среда, 28 августа 2013 г.

იტალიელებმა ახალი უპილოტო საფრენი აპარატი შექმნეს


იტალიურმა კომპანიამ – „Piaggio Aero" წარმოადგინა ახალი უპილოტო საავიაციო სისტემა სახელწოდებით „HammerHead". ესაა პირველი მსხვილი იტალიური უპილოტო საფრენი აპარატი; აქამდე ბაზარზე ანალოგიური სისტემები იყო აშშ-ს ან ისრაელის მიერ წარმოებული. ამ უპილოტო საფრენმა აპარატმა „P1HH Hammerhead" შეიყვანა იტალია იმ რამდენიმე ქვეყნის კლუბში, ვინც მძიმე უპილოტო საფრენი აპარატის ნიმუში შექმნა. ამჟამად მძიმე უპილოტო საფრენი აპარატის საკუთარი ვარიანტის შემუშავებით დაკავებულია რუსეთი და ჩინეთი.

000piaggio hammerhead
გამოფენაზე IDEX 2013 იტალიელებმა წარმოადგინეს საკუთარი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელსაც შეუძლია 8000 კილომეტრზე მეტი მანძილის გავლა.

იტალიურ „HammerHead" 10,6 კილომეტრის სიმაღლეზე ასვლა 20 წუთში შეუძლია; ფრენის მაქსიმალური სიმაღლე 13,7 კილომეტრს შეადგენს. ჰაერში მას შეუძლია 16 საათამდე ყოფნა, 227 კგ ტვირთის გადაზიდვა და 8150 კილომეტრამდე მანძილის გავლა. უპილოტო საფრენი აპარატის ფრთათშორისი განი 15,5 მეტრია, ის აღჭურვილია 950 ცხენის ძალის სიმძლავრის ორი ძრავით „Pratt&Whitney PT6-66B". უპილოტო საფრენ აპარატს შეუძლია 731 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარება ან ფრენა ძალიან დაბალი სიჩქარით – დაახლოებით 70 კმ/სთ. მართვის პულტი და საბორტე ელექტრონული მოწყობილობა, მათ შორის თანამგზავრული საკომუნიკაციო სისტემა, შემუშავებულია კომპანიის – „Selex ES" მიერ. 
0hammerhead
იტალიური კომპანია „Piaggio Aero" მიერ შემუშავებულ უპილოტო საფრენ აპარატს აქვს დიდი წაგრძელების ფრთა და ორი ეკონომიური ძრავა წამბიძგებელი ხრახნებით.

აპარატს აქვს ფრთის მოსახსნელი გარე სექციები ტრანსპორტირების სიმარტივის უზრუნველსაყოფად. პლანერის ორიგინალური აეროდინამიკური სქემა უზრუნველყოფს წინააღმდეგობის მინიმუმსა და მართვადობის მაქსიმუმს როგორც მაღალი, ისე ძალიან დაბალი სიჩქარით ფრენისას. გამოყენებულია სპეციალური ხრახნი გაღუნული ხმლისებრი ფრთებით, ამიტომ ის ნაკლებად ხმაურიანია, რაც უპილოტო საფრენი აპარატისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. „HammerHead" შეუძლია სხვადასხვა მისიის შესრულება: რეტრანსლაცია, პატრულირება, რადიო-ელექტრონული ბრძოლა თუ დაზვერვა და სხვ.
000000bilde
პერსპექტივისათვის „HammerHead" შეიძლება აღჭურვონ, მაგალითად, ორი 50-კილოგრამიანი რაკეტით AGM-114R Hellfire, 8 კილომეტრამდე სროლის სიშორით.

საინტერესოა, რომ „HammerHead"-ის ტექნიკური დემონსტრატორის დაპროექტება და აგება ერთ წელიწადზე ნაკლებ დროში მოხდა. მან უკვე წარმატებით გაიარა გამოცდა ასაფრენ ბილიკზე; ახლა მიმდინარეობს მზადება პირველი ფრენისათვის. რა თქმა უნდა, მისი მახასიათებლები უარესია, ვიდრე, მაგალითად, ზომით უფრო მცირე ერთძრავიანი ამერიკული MQ-9 Reaper-სა (სასარგებლო დატვირთვა 1700 კგ, ფრენის ხანგრძლივობა 14 საათი), მაგრამ, ამის მიუხედავად, იტალიურ საფრენ აპარატს მყიდველი უსათუოდ გამოუჩნდება.
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий