среда, 28 августа 2013 г.

5 წლის შემდეგ სიბერის საწინააღმდეგო წამალი გვექნება


როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტის ცნობილმა მეცნიერმა, დევიდ სინკლერმა, განაცხადა, მოხდა არსებითი გარღვევა ისეთი წამლების შემუშავებაში, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება დაბერების პროცესის ბლოკირება. მეცნიერის თქმით, უკვე 5 წლის შემდეგ გაჩნდება პრეპარატები, რომლებიც გაახანგრძლივებს ადამიანის სიცოცხლეს 150 წლამდე.
Science-ში გამოქვეყნებულ სინკლერის სტატიაში აღნიშნულია, რომ სიცოცხლის გასახანგრძლივებელი პრეპარატების შემუშავებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ურთიერთქმედებას SIRT1 ფერმენტის ერთ ამინომჟავასთან.
SIRT1 უჯრედის დონეზე აკონტროლებს დნმ-ს, აპოპტოზს (უჯრედების სიკვდილს,) ცირკადურ რიტმებს, ანთებით გზებს, ინსულინის სეკრეციასა და მიტოქონდრიულ ბიოგენეზს. SIRT1 არის „სირტუინად" წოდებულ მოლეკულათა კლასის ფერმენტი. ბოლო წლებში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ სირტუინის აქტივაცია ამცირებს უჯრედების დაბერების ტემპს სხვა ისეთ უჯრედულ „გადამრთველებთან" ურთიერთქმედების წყალობით, როგორიცაა FOXO3a და PGC-1a.
პოლიფენოლთა ჯგუფში შემავალი რესვერატოლი, რომელსაც შეიცავს წითელი ღვინო და ყურძენი, არის სირტუინის სუსტი ბუნებრივი აქტივატორი. ზოგიერთმა კვლევაში რესვერატოლმა საცდელი ვირთაგვების სიცოცხლე გაახანგრძლივა. მაგრამ სირტუინის აქტივატორებთან დაკავშირებით არსებული მონაცემები წინააღმდეგობრივია, ხოლო SIRT1-ის პირდაპირი აქტივაცია წარმოუდგენლად რთულ საქმედ არის მიჩნეული, ვინაიდან ფარმაცევტიკის ისტორიაში არ მოიპოვება ისეთი პრეპარატი, რომელიც უსაფრთხოდ, უვნებლად დააჩქარებდა ფერმენტის მუშაობას.
ამის მიუხედავად, ხანდაზმულობის დაავადებათა წინააღმდეგ წამლის ძიებას მოჰყვა ის, რომ 117 ექსპერიმენტში მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ცალკეულ ნივთიერებებს აქვს SIRT1-ის აქტივაციის უნარი. ახლა ჰარვარდელმა მეცნიერებმა ზუსტად იციან, როგორ შეიძლება ფერმენტის აქტივირება და კარგად ესმით აქტივაციის მოლეკულური მექანიზმი.
ამრიგად, ალოსტერული აქტივაციის მოლეკულური მექანიზმი (რესვერატოის შემთხვევის ანალოგიურად) იძლევა დაბერებასთან დაკავშირებული ბევრი დაავადების სამკურნალო პრეპარატების შემუშავების საშუალებას. ასეთი თერაპიის „გვერდითი ეფექტი" იქნება სიცოცხლის გახანგრძლივება სავარაუდოდ 150 წლამდე. როგორც დევიდ სინკლერმა განაცხადა, „დღეგრძელობის აბი" გაყიდვაში უკვე უახლოესი ათწლეულის განმავლობაში გვექნება. ამასთანავე, ასეთი პრეპარატები მზად იქნება უკვე 5 წლის შემდეგ, მაგრამ საჭიროა ბევრი დრო მათ გამოსაცდელად და ეფექტურობის დასადასტურებლად.
„ახალი პრეპარატები, ფაქტობრივად, ერთი დაავადების სამკურნალოდ იქნება განკუთვნილი, მაგრამ თანამედროვე პრეპარატებისაგან განსხვავებით, მოგვცემს სხვა 20 დაავადების თავიდან აცილების საშუალებას, – ამბობს სინკლერი. – არსობრივად ეს იმას ნიშნავს, რომ მოხერხდა დაბერების პროცესის შენელება. ზოგიერთი ჩვენთაგანი 150 წლამდე იცოცხლებს".
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий