მომდევნო წელს აშშ-ს სპეციალური დანიშნულების ძალები მიიღებს დიდ უპილოტო ვერტმფრენს – MQ8C Fire Scout.
ეს ხრახნ-ფრთიანი მანქანა არის ვერტმფრენის (Bell 407 Jet Ranger) შასისა (ფიუზელაჟი და ძრავა) და უფრო მსუბუქი, კარგად გამოცდილი უპილოტო ვერტმფრენის (MQ-8B) საბორტო აღჭურვილობის სინთეზის შედეგი. ამ ვერტმფრენის წინამორბედი MQ-8B წარმატებით გამოიყენებოდა ზღვაში კონტრაბანდისტების დაკავების, აგრეთვე ლიბიასა და ავღანეთში საბრძოლო მოქმედებეთა წარმოების დროს.
ახალი Fire Scout-ი უფრო დიდი და სწრაფია, უფრო დიდი სასარგებლო დატვირთვის გადაზიდვა შეუძლია. მისი გამოცდის ბოლო სერია ამ წლის ბოლოს ჩატარდება და უკვე ერთი წლის შემდეგ, 2014 წელს, პირველი პარტია აშშ-ს სპეციალურ ოპერაციათა ძალებს (SOCOM) გადაეცემა.
ახალი MQ-8C Fire Scout-ის აღჭურვილობის (გადამწოდები, კავშირის საშუალებები და პროგრამული უზრუნველყოფა) დიდი ნაწილი – 80-90% – ისეთივეა, როგორც მის უფრო მსუბუქ წინამორბედს ჰქონდა. ამასთანავე, ახალ Fire Scout С-ს აქვს უფრო მაღალი მაქსიმალური სიჩქარე – 260 კმ/სთ, შეუძლია 453 კილოგრამის წონის შიდა სასარგებლო ტვირთის გადაზიდვა. Fire Scout С-ის ასაფრენი მასა 2700 კგ შეადგენს, ჰაერში მას შეუძლია 14 საათი ყოფნა.
პირველი უპილოტო საფრენი აპარატი – ვერტმფრენი MQ-8C Fire Scout განთავსდება SOCOM-ის ქვედანაყოფთა ხომალდებზე. ახალი მანქანა სანაპირო ზონის გემებსაც (LCS) გადაეცემა.
უახლოეს ათწლეულში უპილოტო ვერტმფრენი MQ-8C Fire Scout იქნება დაზვერვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება და ამერიკული სპეციალური დანიშნულების ძალთა უშუალო საცეცხლე მხარდაჭერა.
ახალი საფრენი აპარატის უპირატესობაა ფრენის მაღალი სიხშირე. უპილოტო მანქანას შეუძლია პრაქტიკულად განუწყვეტლივ იფრინოს, მოკლე დაფრენით მომსახურებისა და გამართვისათვის. აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალები ძველ, უფრო მსუბუქ Fire Scout B აღარ იყიდის – ბოლო 30 ცალის ყიდვა ამ წელს იგეგმება, თუმცა ადრე საერთო ჯამში 168 ერთეულის ყიდვა იგეგმებოდა. როგორც ჩანს, ამერიკელი სამხედროები მომავალში უფრო დიდი და მძიმე Fire Scout С შეძენას გეგმავენ.
უპილოტო ვერტმფრენმა, Fire Scout, ბრძოლის პირობებში მაღალი ეფექტურობა აჩვენა. კერძოდ, ლივიაში ის დაზვერვას მტრის ზურგში აწარმოებდა – ეძებნა შენიღბულ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, ატარებდა დაზვერვას, მათ შორის სამიზნე წერტილების აღმოსაჩენად, უშუალოდ ინტენსიურ საბრძოლო მოქმედებათა ზონაში. მიუხედავად იმისა, რომ ერთი Fire Scout-ი საზენიტო არტილერიის ცეცხლით ჩამოაგდეს, ამერიკულმა სამხედროებმა მაღალი შეფასება მისცეს უპილოტო მანქანების მუშაობას. Fire Scout-ის ახალ ვერსიას შეეძლება რადარისა და მართვადი რაკეტების გადატანა, რაც საგრძნობლად გაზრდის უპილოტო მზვერავის საბრძოლო შესაძლებლობებს, მათ შორის საჰაერო დაცვის საშუალებათა განადგურების მხრივაც.
Комментариев нет:
Отправить комментарий