среда, 28 августа 2013 г.

რისთვის სჭირდებათ მზვერავებს ალტერნატიული რეალობა


ამერიკული სადაზვერვო საზოგადოების (IARPA) კვლევითმა სააგენტომ გამოაცხადა კონკურსი ალტერნატიული რეალობის შემქნელი თამაშის შემუშავებაზე. მზვერავთა აზრით, პროექტმა სახელწოდებით UAREHERE „შეიძლება შექმნას მაღალი ხარისხის სოციალური, ქვევითი და ფსიქოლოგიური კვლევების ჩატარების შესაძლებლობა რეალობასთან მიახლოებულ ვითარებაში".
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თამაშში შეიქმნება რეალური გარემოს მაქსიმალურად რეალისტური ინტერაქციული ვერსია, რომელიც უზრუნველყოფს საუკეთესო პირობებს ადამიანის ფსიქოლოგიისა და სოციალური ქცევის შესასწავლად.
ალტერნატიულ რეალობაში თამაში არის რეალურ სამყაროში გათამაშებული სიუჟეტი (შესაძლოა, ფანტასტიკურიც), ანუ „დეკორაციების" სახით არსებული გარემოს გამოყენებით. რაიმე მიზნის მისაღწევად, რომელიც მოთამაშისათვის ყოველთვის გასაგები არ არის, გამოიყენება რეალური ტელეფონის ნომრები, ტრანსპორტი, ინტერნეტი, გასაღების ძებნა, ნაცნობ თუ უცნობ ადამიანებთან შეხვედრები და ა.შ. ამასთანავე, მოთამაშემ ხშირად არ იცის, თუ რომელი საგანი ან მოვლენა არის შემთხვევითი და რომელი – უბრალოდ დამთხვევა. ასეთი თამაშის სიუჟეტს ადამიანთა ჯგუფი იგონებს, მაგრამ მონაწილენი ხშირად ახდენენ არაპროგნოზირებად გავლენას სიუჟეტზე, რის შედეგადაც ვითარდება სიუჟეტის ახალი ხაზი. ასეთი სახის ერთ-ერთი პოპულარული თამაში იყო The Beast, რომელიც შეიქმნა სტივენ სპილბერგის ფილმის – „ხელოვნური ინტელექტი" – „დასაპიარებლად". ამ თამაშში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 3 მლნ. ადამიანმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
მზვერავთათვის მსგავსი თამაში განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს, ვინაიდან იძლევა არა მარტო ადამიანთა ქცევის შესწავლის, არამედ მუშაობის უფრო ეფექტური მეთოდების შემუშავების საშუალებასაც. იმის წყალობით, რომ თამაში რეალურ ყოველდღიურ გარემოში მიმდინარეობს, პირობითობა მინიმუმამდე არის დაყვანილი. ამასთანავე, მიზნები რიგითი მოთამაშისათვის ცნობილი არ არის, რაც აწყობს მზვერავებს – თამაშის ორგანიზატორებს. ალტერნატიულ რეალობაში თამაში შეიძლება გახდეს სერიოზული ინსტრუმენტი ძალიან ფართო მასშტაბის სოციალურ და ვიწრო სპეციალურ კვლევათა ჩასატარებლად.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий