზუსტი არაფერი წამიკითხავს,,ბევრი ვიცი დაბრუნებული უკან წამოსვლაზე რომ ოცნებობს

    ОтветитьУдалить