ვაჟა ნიკოლაიშვილი
გავა გარკვეული ხანი და იმ იდიოტურ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით, სირცხვილნარევი უხერხული ღიმილით გავიხსენებთ. ძალიან მსურს, რომ ეს უხერხული ღიმილი მაინც მხიარული იყოს, შემდგარი და სტაბილური განვითარების გზაზე მდგომი ქვეყნის მოქალაქეების ღიმილი, რომლებიც წარსულ შეცდომებს, გამოცდილებით შეძენილი სიბრძნით, წარმატებული აწმყოს მყარ ფუნდამენტზე მდგარნი და ღირსეულ მომავალში დარწმუნებულნი გადაჰყურებენ. სასტიკად არ მინდა, რომ ეს ღიმილი, მერამდენედ უკვე ჩვენს შორეულ თუ ახლო ისტორიაში, გაჟღენთილი იყოს ქართველებისთვის იმ კარგად ნაცნობი სიმწრით, რომელიც საკუთარ, დაგვიანებით დანახულ, უგუნურობით გამოწვეულ, გამოუსწორებელ კატასტროფას უკავშირდება.
მხედველობაში მაქვს ჩვენს საზოგადოებაში ლგბტ საკითხის გარშემო შექმნილი ვითარება, პირველ რიგში კი ის პრიმიტიული ფორმულა, რომელიც მტერმა ნორმალური გზიდან ასაცდენად შემოგვიგდო და რომელიც უტვინო ცხოველების ჯოგის მსგავსად ჩვენი საზოგადოების ნაწილმა ასეთი მზადყოფნით აიტაცა. დიახ! არ გეწყინოთ ქართველი ვაჟკაცების უკანალის სიწმინდის სადარაჯოზე მედგრად მდგარო რაინდებო, მაგრამ რეალობა მარტივი და მწარეა: საქართველოს დაპყრობის ბოროტ საქმეში მტერი მთავარ გათვლას სწორედ თქვენს იდიოტიზმზე აკეთებს!
ფორმულა კი მართლაც პრიმიტიულია: თურმე მთელი ევროპა და ამერიკა ერეგირებული ფალოსებით ემზადება იმისათვის, რომ სახელოვან ქართველ ვაჟკაცებს ნამუსი ახადოს და ამ საშინელ განსაცდელში ჩვენი ერთადერთი იმედი დიდი რუსეთი და მისი პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია, რომელიც თავისი მკერდით არის გადაფარებული ქართველ ვაჟკაცთა უკანალებს და უძილო ღამეებს იმაზე ფიქრში ათენებს თუ როგორ გადაგვირჩინოს ნამუსი.
ჩვენი მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს მტრის ღია თუ ფარულმა აქტიურად მოქმედმა პროპაგანდამ შთააგონა ის, რომ დასავლური ღირებულებები დამღუპველია საქართველოსთვის, ხოლო ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრაცია გაიგივებულია საზოგოდაოების ჰომოსქსუალიზაციასთან. ხატავს რა ნაკლებად განვითარებული ჩვენი თანამოქალაქეების გონებაში ამ საშინელ სურათს, მტერი მათ იქვე მარტივად აღსაქმელ, ვითომ მაშველ, მაგრამ, სინამდვილეში, დამღუპველ რგოლს სთავაზობს - გაპედერასტებისაგან ერთადერთი გადარჩენის გზა რუსეთთან ინტეგრაციაა, რადგან რუსეთი არის ერთმორწმუნე ქვეყანა, რომელიც დღევანდელ გონებაშერყეულ სამყაროში ტრადიციულ და მძლავრ, ლამის ერთადერთ, ჰეტეროსექსუალიზმის ბურჯს წარმოადგენს.
მეტნაკლებად გათვითცნობიერებული ადამიანისათვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, თუ რა მოგველის ჩვენ, თუ ამ პრიმიტიული სატყუარით რუსულ სივრცეში შეგვრეკეს, მაგრამ, ვაღიაროთ, რომ არც თუ ისე ცოტა ჩვენი თანამემულე ამ სატყუარას წამოეგო და ქართული ვაჟკაცობის ფენომენის დაცვის ლოზუნგით რუსეთისკენ მოგვიხმობს. ამიტომ, ვგონებ, უპრიანი იქნებოდა კარგად გავრკვეულიყავით იმაში თუ რა არის ვაჟკაცობა და რა არის რუსეთი, თუნდაც სექსუალური ორიენტაციის საკითხის კონტექსტში.
მინდა გითხრათ, რომ ქართველი ვაჟკაცის, ან, თუ გნებავთ, რაინდის ცნება ჩემთვის ლიტონი სიტყვები არ არის. ზოგად გაგებასთან ერთად, ის ჩემთვის კონკრეტული მაგალითებით არის დატვირთული და ამ მაგალითებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაც და დღევანდელობაც უხვად გვაძლევს. ქართველი ვაჟკაცის მაგალითია შალვა ახალციხელიც და გიორგი ანწუხელიძეც. ვაჟკაცები არიან დიდგორის, კრწანისის, კოჯრის ბრძოლების გმირებიც და ის გმირებიც, რომლებმაც უთანასწორო ბრძოლაში გმირული წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს შინდისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს.
გეტყვით იმასაც, რომ ქართველი ვაჟკაცის ჩემეულ გაგებაში ჰეტეროსექსუალობა აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს, მაგრამ ეს კომპონენტი მხოლოდ აუცილებელია და არ არის საკმარისი. თუნდაც ზემოთ მოყვანილი მაგალითები გულისხმობს იმას, რომ ქარვთველი ვაჟკაცი, ასევე, პატრიოტი და სამშობლოს დამცველი უნდა იყოს, ბრძოლის ველზე თუ ნებისმიერ სხვა სფეროში. სამშობლოს დავცა კი, რა თქმა უნდა, მტერთან ბრძოლას გულისხმობს. ამიტომ, იმ ჰეტეროსექსუალებს, რომლებიც ჰომოფობიური ლოზუნგების მოშველიებით მტერთან თანამშრომლობისკენ მოგვიხმობენ და ახალი დამონებისკენ უბიძგებენ ჩვენს ქვეყანას, ქართველ ვაჟკაცთა რიცხვს ნამდვილად არ მივაკუთვნებ. მითუმეტეს, რომ, როგორც ცნობილია, სწორედ მრისხანე ჰომოფობთა შორის ხშირად გვევლინებიან ლატენტური თუ შენიღბული ჰომოსექსუალები. ამდენად, ამ ე.წ. „ვაჟკაცებს“, შემდგომ ამ ტექსტში მხოლოდ ბრჭყალებში მოვიხსენიებ.
როგორც უკვე ვთქვი, სამშობლოს დაცვა მტერთან ბრძოლას გულისხმობს, ხოლო ეს ბრძოლა წარმატებული რომ იყოს, აუცილებელია, მტერს კარგად ვიცნობდეთ. რადგან ეს მტერი ჰეტეროსექსუალი ცხვრის ქურქში გახვეული მგელივით მოგვადგა და შველას და ნუგეშს გვთავაზობს, მოდით მას ეს ქურქი ავხადოთ და თავად ამ მგლის სექსუალურ ორიენტაციასაც დავაკვირდეთ.
ირონიული დამთხვევაა თუ მისტიური შინაარსის მქონე სიმბოლოზმი, მაგრამ ფაქტია: თვითმპყრობელობის ეპოქის დროინდელი რუსეთის სახელმწიფოებრიობის ორივე მამა, ივანე მრისხანე და პეტრე დიდი, გამოკვეთილი ჰომოსექსუალისტები იყვნენ. ერთმა მოსკოვიის სამეფო დააარსა, ხოლო მეორემ, რუსეთის იმპერია. თუმცა, ეს, ალბათ, არც დამთხვევაა და არც მისტიკა. უბრალოდ, ჰომოსექსუალიზმი რუსეთში იმდენად საყოველთაოდ გავრცელებული რეალობა გახლდათ, რომ ამ ორი გვირგვინოსანი ადამიანის ჰომოსექსუალური ორიენტაცია სტატისტიკის კანონზომიერებებით იოლად აიხსნება. ამას ერთხმად აღნიშნავენ ყველა ის ევროპელი მოგზაურები, რომლებმაც დატოვეს მოგონებები რუსეთის შესახებ, მათ შორის, ისეთი ცნობილები, როგორებიც არიან ჰერბერშტეინი, ოლეარიუსი, მარჟერეტი ად ა.შ.. ირკვევა, რომ, მაგალითად მე-XV, მე-XVI, მე-XVII საუკუნეების რუსეთში ჰომოსექსუალიზმი ისე ფართოდ იყო გავრცელებული, რომ ის უცხოელ თვითმხილველებში უკიდურეს გაკვირვებას და აღშფოთებასაც კი იწვევდა (როგორც ვხედავთ, რუსეთის მიმართ ევროპელების მიერ აღშფოთების გამოხატვა ძველი მოვლენა ყოფილა). ამ დაკვირვებებში ძალიან საინტერესო ისაა, რომ რუსეთში არატრადიციული (ხოლო, როგორც ირკვევა, რუსეთისთვის საკმაოდ ტრადიციული) სექსუალური ორიენტაცია არა მხოლოდ წარჩინებული კასტისთვის იყო დამახასიათებელი, არამედ მასიურად ყოფილა გავრცელებული მოსახლეობის ყველა ფენაში, დაწყებული გლეხებიდან და მონარქებით დამთავრებული. ამას უამრავი ისტორიული საბუთი ადასტურებს. მაგალითად, წმინდა რომის იმპერიის ელჩი ვასილი მე-3 კარზე სიგიზმუნდ ფონ გერმერშტეინი თავის წიგნში „ჩანაწერები მოსკოვურ საქმეებზე“ 1533 წელს ცალსახად აღნიშვავს, რომ ჰომოსექსუალიზმი ფართოდ იყო გავრცელებული მოსკოვის სამეფოს უკლებლივ ყველა სოციალურ ფენაში. ინგლისელი პოეტი, ჯორჯ ტერნერვილი, რომელიც დიპლომატიური მისიის შემადგენლობაში ეწვია რუსეთს 1568 წელს, ივანე მრისხანეს მიერ ჩატარებულმა უსაშინლესმა რეპრესიებმა იმდენად არ განაცვიფრა, რამდენადაც მოსახლეობის მდაბიო ფენებში გავრცელებულმა ტოტალურმა ჰომოსექსუალიზმმა. მან ეს თავის ერთერთ ლექსში ასე გადმოგვცა:
Perhaps the muzhik hath a gay and gallant wife
To serve his beastly lust, yet he will lead a bowgard’s life.
The monster more desires a boy within his bed
Than any wench, such such filthy sinne ensues a drunken head.
The woman to repay her drowsie husband’s dettes
From stinking stove unto her mate to bawdy banquets gets.
არსებობს ამ პასაჟის ორი რუსული თარგმანიც:
Хоть есть у мужика достойная супруга,
Он ей предпочитает мужеложца-друга.
Он тащит юношей, не дев, к себе в постель.
Вот в грех какой его ввергает хмель.
და
Напившись допьяна, ведет себя, как скот,
Забыв, что дома у печи его супруга ждет,
Распущенный дикарь, он мерзости творит
И тащит отрока в постель, отринув срам и стыд.
Жена, чтоб отомстить, зовет к себе дружка,
И превращается в содом дом честный мужика.
თავად ივანე მრისხანე ოფიციალურად ითვლება მოსკოვის დიდი მთავრის ვასილი მე-3-ის და დიდგვაროვანი ქალბატონის ელენე გლინსკაიას შვილად. ვამბობ „ოფიციალურად“, რადგან ისტორიულად ცნობილია, რომ ვასილი მე-3 უკიდურესად ჰომოსექსუალური ორიენტაციის გახლდათ, ხოლო მისი მეუღლე კი, შესაბამისად, როგორც ისტორიული დოკუმენტები მეტყველებენ „კატასავით მრუში“. ამდენად, რეალურად ვინ „გააკეთა“ ივანე მრისხანე, დღეს არავინ იცის. თვით ივანეც, როგორც უკვე მოგახსენეთ, უარს არ ამბობდა ერთსქესიან ურთიერთობებზე, მისი „გართობები“ ფიოდორ ბასმანოვთან და სხვებთან კარგად არის ცნობილი ისტორიული დოკუმენტებიდან.
რუსეთის იმპერიის დამაარსებელი, ამ ქვეყნის გამოჩენილი მონარქი პეტრე პირველი ასევე არ ღალატობდა თავისი წინაპრების სოდომურ ტრადიციებს. მისი ხანგრძლივი რომანი ბავშვობის მეგობართან, ალექსანდრე მენშიკოვთან, კარგად არის ცნობილი. ამ ჰომოსექსუალური ურთიერთობის წყალობით, მეჯინიბის შვილმა მენშიკოვმა შთამბეჭდავი კარიერა გაიკეთა და პრაქტიკულად იმპერიის მეორე პირის პოზიციას მიაღწია. თავად პეტრე კი, თავისი მრავალრიცხოვანი სამხედრო კამპანიების დროს თითქმის ყოველ ღამეს ფუმფულა აღნაგობის ჯარისკაცებს იწვენდა ლოგინში.
პეტრემ რუსეთის უზარმაზარი სამეფო ევროპისკენ შემოატრიალა და ფართოდ გაუღო რუსეთის კარები ევროპულ ცივილზაციას. რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს ბევრისთვის ეს დღეს, ამ პერიოდში ევროპიდან რუსეთში მრავალ ზნე-ჩვეულებასა და გავლენასთან ერთად სწორედ ჰომოფობიაც შემოდის. რუსებმა გაკვირვებით აღმოაჩინეს, რომ ევროპელები მათსავით ტოლერანტულები სულაც არ იყვნენ ჰომოსექსუალიზმის მიმართ. ამის შემდეგ, თანდათან, ეს მოვლენა რუსეთში ფაქტიურად ლეგალური მდგომარეობიდან შედარებით ჩრდილში ინაცვლებს, მაგრამ მძლავრ, მრავალსაუკუნოვან ტრადიციაზე დყრდნობილი, რა თქმა უნდა, არსად არ იკარგება და მშვიდად განაგრძობს თავის არაოფიციალურ თუ ნახევრადოფიციალურ არსებობას. და როგორც გამოჩენილმა რუსმა ისტორიკოსმა სერგეი სოლოვიოვმა თავად აღიარა, „არსად, არც აღმოსავლეთში, არც დასავლეთში ისე იოლად, როგორც რუსეთში, არ უყურებდენ ამ ამაზრზენ, არაბუნებრივ ცოდვას“.
ისიც უნდა ითქვას, რომ ერთსქესიან გართობებში არც რუსი ქალბატონები ჩამოუვარდებოდენ მამაკაცებს. ისტორია გადმოგვცემს, რომ პეტრე პირველის ძმისშვილი, რუსეთის იმპერატრიცა ანნა გარშემორტყმული იყო მასთან ინტიმურ ურთიერთობებში მყოფი სეფე ქალებით. არ თაკილობდა სოდომის აკრძალულ ხილს არც განთქმული ეკატერინე მე-2. მისი ჰომოსექსუალური კავშირებიდან ყველაზე ცნობილია ურთიერთობა მეორე გამოჩენილ რუს ქალბატონთან, სახელმწიფო მოღვაწესთან და მეცნიერთან ეკატერინე დაშკოვასთან.
არც მე-19 საუკუნის რუსეთის რეალობა უჩივის ჰომოსექსუალიზმის ნაკლებობას. შეგვიძლია რამოდენიმე თვალსაჩინო მაგალითს გადავხედოთ.
ალექსანდრე 1 -ის იუსტიციის მინისტრი, ცნობილი რუსი პოეტი-სენტიმენტალისტი ივანე დმიტრიევი (1760-1837) იკავებდა რა მაღალ თანამდებობას, გარშემორტყმული იყო მრავალრი სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა ჭაბუკი თანაშემწით, რომლებთანაც ის სქესობრივ კავშირში იმყოფებოდა და ბევრ მათგანს ძალიან წარმატებული კარიერაც კი გააკეთებინა. როგორც ალექსანდრე 1- ს მიმოწერის პიკანტური ნაწილიდან ირკვევა, მისი სახით რუსეთის იმპერიის ტახტს 25 წლის განმავლობაში კიდევ ერთი ჰომოსექსუალისტი ფლობდა. მისი მეფობის პერიოდი დაკავშირებულია რუსეთის ისტორიის ერთერთ ყველაზე უფრო გრანდიოზულ მოვლენასთან, ნაპოლეონის შემოსევასთან. ამ მოვლენის ერთერთი მთავარი გმირი, რუსეთის არმიის მთავარსარდალი, მიხეილ კუტუზოვი, ნაპოლეონის რუსეთიდან გაძევების შემდეგ, 1813 წელს, ევროპის შუაგულისკენ მიმავალი რუსული არმიის შტაბში, გერმანიის ქალაქ ბრუნცლაუში გარდაიცვალა. გადმოცემიდან ცნობილია, რომ ეს მაოხდა მაშინ, როცა კუტუზოვს ერთერთი მისი ჯარისკაცი ჩვეულ პროცედურას, ორალური სექსით მომსახურებას უტარებდა. როგორც ჩანს, რუსმა ჯარისკაცმა მთავარსარდლის ბრძანება ისე ვნებიანად და მონდომებით შეასრულა, რომ სამოცდაათ წელს მიტანებულმა ბერიკაცმა მოზღვავებულ ემოციებს ვერ გაუძლო და ის უშუალოდ პროცედურის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა.
ნიკოლოზ 1-ის ცნობილი და გავლენიანი განათლების მინისტრი გრაფი სერგეი უვაროვი (1786-1855) პრაქტიკულად რუსული იმპერიული იდეოლოგიის ერთერთი ფუძემდებელი გახლდათ. მას ეკუთვნის რუსეთის იმპერიის განმსაზღვრელი, ფუძემდებლური ცნობილი ფორმულა და დოქტრინა - "Православие, самодержавие, народность", ანუ „მართლმადიდებლობა, თვითმპყრობელობა, ხალხურობა“. ამავე დროს, გრაფი უვაროვი ცნობილია როგორც პირწავარდნილი პედერასტი. თავისი ახალგაზრდა, ლამაზი, თუმცა უნიჭო და მაღალი პოზიციებისთვის ყოვლად შეუფერებელი საყვარელი, თავადი მიხეილ დონდუკოვ-კორსაკოვი მან საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტისა და სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობებზეც კი დაანიშნინა. სწორედ ამ დონდუკოვ-კორსაკოვს მიუძღვნა ალექსანდრე პუშკინმა თავისი ერთერთი ეპიგრამა:
В Академии наук
Заседает князь Дундук
Говорят не подобает
Дундуку такая честь;
Почему ж он заседает?
Потому что жопа есть.
პუშკინის კიდევ ერთი, შედარებით უფრო მეგობრული ეპიგრამა, სხვა ცნობილ რუს მაღალჩინოსან ჰომოსექსუალისტს, სხვადასხვა დროს ქალაქ ქერჩის თავს, ბესარაბიის ვიცე-გუბერნატორს და უცხო სარწმუნოებების დეპარტამენტის დირექტორს, ფილიპე ვიგელს ეძღვნება:
Тебе служить я буду рад –
Стихами, прозой, всей душою,
Но Вигель, - пощади мой зад!
რუსეთის იმპერიის წარჩინებული პედერასტების ერთერთი ცნობილი წარმომადგენელი გახლდათ სინოდის ობერ-პროკურორი და სახალხო განათლების მინისტრი ალექსანდრე გოლიცინი (1773-1844). საერთოდ, რუსული ოფიციალური მართლმადიდებლური და კლერიკალურ-თვითმპყრობელური სისტემის ჩამოყალიბებაში ჰომოსექსუალისტების როლი და მონაწილეობა ცალკე, ხანგრძლივი, დეტალური განხილვის თემაა. თავად გოლიცინის მოღვაწეობას კი უკავშირდება განათლების სისტემის უკიდურესი კლერიკალიზაცია.
საერთოდ, ნიკოლოზ 1- ის ეპოქა რუსული ჰომოსექსუალიზმის თვალსაზრისით ძალზედ ნიშნდობლივია და მოგახსენებთ რატომ. დღევანდელი რუსული პროპაგანდა, როგორც უკვე ვიცით, ამ ფენომენის გაძლიერებას დასავლური ლიბერალიზმის პირდაპირ შედეგად ასაღებს. ჰომოსექსუალიზმის შეჩერების მთავარ გარანტად ეს პროპაგანდა პუტინისეულ ფაშისტურ-კლერიკალური ტიპის, „სუვერენულ დემოკრატიად“ მონათლულ, სახელმწიფო მოწყობის მოდელს გვთავაზობს. ნიკოლოზ 1- ის მეფობის ხანგრძლივი პერიოდი რუსეთის იმპერიის ისტორიაში სამართლიანად ითვლება ყველაზე უფრო რეაქციულ, ანტიდასავლურ, ანტილიბერალურ, ანტიდემოკრატიულ და ე.წ. რუსულ და მართლმადიდებლურ ღირებულებებზე დაფუძნებულ თვითმპყრობელურ-კლერიკალური დიქტატურის პერიოდად. გარკვეულწილად, ნიკოლოზ 1- სა და პუტინის რუსეთს შორის მრავალი ისტორიული პარალელის გავლებაც კი შეიძლება. საინტერესოა, რომ სწორედ ნიკოლოზ 1- ის დროს, რუსეთში ისედაც ტრადიციულად ფართოდ გავრცელებული ჰომოექსუალიზმი იმდენად დიდ მასშტაბებს აღწევს, რომ რუსეთის იმპერატორმა პირადად დაიბარა რუსული ჰომოსექსუალური ელიტის ცნობილი „მეტრი“, საგარეო საქმეთა კოლეგიის მაღალჩინოსანი ვ. ბანტიშ-კამენსკი და უბრძანა მას წარმოედგინა მისთვის ცნობილ წარჩინებულ ჰომოსექსუალთა სია. ბანტიშ-კამენსკის მიერ ნიკოლოზისთვის წარდგენილ სიაში პირველ და მეორე ნომრებად მინისტრი და კანცლერი ფიგურირებდენ. თავისი მოცულობითა და იქ წარმოდგენილ ადამიანთა სახელმწიფო და საზოგადოებრივი პოზიციების თვალსაზრისით, სია იმდენად სკანდალურად შთამბეჭდავი გამოდგა, რომ ნიკოლოზმა ამ ინფორმაციაზე უკვე ვერანაირი სერიოზული რეაგირება ვეღარ მოახდინა.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსული რეაქციული, მემარჯვენე იდეოლოგიის ჩამოყალიბებაში, რომელსაც ახლა თავის მოდერნიზებულ ვერსიებთან ერთად „გარყვნილ“ დასავლურ ლიბერალიზმს უპირისპირებენ, სწორედ რომ რუსმა ჰომოსექსუალისტებმა ითამაშეს გადმწყვეტი როლი. შეიძლება თამამად ითქვას, რომ რუსული რეაქციული ანტილიბერალური იდეოლოგია, პრაქტიკულად, პედერასტების შექმნილია. უვაროვი და გოლიცინი უკვე ვახსენეთ. ამ იდეოლოგიის ერთერთი უმსხვილესი ფუძემდებელი ანდრეი ნიკოლოზის ძე მურავიოვი გახლავთ (1806-1874). ენციკლოპედიები მას ასე მოიხსენიებენ: რუსეთის საიმპერატორო კარის კამერგერი, მართლმადიდებელი სასულიერო მწერალი და საეკლესიო ისტორიკოსი, მომლოცველი და მოგზაური, დრამატურგი და პოეტი, მეცნიერებათა საიმპერატორო აკადემიის საპატიო წევრი. ამავე დროს, ანდრეი მურავიოვი, რომ იტყვიან, აღვირახსნილი ჰომოსექსუალისტი გახლდათ, რასაც, სხვათა შორის, აქტიურად იყენებდენ მის წინააღმდეგ ლიბერალური მიმართულების მოღვაწეები და მას შესაბამისი დამცინავი ეპიგრამებით და პუბლიკაციებით უტევდენ. ცნობილია, რომ მუარვიოვმა საბოლოოდ გარყვნა დამწყები პედერასტი მეშჩერსკი, რომელიც შემდგომში გახდა მისი „ღირსეული“ გამგრძელებელი როგორც რეაქციული იდეოლოგიის ჩამოყალიბებაში, ასევე ჰომოსექსუალიზმში.
რუსული ანტილიბერალიზმის, ანტიდასავლურობის და თვითმპრობელურ-კლერიკალური იდეოლოგიის ერთერთი ყველაზე გამოჩენილი ბურჯს, ცნობილ პუბლიცისტის, თავად ვლადიმერ მეშჩერსკის (1839-1914) მართლმადიდებლობისა და პატრიარქალურობის აგრესიული იდეოლოგობა სულაც არ უშლიდა ხელს ყოფილიყო თავისი დროის ერთერთი ყველაზე თავზეხელაღებული პედერასტი. გამოჩენილმა რუსმა ფილოსოფოსმა ვლადიმერ სოლოვიოვმა მას ასეთი სიტყვებიც კი მიუძღვნა: „Содома князь и гражданин Гоморры“. პედერასტად მეშჩერსკი ცნობილ პეტერბურგის სამართალმცოდნეობის სასწავლებელში „დაფრთიანდა“, რომელიც რუსეთის იმპერიის ბევრ სხვა სასწავლებელთან ერთად ჰომოსექსუალისტების ნამდვილ ინკუბატორად ითვლებოდა. თანამედროვეების მიერ დატოვებული ამ სასწავლებლის სტუდენტების ბინძური გართობების აღწერილობის გადმოცემისაგან აქ თავს შევიკავებ. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მეშჩერსკისთან ერთად ამ სასწავლებლიდან „დიდი“ ჰომოსექსუალიზმის ასპარეზზე შეაბიჯეს, მაგალთიად, ისეთმა ცნობილმა რუსმა მოღვაწეებმა, როგორპიც იყვნენ კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი და პოეტი ა. აპუხტინი.
რა თქმა უნდა, სამართალმცოდნეობის სასწავლებელს არც დახურული ტიპის სამხედრო სასწავლებლები ჩამოუვარდებოდენ. ისტორიული დოკუმენტები უხვად აღწერენ იმ ბაკქანალიას, რომელიც სუფევდა, მაგალითად, პაჟთა კორპუსში, მრავალრიცხოვან კადეტთა კორპუსებში და იუნკერთა სასწავლებლებში. ეს თემა კარგად აქვს აღწერილი, მაგალითად, დიდ რუს პოეტ მიხეილ ლერმონტოვს თავისი იუნკერობისდროინდელ ლექსებში. ცნობილმა რუსმა ლიტერატორმა და პედერასტმა ალექსანდრე შენინმა ამ თემას სკანდალურად ცნობილი მთელი პოემაც, „პაჟის თავგადასავლები“, მიუძღვნა, სადაც მემუარისტების მიერ „გარყვნილების სკოლად“ მონათლული პავლეს კადეტთა კორპუსის ჰომოსექსუალური რეალიები არის აღწერილი.
ბუნებრივია, სამხედრო სასწავლებლებში აღზრდილი ჰომოსექსუალიზმი შემდგომ ფართო გასაქანს უკვე რუს ოფიცერთა ზრდასრულ ცხოვრებაში ჰპოვებდა. განსაკუთრებით განთქმული ამ თვალსაზრისით იყო ცნობილი გვარდიის პრეობრაჟენსკი პოლკი, რომელშიც ჰომოსექსუალიზმი ლამის ტოტალური იყო და მას თავად მეთაური, დიდი თავადი, ცნობილი პედერასტი და იმპერატორის ძმა სერგეი ალექსანდრეს ძე დირიჟირებდა, რომელმაც პეტერბურგში თავისი მრავალრიცხოვანი ორგიებით განთქმული გეი-კლუბიც კი დააარსა. შემდგომში ის მოსკოვის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა, სადაც ქალაქის გეი-საზოგადოების აღიარებული ლიდერი გახდა. საზოგადოებრივ ადგილებში ის, როგორც, წესი ერთი ან ორი თავისი საყვარელი ოფიცრის თანხლებით მიდიოდა და თავის სესქსუალურ ორიენტაციას პრაქტიკულად არც მალავდა. თუმცა, სერგეი სამეფო ოჯახის ჰომოსექსუალიზმის აისბერგის მხოლოდ კენწერო გახლდათ. იგივე ლეიბ-გვარდიის პრეობრაჟენსკი პოლკი სერგეის მოსკოვის გენერალ-გუბერნატორად გადასვლის შემდეგ სამეფო ოჯახის მეორე ცნობილმა პედერასტმა, დიდმა თავადმა კონსტანტინე კონსტანტინეს ძემ ჩაიბარა. როგორც მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისის რუსეთის მკვლევარები აღნიშნავენ, ამ ეპოქაში სამეფო ოჯახს მინიმუმ შვიდი დიდი თავადი (უკანასკნელი ორი მეფის ბიძები, კუზენები და ძმისშვილები) ჰომოსექსუალისტი ჰყავდა.
ცხადია, ჰომოსექსუალიზმში რუსული ხელოვნების წარმომადგენლებიც არავის ტოლს არ უდებდენ. ჰომოსექსუალიზმი რუსულ კულტურაში იმდენად დიდი თემაა, რომ აქ მას მხოლოდ ოდნავ თუ შევეხებით. ისეთი ცნობილი რუსი მწერლების, როგორებიც არიან ნიკოლაი გოგოლი, ნიკოლაი ჩერნიშევსკი და ლევ ტოლსტოი, საკუთარ თავში ჩახშულ და არარეალიზებულ ჰომოსექსუალიზმს სათვალავში ნუ ჩავთვლით. გადავხედოთ რამოდენიმე მკაფიოდ გამოხატულ, რეალიზებულ პედერასტს.
ცნობილმა რუსმა ულტრაკონსერვატულმა სლავიანოფილმა მწერალმა და პუბლიცისტმა კონსტანტინე ლეონტიევმა (1831-1891), რომლის ჰომოსექსუალობა კარგად იყო ცნობილი საზოგადოებაში, უამრავი ლიტერატურული ნაწარმოები მიუძღვნა ჰომოეროტიულ სიუჟეტებს. ერთერთ თავის ნოველაში, „ქმრის აღსარება“ (1867), ის აღწერს სიტუაციას, როცა ქმარი თავად უწყობს ხელს თავის ახალგაზრდა მეუღლეს გაიჩინოს ნორჩი საყვარელი და მათ შორის ურთიერთობების გაღვივებას უწყობს ხელს. მწერალი ღიად გვიჩვენებს იმას, რომ მთავარი გმირი საკუთარი ცოლის საყვარელში გაცილებით უფრო ღრმად არის შეყვარებული ვიდრე თავად მეუღლეში და ნეტარებით ტკბება მათი ინტიმური ურთიერთობით. მწერალმა მოგვიანებით ღიად აღიარა ნაწარმოების ჰომოსექსუალური შინაარსი და თავისი ჰომოსექსუალობა.
რუსული ჰომოსექსუალური ლიტერატურის ნამდვილი მეტრი გახლდათ ცნობილი მწერალი-პედერასტი მიხეილ კუზმინი (1872-1936), რომელმაც, შეიძლება ითქვას, რომ თავისი ჰომოსექსუალური ნაწარმოებებით მართლაც რომ წალეკა რუსული ლიტერატურა. მისი ერთერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია რომანი „ფრთები“, რომელშიც ის ჰომოსექსუალიზმს, პრაქტიკულად, ნამდვილ ჰიმნს უძღვნის. რომანის ფინალში, მთავარი გმირი, ახალგაზრდა მამაკაცი იწყებს ერთობლივ ცხოვრებას ხანშიშესულ პედერასტთან და თავის ბედნიერ მდგომარეობას აღწერს ისე, თითქოს მას ნეტარებისაგან ფრთები ამოუვიდა. უნდა ითქვას, რომ კუზმინი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა რუსეთში. მისი მოთხრობები და ლექსები იბეჭდებოდა საუკეთესო რუსულ ჟურნალებში, ხოლო მის პიესებს საუკეთესო და მეორეხარისხოვანი რუსული თეატრებიც დგამდენ. ეს, ბუნებრივია, ნათლად გვიჩვენებს იმას, თუ რაოდენ გავრცელებული იყო ჰომოსექსუალიზმი მაშინდელ რუსულ საზოგადოებაში.
რუსულ ხელოვნებაში განსაკუთრებულ მოვლენას წარმოადგენს ცნობილი, ლიდია ზინოვიევა-ანიბალის (1866-1907) და ვიაჩესლავ ივანოვის (1866-1949) არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წყვილი. მართალია, ისინი ცოლ-ქმარი იყვნენ, მაგრამ, ამავვე დროს ცალცალკე კარგა გვარიანად ჰომოსექსუალურადაც „უბერავდენ“. რა თქმა უნდა, მათმა სექსუალურმა ორიენტაციამ შესაბამისი ასახვა ჰპოვა მათ ლიტერატურულ მოღვაწეობაში. სოფია ანიბალი ისეთივე კუმირი გახდა რუსი ლესბოსელებისთვის, როგორიც იყო კუზმინი რუსი პედერასტებისთვის. მისი რომანი „ოცდაცამეტი მახინჯი“ და მოთხრობათა კრებული „ტრაგიკული სამხეცეთი“, კუზმინის „ფრთების“ მსგავსად, რუსი ლესბოსელების ნამდვილი კათეჰიზისი გახდა. ანიბალის ქმარი, ვიაჩესლავ ივანოვი, რუსული სიმბოლიზმის და „ვერცხლის საუკუნის“ ერთერთ ყველაზე გამოჩენილ წარმომადგენლად ითვლება. გამოჩენილი ლიტერატორის გარდა მას, ასევე, ცნობილი ფილოსოფოსის და ფილოლოგის რეპუტაციაც აქვს. ამავე დროს, ის განთქმული ბისექსუალი და სექსუალურად აღვიახსნილი ადამიანი გახლდათ. მან ჯერ ძალ-ღონე არ დაიშურა იმისათვის, რომ თავისი ნაადრევად გარდაცვლილი მეუღლის ჰომოეროტიკული ნაწარმოებები რაც შეიძლება ვრცლად გამოეცა. შემდეგ, თვითონ გამოსცა კრებული "Соr Ardens", რომელშიც მამაკაცის მიმართ თავისი გიჟური ვნება აღწერა. საკუთარ გარდაცვლილ მეუღლეს, ლიდია ანიბალს, ივანოვმა საბოლოოდ პატივი იმით მიაგო, რომ დაამყარა სექსუალური კავშირი მის ქალიშვილთან და საკუთარ გერთან ვერა შვარსალონთან, შვილიც კი გააკეთა მასთან და ბოლოს ცოლადაც მოიყვანა.
უამრავ გარყვნილობებს, რომლებიც ივანოვ-ანიბალის წყვილს უკავშირდება პიკანტურად „ამშვენებს“ მათი კავშირი ცნობილ რუს პოეტ-პედერასტთან სერგეი გოროდეცკისთან (1884-1967), რომელმაც თავისი შემოქმედება როგორც საინტერესო და ნიჭიერმა სიმბოლისტმა და აკმეისტმა დაიწყო და დაამთავრა როგორც იაფფასიანმა ლიბრეტისტმა და კომუნისტური პარტიის მლიქვნელმა მეხოტბე-მგოსანმა. 1906 წელს ივანოვმა და ანიბალმა გოროდეცკი მიუერთეს თავის ოჯახს, რათა, მათი თქმით, შეექმნათ ერთგვარი „სამი ცოცხალი ადამიანისაგან შემდგარი ერთიანი სულიერ-სამშვივნელ-ფიზიკური ზოდი“. ვფიქრობ, კომენტარები ზედმეტია.
ის, რომ ჰომოსექსუალიზმი რუსეთში არ გახლავთ მხოლოდ ელიტარული და ბოჰემური სამყაროს კუთვნილება, არამედ მყარად დგას ხალხურ ნიადაგზე, კარგად სჩანს რუსული კულტურის მრავალი მოღვაწის მაგალითზე, რომლებიც ან თავად გამოვიდნენ ხალხის წიაღიდან და თავიანთი ჰომოსექსუალური „მოღვაწეობა“ ამავე წიაღში, ყრმობაში დაიწყეს, ან თავისი ცხოვრების მანძილზე აქტიურად ამყარებდენ სექსუალურ კავშირებს რუსეთის მოსახლეობის ისეთ წარმომადგენლებთან, როგორებიც იყვნენ გლეხები, მეეტლეები, წვრილი ხელოსნები, საეკლესიო გუნდების მომღერლები, სახლემწიფო უწყებების წვრილი ჩინოსნები და ა.შ.
ამ თვალსაზრისით ერთერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია, ე.წ. „გლეხური პოეზიის“ მიმდინარეობის ლიდერი ნიკოლაი კლიუევი (1884-1937). მის პოეზიაში ნათლად ჩანს ის ტოტალური ჰომოსექსუალიზმი, რომელიც რუსეთის გლეხურ სამყაროში სუფევს. მიუხედავად მისი პოეზიის აშკარად გამოხატული ჰომოეროტიზმისა და, ალბათ, სწორედ მისი წყალობით, კლიუევი იყო როგორც წარჩინებული ფენების, ასევე, გლეხობის აღიარებული, საყვარელი პოეტი.
კლიუევს ჰქონდა მრავალრიცხოვანი სექსუალური თავგადასავლები ჰომოსექსუალისტ გლეხებთან, მაგრამ მისი ცხოვრების უდუდეს „სიყვარულად“ ითვლება მისი რომანი კიდევ უფრო ცნობილ რუს პოეტთან სერგეი ესენინთან (1895-1925). კლიუევმა და ესენინმა ერთად იცხოვრეს ორი წელი 1915-1917 და შთამომავლობას ერთმანეთისადმი მიძღვნილი უამრავი სასიყვარულო ლექსი დაუტოვეს.
თავად ესენინს რაც შეეხება, მიუხედავად იმისა, რომ ის ქალებშიც დიდი წარმატებით სარგებლობდა და სამჯერ იყო არაორდინარულ ქალებზე დაქორწინებული, მისი სექსუალური ცხოვრების ნამდვილ ვნებას მაინც მამაკაცები წარმოადგენდენ და მათ შორის იყვნენ სხვა მრავალი რუსული ლიტერატურის ცნობილი წარმომადგენელნი. ესესნინმა თავისი ჰომოსექსუალური ცხოვრება კლიუევივთ რუსულ სოფელში დაიწყო და შემდეგ, ჩავიდა რა მოსკოვში და შეაბიჯა მის ლიტერუტურულ სალონებში პირველ ქალაქელ საყვარლად ჩვენთვის უკვე ცნობილი სერგეი გოროდეცკი გაიხადა. ამას შემდეგ მოყვა უამრავი სხვა ჰომოსექსუალური რომანი სხვა ცნობილ რუს ლიტერატორებთან: დიმიტრი მერეჟკოვსკისთან, დიმიტრი ფილოსოფოვთან, მიხეილ კოვალიოვთან (იგივე რიურიკ ივნევი), უკვე ნახსენებ ნიკოლაი კლიუევთან, ანატოლი მარიენგოფთან და მრავალ სხვასთან. როცა ამ პიკანტურ ინფორმაციას ეცნობი, მთელი რუსული ლიტერატურა, განსაკუთრებით, მისი ე.წ. „ვერცხლის ხანა“ ერთ გრანდიოზულ ლგბტ ბაკჰანალიად წარმოგიდგება! აღარ გადგღლით და სერგეი ესენინის სხვა მრავალრიცხოვან გეი-რომანებს და თავგადასავლებს ისეთ ადამიანებთან, რომლებიც რუსული ხელოვნების სამყაროს არ განეკუთვნებოდენ, აქ აღარ შევეხები.
რა თქმა უნდა, ცნობილ რუს პედერასტ-პოეტებს არც ქალი პოეტები ჩამორჩებოდენ. ჰომოსექსუალიზმი ცნობილ რუს პოეტ ქალბატონებში ლამის ტოტალურია. შევეხებით მხოლოდ რამოდენიმე ცნობილ სახელს. ესენი არიან: ცნობილი ლიტერატურული ჟურნალის „ჩრდილოეთის მაცნე“ - ს დამაარსებელი, პოეტი სიმბოლისტი ანა ევრეინოვა (1844-1919), პოეტი-სიმბოლისტი პოლიქსენა სოლოვიოვა (1867-1924), ცნობილი პოეტი და მთარგმნელი სოფია პარნოკი (1885-1933), მისი საყვარელი და სექსპარტნიორი, განთქმული რუსი პოეტი ქალი მარინა ცვეტაევა (1892-1941) და, რა თქმა უნდა, რუსული პოეტების დედოფლად წოდებული ანა ახმატოვა (1889-1966).
შეუძლებელია მოკლე სტატიის პირობებში გაყვე რუსული ჰომოსექსუალიზმის ფენომენის შესწავლას კულტურის სხვადასხვა დარგების მიხედვით. ეს დიდი მოცულობის, სქელტანიანი ნაშრომის შექმნას მოითხოვს. თუმცა, როცა სადმე საუბარია ამ თემაზე, ალბათ, დიდი რუსი კომპოზიტორის პეტრე ჩაიკოვსკის (1840-1893) გვერდის ავლა არ გამოდის. ყველაზე დიდი რუსი კომპოზიტორი, ამავე დროს, ერთერთი ყვრელაზე უფრო გამოხატული და ცნობილი გეი გახლავთ. არსებობს საკმაოდ დამაჯერებელი ვერსია იმის შესახებ, რომ მისი ნაადრევი სიკვდილი ერთერთ დიდგვაროვან მცირეწლოვან ჭაბუკთან დაკავშირებული ჰომოსექსუალური სკანდალით იყო გამოწვეული. მეოცე საუკუნეში გამოქვეყნდა მისი საკმაოდ დიდი მოცულობის მიმოწერა ნათესავებთან და მეგობრებთან, რომელიც გადავსებულია დეტალურად აღწერილი მრავალრიცხოვანი ჰომოსექსუალური თავგადასავლებით. ეს მიმოწერა საინტერესოა იმით, რომ ჩაიკოვსკი იქ არწერს თავის პედერასტულ რომანებს და ეპიზოდებს არა მხოლოდ მაღალი წრის წარმომადგენლებთან, არამედ უამრავ მდაბიოსთან, რაც ისე იოლად და ყოველი ფეხის ნაბიჯზე ხდება, რომ კიდევ ერთხელ ნათლად მეტყველებს რუსულ ჰომოსექსუალიზმზე, როგორც ჭეშმარიტად საერთო-სახალხო მოვლენაზე.
არ წარმოადგენს საიდუმლოს ცნობილი რუსი კომპოზიტორის, განთქმული ოპერის „ბორის გოდუნოვის“ ავტორის, მოდესტ მუსორგსკის (1839-1881) ჰომოსექსუალობაც. მის სასიყვარულო პარტნიორებს შორის ყველაზე განთქმულები არიან ცნობილი რუსი მხატვარი და არქიტექტორი ვიქტორ გარტმანი (1834-1873) და ცნობილი რუსი პოეტი, პროზაიკოსი და პუბლიცისტი, არსენი გოლენიშჩევ-კუტუზოვი (1848-1913). პიკანტური ჰომოსექსუალური რომანი აკავშირებს მუსორგსკის ასევე კიდევ ერთ განთქმულ რუს კომპოზიტორთან ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვთან (1844-1908).
ერთი სიტყვით, ჰომოსექსუალიზმი რუსეთის იმპერიაში ისეთ მასშტაბებს აღწევს, რომ გაოგნებულ ვაჟა ფშაველას, რომელმაც რუსეთში მე-20 საუკუნუს დასაწყისში იმოგზაურა, ასეთი სტრიქონებიც კი აღმოხდა:
”ვნახე რუსეთი, ველნი ვაკენი;
ქალნი უნიფხვო, კაცნი მაკენი!”
ჰომოსექსუალიზმი ვაჟასთვის არნახული ფენომენი როდი იყო, იმდროინდელ თბილისში ხომ, ჯერ კიდევ როსტომ ხანის მმართველობიდან მოყოლებული, ყველასათვის კარგად ცნობილი კინტოების გეი საზოგადოება არსებობდა. მაგრამ, როგორც ჩანს, ის რაც ვაჟამ რუსეთში ნახა, თავისი მასშტაბებით, თბილისში ნანახას ბევრად აღემატებოდა.
რა თქმა უნდა, პედერასტიის ესტაფეტა ბოლშევიკებმაც გადაიბარეს. კომუნისტური ბელადის ნამდვილი ბიოგრაფია ტყუილად არ იყო ბურუსით მოცული და გასაიდუმლოებული. ბოლო დროს აღმოჩენილი ისტრიული დოკუმენტები მის ჰომოსექსუალიზმზე ნათლად მეტყველებს. მისი და მეორე პარტიული ბელადის გრიგორი ზინოვიევის რომანი ნათლად იკვეთება მათ მიმოწერაში, რომელიც ჯერ კიდევ მათი ემიგრაციაში ყოფნის დროს, ჟენევაში დაიწყო. გასაკვირი არ არის, რომ, როცა ლენინი 1917 წლის ზაფხულში დროებით მთავრობას ემალებოდა ტბა „რაზლივთან“, მან თავის „შალაშში“ (ქოხი), სწორედ ზინოვიევი მოიხმო, სადაც მათ რომანტიული თვე გაატარეს ერთად. მოგვიანებით, მათ იდილიურ რომანში ლენინის და ტროცკის ბრუტალურმა ჰომოსექსუალურმა გატაცებამ შეიტანა ერთგვარი დისონანსი.
საინტერესოა, რომ საშინელი, ე.წ. „წითელი ტერორი“ სწორედ ჰომოსექსუალური ისტორიით დაიწყო. პეტროგრადის ჩეკას უფროსი მოისეი ურიცკი და სოციალისტები კანეგისერი და პერელცვეიგი „ცისფერ“ სამკუთხედს შეადგენდენ. როცა ჩეკამ მორიგ რეპრესიულ ტალღაზე 1918 წლის 21 აგვისტოს 21 კაცისაგან შემდგარი მორიგი ჯგუფი დახვრიტა, მათ რიცხვში პერელცვეიგიც აღმოჩნდა. ისტერიკაში ჩავარდნილი კენეგისერი მიუვარდა ურიცკის სამსახურში და ის პეტერბურგის ჩეკას ოფისის ვესტიბიულში გამოასლამა სიცოცხლეს. ლენინმა და ბოლშევიკებმა ამ ჰომოსექსუალურ გარჩევას პოლიტიკური სარჩული შეუყენეს და მასობრივი ტერორის საბაბად გამოიყენეს.
მართალია, სტალინი, განსაკუთრებით 30- ანი წლების შუიდან ჰომოსექსუალიზმის მიზანმიმართულ პოლიტიკურ და სამართლებრივ დევნას იწყებს, მაგრამ, რა თქმა უნდა, მისი ამოძირკვა ვერ ხერხდება. არატრადიციული ორიენტაციის ფლაგმანებად, საბჭოთა კავშირშიც, ხშირად თავად პოლიტიკური ხელმძღვანელები გვევლინებიან. უკიდურესად გარყვნილი ჰომოსექსუალისტი გახლდათ, მაგალითად, 1937 წლის მასობრივი რეპრესიული სასაკლაოს მთავარი ორგანიზატორი, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი ნიკოლაი ეჟოვი, ჰომოსექსუალისტთა რიცხვს განეკუთვნებიან, მაგალითად, სხვადასხვა დროის ისეთი კომუნისტური ლიდერები, როგორებიც იყვნენ კალინინი, მალენკოვი, სუსლოვი და სხვები.
მოდით ახლა დღევანდელ რუსეთს გადავხედოთ. ღია და ფარული პროპაგანდის მეთოდებით სწორედ იქიდან ცდილობენ შთააგონონ ქართულ საზოგადოებას, რომ თანამედროვე სამყაროში სწორედ რუსეთი არის ის ოაზისი, სადაც ჰომოსექსუალიზმს გასაქანი არ ეძლევა. ამ დროს, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გეების შესახებ შემდეგი განცხადება გააკეთა: „გარწმუნებთ, მე ვმუშაობ ასეთ ადამიანებთან, მე მათ ზოგჯერ ვაჯილდოვებ სახელმწიფო მედლებით და ორდენებით მათი დამსახურებებისთვის სხვადასხვა სფეროებში. ჩვენ აბსოლუტურად ნორმალური ურთიერთობები გვაქვს, და მე ამაში ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ვხედავ“. დამეთანხმეთ, ეს ფრაზა „მე ვმუშაობ ასეთ ადამიანებთან“ პრეზიდენტის პირიდან საკმაოდ დამაინტრიგებლად ჟღერს. იმას, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, ერთერთ თავის საჯარო გამოსვლაში ნათელი მოჰფინა ცნობილმა და კარგად ინფორმირებულმა რუსმა პოლიტტექნოლოგმა და პუბლიცისტმა სტანისლავ ბელკოვსკიმ : „ეს ისედაც ყველამ იცის. ესენი არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყველა მაღალი რანგის ხელმძღვანელები“. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ თუ სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაცია, ანუ ხელისუფლების უმაღლესი ეშელონი ჰომოსექსუალებით არის დაკომპლექტებული, ეს რეალობა მხოლოდ ამ სტრუქტურით არ შემოიფარგლება. ეს ასეც არის. როგორც კომპეტენტური მიმოხილველები იუწყებიან, „გეი-რევოლუცია რუსეთში უკვე დიდი ხანია მოხდა და მოხდა ზევიდან“.
რუსეთის ფედერაციის აწმყოს და ახლო წარსულის პოლიტელიტა ისე უხვად არის გაჯერებული ჰომოსექსუალისტებით, რომ აქ ყველა მათგანზე საუბარი უბრალოდ შეუძლებელია. არსებულ რეალობაზე შეგვიძლია მხოლოდ რამოდენიმე თვალსაჩინო მაგალითით ვიმსჯელოთ. რუსეთის სახელისუფლო ელიტის მასიური „გეიზაცია“ ჯერ კიდევ ელცინის პერიოდიდან მოდის, რომელმაც თავის მხრივ, როგორც ტრადიციის, ასევე, კონკრეტული „კადრების“ თვალსაზრისით, ეს ესტაფეტა კომუნისტური პერიოდიდან გადაიბარა. ინფორმაციის პირველი საჯარო გაჟონვა მოხდა 1994 წელს, როცა პრეზიდენტის პრეს-მდივნის მოადგილე ვიაჩესლავ ბელენკოვი საკუთარ ბინაში მოწყობილი მასობრივი ჰომოსექსუალური ორგიის დროს ფანჯრიდან გადმოვარდა. საზოგადოებამ მაშინვე მიაქცია ყურადღება იმას, რომ ბელენკოვი სამსახურში მისმა უფროსმა, პრეზიდენტ ელცინის ცნობილმა პრეს-სპიკერმა ვიაჩესლავ კოსტიკოვმა მიიყვანა, რომელის პედერასტობაც საზოგადოებისთვის უკვე კარგა ხანს ცნობილი იყო. ფაქტის გამოძიება პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ალექსანდრ კორჟაკოვს დაევალა. გამოძიებამ სწრაფად გამოავლინა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომუშავე 15 ჰომოსექსუალისტი. შემდგომში, ოპერმუშაკებმა გამოძიება გააღრმავეს და სხვებთან ერთად პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემდეც გავიდნენ. გაირკვა, რომ რუსეთის ხელისუფლებაში მოქმედებს მრავალრიცხოვანი, კარგად ორგანიზებული და გატოტილი გეი-მაფია. კორჟაკოვმა თავისი ძალები აშკარად ვერ გათვალა. გეი-მაფიამ მალე მას დამაჯერებლად მიუთითა თუ ვინ არის რუსეთში ნამდვილი ბატონი და ლაზათიანად გათამაშებული კორუფციული სკანდალის შედეგად მას თანამდებობის დატოვება მოუწია.
ელცინის პერიოდის ჰომოსექსუალური პოლიტელიტის შესახებ უხვი ინფორმაციით ზედმეტად რომ თავი არ შეგაწყინოთ, შევეხოთ კიდევ მხოლოდ ისეთ მნიშვნელოვან სფეროს, როგორიც საკანონმდებლო ხელისუფლება არის. მასშტაბის შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად ელცინის ეპოქის ბოლო, მე-3 მოწვევის სახელმწიფო დუმაზე შევჩერდეთ. აქ ყველაზე თვალსაჩინო ფიგურა თავად დუმის თავმჯდომარე ცნობილი პედერასტი გენადი სელეზნიოვი გახლავთ, რომლის მრავალრიცხოვან გეი-პარტნიორთა შორის ყველაზე თვალშისაცემი ცნობილი რუსი მომღერალი ნიკოლაი ბასკოვი და ამავე დუმის ცნობილი დეპუტატი, თავისი გეი-ორიენტაციის წყალობით ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის გენერალურ პროკურატურაში მოულოდნელად სწრაფი კარიერის გამკეთებელი ვიქტორ ილიუხინი ირიცხებიან. ამავე დუმაში მოქმედებდა მეტად გავლენიანი გეი-მაფია შემდეგი შემადგენლობით: ლიდერი - ბიუჯეტის და გადასახადების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, თავდაცვის და უშიშროების ხარჯების განხილვის კომისიის თანათავმჯდომარე ვლადისლავ რეზნიკი; წევრები - ალექსანდრ ბარანნიკოვი (კანონმდებლობის კომიტეტის წევრი), ანდრეი ვულფი (ინფორმაციული პოლიტიკის კომიტეტის წევრი), ვლადიმერ გოლოვლიოვი (ბიუჯეტის და გადასახადების კომიტეტის წევრი), იგორ დინესი (ბიუჯეტის და გადასახადების კომიტეტის წევრი, ლატარიების და სათამაშო ბიზნესის საექსპერტო საბჭოს ხელმძღვანელი), ვლადიმერ კოპტევ-დვორნიკოვი (საკუთრების საკითხების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ვლადიმერ სემიონოვი (კულტურის და ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე) და ცნობილი დეპუტატი ანდრეი მაკაროვი (საგადასახადო კანონმდებლობის ექსპერტთა საბჭოს თავმჯდომარე).
პუტინის რეჟიმის ჰომოსექსუალურ გასაქანზე მისი პოლიტიკურ-ფინანსური ელიტის არატრადიციულ წარმომადგენელთა შემდეგი, ძალზედ არასრული ჩამონათვალი მეტყველებს: ვიაჩესლავ ვოლოდინი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე; გერმან გრეფი, სბერბანკის თავკაცი და ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის ყოფილი მინისტრი; ალექსეი მილლერი, გაზპრომის მმართველობის თავმჯდომარე; მიხეილ პროხოროვი, რუსეთის უმსხვილესი მილიარდერი, 2012 წლის არჩევნებში საპრეზიდენტო კანდიდატი; ვლადისლავ რეზნიკი, დუმის საფინანსო ბაზრის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მილიარდერი, მმართველი პარტიის „ედინაია როსსია“-ს უმაღლესი საბჭოს წევრი, ითვლება დუმის „ცისფერი ლობის“ აღიარებულ ლიდერად; ოლეგ ტინკოვი, რუსი მილიარდერი და ერთერთი უმსხვილესი ბანკირი; ბორის შპიგელი, პარლამენტის სენატორი და მილიარდერი, წარსულში კომკავშირის ფუნქციონერი და ახალგაზრდა კოკმავშირლების გარყვნისათვის ნასამართლევი, სხვა ცნობილი ჰომოსექსუალის, მომღერალი, ნიკოლაი ბასკოვის სიმამრი; იგორ იუსუფოვი, ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი, ამჟამად გაზისა და ნავთობის უმნიშვნელოვანესი საინვესტიციო ფონდ „ენერგია“-ს თავმჯდომარე; მიხეილ ვასილენკო, აეროპორტ „შერემეტიევო“ - ს გენერალური დირექტორი; ვალერი კოგანი, აეროპორტ „დოდმოდედოვის“ თანამფლობელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე; ევგენი რომაკოვი, ბანკ „ტრასტ“- ის ფინანსური დირექტორი, „ედინაია როსსიას“ დეპუტატი, ცნობილი, გავლენიანი ადვოკატი, რუსული ჰომოსექსუალიზმის პატრიარქი, ზედმეტსახელ „ტანიად“ ცნობილი ანდრეი მაკაროვი და მრავალი, მრავალი სხვა...
ახლა გადავხედოთ თუ რა ხდება რუსეთის არმიაში. გეი სექსტურების მოყვარულთა პოპულარული საერთაშორისო ინტერნეტ-პორტალი „სპარტაკუსი“ შემდეგი სარეკლამო ლოზუნგით იწვევს რუსეთში პედერასტებს: „რუსეთი ყველაზე ხელსაყრელი ქვეყანაა მძაფრი არმიული სექსის მოყვარულთათვის“. როგორც ირკვევა, ე.წ. სამხედრო პროსტიტუცია რუსეთში ტოტალურ მოვლენად არის გადაქცეული. რუსეთის ქალაქებში კარგად არის ცნობილი პროსტიტუტ ჯარისკაცთა და კურსანტთა ბირჟები, სადაც უამრავი ახალგაზრდა სამხედრო კლიენტებს სექსუალურ მომსახურებას სთავაზობს. ყველაზე განთქმული ასეთი ადგილი არის, რა თქმა უნდა, მოსკოვში, პლევნის გმირების მოედანზე, ე.წ. „პლეშკაზე“, რომელსაც, ჩვეულებრივ კლიენტებთან ერთად, უხვად სტუმრობენ სამთავრობო ნომრების მქონე ავტომობილები. ბუნებრივია, ჯარისკაცები და კურსანტები ასე თავისუფლად ამ საქმეს ვერ გააკეთებენ, მათ რომ საიმედო „სახურავი“ არ ჰქონდეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ტიპის პროსტიტუციას კარგად ორგანიზებული და სისტემური ხასიათი აქვს, ის პრაქტიკულად, ჩრდილოვან ინდუსტრიად არის გადაქცეული და მის სათავეში სამხედრო მაღალჩინოსნები დგანან. ამას, რა თქმა უნდა, მრავალრიცხოვანი ჟურნალისტური გამოძიებებიც ადასტურებენ. „წიწკვი“ გეი-პროსტიტუტების მოყვარულებისთვის მომსახურების ჩვეულებრივ ფორმად იქცა პირდაპირი ვიზიტები სამხედრო ნაწილებში. იქ კლიენტებს სპეციალურად ამ საქმისთვის გამოყოფილი ოფიცერი ხვდება, გამოუყვანს ამოსარჩევად რამოდენიმე ჯარისკაცს და პირობების შეთანხმების შემდეგ მათ ჯარისკაცები თავისთან მიჰყავთ. მიუხედავად რუსეთში არსებული ტოტალიტარული სისტემისა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობისა, ეს მოვლენა იმდენად მასშტაბურია, რომ მან დიდ ხანია მედია-სივრცეში ამოხეთქა და ამ სამარცხვინო მოვლენის დეტალები დღეს საქვეყნოდ არის ცნობილი. მის გავრცელებას, ყველაფერთან ერთად, რუსულ არმიაში გავრცელებული უუფლებობა, ძალადობის კულტი და ე.წ. „დედოვშჩინაც“ უწყობს ხელს. ასე რომ, თუ ახლგაზრდა კაცს ჯერ კიდევ ჯარამდე არ აქვს გასინჯული ეს აკრძალული ხილი, საკმაოდ მაღალი ალბათობით, სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ ის ოჯახს უკვე ჩამოყალიბებულ ჰომოსექსუალისტად უბრუნდება. ინტერნეტ-სივრცეში ფართოდ არის მოდებული რუსული ჯარის ყოფის ამსახველი ფოტოალბომები, რომლებიც უხვად არის გაწყობილი ამაზრზენი გარყვნილების შინაარსის მატარებელი სიუჟეტებით. ქართული უკანალების სიწმინდის სადარაჯოზე მდგომ რუსეთუმე „ვაჟკაცებს“ მინდა ვუთხრა, რომ თუ მათი მეცადინეობით საქართველო დასავლურ ვექტორს ასცდა და რუსულ სივრცეში მოექცა, მათ შვილებს სწორედ ამ არმიაში მოუწევთ მსახური!
ანტიევროპულად განწყობილი და „ერთმორწმუნე“ რუსეთთან „ჩახუტების“ მომხრე რუსეთუმეებისთვის მეტად მნიშვნელოვანი და საყურადღებო რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში მასობრივად გავრცელებული ჰომოსექსუალიზმის თემა უნდა გახდეს.
2013-2014 წლებში რუსეთის ეკლესიაში გამეფებულ სოდომიასთან დაკავშირებული და დიდი ხნის მანძლზე ნაგროვები სკანდალური აფეთქების მუხტი, როგორც იქნა, აფეთქდა. სკანდალს ბიძგი მისცა ყაზანის სასულიერო სემინარიაში მომხდარმა შემთხვევამ, როცა სემინარიის სტუდენტებმა ვეღარ მოითმინეს ხელმძღვანელობის მათდამი ჰომოსექსუალური ძალადობა და ზედა ინსტანციებში იჩივლეს. სააშკარაოზე გამოსული სიბინძურის დამალვა შეუძლებელი გახდა და სემინარიში მივლენილი კომისია იძულებული გახდა თანამდებობიდან გაეთავისუფლებინა სემინარიის პედერასტი პრორექტორი იღუმენი კირილ ილიუხინი.
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო აპირებდა ამ წერტილოვანი რეაგირებით ჩაეფარცხა დაწყებული სკანდალი, მაგრამ შემდგომმა მოვლენებმა იმხელა მოცულობის ბინძური იმნფორმაცია გამოაშკარავა, რომ დღეს რუსულ ეკლესიაში გამეფებული ჰომოსექსუალიზმის თემა ფართო დისკუსიის საგნად არის გადაქცეული.
განგაში ეკლესიის მოდისიდენტო მოღვაწემ, ტელეეკრანებიდან კარგად ცნობილმა მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორმა, პროტოდიაკონმა ანდრეი კურაევმა ატეხა. ყაზანიას სემინარიის შემთხვევა მან გამოიყენა იმისათვის, რომ საზოგადოებრიობის ყურადღება ეკლესიის წიაღში მძვივარე სოდომიისთვის მიეპყრო. რადგან კურაევი ცნობილი ფიგურა გახლდათ და მას უამრავი კავშირები და მიმოწერა გააჩნდა უამრავ მორწმუნესთან და ეკლესიის მსახურთან, მისი მისამართით დაიძრა რუსეთის სხვადსხვა რეგიონებიდან გამოგზავნილი უამრავი წერილი, რომლებშიც ეკლესიის ისტიტუციების ჰომოსექსუალური ყოფა იყო აღწერილი. კურაევმაც არ დააყოვნა და ამ წერილების ნაწილი სააშკარაოზე გამოიტანა.
ის თუ რა რეაგირება მოყვა დაწყებულ სკანდალს რუსეთის ეკლესიის ხელმძღვანელობის მხრიდან, კომპეტენტური მიმოხილველების აზრით, მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას განაგებს ძალზედ მძლავრი და გავლენიანი ჰომოსექსუალური ლობი, რომელიც ორგანულად არის შეზრდილი საერო ხელისუფლების პედერასტულ ლობისთან.
თავად კურაევი ოპერატიულად გარიცხეს სასულიერო აკადემიიდან, თუმცა აქ უფრო საინტერესო არის ის, რომ მას, ასევე, აუკრძალეს პედაგოგიური მოღვაწეობა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც ის ლექციებს კითხულობდა. ამ თხოვნით უნივერსიტეტის რექტორს პირადად დაუკავშირდა ტელეფონით თავად რუსეთის პატრიარქი კირილე, რაც, ვფიქრობ, მეტად ყურადსაღები ფაქტია.
ეკლესიის ჰომოლობის მასშტაბზე და თავხედობაზე მიუთითებს ის, რომ ზემოთნახსენები ყაზანის სემინარიის პრორექტორი, პედერასტიაში მხილებული და ამისათვის სემინარიიდან გაგდებული კირილ ილიუხინი სინამდვილეში თავად ეკლესიის წიაღშივე დააწინაურეს და გადაიყვანეს ტვერის ეპარქიის კლიროსში. ეპარქიის არჩევანიც შემთხვევითი არ ყოფილა. საქმე ისაა, რომ ტვერის ეპარქიაში მსახურობს ილიუხინის ძველი საყვარელი, ბერმონაზონი დიონისე ბატრაევი, რომელიც ეპარქიაში არის განთქმული მრავალრიცხოვანი გეი-ისტორიებით. სკანდალურად შერცხვენილ პრორექტირზე ასეთი ზრუნვა ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ჰომოსექსუალური პროტექციონისტული ქსელი ეკლესიის უმაღლეს იერარქიაში არის უხვად გატოტილი.
ამასთან დაკავშირებით, ცნობილი რუსი ჟურნალისტი ალექსანდრე ნევზოროვი ამბობს, რომ ბავშვობაში ის სასულიერო სემინარიის გუნდში მღეროდა და აპირებდა საეკლესიო მსახურების გზას გაჰყოლოდა. არ მოხდა ეს იმის გამო, რომ ის ტრადიციული სექსუალური ორიენტაციის გახლდათ. ნევზოროვი ამბობს, ის პრაქტიკულად მარტო გამოდგა ასეთი მთელს სემინარიაზე და სადღაც, ნანობს კიდევაც, რადგან, კომპრომისზე რომ წასულიყო, თავისი ამბიციებიდან გამომდინარე, პატრიარქის პოზიციასც მიაღწევდა. შემდეგ კი დასძენს, რომ ჰომოსექსუალიზმი საეკლესიო მოღვაწეთა შორის პრაქტიკულად ნორმად არის ქცეული. ამას ადასტურებს ის მრავალრიცხოვანი ისტორიები, რომლებიც კურაევმა გაასაჯაროვა და რომლებშიც აღწერილია რუს ეპისკომოსთა ცხოვრების დეტალები და სასულიერო სასწავლებლებში გამეფებული პრაქტიკა, სადაც სემინარისტების წარჩინების აუცილებელ პირობას სასწავლებლების იერარქებთან ჰომოსექსუალურრ კავშირში შესვლა წარმოადგენს და ეს სისტემა იმდენად დახვეწილია წლების მანძილზე, რომ ნორმალურ სტუდენტებს აუტანელ პირობებში აგდებს.
გასაკვირი არ არის, რომ ყაზანის სემინარიის სკანდალი დომინოს პრინციპით გადაედო სხვა სასწავლებლებსაც და რუსეთის ცენტრალურ სასულიერო სასწვლებლამდე, რუსული მართლმადიდებლობის გულში, ტროიცე-სერგიევო ლავრაში განთავსებულ მოსკოვის სასულიერო აკადემიამდე ავიდა. აკადემიაში გამეფებული სოდომური ბაკქანალიის შესახებ მისმა სტუდენტებმა აცნობეს ანდრეი ტროფიმოვის ალტერნატიულ გაზეთს. მათ სხვადასხვა აღვირახსნილობაში, ჰომოსექსუალიზმის ჩათვლით, ამხილეს თავად აკადემიის რექტორი და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სასწავლო კომიტეტის თავმჯდომარე, ვერეის არქიეპისკოპოსი ევგენი. სტუდენტები აღნიშნავენ, რომ აკადემიაში მთვრალი ჰომოსექსუალური გართობების ერთერთი მთავარი ორგანიზატორი და სულისჩამდგმელი არის რექტორის თანაშემწე, ამურის ეპისკოპოსი ნიკოლაი აშიმოვი, მეტსახელად მაშენკა. ჰომოსექსუალიზმში არის, ასევე, მხილებული აღმზრდელობითი სამუშაოს დარგში აკადემიის პრორექტორი და ეპისკოპოს ნიკოლაის ყოფილი უფროსი იღუმენი ვასიანი და სამეცნიერო საბჭოს მდივანი, იღუმენი ადრიანი, ხოლო აკადემიის ერთერთ წამყვან იერარქს, ლოთობაში ჩაფლულ იღუმენ გერასიმეს სისტემატიურად დაჰყავს თავის კელიაში ტრანსსექსუალები. აღნიშნული იერარქები, აკადემიის სხვა ბერმონაზონ პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად სისტემატიურად მართავენ ორგირბს აკადემიის 50-ე კორპუსში, რომელთა დროს სასწავლებლის სტუდენტებს სოდომურ გართობებს აზიარებენ.
მამა ანდრეი კურაევის და სხვა გამბედავი ადამიანების მიერ გამოქვეყნებული მრავალრიცხოვანი წერილები, რომლებიც დეტალებში აღწერს რუსი მთავარეპისკოპოსების, ეპისკოპოსების, არქიმანდრიტების და სხვა იერარქების ამაზრზენ გარყვნილ ყოფას და იმას თუ როგორ ითრევენ ისისნი ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში საეკლესიო იერარქიის დაბალჩინოსნებს და მრევლს, უკიდურეს ამრეზს იწვევს. ამ ზღვა მასალიდან თვალსაჩინოებისათვის რამოდენიმე მაგალითს მოვიყვანთ. აი, ერთერთი მღვდლის მონაყოლი: “ასე განვლო ორმა თვემ. მე გამიჩნდა ძვირადღირებული ტანსაცმელი, არქიეპისკოპოსი ენის შეყოფით მკოცნიდა მე ტუჩებში და მეფერებოდა უკანალზე პირდაპირ წირვის დროს. დაიწყეს ჩემი აბანოში ტარება. აბანოები, ეს ცალკე ისტორიაა. მაგრამ თავიდან იყო შემდეგი: ტორჟოკის ბორისოგლების მონასტერში წირვის შემდეგ მე მაიძულეს მთლიანად გავშიშვლებულიყავი და მებანავა აუზში. თვითონ კი ავხორციანი თვალებით მათვალიერებდენ. ძალიან მრცხვენოდა. პირველად ვიგრძენი თავი დახლზე დაგდებულ ხორცის ნაჭრად. არქიეპისკოპოსის ნაცვალმა, მამა ვასიანმა მაშინ მითხრა, რომ ჩემთვის ყველა კარი ღიაა, ოღონდ მოვინდომო. მე მიმაჩვიეს არაყს. ცხოვრება ისე წავიდა, რომ გუშინდელი დღე არ მახსოვდა. მივირთმევდით ორაგულს, ხამანწკებს და ხიზილალას. ვცხოვრობდით როგორც მეფეები. არქიეპისკოპოსი ყვებოდა მხოლოდ უხამს ანეგდოტებს „ცისფერ“ სიყვარულზე. თითქოს მთელი ცხოვრება შედგებოდა მხოლოდ შემდეგისაგან: გარეგნული მსახურება, დაშაქრული, მაღალფარდოვანი საუბრები, ხოლო შიგნით - აბანოები, ფული, სექსი. და კიდევ, ბრაზი და სიძულვილი ქალებისა და სოფლის მღვდლების მიმართ. მათ მხოლოდ ფულის და პრობლემების წყაროდ მიიჩნევდენ“. ან კიდევ: „დანიშნეს ახალი ნაცვალი - არქიმანდრიტი დანიილი. ძალიან წარმოსადეგი კაცი. ფული ძალიან ბევრი იყო. ის ჩამოდიოდა თავის საყვარელთან, თათრული გვარის მქონე ბერთან ერთად. დანიილს უყვარდა ლამაზი სამოსი, მედიდრული პოზები და დაშაქრული საუბრები. მაგრამ, მონასტერი მან უბრალოდ მიუშვა, გადააქცია რა ის გეი-ბუნაგად მოსკოვსა და პეტერბურგს შორის. იქ არა მარტო გეები ჩამოჰყავდათ, არამედ შემოგარენის ბიჭებსაც რყვნიდენ. დანიილი ყველაფერს უხეშად აკეთებდა. ღიად აუპატიურებდა. მსხვერპლები სასამართლოშიც კი უჩიოდენ. მომჩივანებს დანიილი ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. მეუფე ვიქტორს ეს უხაროდა. ჩამოდიოდენ იქ, „აბანოებში“ ნილის უდაბნოს ნაცვალი არკადი საძმოსთან ერთად და იღუმენ ფილარეტ გუსევთან (საოცრად ბილწი ადამიანი) ... იყვნენ ეპისკოპოსებიც - იუსტინიანე ტირასპოლიდან, მერკური ზარაისკი, ლევ ნოვგოროდსკი და სხვები. იქ ისისნი ყველას თვალწინ აკეთებდენ თავის საქმეს, მერე ცვლიდენ ერთმანეთში ბიჭებს და ისევ აკეთებდენ. მერე ატარებდენ წირვას და მედლებით აჯილდოვებდენ ერთმანეთს“.
ჰომოსექსუალიზმის მასშტაბები რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიაში იმხელაა, რომ ამ ინსტიტუტის მეტად ინფორმირებული მკვლევარის, ოლეგ ლეუსენკოს თქმით „ეს სტრუქტურა უკვე შეიძლება აღიქმებოდეს არა როგორც ქრისტიანული ეკლესია, არამედ როგორც გეების სექტა“. ამაზე ნათლად მეტყველებს მრავალრიცხოვანი გეი-სკანდალები ამ სტრუქტურაში და, რაც მთავარია, ის უცნაური რეაგირება, რომელიც ამ სკანდალებს მოყვება. მაგალითად, 1999 წელს ეკატერინბურგის კათედრას სოდომური ცოდვასთან დაკავშირებული უამრავი საჩივარის გამო ჩამოაცილეს არქიეპისკოპოსი ნიკონ მირონოვი. ამავე წელს, „უვადო შვებულებაში ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო“ გაშვებულ იქნა ეპისკოპოსი გური შალიმოვი, რომელსაც სინოდში ანალოგიურ თემაზე საკუთარმა მდივანმა უჩივლა. რა იცოდენ მომჩივანებმა სად ჩიოდენ... ორივე იერარქი გარკვეული პაუზისა და გადაადგილების შემდეგ ისევ დიდ თანამდებობაზე აღმოჩნდა. ნიკონი, შემდგომში პატრიარქმა ალექსიმ არქიერეული ქიროტონიის 15 წლისთავთან დაკავშირებით სერგი რადონეჟელის ორდენითაც დააჯილდოვა, ამჟამად კი, იგი კუდიმკარის და ვერეშჩაგინის ეპისკოპოსი გახლავთ. ეპისკპოსი გური გარკვეული პაუზის შემდეგ მაგადანის ეპარქიის წინამძღვრად დაინიშნა, ხოლო ბოლო დროს, 2014 წელს პენსიაში წასვლამდე პეტროპავლოვსკის და ბულაევსკის ეპარქიას ხელმძღვანელობდა. რა არის გური შალიმოვის ხელშეუხებლობის საიდუმლო? რა და ის, რომ იგი ახლანდელი პატრიარქის და მაშინდელი პატრიარქატის საგარეო ურთიერთობების განყოფილების უფროსის, კირილ გუნდიაევის მეგობარი გახლავთ.
ბევრი რომ არ გავაგრძელოთ (რადგან რუსული ეკლესიის ჰომოსექსულაიზმზთან დაკავშირებული ფაქტებზე გაუთავებლად შეიძლება წერა), საბოლოოდ აღვნიშნავთ, რომ როგორც კომპეტენტური მკვლევარები აღნიშნავენ, რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი იერარქების აბსოლუტური უმრავლესობა ჰომოსექსუალისტია. მათ, ოლეგ ლეუსენკოს ხელმძღვანელობით, 2006 წელს გამოაქვეყნეს სია იმ იერარქთა, რომელთა ჰომოსექსუალიზმი იმდენად მყარად დასტურდება, რომ აღარანაირ აჭვს არ იწვევს. სიის უტყუარობა დღემდე ვერავინ უარყო. გავეცნოთ:
მიტროპოლიტი კირილ (გუნდიაევი) - სმოლენსკის და კალინინგრადის, ამჟამინდელი პატრიარქი;
მიტროპოლიტი იუვენალი (პოიარკოვი)- კრუტიცის და კოლომნის;
მიტროპოლიტი ფილარეტი (ვახრომეევი)- მინსკის და სლუცის;
მიტორპოლიტი ვლადიმირი (საბოდანი)- კიევის და სრულიად უკრაინის;
მიტროლპოლიტი ალექსანდრე (კუდრიაშოვი)- რიგის და სრულიად ლატვიის;.
მიტროპოლიტი თეოდოსი (პროციუკი) - ომსკის და ტარის;
მიტროპოლიტი ხრისანფი (ჩეპილი) - ვიატკის და სლობოდის;
არქიეპისკოპოსი იონაფანი (ელეცკიხი) - ხრსონის და ტავრიის;
არქიეპისკოპოსი ევსევი (სავვინი) - ფსკოვის და ველიკოლუკის;
არქიეპისკოპოსი ალექსი (კუტეპოვი) - ტულის ბელიოვის;
არქიეპისკოპოსი არსენი (ეპიფანოვი) - ისტრის;
არქიეპისკოპოსი თეოფანე (გალინისკი) - ბერლინის და გერმანიის;
არქიეპისკოპოსი ანასტასი (მეტკინი) -ყაზანის და თათარსტანის;
არქიეპისკოპოსი ილიანი - კალუგის და სერპუხოვის;
არქიეპისკოპოსი ამბროსი (შჩუროვი) - ივანოვო-ვოზნესენსკის და კინეშპის;
ეპისკოპოსი გური (შალიმოვი) - მაგადანის და სინეგორსკის;
ეპისკოპოსი ბენიამინი (ზარიცკი) - ლიუბერცის;
ეპისკოპოსი პროკლი (ხაზოვი) - სიმბირსკის და მელეკესკის;
ეპისკოპოსი არკადი (აფონინი) - იუჟნო-სახალინსკის და კამჩატკის;
ეპისკოპოსი ნიკონი (მირონოვი) -ეკატერინბურგის და ვერხოტურის;
ეპისკოპოსი სავვა (ვოლკოვი) - კრასნოგორსკის;
ეპისკოპოსი ელისეი (განაბა) - ბოგოროდსკის, იერუსალიმში მისიის ხელმძღვანელი.
სიის გამოქვეყნების შემდეგ, საკითხში სხვა გათვითცნობიერებულმა პირებმა ის მრავალი მაღალი და უმაღლესი იერარქის სახელით შეავსეს. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ჰომოსექსუალისტთა ხელშია.
ამ თემაზე თხრობას ქართველი „ვაჟკაცებისთვის“ იმ შეხსენებით დავასრულებ, რომ აქ საუბარია სწორედ იმ ერთმორწმუნე რუსეთის ეკლესიაზე, რომელიც მათ საქართველოს დასავლური ჰომოსექსუალიზმისაგან საიმედო დაცვად მიაჩნიათ.
სიმართლე გითხრათ, რუსული ჰომოსექსუალიზმის თემა იმდენად მდიდარი და უამრავი ფაქტით დატვირთულია, რომ მკვლევარი უბრალოდ იხრჩობა ამ ზღვა მასალაში. დიდი სურვილის მიუხედავად, ერთ, თუნდაც დიდი ფორმატის სტატიაში, ამ საკითხის ყველა ძირითადი ასპექტის მოკლე მიმოხილვაც კი არ გამოდის.
ამ დეტალური ისტორიულ-პოლიტიკური მიმოხილვის შემდეგ მაინც იმედი არ მაქვს, რომ ჩვენს მამაც უკანალის მცველ რაინდებს ჭეშმარიტება შევაგნებინე, ამიტომ, რაინდებო, ბოლოს ამ ყველაფერს თქვენთვის გასაგებ ენაზე გეტყვით. მოკლედ, მთელი ევროპული ფილოსოფიური და პოლიტიკური მიდგომა ლგბტ საკითხთან დაკავშირებით, სინამდვილეში, ერთ მარტივ, ქართულ და, ვფიქრობ, თქვენთვის მისაღებ გამოთქმაზე დადის : ”ყველამ თავის უკანალს მიხედოს”, ხოლო, რუსული მიდგომა კი ასეთია - „ეძიე წველი სხვის უკანალში და საკუთარში კი დირეც არ შეიმჩნიო“. პოლიტიკა კი ასეთი აქვთ: მოგცენ ქართველ რაინდებს თითო გამადიდებელი შუშა ხელში, გაგიშვან სხვის უკანალებში წველის საძიებლად და ამ იდიოტურ საქმეში გართულებს, წაკუზულ მდგომარეობაში, იმხელა დირე გაგიკეთონ უკან, რომ ვეღარ გამოიღოთ!
გამოყენებული ლიტერატურა:
1) Расцвет гомосексуализма в России в начале ХХ века
2) Реферат: История гомосексуализма в России
გამოყენებული ლიტერატურა:
1) Расцвет гомосексуализма в России в начале ХХ века
2) Реферат: История гомосексуализма в России
- University of Chicago Press
Комментариев нет:
Отправить комментарий