среда, 28 августа 2013 г.

აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალები გემებზე ლაზერების დაყენებას იწყებენ


აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალებმა გემის ლაზერული ზარბაზნის გამოცდა დაასრულეს და შემდეგ წელს დააყენებენ პირველ შტატურ ლაზერულ დანადგარს სადესანტო გემზე ''Ponce''. ეს უზარმაზარი, თითქმის 174-მეტრიანი გემია, რომელიც განკუთვნილია ამფიბიურ სადესანტო საშუალებათა ტრანსპორტირებისა და დესანტის გადმოსხმისათვის.
გავრცელებული ხმების თანახმად, ეს გემი გამოიყენება მცურავი ბაზის სახით ამერიკელთა საგანგებო ძალებისათვის.
გემის ლაზერის პროტოტიპის გამოცდამ რაიმე განსაკუთრებული აფიშირების გარეშე ჩაიარა. თავდაპირველად ის ხმელეთზე გამოსცადეს, შემდეგ კი – ხომალდის – ''Dewey'' ბორტზე. ყველაზე შესამჩნევი იყო 2011 წლის აპრილში გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც ლაზერი ნავის მოტორს წვავს.
გასულ ზაფხულს წყნარ ოკეანეში, კალიფორნიის სანაპიროსთან გემის ლაზერმა წარმატებით გაანადგურა კიდევ რამდენიმე სასწავლო მიზანი: ნავები და უპილოტო საფრენი აპარატები. ამგვარად, დამთავრდა პროგრამის – Laser Weapon System (LaWS) გამოცდა დასრულდა და 2014 წელს ლაზერული იარაღი უკვე შევა ფლოტის შეიარაღებაში.
navy-laser -john-f-williams 2
LaWS ხომალდის ბორტზე განთავსებული ლაზერული ზარბაზნის პროტოტიპი

LaWS ლაზერული ზარბაზნის შემუშავებაზე დაახლოებით 40 მილიონი ამერიკული დოლარი დაიხარჯა. ეს არის მყარი მაღალენერგეტიკული ლაზერი, რომელსაც შეუძლია რამდენიმე წამში შედარებით მცირე ზომის უპილოტო საფრენის აპარატის დაწვა ან ნავის ძრავის მწყობრიდან გამოიყვანა. ლაზერის სიმძლავრე არ სახელდება, თუმცა საეჭვოა, რომ ის 100 კვტ-ს აღემატებოდეს; სავარაუდოდ, სიმძლავრე 50-60 კვტ უნდა შეადგენდეს. ზოგიერთი ცნობით, თავად ლაზერული ზარბაზნის ღირებულება 32 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს, თუმცა გასროლის ღირებულება საოცრად დაბალია – მხოლოდ 1 ამერიკული დოლარი. დანადგარის დიდი ზომა აისხსნება იმით, რომ ის აღჭურვილია ავტონომიური ელექტროკვების წყაროთი, რომელიც სამოქალაქო სისტემების საფუძველზე შეიქმნა. ამის წყალდობით გადაწყვეტილია ლაზერული ზარბაზნის ინტეგრაციის პრობლემას სხვადასხვა ტიპის გემებთან, ვინაიდან ყველა გემი არ არის აღჭურვილი ისეთი გენერატორით, რომელიც შეძლებს ენერგოტევადი ლაზერის კვებას. თუმცა, ავტონომიური კვების წყაროს გამო ლაზერის გაბარიტი გაიზარდა. ამიტომ მისი განთავსება შედარებით მცირე ზომის გემზე ვერ მოხერხდება. Dewey LaWS ხომალდზე, მაგალითად, მან ვერტმფრენის მოედანი დაიკავა, რამაც მკვეთრად შეამცირა გემის საბრძოლო შესაძლებლობები. ამ პრობლემის გადაჭრა ნაწილობრივ შეიძლება გემის აღჭურვის შეცვლით – ვთქვათ, ვერტმფრენის ნაცვლად უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენება; ცხადია, არსებობს ამ პრობლემის გადაჭრის უფრო რადიკალური გზაც – ახალი გემების შემუშავება.
LaWS დანადგამი შედგება ხელმისაწვდომი კომერციული კომპონენტებისაგან და ეფექტურია ისეთ სპეციფიკურ მუქარასთან ბრძოლისთვის, როგორიცაა უპილოტო საფრენი აპარატები და შედარებით მცირე ზომის სწრაფმავალი ნავები. ლაზერის გასროლა განსაკუთრებით სწრაფი და ზუსტია; შესაძლებელია ზემოქმედების რეგულირებაც – მაგალითად, უპილოტო საფრენი აპარატის სენსორების „დაბრმავება" ან მისი მთლიანად დაწვა. ასეთი შესაძლებლობები ძალიან სასარგებლოა დაძაბულობის კერაში, სადაც არტილერიისა და რაკეტების გამოყენება შეიძლება ომის პროვოცირების ტოლფასი იყოს.
ლაზერს ნაკლოვანებაც აქვს; მთავარი ნაკლია დაბალი ეფექტურობა ცუდი ამინდის – ბურუსის ან წვიმის – პირობებში. მაგრამ გავრცელებული აზრით მიუხედავად, ლაზერის სხივისაგან დაცვა საკმაოდ რთული ტექნოლოგიური ამოცანაა. რა თქმა უნდა, აეროზოლური დაბრკოლება ან მძიმე აქტიური ჯავშანი წარმატებით ანეიტრალებს ნაკლებად მძლავრი ლაზერული სხივის ზემოქმედებას, მაგრამ მსუბუქ უპილოტო საფრენ აპარატებსა და სწრაფმავალ ძრავიან ნავზე ასეთი დაცვის გამოყენება საკმაოდ ძნელია. რაც შეეხება პოპულარულ იდეას – „მოპირკეთება კილიტას, სარკის გამოყენებით", ეს, სამწუხაროდ, ქმედითი არ არის. ჩვეულებრივი სარკე ეფექტურად შთანთქავს ინფრაწითელ გამოსხივებას, მაგრამ ნებისმიერი მცირე დეფექტიც კი ამრეკლავ ზედაპირზე (საღებავის ლაქა, ნაგავი და ა.შ.) გამოიწვევს მძლავრ ლოკალურ გახურებას თხელი სარკისებრი „ლაზერსაწინააღმდეგო ჯანშანის" შემდგომი განადგურებით. ამასთანავე, გემი, დაფარული, ვთქვათ, გაპრიალებული ალუმინის ფირფიტებით, საახალწლო ნაძვის ხესავით კაშკაშა იქნება ნებისმიერ დიაპაზონში, რაც მკვეთრად შეამცირებს მის დაცულობას.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий