აშშ-ს სამხედრო-საზღვაო კვლევათა სამმართველომ განაცხადა, რომ იწყებს ახალ კვლევით პროგრამას, რომლის მიზანია ბრძოლის ველზე ობიექტთა საშიშროების დონის განმსაზღვრელი პროგრამული ალგორითმის შემუშავება.
ახალმა ტექნოლოგიამ უნდა იმუშაოს სხვადასხვა აპარატულ და პროგრამულ პლატფორმაზე და შეძლოს, მაგალითად, შეიარაღებული მანქანის აღმოჩენა მსხვილი მეგაპოლისის გაცხოვებული მოძრაობის დროს. მომავალში მსგავსი სისტემები უზარმაზარ სივრცეს გააკონტროლებს და განსაზღვრავს თითოეული ობიექტის საშიშროების დონეს. ამის წყალობით მოხერხდება მუქარაზე დაუყოვნებელი რეაგირება და ჯარის უსაფრთხოების უზრუნველყოფა კონტროლირებად ტერიტორიაზე.
უფრო მეტიც, მსგავსი ალგორითმი იქნება მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი ისეთი მთლიანად ავტომატიზებული საბრძოლო სისტემის შექმნის გზაზე, რომელიც შეძლებს მოწინააღმდეგის დამოუკიდებლად აღმოჩენასა და განადგურებას მინიმალური არაპირდაპირი ზიანით. დღეს ასეთი სისტემები არ გამოიყენება როგორც ეთიკური, ისე ტექნიკური მიზეზების გამო, მაგრამ მომავალში პირობები შეიცვლება და რობოტს, სავარაუდოდ, ექნება იარაღის გამოყენების „უფლება". ასეთი ალგორითმი, კერძოდ, გამოადგებოდა უპილოტო საფრენ აპარატ X-47B-ს, რომელიც შეძლებდა ავტონომიური რეჟიმით მიზნის დაბომბვას. ახალი ალგორითმით აღჭურვილი X-47B მოახერხებს დამოუკიდებ¬ლად გამანადგურებლისაგან თავის დაღწევას ან აღმოჩენილი მუქარის, მაგალითად – საზენიტო სარაკეტო კომპლექსის, განადგურებას. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ დაგეგმილია არ არის ახალი გადამწოდის, უპილოტო საფრენი აპარატის, თანამგზავრის ან რაიმე მსგავსის შემუშავება. იგულისხმება, რომ ალგორითმი იმუშავებს არსებული სენსორებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე. შემავალი და არსებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე რობოტი შეძლებს საშიში ობიექტის (მაგალითად, ჯიპი ან სატვირთო მანქანა ტყვიამფრქვევით) სწრაფად აღმოჩენას. შედეგად ოპერატორი დაინახავს შესაბამის აღნიშვნას ეკრანზე და შეძლებს სათანადო ზომების დროულად მიღებას. გარდა ამისა, ასეთი სისტემა შეიძლება იქნეს გამოყენებული ტაქტიკური, ოპერატიული და სტრატეგიული ვითარების, მათ შორის მოწინააღმდეგის სამხედრო ძალების, შესაფასებლად.
Комментариев нет:
Отправить комментарий