среда, 28 августа 2013 г.

შეიქმნება მომავლის ზარბაზნის – „რაილგანის" – ახალი თაობა


აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებმა – კვლევის სამმართველოს სახით (ONR) – მოაწერა ხელი კონტრაქტს კომპანია BAE Systems-თან. ამ კონტრაქტით გათვალისწინებულია ახალი თაობის ელექტრომაგნიტური პლაზმური ზარბაზნის („რეილგანის") შემუშავება. ახალი იარაღი სერიულ ნიმუშს უფრო მიუახლოვდება, ვიდრე არსებული პროტოტიპი, კერძოდ, მას სროლის უფრო მაღალი სიჩქარე ექნება.

კვლევის სამმართველომ (ONR) ახალი პროგრამა – EM Railgun – 2005 წელს დაიწყო და ის წარმატებით სრულდება. ასე, დასრულდა გამოცდის პირველი სტადია, რომელმაც დაამტკიცა, რომ ელექტრომაგნიტური პლაზმური რელსიანი ზარბაზნის შექმნა შესაძლებელია. ახლა პროგრამის მეორე ფაზა იწყება: ზარბაზნის სრულყოფა და, უწინარეს ყოვლისა, წუთში 6-10 გასროლის სიჩქარის მიღწევა, ანუ თანამედროვე მიწისპირა საარტილერიო სისტემების (152-155 მმ კალიბრის) დონეზე.
0002railgun1
გასროლა ელექტრომაგნიტური რელსიანი ზარბაზნიდან. უახლოეს მომავალში „რეილგანი" შეიძლება გახდეს ამერიკული სამხედრო გემის ძირითადი იარაღი.

როგორც BAE Systems აცხადებს, ახალი თაობის ზარბაზნის პირველი ვერსია მზად უკვე მომავალი წლისათვის იქნება.
„რეილგანში" ყუმბარის დასაჩქარებლად გამოიყენება ელექტრომაგნიტური ძალები. ეს ელექტრომაგნიტური ძალები წარმოიქმნება ზარბაზნის ლულის შიგნით ორ რელსს შორის. ელექტროენერგიის დიდი მოცულობა არა მარტო მძლავრ ველს ქმნის, რომელიც ყუმბარას რელსის გასწვრივ გადაადგილებს, არამედ ყუმბარის ალუმინის ფსკერს პლაზმად აქცევს, რაც გასროლას რეაქტიულ იმპულსსაც ანიჭებს. „რეილგანის" პროტოტიპს შეუძლია მძიმე ყუმბარის დაჩქარება 2000-2500 მ/წმ სიჩქარემდე; სროლის მანძილი პოტენციურად 180 კილომეტრს აღემატება. ამჟამად სროლის ასეთი სიშორე მხოლოდ რაკეტას აქვს, რომელიც ყუმბარაზე გაცილებით უფრო ძვირია, უფრო დიდი ზომისაა და ფრენის უფრო დაბალი სიჩქარე აქვს.
„რეილგანის" ყუმბარა შეძლებს ნებისმიერი სამიზნის – როგორც მიწისპირას, ისე წყლისპირას განადგურებას. ამასთანავე, „რეილგანის" ყუმბარის სიჩქარის გამო არსებული საჰაერო დაცვის სისტემები მას ვერ ჩამოაგდებს. გემზე ელექტრომაგნიტური პლაზმური რელსიანი ზარბაზნის დაყენებას არაერთი უპირატესობა აქვს. ჯერ ერთი, იხსნება აფეთქებასაშიში დენთის „სარდაფის" საჭიროება; მეორეც, გამარტივდება იარაღის გატენვის სისტემა, ხოლო ზორზოხი ელექტროენერგიის მაგროვებლის გამოყენება შეიძლება არა მარტო „რეილგანის" დასატენად, არამედ საბრძოლო ლაზერის ენერგიით მომარაგებისათვის. ამრიგად, შეიძლება წარმოვიდგინოთ მომავლის სამხედრო გემი: ის აღჭურვილია მძლავრი ენერგომოწყობილობით, ტევადი ელექტროენერგიის მაგროვებლით, „რეილგანითა" (მთავარი კალიბრი) და ლაზერული ზარბაზნით (საჰაერო თავდაცვის ბატარეა). გარდა ამისა, გემს ექნება სარაკეტო იარაღი (მაგრამ უფრო მცირე რაოდენობით) შორეული საჰაერო, მიწისპირა და წყლისპირა სამიზნის გასანადგურებლად. „რეილგანისა" თუ რაკეტის სამიზნის ზუსტი ადგილმდებარეობის განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნება უპილოტო საფრენი აპარატი, თვითმფრინავი ან ვერტმფრენი.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий