სისტემა Warrior Web რადიკალურად გაზრდის ქვეითი ჯარის საბრძოლო შესაძლებლობებს. მოსალოდნელია, რომ 2013 წლის შემოდგომისათვის ბოლომდე მზად იქნება ინტეგრირებული, ანუ კომპლექტური, კოსტიუმი, რომელსაც საველე პირობებში გამოცდიან.
Warrior Web აღჭურვის კომპლექტის ცალკეული კომპონენტების გამოცდა უკვე დაიწყო.
ახლახანს დაიწყო აშშ-ს სამხედრო უწყების სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის, DARPA-ს, ხელმძღვანელობით შემუშავებული მოწყობილობის გამოცდა. ას მოწყობილობის მიზანია ჯარისკაცის ტრავმატიზმისა და დაღლილობის შემცირება, როცა მას 45 კგ-მდე წონის ტვირთი გადააქვს. ეს არის სპეციალური ეგზო- ჩონჩხი, რომელიც ხსნის დატვირთვის ნაწილს ჯარისკაცის ფეხებსა და ზურგიდან. Warrior Web ეფუძნება ერგონომიული აღჭურვისა და კვების წყაროების სფეროში თანამედროვე მიღწევებს.
ამჟამად ჯარისკაცები Warrior Web აღჭურვის პროტოტიპით (28 კგ-მდე წონით) ვარჯიშობენ სარბენ ბილიკებზე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიისა; ესაა სამეცნიერო კვლევის განყოფილება ადამიანის შესაძლებლობებისა და აშშ-ს სახმელეთო ჯარის ტექნიკის სფეროში (ARL HRED). ამ გამოცდის მიზანია იმის შემოწმება, თუ რამდენად ამცირებს თითოეული პროტოტიპი კუნთებსა და ძვლებზე დატვირთვას, ამცირებს დაღლილობას, იცავს სახსრებსა და ეხმარება ჯარისკაცს დიდი დატვირთვის პირობებში ბუნებრივი სიარულის შენარჩუნებაში. გამოცდის პირობებში სარბენ ბილიკზე გამოყენებულია რამდენიმე კამერა მოძრაობის გადასაღებად, რათა განისაზღვროს სიარულისა და ბალანსის ნებისმიერი ცვლილება. ჩართულია აგრეთვე ფილტვების, გულისა და კუნთების მუშაობის პარამეტრების გამზომი ხელსაწყოც. რამდენიმე ნიმუშის ტესტირება 5 თვეს გაგრძელდება, რის შემდეგად დაიწყება კოსტიუმის სრული კომპლექტის დამზადება და გამოცდა.
ეგზო-ჩონჩხი Warrior Web მძლავრ კვების წყაროებს არ მოითხოვს და მკვეთრად შეამცირებს ტრავმირების ალბათობას.
Warrior Web სისტემა, სავარაუდოდ, 100 ვტ-ზე მეტ სიმძლავრეს არ მოიხმარს – ეს ბევრია, მაგრამ სავსებით მისაღები მოწინავე კვების წყაროს გამოყენებისას – მაგალითად, სასაწვავე უჯრედებისა ან ახალი თაობის აკუმულატორისა. სხვადასხვა მოწინავე ელექტრონული სისტემის გარდა, Warrior Web იქნება კოსტიუმით – ეგზო-ჩონჩხით აღჭურვილი პირველი სისტემა, რომელიც შეამცირებს ძვლოვან-კუნთური სისტემის დატვირთვას, დაიცავს კანის საფარს და შეამცირებს ტრავმის რისკს. ის აკვალანგისტის კოსტიუმის მსგავსი იქნება და შეამცირებს ორგანიზმის ენერგეტიკულ ხარჯს ბადისებრი სტრუქტურის ხარჯზე, რომელიც ქმნის მგრეხ მომენტს ფეხის მოხრისას ტერფის, მუხლისა და მენჯის სახსრის ნაწილში. სახსრების გასაძლიერებლად გამოყენებულ იქნება განსაკუთრებული პლასტიკის ან ლითონის სახსრიანი შეერთება, მიმაგრებული კოსტიუმთან მოქნილი წევით. ამასთანავე, აღჭურვა საკმარისად კომპაქტურია იმისათვის, რომ დაიმალოს უნიფორმით შიგნით.
Комментариев нет:
Отправить комментарий