სისტემა Quick Kill განკუთვნილია დაცულ ობიექტთან, იქნება ეს ტანკი, ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანა თუ საველე სიმაგრე, მიახლოებული რაკეტისა და ჭურვის გასანადგურებლად. ეს ხორციელდება სპეციალური საბრძოლო იარაღის მეშვეობით, რომელსაც, სხვა სისტემათა უმრავლესობისაგან განსხვავებით, ვერტიკალური სტარტი აქვს, დამიზნება კი სარაკეტო ძრავის მეშვეობით ხდება, რაც მკვეთრ დაჩქარებას განაპირობებს. მიზანს ის აფეთქების გზით ანადგურებს. ყოველივე ეს წამიერად ხდება და იძლევა 30-50 მეტრის მანძილიდანაც კი გასროლილი ნაღმის განადგურების საშუალებას. Quick Kill-ს დაშენის 360-გრადუსიანი ზონა აქვს და ის ტერიტორიაზე გასროლის მიმართულებით ეფექტურად „მიმოფანტავს" ჭურვის ნამსხვრევებს, რის გამოც ახლო მანძილზე ნაღმმტყორცნის მუშაობა თითქმის შეუძლებელია.
2012 წლის დეკემბერში ჩატარებული გამოცდის დროს სისტემა Quick Kill-მა წარმატებით მოიგერია მთელი რიგი შეტევა, მათ შორის ნაღმმტყორცნის გასროლა და ერთდროულად ორი მიზნის განადგურება. ეს გამოცდა ოფიციალური გამოცდისათვის მზადების ფარგლებში მიმდინარეობდა, რომელიც 2013 წლის პირველ ნახევარში ჩატარდება. თუ Quick Kill-ი ამ გამოცდასაც წარმატებით გაივლის, გამორიცხული არ არის, რომ აქტიური დაცვის სისტემის საცდელ პარტიას ავღანეთში უკვე მიმდინარე წელს გააგზავნიან.

{youtube}rgWywHPVzMg{youtube}
Quick Kill შეცვლის სამხედრო ძალთა განლაგებას. აქამდე გრანატმტყორცნი და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა იყო ნებისმიერი ჯავშნიანი ტექნიკის, მათ შორის ტანკის, განადგურების სანდო საშუალება. ამასთანავე, ქალაქში, პარტიზანული ომის პირობებში, ტანკი პრაქტიკულად დაუცველია ახლო მანძილზე მდებარე ნაღმმტყორცნისაგან. ჯავშნის შემდგომი გაძლიერება უკვე შეუძლებელია – ტანკის წონამ უკვე 60 ტონას გადააჭარბა; დაახლოებით ასეთივეა ქვეითი ჯარის საბრძოლო მანქანის წონაც. შესაბამისად, ჯავშნიანი ტექნიკის დაცულობის ერთადერთი შესაძლო ხერხია აქტიური დაცვის სისტემა. აღსანიშნავია ისიც, რომ უახლოეს მომავალში ფართო გავრცელებას ჰპოვებს კომპაქტური სარაკეტო კომპლექსი – ისრაელის Spike-ის მსგავსი, რომლის რაკეტა დაახლოებით 30 კგ იწონის. მსგავსი მაღალი სიზუსტის საბრძოლო იარაღს ცოცხალი ძალისათვის დიდი ზიანის მიყენება შეუძლია, ამიტომ აქტიური დაცვის სისტემის გარეშე ქვედანაყოფი შეიძლება განადგურდეს ჯერ კიდევ მოწინააღმდეგის აღმოჩენამდე.
ვერტიკალური სტარტის სისტემის წყალობით სისტემა Quick Kill-ს სრულყოფის დიდი პოტენციალი გააჩნია. კერძოდ, შესაძლებელია ერთდროულად გასანადგურებელი მიზნის რაოდენობის გაზრდა, პიკირებული ავიაბომბისა თუ რაკეტის, ცოცხალი ძალის განადგურება.
Комментариев нет:
Отправить комментарий