Показаны сообщения с ярлыком ტოლერანტობა. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком ტოლერანტობა. Показать все сообщения

вторник, 7 апреля 2015 г.

ქართული ხუროთმოძღვრული ტოლერანტობა




მირიან გამრეკელაშვილი 


რელიგიურ ტოლერანტობაზე საუბრისას ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ წმინდა წერილში არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით იმგვარი მსჯელობა, როგორც დღეს ვართ მიჩვეული. თუმცა არსებობს ძველი და ახალი აღთქმის ცალკეული ადგილები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს გავიაზროთ შემწყნარებლობის ფუნდამენტალური პრინციპები და ანთოპოლოგიური თუ მორალური თვალსაზრისით დავასაბუთოდ იგი. ტოლერანტობის, როგორც ფასეულობის, ჩამოყალიბებისა და გავრცელების პროცესში გადამწყვეტი როლი ითამაშეს ცნობილმა მოაზროვნეებმა, კერძოდ, მათმა ტექსტებმა, რომლებშიც ჩამოყალიებებული და განხილულია ტოლერანტობის რაობა, მისი მნიშვნელობა და აუცილებლობა საზოგადოებისათვის. ქრისტიანული დასავლეთის ისტორიაში ამგვარ საზოგადო მოღვაწეებად გვევლინებიან სხვადასხვა პერიოდის ავტორები: ტერტუალიანე, ლიბანიუსი, თემისტიუსი, სიმახუსი, როჯერ ბეკონი, დანტე ალიგიერი, რამონი ლული, მარსილიუს პადუელი, მარსელიო ფიჩინო, პიკო დელა მირანდოლა, ნიკოლო კუზელი, კონტარინი, ერაზმ როტერდამელი, ბუკერი, კასტელიო, სებასტიან ფრანკი, აკონციუსი, მელანქტონი, ცვინგლი, თომას მორი, ბეილი, ლესინგი, ჯონ ლოკი, პუფენდორფი, სპინოზა, თომასიუსი, ვოლტერი, უილიამსი, პენი, ლორდ ბალტიმორი, მილტონი და ა.შ.

суббота, 19 апреля 2014 г.

ადამიანის უფლებები და რელიგიური ტოლერანტობა – მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოს I



მსოფლიო საპატრიარქოს (კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია) რთულმა ისტორიამ, აგრეთვე მისმა ადგილმდებარეობამ, რომელიც ითვლება კონტინენტებისა და ცივილიზაციების შეხვედრის ადგილად,განაპირობა ის რომ მსოფლიო საპატრიარქო ძალიან სერიოზულად ეკიდება რელიგიური ტოლერანტობის პრობლემას. ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები მოწოდებულნი ვართ გვერდში დავუდგეთ და დავიცვათ რასიზმის, შეუწყნარებლობისა და რელიგიური რეპრესიების უდანაშაულო მსხვერპლი. ჩვენ მოწოდებულნი ვართ, რათა ვიღვაწოთ მშვიდობის დამკვიდრებისათვის მსოფლიოს ყველა კუთხეში. მართლმადიდებლური საღმრთო ლიტურგია იწყება შემდგომი სიტყვებით : „მშვიდობისათვის უფლისა მიმართ ვილოცოთ“ , მას მოსდევს ლოცვა „მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა….“. ჩვენ ვალდებულნი ვართ პასუხი გავცეთ ძმათამკვლელ ომებს და მის შედეგად მიღებულ გაუცხოებას. უნდა შევახსენოთ ადამიანებს ტოლერანტობის მნიშვნელობა, რომელსაც თან ერთვის ადამიანის თავისუფლების და სამართლიანობის პატივისცემა.