Показаны сообщения с ярлыком მედიცინა. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком მედიცინა. Показать все сообщения

среда, 8 июля 2015 г.

გაზიანმა ტკბილმა სასმელებმა მსოფლიოში სიკვდილიანობა გაზარდა / Sugary drinks linked to high death tolls worldwide



ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ყოველწლიურად ტკბილი სასმელები კლავს 184 000 ადამიანს. დიაბეტის გამო სიკვდილიანობა, გულის დაავადებები და კიბო  პირდაპირ კავშირშია ტკბილი გაზირებული სასმელების, ცივი ჩაის და  ენერგეტიკული სასმელების მიღებასთან. მიღებული ციფრები აჩვენებს, რომ ტკბილი სასმელები ისეთივე სასიკვდილოდ საშიშია როგორც სხვადასხვა ვირუსები.

суббота, 25 апреля 2015 г.

მედიცინა








მედიცინა









пятница, 24 апреля 2015 г.

ბგერითი ტალღებით ორგანიზმიდან კიბოს უჯერედების გამოყოფა უკვე შესაძლებელია



მეცნიერებმა აღმოაჩინეს მეთოდი, რომლის საშუალებითაც  კიბოს უჯრედებს სისხლიდან იაფად და ეფექტურად გამოდევნიან.   ტექნოლოგია, რომელსაც  „აკუსტიკური პინცეტი“ უწოდეს ეყრდნობა ბგერით ტალღებს და ერთჯერად ჩიპს,  რომელიც გამოჰყოფს კიბოს უჯრედებს სისხლის უჯრედებისგან. როგორც წესი,  პირველადი დაზიანების შემდეგ კიბოს უჯრედები ორგანიზმში სისხლის მეშვეობით გამოიყოფა და  გადადგილდება. მისი აღმოჩენა ძალიან რთულია იმის გამო,  რომ მილიარდობით სისხლის  უჯრედში შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი კიბოს უჯრედი.  არსებული მეთოდები მოითხოვს დიდი რაოდენობით ანტისხეულებს, რომლებიც უკავშირდება კიბოს უჯრედებს და ეხმარება მათ იზოლირებაში.  ამ მიზნით ანტისხეულები წინასწარ შესწავლილი უნდა იყოს, სხვა მეთოდებიკი  გამოირჩევა თავისი სირთულით.  ხმოვანი ტალღა, თავის მხრივ მუშაობს სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით. დაახლოებით 5 საათი სჭირდება მცირე მოწყობილობას, რათა პაციენტის ორგანიზმიდან  გამოიყოს კიბოს უჯრედები. 

სიახლე მედიცინაში: ყავისფერი თვალების ლურჯად გარდაქმნა უკვე შესაძლებელია



მეცნიერებმა მედიცინაში უახლესი ტექნოლოგია წარმოადგინეს. ლაზერული ქირურგიული ჩარევის შედეგად შესაძლებელია ყავისფერი თვალების ნაცვლად საოცნებო ლურჯი თვალების პატრონი გახდეთ. 
ტექნიკა პირველად განხორციელდა კალიფორნიაში და ახლა რამდენიმე ქვეყანაშია ხელმისაწვდომი. ჯერჯერობით, მექსიკასა და კოსტარიკაში 37 პაციენტმა გაიარა ეს პროცედურა, რომელთა ყავისფერ თვალის ფერი სამუდამოდ გახდა ლურჯი. თუ თქვენ ოცნებობთ ლურჯ თვალებზე, საუკეთესო დროა გადაინახოთ ფული პროცედურისთვის, რომელსაც დაახლოებით 5000 დოლარი სჭირდება. მათ ვისაც ფინანსური მდგომარეობა არ აძლევს პროცედურის ჩატარების საშუალებას, შეუძლიათ მხოლოდ ფერადი კონტაქტური ლინზებით ისარგებლონ.

суббота, 11 апреля 2015 г.

კიბოს სტატისტიკა იცვლება


ავტორი მაია ქვარცხავა
"ამერიკის ხმის" პუბლიკაცია • VOA - Georgian
26.03.2015

როგორ ანადგურებს ზეითუნის ზეთი კიბოს უჯრედებს



ავტორი : ბიძინა რამიშვილი

23.03.2015

понедельник, 2 марта 2015 г.

მარილის გადაჭარბებული რაოდენობით მიღება ტვინის მუშაობის ცვლილებას იწვევს / Blame it on your brain: Salt and hypertension




ექიმებმა არაერთხელ აგვიხსნეს, რომ დიდი რაოდენობით მარილი არტერიულ წნევას იწვევს.  ცოტა ხნის წინ მეცნიერებმა საბოლოოდ გაარკვიეს თუ რატომ ხდება ეს.  ექსპერტების აზრით მარილს შეუძლია ტვინის მუშაობის რეპროგრამირება და  სისხლის წნევის სწორ რეგულირებას ხელს უშლის.

среда, 27 августа 2014 г.

როგორ დაიბადნენ ტყუპები 24 დღიანი შუალედით


გეგონათ, რომ ტყუპებს დაბადების ერთიდაიგივე თარიღი უნდა ჰქონოდათ აუცილებლად? ცდებოდით. ალექსანდრე და რონალდო ამის ცოცხალი მაგალითები არიან, ისინი 24 დღიანი შუალედით მოევლინნენ ქვეყანას და არა იმიტომ, რომ ასე უფრო მოსახერხებელია, პირიქით. ორი ჩვილი დღენაკლული დაიბადა, იშვიათმა სამედიცინო ტექნიკამ კი ორივეს შეუნარჩუნა სიცოცხლე.
მათი დაბადება 18 ივნისისათვის იყო განსაზღვრული, მაგრამ 26 თებერვალს 24 კვირიანი ორსულობის თავზე  (დაახლოებით 6 თვე) დედამ, ლინდალვა და სილვამ წყლები დაღვარა. „პანიკაში ჩავვარდი, ვიფიქრე, რომ ბავშვებს დავკარგავდი“,- გვიამბობს იგი. მართლაც, 6 თვის ორსულობაზე დღენაკლულების გადარჩენის შანსი ძალიან დაბალია.

вторник, 26 августа 2014 г.

ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალებისათვის ევროპული პრიზი მიიღო ფრანგმა გამომგონებელმა /



ჟერომ გიემონმა და მისმა ბელგიელმა კოლეგამ კოენ ანდრიესმა ბერლინში 2014 წლის ევროპელი გამომგონებლის პრიზი მიიღეს. მისმა გუნდმა შექმნა ანტიტუბერკულოზური მედიკამენტი, პირველი 40 წლის შემდეგ.

суббота, 1 марта 2014 г.

სექსი სხვადასხვა დაავადებას კურნავს / Sex is good for you: For fighting cancer to the common cold it's just what the doctor ordered (and men benefit most!)




როგორც ექიმები ირწმუნებიან, თანამედროვე ადამიანის ფიზიკური მდგომარეობისა და ჯანმრთელობის გაუარესებას, უპირველეს ყოვლისა, დაძაბული თანამედროვე ცხოვრება და სტრესებით აღსავსე ყოველდღიურობა იწვევს. ამის საწინააღმდეგო წამლის გამოგონება კი ჯერჯერობით ადამიანის ძალებს აღემატება.
და მაინც, ფრანგი მეცნიერები, რომლებმაც დაწვრილებით შეისწავლეს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ძვრები, ამტკიცებენ, რომ ათასი დაავადების  წამალი… სიყვარული და მისით ტკბობაა.

вторник, 25 февраля 2014 г.

ტვინი რომ არ დაბერდეს



ადამიანის ტვინთან დაკავშირებული მრავალი საიდუმლო დღემდე ამოუხსნელია. საბედნიეროდ, დადგენილია, რა გზით არის შესაძლებელი ამ იდუმალი ორგანოს აქტივობის შენარჩუნება და ფუნქციათა მაქსიმალური გახანგრძლივება.

среда, 19 февраля 2014 г.

კიბოს გამომწვევი ანტიპერსპირანტები და დეოდორანტები



ბოლო წლებში მთელს მსოფლიოში საგრძნობლად იმატა ონკოლოგიურმა დაავადებებმა. ამას მრავალ გარემოებას უკავშირებენ, მომრავლებულ მაღალი სიმძლავრის რადიო სიხშირეების გადამცემებს (მობილური კავშირი, უსადენო ინტერნეტი და ა.შ), უხარისხო საკვებს (გენმოდიფიცირებული პროდუქტი), დაბინძურებულ გარემოს და მძიმე მეტალებს საკვებსა და კოსმეტიკურ საშუალებებში.

среда, 28 августа 2013 г.

ჩიპი-სამაჯური ექიმებისა და მზარეულების სისუფთავეს შეამოწმებს


შედარებით მცირე ზომის ამერიკულმა კომპანია IntelligentM-მ შეიმუშავა ორიგინალური სამაჯური, რომელიც ავლენს სამედიცინო მუშაკის არასაკმარისად ჯეროვან დამოკიდებულებას ჰიგიენის მიმართ.

გამოინახა ალერგიის აღმოფხვრის ხერხი


მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სინთეზურ მოლეკულას ძალუძს ალერგიული რეაქციის გამომწვევი კომპლექსების დათრგუნვა. ამ აღმოჩენას შეიძლება მოჰყვეს მწვავე ალერგიული რეაქციის სამკურნალო სწრაფმოქმედი წამლების ძალიან სწრაფი განვითარება.

ზემგრძნობიარე გადამწოდი: აღმოაჩენს კიბოსა და ვირუსებს „ჩანასახის" მდგომარეობაში


მეცნიერებმა შეიმუშავეს ზემგრძნობიარე გადამწოდის პროტოტიპი, რომლის მეშვეობითაც ექიმი შეძლებს კიბოსა და ვირუსების აღმოჩენას დაავადების ადრეულ სტადიაზე. შედეგები ჟურნალმა „Nature Nanotechnology" გამოაქვეყნა. მეცნიერთა თქმით, მათი ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელია სტანდარტულ მეთოდებზე 10-ჯერ უფრო მგრძნობიარე გადამწოდის შექმნა.

აღმოჩენილია კავშირი ემბრიონულ განვითარებასა და კიბოს შორის


აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენეტიკური კავშირი ემბრიონის სწრაფ ზრდასა და კიბოს უჯრედების არაკონტროლირებად გამოყოფას შორის. ამრიგად, ამ კვლევის შედეგად მიღებულია ახალი მონაცემები ადამიანის განვითარების პროცესისა და კიბოს გავრცელებულ სახეობათა გენეტიკური საფუძვლების შესახებ.
მეცნიერებისათვის უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ პრენატალურ და ადრეული პოსტნატალურ ხანაში ადამიანის სწრაფი ზრდის ხელშემწყობი გენები შეიძლება „ჩაირთოს" კიბოს უჯრედებშიც. ახლა მეცნიერებმა განსაზღვრეს მოლეკულური გადამრთველი, რომელიც ზოგიერთ ასეთ გენს „რთავს". ეს აღმოჩენა სხეულის ნორმალური ზრდისა და კიბოს ზოგიერთი სახეობის ანომალური განვითარების გაგების საშუალებას იძლევა.
ადამიანის დაბადების მომენტამდე სხეულის ზრდის მასტიმულირებელი 200-ზე მეტი გენომისაგან შემდგარი ჯგუფი ძალიან აქტიურია და უზრუნველყოფს ემბრიონის უაღრესად სწრაფ ზრდას. დაბადების შემდეგ ეს გენები თანდათან „ირთვება" – როგორც ჩანს, იმისათვის, რომ სხეულის ზრდა შეჩერდეს და საბოლოო ჯამში ხანდაზმულობის პერიოდისაკე წარიმართოს. მაგრამ ზოგიერთი ასეთი გენი რატომღაც „ირთვება" კიბოს უჯრედებშიც, რაც პოტენციურად შეიძლება იყოს ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავების „გასაღები".
ზრდის მასტიმულირებელი ერთ-ერთი ძირითადი გენია გენი სახელწოდებით IGF2. ეს გენი სხეულის ნორმალური პრენატალური ზრდისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მაგრამ სწორედ ამ გენის აქტივაცია ხდება მრავალი საშიში კიბოს სახეობის შემთხვევაშიც (მაგალითად, შარდის ბუშტის კიბო, წინამდებარე ჯირკვლის კიბო, ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადება ბავშვებს შორის).
მრავალი წლის განმავლობაში მეცნიერებმა არ იცოდნენ, თუ როგორ ხდება IGF2 გენის ჩართვა-გამორთვა, მაგრამ სხვადასხვა კვლევითი მეთოდიკისა და სხვადასხვა ტიპის ქსოვილის გამოყენების წყალობით მოახერხეს ამ გადამრთველის აღმოჩენა. ესაა ცილა E2F3, რომელიც ახდენს IGF2 გენის აქტივაციას – როგორც ემბრიონის ნორმალური განვითარების დროს, ისე ონკოლოგიური დაავადების შემთხვევაში.
უფრო მეტიც, E2F3 ცილას შეუძლია არა მარტო IGF2 გენის რეგულირება, არამედ ზრდის გენების ჯგუფში შემავალი ბევრი სხვა გენისაც. კანონზომიერება ძალიან მარტივია: როცა E2F3 ცილის დონე მაღალია, ხდება ზრდის გენების ჩართვა, როცა დაბალია – გამორთვა. ამრიგად, აღმოჩნდა, რომ ადამიანის სხეულის ზრდის რეგულირება საკმაოდ მარტივია, რაც მედიცინისათვის თავისთავადაც ძალიან ღირებული აღმოჩენაა.

მკვლევარები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ E2F3 ცილის მეშვეობით პოტენციურად დიდი შესაძლებლობა არსებობს არა მარტო კიბოს მკურნალობის კუთხით, არამედ ადამიანის ორგანიზმის განვითარების მართვის თვალსაზრისითაც. ამჟამად მეცნიერები დაკავებული არიან ზრდის ყველა გენის რთული ურთიერთქმედების გაფიშვრითა და ონკოლოგიურ დაავადებებთან ამ გენების კავშირის შესწავლით.








ძვლის ტვინის დაცვა რადიაციისგან: ამერიკელები ეფექტურ მეთოდს ეძებენ


აშშ-ს ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურების სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი ისეთი წამლის შემუშავებაზე, რომელიც დაიცავს სისხლწარმომქმნელ ორგანოებს რადიაციის ზემოქმედებისგან.

დიაბეტის წამალი ახალგაზრდობას ახანგრძლივებს


University College London-is მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დიაბეტის საწინააღმდეგო პრეპარატს, რომელიც ფართოდ გამოიყენება, სიბერის დადგომის შეჩერება შეუძლია. საცდელ ორგანიზმებზე (C. elegans) ჩატარებული ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ პრეპარატის – მეტფორმინის – შეყვანის შედეგად მატლების (C. elegans) სიცოცხლე 6 დღით ხანგრძლივდება. ეს ამ მატლის სიცოცხლის ხანგრძლივობის დაახლოებით ერთი მესამედია.

კომპიუტერი მკურნალობას ექიმებზე უკეთ უმკლავდება?!


დღევანდელობის მათემატიკური საპროგნოზო მოდელები უკეთ ახერხებს პაციენტის მკურნალობის დაგეგმვას, ვიდრე ყველაზე გამოცდილი ექიმიც კი. სხივური თერაპიისა და ონკოლოგიის ევროპული საზოგადოების (ESTRO) II ფორუმის მსვლელობისას გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, კომპიუტერის უპირატესობა აღინიშნება იმ შემთხვევაშიც კი, როცა ექიმს პირადად ჰყავს პაციენტი ნანახი და გასინჯული.

მოწევას ანებებ თავს? მიიღე Е ვიტამინი!


გარკვეული სახის Е ვიტამინის მიღებამ შეიძლება დააჩქაროს ორგანიზმის აღდგენა მოწევაზე უარის თქმის შემდეგ. ეს ცნობილი გახდა ოგაიოს შტატის უნივერსიტეტში ჩატარებული შედარებით მცირე კვლევის შედეგად.