აშშ-ს თავდაცვის სამეცნიერო სააგენტომ (DARPA) გააფორმა 2,6 მლნ. დოლარის ღირებულების კონტრაქტი კომპანია L-3 Communications Corp.-თან, რომლის მიზანია რადარის შემუშავება უშუალო საავიაციო მხარდაჭერის თვითმფრინავისათვის (AC-130). ახალი სისტემის წყალობით ეს თვითმფრინავი შეძლებს სამიზნის განადგურებას ნებისმიერი ხილვადობის პირობებში, მაშინაც კი, როცა ინფრაწითელი სენსორიც კი უძლურია.
AC-130 თვითმფრინავი სატრანსპორტო თვითმფრინავია, რომელიც აღჭურვილია 20-105 მმ კალიბრის საარტილერიო დანადგარით, აგრეთვე პერსპექტივისათვის რაკეტებითა და ავიაბომბებით. მიუხედავად იმისა, რომ AC-130 თვითმფრინავი მოწყლადია ახლო და საშუალო რადიუსის მოქმედების თანამედროვე საჰაერო დაცვის სისტემების წინაშე, AC-130 თვითმფრინავი ძალიან ეფექტური იყო ყველა იმ კონფლიქტში, რომელშიც აშშ მონაწილეობდა ჯერ კიდევ ვიეტნამის ომის დროიდან.
AC-130 თვითმფრინავი განკუთვნილია სხვადასვხა მიწისპირა სამიზნის გასანადგურებლად, ბრძოლის ველის საიზოლაციოდ, ხმელეთის ჯარისათვის უშუალო საავიაციო მხარდაჭერის აღმოსაჩენად. გარდა ამისა, ის კიდევ კონტრტერორისტული პატრულირებისა და მცველთა რაზმის დაცვის ამოცანებსაც ასრულებს. სროლის მაღალი სიზუსტისა და ბრძოლის ზონაში ჰაერში დიდი ხნის განმავლობაში „ჩამოკიდების" უნარის წყალობით ჯარისკაცებს ამ თვითმფრინავის უკანასკნელ მოდიფიკაციას – AC-130U – უპირატესობას ანიჭებენ – მიწისპირა არტილერიასა და რეაქტიულ გამანადგურებელთან შედარებით.
DARPA-ს ახალი პროგრამის მიზანია რადარის შემუშავება სინთეზური აპერტურით, რათა შესაძლებელი იყოს დაკვირვებისა და დამიზნების ინფრაწითელი სისტემების შეზღუდვების დაძლევა. საქმე ისაა, რომ წინა აფეთქებით გამოწვეული კვამლის, მტვრისა და ქვიშის „ღრუბლების" პირობებში AC-130-ის თბოვიზორი ხილვადობის უნარს კარგავს. ამიტომ მოწინააღმდეგეს ცუდი ამინდის პირობებში შეუძლია თავისუფლად მოქმედება. ახალ რადარს სახელწოდებით „VISAR" ხილვადობა იქნება როგორც სხვადასხვა ბუნებრივი შეფერხების (მაგალითად, ქვიშის ქარიშხალი), ისე ხელოვნური კვამლის საფარის პირობებშიც. ახალი რადარის შემუშავებისას კომპანია L-3 Electron Devices დაეფუძნება თავის გამოცდილებას უკიდურესად მაღალი სიხშირეების დიაპაზონში მომუშავე რადარის (EHF) შექმნის სფეროში. მოსალოდნელია, რომ რადარი საკმარისად კომპაქტური იქნება, რათა განთავსდეს დაკვირვების ინფრაწითელი სისტემისათვის განკუთვნილ კარდანულ საკიდელზე.
უშუალო საავიაციო მხარდაჭერის თვითმფრინავის თანამედროვე ვერსია AC-130U აღჭურვილია ავტომატური ქვემეხით, 40-მილიმეტრიანი ქვემეხითა და 105-მილიმეტრიანი ჰაუბიცით. თვითმფრინავს შეუძლია ნებისმიერი ჯავშანტექნიკის, ცოცხალი ძალის, მსუბუქი საფარის, მოძრავი მიზნის განადგურება. AC-130U-ს უკვე აქვს რადარი შორეული მიზნების აღმოსაჩენად, მაგრამ VISAR ბევრად უფრო სრულყოფილი იქნება და შეასრულებს, ფაქტობრივად, „ყოვლისდამნახველი" თბოვიზორის ფუნქციას.
აღსანიშნავია, რომ AC-130 თვითმფრინავის VISAR რადარით აღჭურვა იძლევა არა მარტო ცუდი ხილვადობის პირობებში მოქმედების საშუალებას, არამედ უზრუნველყოფს დაცვას ოპტიკური დამიზნების მქონე საჰაერო სისტემისაგან. იუგოსლავიაში ომის დროს აშშ-მ უკვე სცადა, თანაც წარმატებით, AC-130 თვითმფრინავის გამოყენება ჯარის გადაადგილების ბლოკირებისა და ცალკეულ მოძრავ მიზნებზე ნადირობისათვის. VISAR რადარის წყალობით AC-130 თვითმფრინავი შეძლებს ასეთი ამოცანების შესრულებას კოკისპირული წვიმის, თოვის ან ქვიშის ქარიშხლის პირობებშიც, როცა გადასატანი ინფრაწითელი და ლაზერული დამიზნების მქონე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისა და ნებისმიერი სხვა რაკეტების გამოყენება ძნელია ან შეუძლებელი.
Комментариев нет:
Отправить комментарий