четверг, 14 марта 2013 г.

სიცოცხლე გარდაცვალების შემდეგ ( მეცნიერული თეორია )




თეორია  რომელიც ამტკიცებს სიცოცხლეს გარდაცვალების შემდეგ, რომ ადამიანის სული ( ცნობიერება ) უკვდავია.

თეორია: 


სიტყვა „თეორია”არ ნიშნავს, რომ ამ მოსაზრებაში მეცნიერები დარწმუნებული არ არიან. საქმე იმაშია, რომ მეცნიერულ კონტექსტში თეორიასა და ჰიპოთეზას უფრო სხვანაირი განსაზღვრება აქვს, ვიდრე ყოველდღიურ სასაუბრო ენაში. მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განმარტებით, თეორია არის მეცნიერებაში კარგად გამყარებული (დამტკიცებული) ახსნა, რომელიც აერთიანებს ფაქტებს, კანონებს, დასკვნებსა და გამოცდილ ჰიპოთეზებს. ხოლო ჰიპოთეზა არის წინასწარი განაცხადი, რომელიც მოითხოვს მომდევნო გამოცდებს. თუკი ჰიპოთეზის დასკვნა მართებულია, იზრდება ალბათობა, რომ ჰიპოთეზა სწორია. ხოლო თუ არასწორია, ან უკუაგდებენ, ან კორექტირებას მოახდენენ.  


                   




ტერმინი "გონი" თავის დროზე ნოდარ ნათაძემ გახადა აქტუალური ჰეგელის "ფილოსოფიური ენციკლოპედიის" ბოლო ნაწილის თარგმნისას. დედანში კი იგულისხმება "სული".


  


 
სტუარტ ჰამეროფ ( Stuart Hameroff ) ⇒ ანესთეზიოლოგინეირობიოლოგი,  არიზონის უნივერსიტეტის 

ცნობიერების შესწავლის ცენტრის პროფესორი. ადამიანის ცნობიერების მკვლევარი. ნანობიოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
სამეცნიერო საქმიანობა

სტუარტ ჰამეროფი 1975 წლიდან მუშაობს არიზონას შტატის უნივერსიტეტში და მრავალი წელია იკვლევს ცნობიერების ფუნქციონირების მექანიზმს. 1987 წელს მისი ავტორობით გამოიცა წიგნი (ფინალური გამოთვლა: ბიომოლეკულური ცნობიერება და ნანოტექნოლოგია)  «Ultimate Computing: Biomolecular Consciousness and NanoTechnology» ⇒   სადაც იგი ყურადღებას ამახვილებს თავის ტვინის ნეირონების ⇒  ციტოჩონჩხის ⇒  მიკრომილაკებში  ⇒ მიმდინარე რთულ ნეიროკომპიუტერულ გამოთვლების სისტემაზე. 1994 წელს როჯერ პენროუზთან ⇒  ერთად ჰამეროფმა შექმნა "ცნობიერების ნეიროკომპიუტერული ⇒    Orch OR     მოდელი, რომელიც საფუძვლად დაედო ჰამეროფ-პენროუზის თეორიას- " კვანტური ნეიროკომპიუტინგის" შესახებ.ნაშრომში დამტკიცებულია, რომ სწორედ ნეირონების მიკრომილაკები  წარმოადგენდნენ მის მთავარ დეპოს.

     PDF Orch OR ⇓



                  Sir Roger Penrose, Stuart Hameroff  TSC 2011 Stockholm



ცნობიერებას  კვანტური თეორია ხსნის.  კვანტური თეორიის მიხედვით არსებობს ორნაირი რეალობა – ფიზიკური და მენტალური. მენტალური რეალობა არის ცნობიერება, რომელიც სამყაროს ძირეული ელემენტია. სწორედ მისი საშუალებით შეუძლია ადამიანს სუბიექტურად განიცადოს ტვინში მიმდინარე ფიზიკური პროცესები. ამ თეორიის წარმომადგენლებს შორის წამყვანი ფიგურაა ანესთეზიოლოგი სტუარტ ჰამეროფი. ანესთეზიის დროს ცნობიერების გათიშვამ ის დააფიქრა ცნობიერების ბუნებაზე. სუზან ბლექმორთან საუბრისას ის აღნიშნავს, რომ ცნობიერების გათიშვა ანესთეზიური გაზის მოლეკულებით მხოლოდ კვანტურ დონეზეა შესაძლებელი, კერძოდ ტვინში კონკრეტულ პროტეინებზე ზემოქმედებით. აქედან გამომდინარე ცნობიერება კვანტურ პროცესებს უნდა ეყრდნობოდეს. ეს თეორია სიკვდილის შემდგომ სიცოცხლესაც გვპირდება, რადგან ცნობიერება მთელ სამყაროს მოიცავს. ადამიანში კონცენტრირებული ცნობიერება სიკვდილის შემგომ იშლება და უერთდება ‘სამყაროულ ცნობიერებას’ისევე, როგორც წყლის წვეთი ზავდება ოკეანეში.

რა არის ამ თეორიაში კარგი? მისი მთავარი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის ტვინის არცერთ სპეციალისტს დღემდე არ შემოუთავაზებია ადამიანის ცნობიერების შესახებ რაიმე დამაკმაყოფილებელი ახსნა 



 რიჯერ პენროუზი















როჯერ პენროუზს მრავალი პრიზი და ჯილდო აქვს მიღებული, 1988 წელს კი სტივენ ჰოკინგთან გაიყო  პრემია სამყაროს შეცნობის საკითხში გაწეული ღვაწლისთვის.
 
პენროუზის ჯილდოების სრული ჩამონათვალი




  • დენი ჰაინემანის პრემია მათემატიკური ფიზიკის სფეროში -
       ამერიკის ფიზიკის ინსტიტუტისა და 
     ფიზიკოსთა საზოგადოებისგან.(1971წ)                
  • ედინგნოტის მედალი ბრიტანეთის სამეფო ასტრონომთა საზოგადოებისგან
       (სტივენ ჰოკინგთან ერთობლივად) (1975წ)
  • სამეფო მედალი ლონდონის სამეფო საზოგადოებისგან (1985წ)
  • ვოლფის პრემია ფიზიკის დარგში(1988)
  • ალბერტ აინშტაინის მედალი (1990)
  • ღირსების ორდენი (2000)
  • დე მორგანის მედალი ლონდონის მათემატიკოსთა საზოგადოებისგან (2004)
  • კოპლის მედალი (2008)
  • ფონსეკის პრემია სანტიაგო-დე-კომპოსტელის უნივერსიტეტისგან (2011)

  • სად მდებარეობს სულის სუბსტანცია ⇒ რომელიც ადამიანს სიცოცხლეს უნარჩუნებს ? ამაზე ყველა რელიგიას თავისი პასუხი აქვს. ზოგიერთ ერს მიაჩნია, რომ სული თავშია, ზოგი კი თვლის, რომ ის მუცელშია. ძველ ბაბილონში ⇒ სწამდათ რომ სული ყურებში იყო "დასახლებული".  უძველესი ებრაელები ოდითგანვე ამბობდნენ, რომ სული ადამიანის სისხლშია.  ამ ვერსიას ესკიმოსები ⇒  აღუდგნენ წინ და თავიანთი არგუმენტებით ასაბუთებდნენ, რომ სული ხერხემალშია.
    რამდენიმე წლის წინ გერმანელმა ფსიქოლოგებმა საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს ქალაქ ლიუბეკში. 7-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდების გამოკითხვით დააგდინეს, რომ ამ კონტინგენტის წამომადგენელთა დიდი ნაწილი სულის ადგილსამყოფელად თვალებს მიიჩნევს. მართლაც, თვალები ადამიანის სულის სარკეა. შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ამ გამოთქმასაც აქვს საფუძველი.
    მკითხველს ვურჩევდით წაიკითხოს გაბრიელ ქიქოძის 
    ცდისეულიფსიქოლოგიის საფუძვლები ⇒  და ჰეგელის  გონის ფილოსოფია ⇒   



    ბოლოს და ბოლოს მეცნიერებამ დაადგინა, რომ ადამიანის ცნობიერება ( სული )  უკვდავია, რომ ის კვანტური ⇒  ბუნებისაა  და  თავის არეშია.


    იდეალიზმის მატერიალური საფუძველი

    მრავლად არიან ადამიანები, რომელთაც განუცდიათ კლინიკური სიკვდილი. ისინი თავიანთ საუბრებში აღწერენ "საიქიო სამყაროს", სადაც ბნელი გვირაბის გავლის მერე ხვდებოდნენ, ურთიერთობდნენ უჩვეულო არსებებთან.. ისინი თითქოს თავის თავს გვერდიდან უყურებდნენ. სხვა სიტყვებით ამ ფენომენს "სიკვდილთან მიახლოებულ გამოცდილებას
    " near-death experience: NDЕ - ს უწოდებენ.⇒   მაინც რას ადასტურებს ის? ეს კითხვა კიდევ უფრო აქტუალური გახდა შტატ არიზონას უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და ანესთეზიოლოგიის განყოფილების პროფესორის 
     (Department of Anesthesiology Psychology at the University of Arizona)  ⇒ და ცნობიერების კვლევის ცენტრის დირექტორის, (Director of the Centre of Consciousness Studies) ⇒ სტუარტ ჰამეროფის (Dr Stuart Hameroff) ⇒ სენსაციური განცხადების შემდეგ. მან განაცხადა, რომ ადამიანის სიკვდილის შემდეგ მისი ცნობიერება უკვალოდ კი არ ქრება, არამედ ფაქტიურად სამყაროს ქსოვილის შემადგელობაში შთაინთქმება. და თითქოს,ამ პროცესის რეალიზაციის მექანიზმი ჩვენს ნერვულ სისტემაშია განთავსებული.მატერიალისტები, იდეალისტებისგან განსხვავებით, უარყოფენ სულის, როგორც არამატერიალური სუბსტანციის არსებობას. მათი რწმენით, სიკვდილის მერე ის ტოვებს ფიზიკურ სხეულს. თუმცა შესაძლებელია დაბრუნდეს კიდეც. როგორც ეს ხდება "დროებით გარდაცვლილებში", მათში, ვინც იდგა "სააქაოსა და საიქიოს გასაყართან". ამიტომაც , მატერიალისტები, NDЕ-ს (near-death experience ), ⇒ შეცდომით ხსნიან მომაკვდავი ტვინის ერთგვარი ჰალუცინაციით.
    მან განაცხადა, რომ არსებობს  პროცესები, რომელებიც დაკავშირებულია სულის გადაადგილებასთან. 

     

    სულის კვანტი
    Science-ის ტელე-ეთერში,სტუარტ ჰამეროფმა, როდესაც ის 
    NDЕ-ს (near-death experience)   
      განმარტავდა, განაცხადა, რომ ადამიანის ტვინი კვანტური კომპიუტერია,ჩვენი ცნობიერება - მისი ერთგვარი პროგრამული უზრუნველყოფა, ხოლო სული -კვანტურ დონეზე დაგროვილი ინფორმაცია
    ანესთეზიოლოგის სიტყვებით კვანტური ინფორმაციის განადგურება შეუძლებელია.  როდესაც სხეული კვდება, იგი უერთდება სამყაროს და შეუძლია  არსებობდეს უსაზღვროდ დიდი ხნის განმავლობაში.
    - სწორედ ეს ინფორმაციაა სული -ამტკიცებს ჰამეროფი.
    თუ პაციენტი გაცოცხლდება, მაშინ სული ბრუნდება კოსმოსიდან. სწორედ ასეთ დროს ყვებიან ბნელ გვირაბზე და მის ბოლოს კაშკაშა სინათლეზე, იმაზე, თუ როგორ გამოდიან სხეულიდან.
    საქმე მიკრომილაკებშია
    სტუარტ ჰამეროფმა და მისმა თანამოაზრემ, ცნობილმა ბრიტანელმა მათემატიკოსმა და ფიზიკოსმა, სერ როჯერ პენროუზმა, შეიმუშავეს ე.წ. ცნობიერების კვანტური თეორია და ამჟამად იცავენ მას. ამ კვანტურ-რელიგიური თეორიის თანახმად ადამიანის ცნობიერება კვანტური ბუნებისაა.
     თეორიის მთავარი ფაქტორი არის ის, რომ მასში აღწერილია "მეხსიერების მატარებლები". ისინი წარმოადგენენ ცილოვან მიკრომილაკებს, რომლებიც მოთავსებულია ნეირონის შიგნით და რომლებსაც ადრე მხოლოდ უჯრედშიდა სატრანსპორტო არხების და საყრდენ ფუნქციას აკუთვნებდნენ.


    ნეირონების მიკრომილაკების სქემატური აღწერილობა.
    Схематической изображение нейрона с микротрубочками

    ჯერ კიდევ 1987 წელს, თავის წიგნში"Ultimate Computing" ⇓, ჰამეროფი წერდა, რომ მიკრომილაკების მნიშვნელობა ბოლომდე არ არის შესწავლილი. რომ სწორედ ისინი, და არა ნეირონები, აგროვებენ და ამუშავებენ ინფორმაციას. ამის შემდეგ მან დაარწმუნა პენროუზი, რომ ტვინის მუშაობის შესახებ არსებული წარმოდგენა გადახედვას საჭიროებდა,უნდა მოეძებნათ მასში კვანტური ელემენტი. პენროუზი ეთანხმებოდა ამ აზრს.
    ამჟამად მეცნიერები ამტკიცებენ: მირკომილაკები თავისი სტრუქტურით ყველაზე მეტად შეესაბამება, რომ იყოს კვანტური თვისებების მატარებელი ტვინში, მათ შეუძლიათ ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეინარჩუნონ კვანტური მდგომარეობა - ანუ იმუშაოს როგორც კვანტური კომპიუტერი.
    - როცა ტვინის სისხლის მიმოქცევა წყდება, მიკრომილაკები თითქოს განიმუხტებიან, თუმცა მათში დაგროვილი ინფორმაცია კი არ იშლება და იკარგება, არამედ გადადის კოსმოსში - ასე ხსნის ჰამეროფი.

    ცალკეული მიკრომილაკის აგებულება
    Строение тдельной микротрубочки

    პროფესორის სიტყვებით, კვანტური ინფორმაციის (სულის) მატარებლები აგებულია განსაკუთრებული ნივთიერების - "სამყაროს ქსოვილისგან", რომელიც გაცილებით ფუნდამენტურია, ვიდრე ნეირონი.
    - ვფიქრობ, რომ ცნობიერება, ან მისი წინამორბედი, ყოველთვის არსებობდა სამყაროში. შესაძლებელია დიდი აფეთქების დროიდან - ამბობს პროფესორი.

    მიკრომილაკები მიკროსკოპის ქვეშ
      Связки микротрубочек под микроскопом
     

      მოხსენებები ⇓
     

    მეხსიერების მექანიზმები
    აქ ბოლო პერიოდში უპრეცედენტო წინსვლა ხდება გამოკვლევებში. ნეირობიოლოგებმა აღმოაჩინეს დამახსოვრებაში მონაწილე გენების მუშაობის პრინციპი, მათი ურთიერთქმედება, ცილისა და არაკოდირებული რნმ-ის როლი ამ პროცესში.

    ზოგიერთი მეცნიერი კი გვთავაზობს საშუალებებს არასასურველი მოგონებების წასაშლელად.  ის ეფუძნება მეხსიერებისთვის მნიშვნელოვანი ცილების ფორმირების სპეციფიკურ ინჰიბირების პრინციპს.
    მოკლედ, ეს სფერო გადავიდა აფეთქების ფაზაში.

    2006 წლის კონფერენცია რომელსაც ესწრება ყველა ცნობილი ათეისტი მეცნიერი, მაგრამ საპირწონე არგუმენტი -  0



    ჰამეროფი იცავს ნაშრომს და უარყოფს ადრეულ წლებში
    გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს
    2010 წლის აპრილის თვის სამეცნიერო კონფერენცია. ( ვიდეო )⇒
     
                         

    სტუარტ ჰამეროფის კვლევა, რომელიც  რეცენზიის ⇒ ( გარჩევა, კრიტიკული შეფასება ) შემდეგ  (2012 წელს  ) გამოქვეყნდა ავტორიტეტულ სამეცნიერო გამოცემებში - 





    PLoS Computational Science ⇒

      PLOS BIOLOGY Impact Factor ⇒






    2014 წელს ავტორიტეტულ  სამეცნიერო გამოცემებში გამოქვეყნებული განხილვა და მოხსენება


    Consciousness in the universe: A review of the ‘Orch OR’ theory / ცნობიერება სამყაროში: ორკესტრირებული ობიექტური რედუქციის (,,Orch OR") თეორიის მიმოხილვა. ავტორები: სტიუარტ ჰამეროფი,როჯერ პერნროუზის თანაავტორობით. ⇒


    Reply to Criticism of the 'Orch OR qubit' - Orchestrated objective reduction is scientifically jusfiied Hameroff S, Penrose R (2014) Physics of Life Reviews 11(1):104-112




    Discovery of Quantum Vibrations in “Microtubules” Inside Brain Neurons Corroborates Controversial 20-Year-Old Theory of Consciousness / კვანტური რხევების აღმოჩენა ტვინის ნეირონების ”მიკრომილაკებში” ადასტურებს თეორიას ცნობიერების შესახებ, რომელიც 20 წლის მანძილზე კამათის თემა იყო ⇒



            მონარიდი   Discovery Channel -ის დოკუმენტური ფილმიდან  ( ვიდეო )




                                  არიზონის უნივერსიტეტის ცნობიერების შესწავლის ცენტრის ვიდეო არქივი ⇒

                                                                           
                                   




    vimeo.com ⇒




    noetic.org/ ⇒



    www.dailymail.co.uk ⇒



    www.quantumconsciousness.org ⇒


    www.skeptiko.com ⇒



    www.skepticalinvestigations.org/ ⇒


    www.consciousness.arizona.edu ⇒

    youtube ⇒


    ლექცია ⇒






    ლექცია TED.com-ზე ( აირჩიეთ ქართული სუბტიტრი )www.tedxbrussels.eu ⇒


    www.enlightennext.org ⇒












    მსგავსი თემები:


      სიკვდილისას ჩვენ ვაცნობიერებთ რომ მოვკვდით, ამბობს ახალი კვლევა


    Please Share it! :)

    Комментариев нет:

    Отправить комментарий