Показаны сообщения с ярлыком ისტორია. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком ისტორია. Показать все сообщения

вторник, 7 августа 2018 г.

წერილები კათოლიკოს პატრიარქს



მიტროპოლიტი შიო ავალიშვილი (1909-1991)

დაიბადა 1909 წელს ხარაგაულში. ბავშვობა გაატარა ამავე რაიონის სოფელ ხორითში. 1924 წელს, 15 წლის ასაკში გახდა ზესტაფონის სისხლიანი მოვლენების მომსწრე. 1926-1927 წლებში შეუერთდა ქართველ სოციალ-დემოკრატებს. შემდგომში არ გაწევრიანებულა არც ერთ პარტიასა თუ დაჯგუფებაში. 1928-1929 წლებში გაიარა სასკოლო პროგრამა. 1929 წლის ზაფხულში დააპატიმრეს და გადაასახლეს ციმბირში. 30-იან წლების შუა ხანებში დაბრუნდა საქართველოში. ამავე პერიოდში გაიქცა ირანში, რადგან დახვრეტა ემუქრებოდა.

пятница, 16 февраля 2018 г.

წმინდა ომი დასავლეთსა და ბიზანტიაში





სრული სათაური: “რამდენად უცხო იყო ბიზანტიისთვის წმინდა ომის დასავლური იდეა?” [1]


დავით თინიკაშვილი


შესავალი
საქართველოს ისტორია ყველასთვის კარგად ცნობილ ერთ მაგალითს გვთავაზობს, როდესაც ათონის წმინდა მთის ქართველმა ბერმა იოანემ (ერისკაცობაში, თორნიკე ერისთავი) 978 წელს იარაღი აიღო ხელში, რათა მეფე დავით კურაპალატის თხოვნით აჯანყებული სარდლის, ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ ებრძოლა და ამით დახმარება აღმოეჩინა ბიზანტიის ახალგაზრდა იმპერატორებისთვის, ბასილი მეორისა და კონსტანტინე მერვისთვის[2]. იოანე თორნიკ-ყოფილმა, რომელიც ბერად დაახლ. 970 წელს ოშკის მონასტერში[3] აკურთხეს, ამ სამხედრო კამპანიას წარმატებით უხელმძღვანელა. მაგრამ როგორ არის შესაძლებელი მონაზვნური ცხოვრების წესისა და შეიარაღებული ბრძოლის ერთმანეთთან შეთავსება? როგორც მკვლევარი როზემარი მორისი შენიშნავს, ქართველი ბერის ეს მაგალითი “გვიჩვენებს, რომ როდესაც იმპერიის ინტერესები რისკის ქვეშ დგება, ამ დროს მონაზვნურ აღთქმებსაც კი არ აქვს აბსოლუტური ღირებულება”[4].

вторник, 7 марта 2017 г.

მამა თეოდორე ჩიხლაძე




 1984 წლის 2 თებერვალს კარზე უთენია დააკაკუნეს... მამა თეოდორე სიცხიანი იწვა, მის პატარა გოგონასაც სიცხე ჰქონდა... ბავშვს მათი შემოსვლის ზუსტი დრო იმიტომ დაამახსოვრდა, რომ რადიოთი საბჭოთა კავშირის ჰიმნს გადმოსცემდნენ...მოსულებმა პირადობის მოწმობები და რაღაც ორდერი დიასახლისს კართანვე თვალწინ აუფრიალეს...ქალბატონ ქეთევანს, მღვდელმონაზონ თეოდორე ჩიხლაძის დედას, დაამახსოვრდა ერთ-ერთის გვარი _ კუდაშოვი და ისიც, რომ მოსულებს თავად შეუძღვა შვილის ოთახში...მამა თეოდორე მათი შემოსვლისთანავე წამოდგა, მაღალი სიცხის მიუხედავად, სწრაფად შეიმოსა და აუცილებელი ნივთების ჩალაგებას მშვიდად შეუდგა, თან თვალებით შვილს ეძებდა...მამის წასვლას მხოლოდ შვილი შეესწრო, რადგან ქალბატონ ქეთევანს უთხრეს, ბინის ჩხრეკას რამდენიმე მეზობელი უნდა დაესწროს და მოიყვანეთო. დაბრუნებულ დედას თემური (მამა თეოდორეს საერო სახელი, _ ავტ.) შინ აღარ დახვედრია.სანამ ბინას ჩხრეკდნენ, მამა-შვილი ტახტზე ხელიხელჩაკიდებული ისხდა... მერე ითხოვა, _ შვილთან პირისპირ გამომშვიდობება მაცალეთო, თავზე ხელები დაადო, ჯვარი გადასახა და უთხრა: _ `გაუმართლებელია, ან კეისარი იყო, ან _ არაფერი, უბრალოდ, იყავი ვინმე მათ შორისო...~ მცირე პაუზის შემდეგ თვალებში ჩახედა, თავზე ხელები მოუჭირა და დააყოლა: ეკა-უკა, გეხვეწები, ჩემს ნაცვლადაც გაუფრთხილდი თავსო, გულში ჩაიხუტა, თვალი ჩაუკრა და ისე ამაყად წავიდა, ბორკილების დადება ვეღარავინ გაუბედა.

пятница, 30 декабря 2016 г.

საქართველოს მოპარული ისტორია


საქართველოს მოპარული ისტორია - რა წერია წიგნში, რომელიც 1956 წელს კრემლის ბრძანებით დამალეს

понедельник, 31 октября 2016 г.

დეზინფორმაცია: სამამულო ომის შემდეგ სტალინმა 22 000 ეკლესია ააშენა


ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება "სპუტნიკ ჯორჯიას” ვებ-გვერდზე 2015 წელს გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც საუბარია სოფელ დიღომში მოღვაწე მამა იოანე ჩიგოგიძის დოკუმენტურ ფილმზე "ვინ მოიგო ომი”. ფილმის თანახმად, სამამულო ომის შემდგომ სტალინმა 22 000 ეკლესია ააშენა, გახსნა სასულიერო სემინარიები და აკადემიები.

воскресенье, 26 июня 2016 г.

მეუფე ზენონი: „მათ საყურადღებოდ, ვინც კრეტაზე შეკრებილი მართლმადიდებელი ეკლესიების მისამართით სარწმუნოების ღალატის შემცველ დასკვნებს აკეთებს“


სახიფათო არის მსგავსი განცხადებები. ნუ იქნებით კატეგორიული. გასათვალისწინებელია, რომ ყოველი და ყველაფერი იკვეთება და ვლინდება დროში. თავის დროზე თქვენს მსგავსად ფიქრობდნენ ეჩმიაძინის ეკლესიაში, რამაც ეკლესია მიიყვანა სავალალაო შედეგამდე. იგი მარტო აღმოჩნდა თავისი ფსევდო მოშურნეობიდან გამომდინარე. მისი კატეგორიულობა ნაკარნახევი იყო სარწმუნოების სიწმინდის დაცვის მოტივით, მაგრამ ისე მოხდა, რომ შემდგომში თავად ბრალმდებელი აღმოჩნდა ერესში (თავდაპირველად მიაჩნდა რომ ქალკედონის კრებამ უარყო ნიკეა-კონსტანტინოპოლის კრებათა დადგენილებები). ჩამოცილდა „ერთ, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას“ და დღეს მისი სახელია „სომხური ეკლესია“. – ანუ ქრისტეს ეკლესია კი არა, არამედ ნაციონალური. პროცესი დაიწყო ნელ-ნელა, შემდეგ გაღრმავდა და გადაიზარდა რადიკალიზმსა და ფანატიზმში. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ დღეს თვით ასირიულ-იაკობიტურ და ეგვიპტურ ეკლესიებთანაც კი არ არიან ლიტურგიკულ ურთიერთობაში. ეკლესიის სწავლებიდან და ისტორიიდან ცნობილია, რომ ადრე ქრისტიანული ხანისა და შემდგომ პერიოდში ყველა განხეთქილება-სქიზმის და ერესის მიზეზს აღმოსავლეთსა და დასავლეთში წარმოადგენდა ფსევდოფუნდამენტალიზმი და არა ფსევდოლიბერალიზმი. ეს არის რეალობა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მათთვის, ვისაც საფუძვლიანი ცოდნა არ აქვს ეკლესიის ისტორიასა და ეკლესიოლოგიაში. ფსევდოლიბერალიზმი, ჩანასახშივე უკვე მარცხის მდგომარეობაა ეკლესიასთან მიმართებაში, რამეთუ განუყოფელი ეკლესიის ეკლესიოლოგიური სწავლება მიმართულია არა „შაბათისთვის ადამიანის დაქვემდებარებაში“ არამედ „ადამიანისათვის შაბათის განწესებაში“.


მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული)


წყარო

четверг, 28 апреля 2016 г.

საუბარი რელიგიაზე: მართლმადიდებლურია თუ არა ცეცხლის გარდამოსვლის რწმენა?



აღდგომის დღესასწაულს საზოგადოების დიდი ნაწილი "ცეცხლის გარდამოსვლის" მოლოდინში ხვდება, მართლმადიდებელი ეკლესიის დოქტრინა კი ასეთ მოვლენას არ იცნობს. "ხელთუქმნელი ცეცხლის" შესახებ არც ერთ მსოფლიო საეკლესიო კრებას არ უმსჯელია. ეს საკითხი არც ზაფხულში დაგეგმილ, მართლმადიდებელ ეკლესიათა დიდი და წმიდა კრების დღის წესრიგში აღმოჩნდა. თავად ცეცხლის მიმღებად მოაზრებული იერუსალიმის საპატრიარქო დიდი შაბათის ამ რიტუალს სასწაულად არ მოიხსენიებს. საიდან იღებს სათავეს "ცეცხლის გარდამოსვლის" რწმენა და შეესაბამება თუ არა ის მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას? რამდენიმე წელია ამ თემაზე გადაცემა სხვადასხვა სტუმარს მასპინძლობს - წელს ფილოლოგიის დოქტორი და ეკლესიის ისტორიის პროფესორი, ნუგზარ პაპუაშვილი მოვიწვიეთ

понедельник, 22 февраля 2016 г.

ნუგზარ პაპუაშვილი - საკაცობრიო ღირებულებები საქართველოს საეკლესიო საგანძურიდან



პოსტსაბჭოურ საქართველოში მოსახლეობის საგრძნობი ნაწილი დარწმუნებულია, რომ მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობის იდეა და სხვა დემოკრატიული ღირებულებები ამ ქვეყნის საეკლესიო წარსულისათვის უცხო და მიუღებელი მოვლენებია. ამ რწმენას, თითქოს, ის ფაქტიც კვებავს, რომ აღნიშნული ღირებულებები, როგორც წესი, დასავლურ, ანდა ევროპულ ღირებულებებად მოიხსენიება. ამის გამო ზოგიერთი ამ ღირებულებებში გეოგრაფიულ შინაარსს დებს და ფიქრობს, რომ აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიებს მათთან არაფერი ესაქმებათ. ჩნდება და ვრცელდება სტერეოტიპები, რომელთა თანახმად ეს ეკლესიები და, პირველ რიგში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დასავლურ ღირებულებებს ბუნებითად არის დაპირისპირებული. ვინც ასე ფიქრობს, ის აპრიორულად ფიქრობს შემდეგსაც: ჩვენი დიდი წმინდანები და ერის სახელოვანი შვილები დღეს რომ ცოცხლები ყოფილიყვნენ, დასავლურ ანუ, იგივე, დემოკრატიულ ღირებულებებს ჩვენზე მეტად აუმხედრდებოდნენო. ამჟამად ჩვენი მიზანია, მოცემული ფორმატის ფარგლებში, ვუპასუხოთ კითხვას: მითია თუ სინამდვილე ეს თეორია?

суббота, 1 августа 2015 г.

ვინ არიან უძველეს ქართულ ფრესკებზე გამოსახული საყურიანი მამაკაცები?



"მამაკაცისთვის საყურე სამშვენისი იყო და არავითარ შემთხვევაში - ორიენტაციის მანიშნებელი."

"მამაკაცის საყურე შუასაუკუნის ექსკლუზივი არ არის. ეს უძველესი ტრადიციაა. საყურეებიან მამაკაცს ნახავთ ასურულ-ბაბილონურ თუ ეგვიპტურ სინამდვილეში."

суббота, 27 июня 2015 г.

გამოიყენს თუ არა კომუნისტებმა ეკლესიის ზარები ზოოპარკისთვის? ( დოკუმენტი )



პატრიარქის კომენტარი:

თბილისის ზოოპარკი თავის დროზე კომუნისტების მიერ ეკლესიამონასტრების გადამდნარი ზარების ფასად დაარსდა   და ის იმ ადგილას, სადაც არის,ვერ გაიხარებს"  


четверг, 25 июня 2015 г.

ჯავახიშვილი ივანე - საქართველოს ისტორია მეოცე საუკუნე





ჯავახიშვილი ივანე 
საქართველოს ისტორია მეოცე საუკუნე 

среда, 24 июня 2015 г.

ივ. ჯავახიშვილი - დ ა მ ო კ ი დ ე ბ უ ლ ე ბ ა რუსეთსა და საქართველოს შორის მე -XVIII-ე საუკუნეში







ივ. ჯავახიშვილი

დ ა მ ო კ ი დ ე ბ უ ლ ე ბ ა

  რუსეთსა და   საქართველოს   შორის მე -XVIII-ე საუკუნეში

ქართული კლუბის გამოცემა

თბილისი

 სახელმწიფო სტამბა

1919

пятница, 29 мая 2015 г.

დარჩიაშვილი - მარკ ბლოკი




четверг, 28 мая 2015 г.

სანიკიძე ლევან - სამას ათი ქართული სირცხვილი.




სირცხვილი 1–4.

1 ქრისტეშობამდე III საუკუნის II მეოთხედი, მცხეთაში საქართველოს სამეფო ტახტზე ზის საურმაგ, ძე დიდი ქართველი ხელმწიფის ფარნავაზისა,
გამეფებისთანავე საურმაგსქვეყნის შიგნითვე ქართველი ერისთავები ასჯანყებოდნენ, აჯანყების მოტივი ასეთი ყოფილა ჩვენთვის, ერისთავებისთვის სასიკეთო არ არის, რომ ჩვენ ქართველები ჩვენსავე ნათესავ ქართველს ვემსახუროთო, ამას ის გვირჩევნია ვინმე უცხო მოვიდეს, ხარკი ვაძლიოთ და ისევ იმან იბატონოსო და გადაეწყვიტათ ქართველებს ქართველი მეფის მოკვლა.

დილი შარლ - ბიზანტიის იმპერიის ისტორია




დილი შარლ

ბიზანტიის იმპერიის ისტორია                                     

ფრანგულიდან თარგმნა
ბაჩანა ბრეგვაძემ

გამომცემლობა «ნეკერი»
1998

среда, 27 мая 2015 г.

ქართველი მაჰმადიანები, ქართველი კათოლიკეები, ქართველი გრიგორიანები


შეიძლება ითქვას, რომ მართლმადიდებლური ქრისტიანობა წარმოადგენდა ქართველთა ეროვნულ სარწმუნოებას (თუმცა მას სხვა ხალხებიც აღიარებდნენ) იმ თვალსაზრისით, რომ მისი დროშით ჩვენი წინაპრები იცავდნენ ქართულ ენას, კულტურას, ტერიტორიას, ეროვნულ მეობას მტრისაგან. მართლმადიდებლურმა ქრისტიანობამ დააჩქარა ქართველურ ტომთა კონსოლიდაციისა და ქართველი ერის ჩამოყალიბების პროცესი. მაგრამ ცნობილია, რომ საქართველოს ისტორია ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა, ქართველ ხალხს თითქმისყოველთვის უხდებოდა თავდაცვა უცხოთა მოძალადეობისაგან. მტერი, უპირველეს ყოვლისა, ცდილობდა ქართული კულტურის საფუძვლის - მართლმადიდებლური ქრისტიანობის - ამოძირკვას, მის ადგილას თავისი რელიგიის დანერგვას, რათა ამ გზით დაესუსტებინა და მოესპო ქართველი ერი და მისი კულტურა.

суббота, 25 апреля 2015 г.

ისტორია









ისტორია





среда, 22 апреля 2015 г.

ეთნოგრაფიული სურათები XVII-XVIII სს. საქართველოს ისტორიიდან (ისტორიულ-ეთნოგრაფიული კვლევა)

четверг, 16 апреля 2015 г.

ევსები კესარიელი - საეკლესიო ისტორია


вторник, 7 апреля 2015 г.

ქართული ხუროთმოძღვრული ტოლერანტობა




მირიან გამრეკელაშვილი 


რელიგიურ ტოლერანტობაზე საუბრისას ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ წმინდა წერილში არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით იმგვარი მსჯელობა, როგორც დღეს ვართ მიჩვეული. თუმცა არსებობს ძველი და ახალი აღთქმის ცალკეული ადგილები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს გავიაზროთ შემწყნარებლობის ფუნდამენტალური პრინციპები და ანთოპოლოგიური თუ მორალური თვალსაზრისით დავასაბუთოდ იგი. ტოლერანტობის, როგორც ფასეულობის, ჩამოყალიბებისა და გავრცელების პროცესში გადამწყვეტი როლი ითამაშეს ცნობილმა მოაზროვნეებმა, კერძოდ, მათმა ტექსტებმა, რომლებშიც ჩამოყალიებებული და განხილულია ტოლერანტობის რაობა, მისი მნიშვნელობა და აუცილებლობა საზოგადოებისათვის. ქრისტიანული დასავლეთის ისტორიაში ამგვარ საზოგადო მოღვაწეებად გვევლინებიან სხვადასხვა პერიოდის ავტორები: ტერტუალიანე, ლიბანიუსი, თემისტიუსი, სიმახუსი, როჯერ ბეკონი, დანტე ალიგიერი, რამონი ლული, მარსილიუს პადუელი, მარსელიო ფიჩინო, პიკო დელა მირანდოლა, ნიკოლო კუზელი, კონტარინი, ერაზმ როტერდამელი, ბუკერი, კასტელიო, სებასტიან ფრანკი, აკონციუსი, მელანქტონი, ცვინგლი, თომას მორი, ბეილი, ლესინგი, ჯონ ლოკი, პუფენდორფი, სპინოზა, თომასიუსი, ვოლტერი, უილიამსი, პენი, ლორდ ბალტიმორი, მილტონი და ა.შ.