Показаны сообщения с ярлыком ხელოვნება. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком ხელოვნება. Показать все сообщения

понедельник, 8 июня 2015 г.

გოჩა აბულაძე – ქართველი ბარიტონის კიდევ ერთი წარმატება




გერმანიაში მოღვაწე ქართველი ბარიტონი გოჩა აბულაძე წარმატებით აგრძელებს საოპერო კარიერას მაგდებურგის თეატრში. მისი გამოსვლებით ევროპის მრავალ ქვეყანაში განებივრებულია მაყურებელი და საკმაოდ დიდ სიყვარულს იმსახურებს. კომუნალეს თეატრში ჯუზეპე ვერდის ტრავიატაში მთავარი როლის შესრულების შემდეგ ძალიან ცნობილი იტალიური ჟურნალი მასზე წერდა: ”დაიბადა ახალი ვერდის ბარიტონიმას გოჩა აბულაძე ჰქვია.”

вторник, 28 апреля 2015 г.

„ხელოვნება ტოტალიტარული რეჟიმის დროს: სტალინის საბჭოთა კავშირი, ჰიტლერის გერმანია, მუსოლინის იტალია”


ისტორიკოს ლაშა ბაქრაძის საჯარო ლექცია სახელწოდებით, „ხელოვნება ტოტალიტარული რეჟიმის დროს: სტალინის საბჭოთა კავშირი, ჰიტლერის გერმანია, მუსოლინის იტალია”, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში. 

понедельник, 27 апреля 2015 г.

სალვადორ დალის ზეცისაკენ აღმავალი კიბე ანუ ჯვრის წმინდა გეომეტრია



გიორგი ხუციშვილი

განიცდიან თუ არა ხელოვნება, მეცნიერება და რელიგია ერთიმეორის საჭიროებას, რათა უკეთ გაიგონ, დააფუძნონ და აუწყონ მათ ხელთ არსებული ჭეშმარიტებანი? იმედია, კაცობრიობის სულიერი განვითარების ამ ფუნდამენტალური სფეროების წარმომადგენლები არ ჩამთვლიან ერეტიკოსად, თუ ვიტყვი, რომ ეს სწორედ ასეა.

суббота, 18 апреля 2015 г.

ხელოვნების ქრისტიანული არსება და ექსპრესიონიზმი



სტატია 1

 ხელოვნების ქრისტიანული არსება და ექსპრესიონიზმი


 თამარ აფრიდონიძე

пятница, 27 июня 2014 г.

სიმბოლოები ქრისტიანულ ხელოვნებაში (ვ–ზ–თ–ი)


ვარდი
სილამაზის, სრულყოფილებისა და კეთილსურნელების გამო, ვარდი სამოთხის ყვავილად არის მიჩნეული. ქრისტიანულ სიმბოლიკაში თეთრი ვარდი განასახიერებს უმანკოებას, სიწმინდეს, უბიწოებას, ქალწულ მარიამს. წითელი ვარდი გულმოწყალებისა და მოწამეობის სიმბოლოა, იგი ქრისტეს სისხლის წვეთებიდან აღმოცენდა. ვარდების ყვავილწნული ზეციური ნეტარების, ციური ვარდის, ღვთისმშობლის სიმბოლოა. ვარდის ეს სიმბოლური მნიშვნელობები ქრისტიანობის პირველ წლებში შემოვიდა ხმარებაში. წმინდა ამბროსი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ გაუჩნდა ვარდს ეკლები. ვიდრე ვარდი ამქვეყნიური მცენარე გახდებოდა, იგი სამოთხის ბაღში ხარობდა და მას ეკლები არ ჰქონდა. მხოლოდ ადამისა და ევას დაცემის შემდეგ გაუჩნდა ვარდს ეკლები, რათა კაცობრიობისთვის შეეხსენებინა პირველი ადამიანების მიერ ჩადენილი ცოდვა და მათი სამოთხიდან განდევნა, თუმცა, ვარდის სურნელი კვლავ აღუძრავს ადამიანებს სამოთხეში განცხრომით ცხოვრების მოგონებას. შესაძლოა, ამ ლეგენდის გავლენით უწოდებენ მარიამ ღვთისმშობელს „უეკლო ვარდს“, ვინაიდან, ტრადიციის მიხედვით, მარიამი უცოდველია და მას არ ეხება პირველი ადამიანების მიერ ჩადენილი ცოდვა.

четверг, 29 мая 2014 г.

ჟესტების ფსიქოლოგიური სიმბოლიზმი ქრისტიანულ იკონოგრაფიაში



დიმიტრი იურიევიჩი



ბოლო ათწლეულის განმავლობაში რუსეთში ცნობილი და პოპულარული გახდა ფსიქოლოგიის ის დარგი, რომელიც ადამიანის ცნობიერებასა და ჟესტიკულაციებში მის გამოვლენას შეისწავლის. მრავალი გამოკვლევა, რომელიც სხეულის მოძრაობათა ახსნა-განმარტებას ეძღვნება, აცხადებს, რომ მოცემული სფერო ახალია და არასაკმარისად არის შესწავლილი (Пиз А. Язык телодвижений. М., 1996). მიუხედავად ამისა, სრულიად მოულოდნელად შეიძლება აღმოაჩინო, რომ ჟესტების ფსიქოლოგიური სიმბოლიზმი არის ერთ ერთი გამომხატველობითი საშუალება, რომელსაც უძველესი დროიდან იყენებდნენ ქრისტეანი ხატმწერები.

вторник, 29 апреля 2014 г.

ხატის კანონიკური რეალიზმი



პავლე ფლორენსკი რუსი მართლმადიდებელი მღვდელი, ღვთისმეტყველი, რელიგიის ფილოსოფოსი, სწავლული და პოეტი იყო, რომელსაც თავისი უნივერსალური განათლების გამო მეოცე საუკუნის ლეონარდო და ვინჩის უწოდებდნენ, მოიხსენიებდნენ, როგორც ადამიანს, რომელშიც „ჰარმონიულად იყო შერწყმული კულტურა და ეკლესია, ათენი და იერუსალიმი“. ის, როგორც ხელოვნებადმცოდნეც, ფუნდამენტური შრომების ავტორია ხელოვნების ისტორიაში. (1899 წ. ფლორენსკიმ თბილისის მე-2-ე გიმნაზია დაამთავრა)

среда, 26 марта 2014 г.

ხარების უძველესი ფრესკა / Oldest Surviving Icon of the Annunciation



მეორე საუკუნის მეორე ნახევარი. ეს არის ხარების უძველესი ფრესკა აღმოჩენილი რომის ერთერთ კატაკომბში. საინტერესო ის არის, რომ რომში გასათხოვარ გოგონებს ევალათ თავ-დაუბურავი სიარული. ფრესკაზეც ასეა მარიამი გამოსახული.

воскресенье, 16 марта 2014 г.

შუმერული და აქადური ხელოვნება



ძველშუმერული პერიოდი
       ძვ.წ. III ათასწლეულის დასაწყისში კლასობრივი წინააღმდეგობის გაძლიერებამ შუამდინარეთში გამოიწვია პირველი არც თუ დიდი სახელმწიფოების ჩამოყალიბება.  სხვებზე ადრე შუამდინარეთის სამხრეთში წარმოიქმნენ შუმერული ქალაქ-სახელმწიფოები ური, ურუქი, ლაგაში და სხვ. მოგვიანებით ეკონომიკური მიზეზებიდან გამომდინარე გაჩნდა უფრო მსხვილ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებში გაერთიანების ტენდენცია, რაც ჩვეულებრივ სამხედრო ძალის დახმარებით ხორციელდებოდა.
ამ პერიოდის შუამდინარულ ხელოვნებაში წამყვან როლს ასრულებდა სასახლეებისა და სატაძრო არქიტექტურა, რომელიც სკულპტურებითა და კედლის მხატვრობით ირთვებოდა. ნაგებობების ძირითადი სამშენებლო მასალა იყო ალიზი. მონუმენტური არქიტექტურის კონსტრუქციული თავისებურება იყო ის, რომ ნაგებობებს აშენებდნენ ხელოვნურად ამაღლებულ პლატფორმებზე, რაც მათ წყალდიდობებისაგან იცავდა და ასევე შესაძლებელს ხდიდა მათ ყველა მხრიდან დათვალიერებას.

пятница, 20 декабря 2013 г.

ვიდეო : მხატვრობა და მუსიკა: როგორ რეაგირებს ჩვენი ტვინი?



ვიზუალური ხელოვნება და მუსიკა ხშირად რეზონანსს ქმნის. მაგრამ როგორ რეაგირებს ჩვენი ტვინი ხელოვნების ამ ორ დარგზე? ამ ვიდეოში ფრანგი ნევროლოგის, პიერ ლემარკის პასუხს მოისმენთ (ფრანგულ ენაზე).

четверг, 15 августа 2013 г.

მ.ქებულაძე - უნიკალური მინიატურა ქუთაისის მუზეუმის ხელნაწერში



მაია ქებულაძე
უნიკალური მინიატურა ქუთაისის მუზეუმის ხელნაწერში
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის შრომები, კრებული XXII, გვ220-232
ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში დაცული იბაკონი და ლოცვანი - K 258 (XVII ს.) კარგა ხანია ჩვენი ყურადღების ცენტრშია. ვირტუოზული ნუსხა-ხუცური კალიგრაფიით დაწერილი და არაერთი საინტერესო მინიატურით შემკული ეს წიგნი, როგორც ანდერძი ცხადყოფს, ”ცოდვითა შებღალული” მიქელის შემოქმედების ნაყოფია. გამოკვლევებით დადასტურდა, რომ ის არის პირველი ბეჭდური ”ვეფხისტყაოსნის” რედაქტორი, ”მესტანბეთ უფროსი”, ხელმწიფის კარის დეკანოზის შვილი, სასტამბო ნუსხა-ხუცური შრიფტის ხელნაწერი ნიმუშის ავტორი [17; გვ.119-120], ”დიდად განათლებული მწიგნობარი, ქართული სტამბის მესაძირკვლეთა წრის წარმომადგენელი, ხელნაწერთა გადამწერი და ისტორიულ დოკუმენტთა, მათ შორის სამეფო სიგელთა შემდგენელი, გამორჩეული ზნეკეთილობითა და განსწავლულობით, პოლიტიკურ სარბიელზე ვახტანგ VI-ის უერთგულესი, ქვეყნის ჭირისა და უბედურების საკუთარ თავზე გარდამსახველი” [15, გვ.113].

суббота, 13 июля 2013 г.

ელ გრეკოს მხატვრობა





“ელ გრეკო ძველი ოსტატია, რომელიც არ არის მხოლოდ თანამედროვე… ის ბევრად წინ არის და უკან ბრუნდება, რომ გზა გვიჩვენოს”.

четверг, 20 июня 2013 г.

მირქმის იკონოგრაფია



ხატის ავტორი :
 თორნიკე ჭიბოშვილი 

სტატიის ავტორი:
ირაკლი სურგულაძე

მირქმის კომპოზიციის იკონოგრაფია- ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანია ქრისტიანულ ხელოვნებაში, რომელსაც გააჩნია ორი სრულიად განსხვავებული კომპოზიციური ვარიანტი: სიმეტრიული კომპოზიცია, სადაც ცენტრში გამოისახება ღვთისმშობელი ყრმით და სვიმეონ მიმრქმელი, და არასიმეტრიული ვარიანტი, სადაც წარმოდგენილია ღვთისმშობლის, იოსებ დამწინდველისა და წინასწარმეტყველ ანას მსვლელობა ტაძრისაკენ.

четверг, 4 апреля 2013 г.

ანტიკური მხატვრობის ინტეგრაცია პირველ ქრისტიანულ გარემოში




მღვდელი ლევან მათეშვილი
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ჰუმანიტარულიფაკულტეტის დოქტორანტი,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრისმასწავლებელი

ქრისტიანული და ანტიკური მუსიკის ანთროპოლოგიისთვის






მღვდელი ლევან მათეშვილი
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
 უნივერსიტეტის ჰუმანიტარულიფაკულტეტის დოქტორანტი,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრისმასწავლებელი

вторник, 12 марта 2013 г.

,,Via Dolorosa”


ჯონ მაკნაუტონის (John McNaughton) ამ ნახატს ლათინურად ,,Via Dolorosa” ეწოდება, რაც „ მწუხარების გზას“ ნიშნავს. ეს ის გზაა, რომლითაც გოლგოთაზე ავიდა ქრისტე. სურათზე 100-ზე მეტი პერსონაჟია, რომელთა შორისაა მოციქულები, მმართველები (ჰიტლერი, ნაპოლეონი, ჰენრიხ მეშვიდე, სტალინი, ლენინი, ნერონი…), მეცნიერები (დარვინი, ნიუტონი…), მწერლები (ლევ ტოლსტოი, მარკ ტვენი, ლუისი…)

ადამიანი კოსტიუმში-თანამედროვე ქრისტიანია, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, დაიცავს თუ არა ის თავის რწმენას. მის ირგვლივ მყოფი ხალხი უყვირის, რა უნდა გააკეთოს. ის ხელს მაღლა წევს, რომ წარმოთქვას: „ გაჩუმდით, ვინაიდან მე ვიცი, რომ იესო – ღმერთის შვილია“.

სურათის აზრია: ადამიანს არ უნდა ეშინოდეს სიმართლის თქმის, თუნდაც ეს ნიშნავდეს იმას, რომ ის მარტოობაში დარჩება.





                                                                  ავტორის ვებ-გვერდი