Показаны сообщения с ярлыком ქრისტიანობა. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком ქრისტიანობა. Показать все сообщения

четверг, 16 марта 2017 г.

ფარული ქრისტიანები






ბოროტება არ ჩაიდინო, ბატონო, და ჩვენ ღვთისმშობელს შევევედრებით, რომ ჯანმრთელად და ბედნიერად გამყოფოს

"მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: დაღათუ ყოველნი დაბრკოლდნენ შენდა მომართ, ხოლო მე არასადა დავბრკოლდე.



ჰრქუა მას იესუ: ამინ გეტყვი შენ, რამეთუ ამას ღამესა, ვიდრე ქათმისა ხმობადმდე, სამ-გზის უარ-მყო მე" (მათ. 26:33-34).
1453 წლის 29 მაისს ჩაესვენა კონსტანტინოპოლის მზე. ჩამოწვა წყვდიადი და სულთმობრძავი ერი უკანასკნელი ძალით შეეჭიდა სიკვდილს.

суббота, 31 октября 2015 г.

მითი, რომ ჰელოუინი ანტიქრისტიანული დღესასწაულია და მას თავს დასავლეთი გვახვევს, მცდარია




მითების დეტექტორი


ცალკეული რელიგიური ჯგუფები, მედია ორგანიზაციების ნაწილთან ერთად წლებია ამკვიდრებენ აზრს,რომ ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნით ადამიანი წარმართულ რიტუალში იღებს მონაწილეობას, რაც მიზნად „ბნელი ძალების"თაყვანისცამას ისახავს. ასევე გავრცელებულია შეხედულება, რომ ამ დღესასწაულით დასავლეთი ცდილობს ქართულ კულტურაში წარმართული ელემენტები შემოიტანოს. სინამდვილეში, ჰელოუინი და მისი კოსტუმირება სწორედ რომ ბნელი ძალების დასაფრთხობად იყო გამიზნული. ისევე, როგორც ქართული ჭიაკოკონობა, - როცა ვნების კვირის ოთხშაბათს ჭიაკოკონა ენთებოდა და მასზე ეშმაკების განსადევნად ხტებოდნენ. მიიჩნეოდა, რომ ამ დროს ცეცხლზე გადამხტარი ადამიანი დემონებს ცეცხლში ტოვებდა. შეგვიძლია გავიხსენოთ კოსტუმირებული ბერიკაობა, რაც ასევე წარმართულ საფუძველზე აღმოცენებული თეატრალური იმპროვიზაცია იყო და მისი ძეგლი თბილისშიც დგას. დროსთან ერთად მათ რელიგიური შინაარსი დაკარგეს.

вторник, 30 июня 2015 г.

ქრისტიანობის კვლევები /Christian Researches


воскресенье, 28 июня 2015 г.

ნიკოლაი ბერდიაევი - მიწიერი სამეფოს ხიბლი. სახელმწიფოს ორმაგი სახე






რუსულიდან თარგმნა დეკანოზმა თამაზ ლომიძემ

ნიკოლაი ბერდიაევი: „მათ შეასწორეს ქრისტეს საქმე“
განსაკუთრებით სასარგებლოა თანამედროვე ქრისტიანებისათვის მე-20 საუკუნის უდიდესი რელიგიური ფილოსოფოსის ნიკოლაი ბერდიაევის ნააზრევის კითხვა. გთავაზობთ ნაწყვეტს ნ. ბერდიაევის თხზულებიდან „ადამიანის მონობისა და თავისუფლების შესახებ“ (Н.А. Бердяев „О Рабстве и Свободе Человека” я Рус. Издател. Республика 1995), სადაც იგი დღეს ასე აქტუალურ ქრისტიანობის და სახელმწიფო ძალაუფლების ურთიერთობაზე საუბრობს.

воскресенье, 14 июня 2015 г.

ქრისტიანული შეხედულება კატასტროფებზე




ყოველთვის, როდესაც მსოფლიოში დიდი მასშტაბის კატასტროფა ხდება, – როგორიც, ვთქვათ, ავარია საიანო-შუშენსკოეს ჰიდროელექტროსადგურზე, ან სულ ახლანდელი მიწისძვრა და ცუნამი იაპონიაში, – მაშინვე ჩნდება შეხედულება (და მათ შორის ქრისტიანებშიც), რომ ეს ღვთის სასჯელია კონკრეტული ადამიანების ან ხალხების კონკრეტული ცოდვების გამო.

четверг, 28 мая 2015 г.

ქრისტიანობა, ეზოთერიზმი და ზოგადკულტურულ-ესთეტიკურ ეპოქათა მონაცვლეობა



ირინა მოდებაძე

გარდამავალი კულტურული ეპოქებისათვის მეტად დამახასიათებელია ინტერესის გამძაფრება წარსულის იმ ისტორიული და კულტურული პროცესებისადმი, რომელთა არსი თანამედროვეობას ეხმიანება. ამ მხრივ, XIX ს-ის დამლევისა და XX ს-ის დასაწყისის რუსულ კულტურაში მიმდინარე პროცესები, უფრო სწორად - მათი ასახვა ე. წ. ვერცხლის საუკუნის ხელოვნებაში, თანამედროვე მეცნიერების (და არა მხოლოდ რუსისტიკით დაინტერესებულთა) დიდ ინტერესს იწვევს.

воскресенье, 24 мая 2015 г.

ლეზოვი სერგეი - ქრისტიანობა ოსვენციმის შემდეგ




თარგმანი რუსულიდან - ბასილ კობახიძე


რუსულ საზოგდოებაში აგრესიული ნაციონალიზმისა და ანტისემიტიზმის ამჟამად მიმდინარე კულტივირება, რომელმაც ებრაელების რუსეთიდან მასობრივად გამგზავრებამდე მიგვიყვანა და რომელსაც ექნება სხვა უარყოფითი შედეგები, ძირითადად განიხილება მხოლოდ პოლიტიკურ კონტექსტში. თუ იყენებენ ისტორიულ განზომილებას, ეს, როგორც წესი, ჩვენი საკუთარი ისტორიაა

 რაც ხელთა გვაქვს:

среда, 13 мая 2015 г.

ყალბი ქრისტიანობა – სხვის ჩასაქოლად აღმართული ქვა ცოდვილის ხელში



მის ფეხებთან იყო დაჩოქილი, შეურაცხყოფილი, დამცირებული და ელოდა განაჩენს… ზურგს უწვავდა უამრავი ავადმომზირალი თვალი და ყურებში ზარივით რეკდა ბრბოს ხმა: „ჩაქოლეთ!“… ჰო, ასეთია მისი განაჩენი და სამართლიანიც, რადგან მან შეურაცხყო სჯულის კანონი თავისი ცხოვრებით… ისრაელის მიწას უმზერდა დახრილი მზერით და ფიქრობდა, რომ ის ბოლო იყო, რის დანახვასაც მოასწრებდა… და, აი, უცნობი დაიხარა მიწისაკენ… „ალბათ, ისიც ქვას ეძებს ჩასაქოლად…“ გაიფიქრა მან და შემაძრწუნებელ ლოდინს მიეცა თვალდახუჭული… უსასრულოდ გაჭიმულ წამში გაისმა უცნობის ხმა: „დედაკაცო არავინ დაგდო მსჯავრი?! არც მე გდებ, წადი და ამიერიდან ნუღარ შესცოდავ!“…

вторник, 12 мая 2015 г.

ქრისტიანობის კვლევები VI

понедельник, 27 апреля 2015 г.

ქრისტიანობა და წმინდა წიგნი




ლევან აბაშიძე

ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი მასწავლებელი წმინდა იოანე ოქროპირი, როგორც მოგეხსენებათ, პირველ ყოვლისა მქადაგებელი იყო. წმიდა წერილის მისი კომენტარები წარმოთქმული სიტყვაა, რომელსაც სხვები იწერდნენ. ანტიოქიის ეკლესიაში იოანე მათეს სახარებას განმარტავდა. წარმოვიდგინოთ პირველი ქადაგება: იოანე გამოდის მრავალრიცხოვანი მრევლის წინ, მას ხელში სახარება უჭირავს, რომელზეც უნდა ისაუბროს და განმარტოს. პირველი წინადადება, რომელსაც ის ამბობს, უთუოდ შოკში ჩააგდებდა მსმენელს. მოვიყვან ექვთიმესეულ თარგმანს:

суббота, 25 апреля 2015 г.

მოქალაქეობა ქართლის სამეფოში ქრისტიანიზაციის კონტექსტში



ლელა პატარიძე


ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. ძირითადი ნაშრომები: „ცხოვრებაი წმიდისა ნინოისი“: ქართლის გაქრისტიანებისკულტურულ ისტორიული საკითხები (1993). სტატიები: უცხოობა და მწირობა ქართულ საეკლესიოტრადიციაში; 1054 წლის საეკლესიო განხეთქილება და საქართველო; „ქართლის ცხოვრების“შედარებითი ტიპოლოგია; მცხეთის ებრაული დიასპორა: სოციალური სტატუსი; ქართლისგაქრისტიანება „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით; ქართული იდენტობა: ისტორიული ხედვისპრობლემები; მირიანი და მისი მეფობა: იდეოლოგიური ასპექტი; და სხვ. თანაავტორია საშუალოსკოლის სახელმძღვანელოების: საქართველოს და მსოფლიოს ისტორია და გეოგრაფია (VII კლ.) დაისტორია (X კლ.) თბილისი: 2006. ინტერესთა სფერო: საქართველოს შუა საუკუნეების ისტორია დაისტორიოგრაფია, ეთნო-კულტურული და ნაციონალური იდენტობანი.

суббота, 18 апреля 2015 г.

ადრექრისტიანული ქართული წარწერები




სათაური: ადრექრისტიანული ქართული წარწერები
ავტორები: მჭედლიძე, თამაზ
საკვანძო სიტყვები: ქართული დამწერლობა
ქართული ეპიგრაფიკული ძეგლები
გამოცემის თარიღი: 2012
გამომცემელი: ფულდა
რეზიუმე: წინა წელს დაწერილ წიგნში „უძველესი ქართული წარწერები“ ტაბულების სახით დახარისხებული იყო არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი უძველესი ქართული წარწერები. სულ აღწერილი იყო 19 წარწერა, შესრულებული ძვ. წ. 1–ახ. წ. 4 სს. წინამდებარე წიგნში კი დახარისხებულია მე-4–5 სს. შესრულებული ადრექრისტიანული ლაპიდარული წარწერები. ეს არის წარწერები არქიტექტურულ ძეგლებზე აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში და აგრეთვე წმინდა მიწაზე მე-5 ს. არსებულ ორ ქართულ მონასტერში.
მფლობელი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა





წიგნის წაკითხვა PDF ფორმატში


ადრექრისტიანული ხანის ქართული წარწერები (მე-4-6 სს.)







среда, 15 апреля 2015 г.

გელა ქისტაური - წარმართული რელიქტი V-X საუკუნეების ქართულ ჰაგიოგრაფიულ მწერლობასა და ხალხურ ქრისტიანობაში






წიგნის წაკითხვა PDF ფორმატში

რესურსი 2






четверг, 15 января 2015 г.

ვინ დაუდგება გვერდში ქრისტიანებს?




მსოფლიო ებრაული კონგრესის (WJC) პრეზიდენტი რონალდ ლაუდერი, ორალ რობერტსის უნივერსიტეტის (ORU) პრეზიდენტი ბილი უილსონი, საერთაშორისო ქრისტიანული საელჩო იერუსალიმის (ICEJ) დირექტორი იურგენ ბიულერი ხელს აწერენ მსოფლიოს 120 ლიდერისადმი გაგზავნილ წერილს, რითაც ითხოვენ რეგიონის შევიწროებულ ქრისტიანთა დაცვას

суббота, 13 декабря 2014 г.

წმინდა სიცრუე


პირველ ათასწლეულში პიროვნების წმინდანად შერაცხვის ინიციატორი და შემოქმედი თვით მორწმუნე ერი და ადგილობრივი ეპისკოპოსები იყვნენ, კანონიზაციის უფლება მხოლოდ მოგვიანებით გადავიდა დასავლეთში პაპების, ხოლო აღმოსავლეთში პატრიარქების და სინოდების ხელში.

пятница, 1 августа 2014 г.

ჩვენ ნაზარეველები ვართ ანუ “ქრისტიანების გენოციდი”



CBN News” – ის წამყვანმა, საერთაშორისო ამბების გამშუქებელმა გერი ლაინმა, 25 ივლისს თავის ბლოგში დაწერა იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანთა მდგომარეობის შესახებ.

пятница, 27 июня 2014 г.

სიმბოლოები ქრისტიანულ ხელოვნებაში (ვ–ზ–თ–ი)


ვარდი
სილამაზის, სრულყოფილებისა და კეთილსურნელების გამო, ვარდი სამოთხის ყვავილად არის მიჩნეული. ქრისტიანულ სიმბოლიკაში თეთრი ვარდი განასახიერებს უმანკოებას, სიწმინდეს, უბიწოებას, ქალწულ მარიამს. წითელი ვარდი გულმოწყალებისა და მოწამეობის სიმბოლოა, იგი ქრისტეს სისხლის წვეთებიდან აღმოცენდა. ვარდების ყვავილწნული ზეციური ნეტარების, ციური ვარდის, ღვთისმშობლის სიმბოლოა. ვარდის ეს სიმბოლური მნიშვნელობები ქრისტიანობის პირველ წლებში შემოვიდა ხმარებაში. წმინდა ამბროსი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ გაუჩნდა ვარდს ეკლები. ვიდრე ვარდი ამქვეყნიური მცენარე გახდებოდა, იგი სამოთხის ბაღში ხარობდა და მას ეკლები არ ჰქონდა. მხოლოდ ადამისა და ევას დაცემის შემდეგ გაუჩნდა ვარდს ეკლები, რათა კაცობრიობისთვის შეეხსენებინა პირველი ადამიანების მიერ ჩადენილი ცოდვა და მათი სამოთხიდან განდევნა, თუმცა, ვარდის სურნელი კვლავ აღუძრავს ადამიანებს სამოთხეში განცხრომით ცხოვრების მოგონებას. შესაძლოა, ამ ლეგენდის გავლენით უწოდებენ მარიამ ღვთისმშობელს „უეკლო ვარდს“, ვინაიდან, ტრადიციის მიხედვით, მარიამი უცოდველია და მას არ ეხება პირველი ადამიანების მიერ ჩადენილი ცოდვა.

воскресенье, 15 июня 2014 г.

ზნეობა სქესობრივ ურთიერთობათა სფეროში - კლაივ ლუისი


განვიხილოთ, თუ როგორ უდგება ქრისტიანული მორალი სქესობრივი ურთიერთობის საკითხს და რას ნიშნავს ის სათნოება, რომელსაც ქრისტიანული უბიწოება ეწოდება. იგი არ უნდა ავურიოთ თავმდაბლობის, წესიერების, ზრდილობის საზოგადოებრივ წესებთან. წესიერების ნორმები განსაზღვრავს, თუ მოცემულ საზოგადოებაში რა ზომამდე შეიძლება ადამიანის სხეულის გაშიშვლება, რა თემებზე შეიძლება საუბარი და რა სიტყვების ხმარებაა დასაშვები. ქრისტიანული უბიწოების წესი ყველა დროის ქრისტიანისთვის ერთი და იგივეა, წესიერების ნორმები კი - ცვალებადი. თითქმის შიშველი ქალი წყნარი ოკეანის კუნძულებიდან და ვიქტორიას ხანის ლედი, ნიკაპიდან კოჭებამდე კაბა რომ აცვია, მათ წრეში მიღებული საზომების მიხედვით შეიძლება ერთნაირად მიიჩნეოდნენ წესიერებად, თავმდაბლებად, ზრდილობიანებად. ასევე,

вторник, 27 мая 2014 г.

ი. ა. უსპენსკი - მართლმადიდებელი ეკლესიის საღვთისმეტყველო ხატები

კლაივ ლუისი - უბრალოდ ქრისტიანობა



წინასიტყვაობა


ამ წიგნში მონათხრობი პირველად რადიოთი გადაიცა. შემდეგ სამ ცალ-ცალკე ნაწილად გამოიცა: „ქრისტიანობის დაცვა“ (1943წ.), „ქრისტიანული საქციელი“ (1943წ.) და „პიროვნულობის მიღმა“ (1943). მიკროფონში ნალაპარაკევს ბეჭდვით ვარიანტში ზოგი რამ დავამატე, მაგრამ სხვა მხრივ ტექსტში განსაკუთრებული ცვლილებები არ შემიტანია. საუბარი რადიოში, ჩემი აზრით, ცოცხალ მეტყველებას უნდა უახლოვდებოდეს, ის არ უნდა იყოს წაკითხული სტატია. ამიტომ ჩემს საუბრებში ვიყენებდი იმ შემოკლებებს და გამოთქმებს, რომელთაც ჩვეულებრივ ლაპარაკში ვიყენებ. ბეჭდვით ვარიანტში ეს გამოთქმები შევინარჩუნე. რადიო საუბარში თუ სიტყვის მნიშვნელობაზე ყურადღებას ინტონაციის მეოხებით ვამახვილებდი, წიგნში იმავე სიტყვას კურსივით გამოვყოფდი. ახლა ეს შეცდომად მიმაჩნია - საუბრისა და წერის ხელოვნების არასასურველ ჰიბრიდად. მოსაუბრე ინტონაციას იმიტომ მიმართავს, რომ თავად საუბარი მოითხოვს ამას. მწერალმა ამავე მიზნით კურსივი კი არ უნდა გამოიყენოს - საკვანძო სიტყვათა გამოსაყოფად საკუთარი, თავისებური საშუალებები უნდა გამოძებნოს. ამ გამოცემაში შემოკლებანი გავშალე, კურსივების შემცველი წინადადებები გადავამუშავე. იმედი მაქვს, რადიოსაუბრებისათვის დამახასიათებელი „ცოცხალი“ თუ „შინაურული“ ტონი არ დაკარგულა. ზოგან რაღაც ჩავამატე, ზოგან ამოვშალე. ეს იმიტომ, რომ ზოგი რამ ახლა უკეთ მესმის, ვიდრე ათი წლის წინ, გარდა ამისა, ზოგიერთი ჩემი ნათქვამი მაშინ გაუგებარი დარჩა.