среда, 28 августа 2013 г.

პენტაგონი წყალქვეშა ნავებზე „მონადირე" რობოტის ტესტირებას ატარებს


აშშ-ს თავდაცვის სამეცნიერო სააგენტოს (DARPA) განცხადებით, წყალქვეშა ნავების აღმოსაჩენად განკუთვნილი ორი უპილოტო წყალქვეშა აპარატის გამოცდამ წარმატებით ჩაიარა. ახალი სისტემა DASH იქნება ავტომატური და კომბინირებული: გადანაწილებული სერსორები აღმოაჩენს წყალქვეშა ნავს და უპილოტო აპარატს გააგზავნის.

DASH სისტემის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი იქნება ღრმაწყლის ავტონომიურ ჰიდროლოკატორთა ქსელი სახელწოდებით „TRAPS". პასიური ჰიდროლოკა¬ტორები (TRAPS) განლაგებული იქნება ოკეანეს ფსკერის გარკვეულ ადგილებში; ქსელის კვანძებთან კავშირს უზრუნველყოფს უსადენო აკუსტიკური მოდემი, რომელიც აგზავნის ბგერით სიგნალებს. ეს ბგერითი სიგნალები ჰგავს სონარის „კაკუნს", მეორე მსოფლიო ომის დროის წყალქვეშა ნავების შესახებ ფილმებში რომ გაისმის. შესაბამისად, იქმნება პასიური გადამწოდებისაგან შემდგარი ქსელი, რომელსაც შეუძლია წყალქვეშა ნავის მიერ გამოცემული ბგერების გამოვლენა და ამ ნავის კოორდინატების გადაცემა მართვის ცენტრისათვის. TRAPS გადამწოდთა ქსელის წყალობით უსარგებლო გახდება სხვადასხვა სახის „სატყუარა", წყალქვეშა ნავის შესანიღბავად რომ გამოიყენება. გარდა ამისა, ამ ქსელის ერთდროულად განადგურება ძნელი იქნება.
აშშ-ს თავდაცვის სამეცნიერო სააგენტო (DARPA) არ მალავს, რომ ქსელი TRAPS ნამდვილი ტექნიკური ავანტიურაა. მაგალითად, ჯერ-ჯერობით ბოლომდე გარკვეული არ არის, შეძლებს თუ არა ავტონომიური ჰიდროლოკატორი ზღვის ფსკერზე საკმარისად დიდხანს მუშაობას, რამდენად საიმედოდ იმუშავებს კავშირი, შეძლებენ თუ არა ქსელის „გატეხვას" მტრის ჰაკერები და ა.შ. ამის მიუხედავად, ამ ქსელის არაერთი სავარაუდო უპირატესობა ნებისმიერ რისკს ამართლებს.
DASH სისტემის მეორე კომპონენტია ღრმაწყლის რობოტი – SHARK, რომელიც დიდ ყვითელ ტორპედოს ჰგავს. ის აქტიური ჰიდროლოკატორით არის აღჭურვილი და განკუთვნილია მოწინააღმდეგის წყალქვეშა ნავის ზუსტი ადგილმდებარეობის დასადგენად – მაშინაც კი, თუ როცა ის ფსკერზეა მიმალული გამორთული რეაქტორით. დაგეგმილია დასაწყისში SHARK გაშვება არსებული წყალქვეშა ნავებიდან თუ წყალზედა გემებიდან, მაგრამ მომავალში ასეთი აპარატი სრულიად ავტონომიური იქნება, დამოუკიდებელი ენერგოგასამართი სისტემით.
დეტალები SHARK-ის მოწყობის, მახასიათებლების შესახებ DARPA-ს არ გამოუქვეყნებია. მაგრამ რობოტის ზომის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ელექტროსვლის არსებული ტექნოლოგიის გამოყენებით ის წყალქვეშ დაახლოებით 40-50 კმ გავლას შეძლებს. ცხადია, რომ ეს საკმარისია მხოლოდ ვიწრო სრუტეს მახლობლად ან მსოფლიო ოკეანეს შეზღუდულ მონაკვეთებზე სამუშაოდ. ასე რომ, სერიულ SHARK-ს ახალი ენერგიის წყარო დასჭირდება.
ბოლო ხანს პენტაგონი წყალქვეშა ნავებთან ბრძოლას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. უკვე დაიწყო წყალქვეშა ნავების აღმოსაჩენად განკუთვნილი უპილოტო ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებული რიგი პროექტების განხორციელება. ახლა ამას დაემატა ავტონომიური განაწილებული ქსელი, რომელიც არ მისცემს წყალქვეშა ნავებს უხილავი წყალქვეშა საზღვრების უკონტროლოდ გადაკვეთის საშუალებას
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий