Показаны сообщения с ярлыком იოანე ოქროპირი. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком იოანე ოქროპირი. Показать все сообщения

вторник, 20 марта 2018 г.

„განანათლე ხელი შენი დარტყმით“




რატომ მოუწოდებდა იოანე ოქროპირი ღვთისმგმობელთა ცემისკენ?
შეიძლება თუ არა, ქრისტიანმა ღვთის გმობის საპასუხოდ დაარტყას ადამიანს, თუ ზემოქმედების სხვა საშუალებები ამაო აღმოჩნდება? არაერთი წელია, ინტერნეტში ამ თემაზე კამათობენ. საკითხის ძალისმიერი გადაწყვეტილების უმთავრეს არგუმენტად, ჩვეულებრივ, იმოწმებენ იოანე ოქროპირის სიტყვებს — „განანათლე ხელი შენი დარტყმით“, „შემუსრე ბაგეები“, „სილა გააწანი“ — რომლებიც წმიდა მამამ სწორედ ღვთისმგმობელთა მისამართით წარმოთქვა. ზოგიერთი ქრისტიანისთვის ისინი მანუგეშებლად ჟღერს და ლამის პირდაპირ სანქციად იღებენ ძალის გამოსაყენებლად ყველგან, სადაც ღვთის გმობას დაინახავენ. სხვებს ყურს სჭრის და აცბუნებს ზნეობრივი გრძნობა, წმიდანის უმაღლესი ავტორიტეტის მიუხედავად.

четверг, 3 марта 2016 г.

წმ. იოანე ოქროპირი – ღმრთის გმობა არ ამცირებს მის დიდებას


ფარისევლები ამბობდნენ: ესე კაცი არა არს ღმრთისაგან ( იოან. 9, 16) რანაირად არის იგი ღმრთისგან? და ხშირად უბრუნდებოდნენ ამ აზრს, რათა მასში თავიანთი ვნებების გამართლება ეპოვათ. ახლაც ბევრი იქცევა ფარისეველთა მსგავსად. ასაღებენ რა თავს ღმრთის სარწმუნოების მკაცრ დამცველებად, ისინი საკუთარ ვნებებს იკმაყოფილებენ, იმის ნაცვლად რომ ყველას სიმდაბლით მოეპყრან.
მართლაც, ყოველივეს შემოქმედ ღმერთს, რომელიც მზეს ამოსვლას უბრძანებს, წვიმას გვიგზავნის და ყველა სიკეთეს უხვად გვიბოძებს, განა არ შეეძლო, ელვით განეგმირა ისინი, ვინც მას გმობდნენ? მაცხოვრის მსგავსად ჩვენც უნდა ვთხოვოთ, დავარიგოთ და შთავაგონოთ ადამიანებს სიმდაბლით, მრისხანების და სიფიცხის გარეშე. ღმრთის გმობა არ ამცირებს მის დიდებას და ამიტომ ასეთმა ქმედებამ შენში მრისხანება არ უნდა გამოიწვიოს. ვინც ღმერთს გმობს, ის საკუთარ თავს აყენებს იარებს. შენ უნდა ოხრავდე და ტიროდე მისთვის, რადგან ეს ავადმყოფობა სიბრალულს იმსახურებს. თანაც ამ სნეულებით დაავადებული ადამიანი სხვაგვარად ვერ განიკურნება თუ არა სიმდაბლით. სიმდაბლე კი ყოველგვარ ძალადობაზე ძლიერია.

четверг, 26 марта 2015 г.

წმ იოანე ოქროპირი ლოცვისა და წყევლის შესახებ




ჩვენი ყოველი ლოცვა მადლიერებით უნდა იყოს გამსჭვალული. თუ ჩვენი მცნება ახლობელთათვის ლოცვაა, არამარტო მართალთათვის, არამედ არამართალთათვისაც, მაშინ დაუფიქრდი, რა დიდი ბოროტებაა ძმათა წყევლა. რას ამბობ შენ? ის გიქადაგებს მტრებისთვის ილოცო და შენ ამ დროს ძმის წყევლას მოჰყვები? მას კი არ სწყევლი, არამედ საკუთარ თავს, რადგან შენ თავზე იტეხ ღვთის რისხვას ამ უჯერო სიტყვების წარმოთქმით: “მაშ უჩვენე მას, ასე მოექეცი, გაანადგურე ის, სამაგიერო მიუზღე”. ასეთებს უნდა ერიდონ ქრისტეს სათნო და მორჩილი მოწაფენი. მათი ბაგეებიდან, ვინც ასეთ საიდუმლოს მიეახლა, არ უნდა ამოვიდეს არაფერი მწარე, ენა, რომელიც ქრისტეს ეზიარა, არაფერ უსიამოვნოს არ წარმოთქვამს.. ის უნდა შევინახოთ სისპეტაკეში მისი მეშვეობით ნუ წარმოვთქვამთ წყევლას. თუ ცათა სასუფეველს ვერ მოიპოვებენ მაგინებელნი, მით უმეტეს ვერც მაწყევარნი ეღირსებიან მას, რამეთუ ვინც იწყევლება, ის უცილობლად შეურაცხყოფს კიდეც. ხოლო გმობა და ლოცვა ერთმანეთისგან შორს დგას, -- აქედან გამომდინარე, ლოცვაც ძლიერადაა დაშორებული წყევლისგან, რადგან გმობა და ლოცვა ასევე დიდი მანძილით არიან დაშორებულნი.

пятница, 8 августа 2014 г.

განღებული სამარხი - წმ. იოანე ოქროპირი


იმათი ბაგეები, ვინც სამარცხვინო, ამაო სიტყვებს წარმოთქვამს, ვისი პირიც სიმყრალეს ანთხევს, კუბოდ, მკვდარი ძვლებისა და ხორცის სადგურად შექმნილა. ადამიანო, პირი კეთილსურნელებით აღივსე, და არა სიმყრალით. სამეფო საგანძურის სალაროდ აქციე, და არა სატანურ სამარხად. თუ უკვე სამარხად იქცა, დახურე მაინც, რომ მისგან სიმყრალე არ ამოდიოდეს.

понедельник, 23 июня 2014 г.

წმ. იოანე ოქროპირის, კონსტანტინოპოლის პატრიარქის ქადაგებანი ანტიოქიის ხალხს ქანდაკებების შესახებ



 დისკუსიების დროს ხშირად შევხვედრილვარ ადამიანებს,რომლებიც იოანე ოქროპირის ამ კონკრეტულ ციტატაზე დაყრდნობით ამყარებენ ( აპრავებენ ) ძალადობას და მათ ქმედებებს, მაგრამ ისინი არ ითვალისწინებენ იმას,რომ შეუცმდარი არავინაა და მოსაზრება არარის ეკლესიის  სწავლება -

среда, 18 июня 2014 г.

წმიდა იოანე ოქროპირი - განმარტება იოანეს სახარებისა

წიგნი I

თავი ა
წმიდისა იოვანესთჳს მახარებელისა და ღმრთისმეტყუელისა
[5]მჴედართა ამის სოფლისათა რაჟამს იხილიან ახლად მოსრული ვინმე უცხოჲსა ქუეყანისა მჴედარი, ახოვანი და სახელგანთქმული, მეყსეულად ყოველნი შეკრბიან ხილვად ჴელოვნებისა მისისა და ბრძოლისა და წარმოადგინიან შორის მათსა, და ბევრეულნი სიმრავლენი ჰხედვიდენ მისთა საქმეთა და ყოველი გონებაჲ მათი მუნ არნ.

вторник, 27 мая 2014 г.

წმიდა იოანე ოქროპირი - ექვსი სიტყვა მღვდლობის შესახებ



სიტყვა პირველი
1. მრავალი მეგობარი მყავდა, სარწმუნო და ჭეშმარიტი, ვინაც იცოდა მეგობრობის წესი და მტკიცედ მისდევდა მას, მაგრამ მრავალთაგან ერთს მაინც გამორჩეულად ვუყვარდი. თავისი სივარულით იგი ბევრად აღემატებოდა სხვა მეგობრებს, თუმცა არც ისინი იყვნენ ჩემდამი გულგრილნი. ყოველთვის ჩემი განუყრელი თანამგზავრი იყო: ერთსა და იმავე მეცნიერებებს ვსწავლობდით და საერთო მასწავლებლები გვყავდა, ერთნაირი წადილითა და გულმოდგინებით ვმეცადინებდით მჭერმეტყველებაში და ერთნაირი სურვილები გვქონდა, რადგანაც ერთსა და იმავე საქმეს ვაკეთებდით. ეს ასე იყო მასწავლებლებთან სიარულის დროს, და მერეც, როცა დავასრულეთ სასწავლებელი და ცხოვრების გზის არჩევანის წინაშე დავდექით, ჩვენი აზრები კვლავ ერთმანეთს დაემთხვა.

суббота, 3 мая 2014 г.

უფალი თავის განგებულებით, ადამიანების ჩვეულებრივი შეხედულებებიდან გამომდინარე მოქმედებს.

среда, 21 августа 2013 г.

წმინდა იოანე ოქროპირი იმის შესახებ, რომ ცოცხლები და მიცვალებულები არ უნდა გადაეცნენ ანათემას



ეკლესიის მამათა სწავლება
წმიოანე ოქროპირი
ტაძარში ამბიონზე სავარძელში მოხუცი მოძღვარი ჯდება, გარშემოკრებილი მრევლის მხიარულებასა და აღტაცებას თანდათანობით ენაცვლება დუმილი და ღრმა ფიქრი. ამ საოცარი ფერისცვალების მიზეზი მოძღვრის სიტყვაა, რომელიც მსმენელს ერთდროულად ანიჭებს უდიდეს სიხარულსაც და ტკივილსაც. ხალხს უყვარდა სიტყვა, რომელიც ამხელდა მათ ცოდვებსა და ზნედაცემულობას, რადგან გრძნობდა, რომ იგი მათდამი სიყვარულითა და თანალმობით იყო გამსჭვალული. ამ სიტყვას შესწევდა ძალა შეეცვალა, ადამიანთა ცხოვრება, რადგან თვითონაც შეცვლილი, წმინდა ცხოვრების ნაყოფი იყო. ეს სიტყვა და ცხოვრება წმინდა იოანე ოქროპირს ეკუთვნოდა.

воскресенье, 18 августа 2013 г.

წმ. იოანე ოქროპირი სასწაულთმოქმედების ნიჭის შესახებ


"ეს ჩემი სიტყვები კი არაა, არამედ ნეტარი პავლესი, რომელმაც თქვა: ჰბაძავდეთ მადლთა ამათ უფროისთა, და მერმე აღმატებული გზაი გიჩუენო თქუენ ( 1 კორ. 12, 31) წარმოგვიდგენს რა არა სასწაულთმოქმედების ნიჭს, არამედ სიყვარულს - ყოველგვარი სათნოების საფუძველს. ამრიგად, თუკი ვივარჯიშებთ სიყვარულში და მასზე დაფუძნებულ სხვა სათნოებებში, არანაირი საჭიროება აღარ გვექნება სასწაულთმოქმედებისა; პირიქით, თუკი სიყვარულში არ ვივარჯიშებთ, ვერანაირ სარგებელს ვერ მივიღებთ სასწაულებიდან."

суббота, 29 июня 2013 г.

წმ. იოანე ოქროპირის ქადაგებები – ბჭე სიწმიდისა



ვინც ადამიანური შიშის გამო გახდა უკეთესი, ის მალე ისევ დაუბრუნდა უწინდელ უკეთურებას, ამის გამო უფალმა არ ბრძანა სარეველების ამოძირკვა, რათა ცოდვილებისთვის სინანულის დრო მიეცა და მართლაც მრავალმა მათგანმა შეინანა ადრინდელი შეცოდებანი, მაგალი
თად: პავლემ, მეზვერემ და ავაზაკმა, რომლებიც ადრე სარეველები იყვნენ, შემდეგში კი მწიფე ხორბლად იქცნენ. თუმცა თესლში ასეთი ცვლილებები არ ხდება, მაგრამ ადამიანების ნება კი შეიძლება ძალზე იოლად და მოხერხებულად შეიცვალოს, რადგან იგი არაა შეკრული აუცილებლობის ბორკილებით და დაჯილდოებულია თავისუფლებით. ამგვარად, როცა ჭეშმარიტების მტერს დაინახავ, განკურნე იგი, იზრუნე, რათა სათნოებები დაიბრუნოს, მიეცი ამის მაგალითი საკუთარი ცხოვრებით, დაარიგე განუკიცხველად, დაიფარე, დაიცავი იგი და საუკეთესო მკურნალის მსგავსად ყოველი ღონე იხმარე მისი გამოსწორებისთვის."

вторник, 12 марта 2013 г.

იოანე ოქროპირი



წინამდებარე წიგნი წარმოადგენს წმიდა მამის იოანე ოქროპირის ქადაგებების  კრებულს. 


წიგნის გადმოწერა