თავდაცვის სამეცნიერო სააგენტო DARPA-მ გამოაცხადა ტენდერი ჯარიკაცთა მდგომარეობის მონიტორინგის ახალი ტექნოლოგიის შემუშავებაზე. პროგრამა ადამიანის ფიზიკური მდგომარეობის პარამეტრების მაკონტროლებელი ელექტროდებისა და ნემსების გავრცელებული ტექნოლოგიის ფარგლებს სცდება. კერძოდ, ახალ ტექნოლოგიაში გათვალისწინებულია ისეთი პაწაწინა მემბრანა-გადამწოდების გამოყენება, რომლებიც ეკრობა ადამიანის კანს – დროებითი ტატუირების მსგავსად.
DARPA-ს იმედი აქვს, რომ უახლოეს დროს შეიქმნება ეგრეთ წოდებულ „ეპიდერმალურ" ელექტრონულ სისტემაზე (EES) დაფუძნებული სერიული გადამწოდი. ეს მოქმილი მინიატიურული ელექტრონული კომპონენტია, რომელიც გამოიყურება, როგორც წელვადი სილიკონის ბადე; ის ადვილად ეკრობა კანს. EES-ის ცალკეული ნაწილები ულტრათხელ, ადამიანის თმის ღერის სისქის, ფუძეშრეზე ეტევა, მაგრამ მცირე ზომისა და თითქმის ნულოვანი წონის მიუხედავად, ამ ელექტრონულ სისტემას საკმაოდ ფართო ფუნქციური შესაძლებლობები გააჩნია.
ასე, EES-ს შეუძლია ორგანიზმის სტრესის საპასუხო ფიზიკური რეაქციების დაფიქსირება სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით: სხეულის ტემპერატურა, სუნთქვის სიხშირე, კანის ელექტროგამტარობა და ა.შ. ბრძოლის ვითარებაში ამის მიხედვით შესაძლებელი იქნება მებრძოლის ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის განსაზღვრა, კერძოდ, დაღლილობის დონისა და ამა თუ იმ დავალების შესრულების უნარისა.
ბუნებრივია, რომ DARPA მიერ გამოცხადებული ტენდერი ცარიელ ადგილას არ წარმოქმნილა. ელექტრონული „ტატუირების" ტექნოლოგია უკვე არსებობს, მაგრამ ჯერ-ჯერობით მხოლოდ პროტოტიპის სახით. მაგალითად, ილინოისის შტატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეიმუშავეს EES, რომელიც უძლებს სხვადასხვა მექანიკურ დაზიანებას; კერძოდ, შეიძლება ზეთხელი მემბრანის გაჭიმვა, გახვრეტა, შეკუმშვა მიკროსქემის ფუნქციური დაზიანების გარეშე.
ჯერ-ჯერობით მსგავსი სქემები სრულყოფილი არ არის: მონაცემთა გადაცემა ხერხდება მხოლოდ მცირე მანძილზე, გადაწყვეტილი არ არის კვების წყაროს პრობლემა. თუმცა, ამ უკანასკნელის გადაწყვეტა DARPA დაგეგმილი აქვს მეტად უჩვეულო მეთოდით – ელექტროენერგიის მაგენერირებელი საცვლების მეშვეობით. ერთ-ერთი გამოცხა¬დე¬ბული ტენდერის შედეგად სამხედროებს სურთ ისეთი საცვლების მიღება, რომელიც სხეულის სითბოს სასარგებლო ელექტროენერგიად გარდაქმნის. ასეთი თვისებების მქონე ქსოვილი უკვე გამოცდას გადის Wake Forest University-ის ლაბორატორიაში. აღსანიშნავია, რომ ამ ქსოვილმა დაუგეგმავ გამოცდაშიც კი მიიღო მონაწილეობა – ერთ-ერთი მკვლევარის მეუღლემ ქსოვილი-გენერატორის საცდელი ნიმუში სარეცხ მანქანაში ჩააგდო. აღმოჩნდა, რომ რეცხვის შედეგად ის არ დაზიანებულა. უნიკალური ელექტროენერგიის მაგენერირებელი ქსოვილში ნახშირბადის მილაკები გადახლართულია ჩვეულებრივი ქსოვილის ბოჭკოებთან. იმის წყალობით, რომ ადამიანის სხეული სითბოს მუდმივად გამოყოფს, ქსოვილი უზრუნველყოფს ენერგიის უწყვეტ მიწოდებას ჯანმრთელობის მონიტორინგის გადამწოდისათვის. გარდა ამისა, სხეულის ცალკეული ნაწილის ტემპერატურის შეცვლის მიხედვით ის ადვილად შეძლებს ცეცხლსასროლი თუ სხვა ჭრილობის ადგილმდებარეობისა და სიმძიმის განსაზღვრას.
Комментариев нет:
Отправить комментарий