вторник, 27 августа 2013 г.

შექმნილია თავის დამცავი ეგზოჩონჩხი არმიისათვის


ახალი მოწყობილობის – VLOS – წყალობით ჯარისკაცის მუზარადზე შეიძლება მძიმე წონის სასარგებლო ტვირთის ჩომიკიდება, ჯავშანისა და თბოვიზორის ჩათვლით.



ადელფის (აშშ) საჯარისო სამეცნიერო-კვლევითი ლაბორტორიის ექსპერტებმა შეიმუშავეს ახალი მოწყობილობის – ეგზოჩონჩხის პროტოტიპი, რომელიც ჯარისკაცის თავის დატვირთვისაგან გათავისუფლების საშუალებას იძლევა.
ამჟამად არტილერისტებს, სამხედრო პატრულს, მედიკოსებს, მფრინავებსა და სხვა სამხედრო მოსამსახურეებს თავზე მძიმე მუზარადი ახურავთ. ეს იწვევს არა მარტო სწრაფ დაღლას, არამედ ქრონიკულ ტკივილსაც – კუნთების გადატვირთვის ან ხერხემლის დაზიანების გამო. მაგრამ მუზარადზე უარის თქმა შეუძლებელია – ის ამცირებს დაჭრისა და სიკვდილის, აგრეთვე ტრავმის რისკს. გარდა ამისა, მუზარადზე მიმაგრებულია არაერთი მოწყობილობა – მაგალითად, ღამის ხედვის ხელსაწყო; რაც მთავარია, ასეთი მოწყობილობის ჩამონათვალი სულ იზრდება.
0000000000ARL-Slider
VLOS პროტოტიპის კონსტრუქცია უმარტივესია, მაგრამ ის, ამის მიუხედავად, ეფექტურად მუშაობს.

ამ პრობლემის გადასაწყვეტად შემუშავდა სიმარტივითა და ეფექტურობით გენიალური კონსტრუქცია, რომელსაც VLOS (Vertical Load Offset System) დაარქვეს. VLOS კონსტრუქცია ძალიან მარტივია და შესაძლებელია მისი ინტეგრირება ნებისმიერ აღჭურვასთან, Raytheon XOS 2 или HULC ტიპის ძალიან პერსპექტიული ეგზოჩონჩხის ჩათვლით.
000000000000image.7.large
VLOS-ის გამოყენება შეიძლება აღჭურვასთან ერთად.

VLOS მინაბოჭკოსა და ალუმინისაგან არის დამზადებული და შედგება რამდენიმე ნაწილისაგან: ჩარჩო, რომელიც ადამიანის მხრებს ეყრდნობა და Y-სებრი საყრდენი, რომელიც მიმაგრებულია ჩარჩოსა და მუზარადზე. საყრდენს მუზარადის სიმძიმე მხრებზე გადააქვს, ხოლო ორი სახსარი თავის მოძრაობას უზრუნველყოფს. აბერდინის პოლიგონზე ჩატარებული გამოცდისას ჯარისკაცები აღნიშნავდნენ, რომ VLOS-ის წყალობით მათ თავის სიმსუბუქის უჩვეულო განცდა გაუჩნდათ. ამასთანავე, მოძრაობისას მუზარადი ნაკლებად ინჯღრევა, რაც დადებითად აისახა ღამის ხედვის ხელსაწყოს გამოყენებაზე. გამოცდის დროს მუზარადს დაუმატეს სხვადასხვა აღჭურვა – რადიოკავშირის ანტენა, მძიმე წონის ღამის ხედვის ხელსაწყო, აკუმულატორები, გადასახვევი პაკეტები და ა.შ. VLOS მუზარადით ჯარისკაცებმა 2,4 სიგრძის დაბრკოლებათა ზოლი დაძლიეს, გაირბინეს 20-მეტრიანი სპრინტერული დისტანციის მთელი სერია, 10 მეტრის მანძილი ხოხვით გაიარეს, დარბოდნენ კიდეზე და, რაღა თქმა უნდა, ისროდნენ სატაბელო იარაღიდან. VLOS შესანიშნავად მუშაობდა – ჯარისკაცი მხოლოდ მუზარადის ინერციულ წინააღმდეგობას გრძნობდა, მაგრამ მისი წონა მხრებზე იყო გადატანილი, რაც იძლევა მძიმე თავსაბურავის დიდი ხნის განმავლობაში ტარების საშუალებას.
რაც მთავარია, VLOS არა მარტო განტვირთავს კუნთებსა და ამცირებს ხერხემლის დისკოს ცვეთას, არამედ ქმნის თავის დაცვის ახალი ტექნოლოგიის შექმნის შესაძლებლობას. აქამდე ჯარისკაცის თავი ყველაზე მოწყლად ადგილად იყო მიჩნეული, ვინაიდან ადამიანის თავის „თვითამწეობა" არ იძლევა 1 კგ-ზე მძიმე ჯავშნიანი მუზარადის გამოყენების საშუალებას. VLOS წყალობით შესაძლებელია წონის სულ მცირე 2-ჯერ გაზრდა, ხერხემლის განმტვირთავი ეგზოჩონჩხის გამოყენების შემთხვევაში კი – რამდენჯერმე, რაც დაიცავს ჯარისკაცის თავს თოფის ტყვიისაგან.
საოცარია, რომ სამხედრო აღჭურვის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემის გადაწყვეტა მოხერხდა ასეთი მარტივი საინჟინრო გადაწვეტილების წყალობით. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ გადაწყვეტილების შემუშავებისას გამოყენებულ იქნა 3D-მოდელირება. VLOS არის მსუბუქი, ეფექტური და შესაძლებელია მისი გამოყენება ნებისმიერ აღჭურვასთან ერთად. სავარაუდოდ, VLOS-ის პირველ საცდელი პარტია უახლოეს დროში შეიქმნება – ავღანეთმა და სხვა რეგიონებში გამოსაცდელად.

Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий