Показаны сообщения с ярлыком ბიოგრაფია. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком ბიოგრაფია. Показать все сообщения

четверг, 14 мая 2015 г.

ზიგმუნდ ფროიდის ცხოვრება და მოღვაწეობა


ზიგმუნდ ფროიდის ცხოვრება და მოღვაწეობა

ზიგმუნდ ფროიდი – მოაზროვნე და ფილოსოფოსი, რომელმაც გადატრიალება მოახდინა 20 ს-ის მსოფლმხედველობაში. ფროიდმა თავის “დოქტრინას” წარუმძღვარა სიტყვები: ” მეცნიერულმა აღმოჩენებმა 3 უდიდესი დარტყმა განაცდევინა კაცობრიობის ამბიციებს. ეს აღმოჩენებია: კოპერნიკი(სამყაროს ცენტრისტული იდეის მსხვრევა), დარვინის თეორია (ღვთაებრივი წარმომავლობის გაბათილება) და ჩემი ფსიქოანალიზი.”
ვენა. 1885 წლის 20 ივნისი.

пятница, 17 апреля 2015 г.

თანამედროვე გენეტიკის დამფუძნებელი - უდიდესი მეცნიერი კაცობრიობის ისტორიაში



20 ივლისი გრეგორ მენდელის დაბადების დღეა. მენდელის დამსახურება კაცობრიობის წინაშე - და მის მიერ აღმოჩენილი კანონების გავლენა თანამედროვეობაზე - არანაკლებია, ვიდრე ნიუტონისა და დარვინის თეორიებისა. ამ გარემოების მიუხედავად, ნიუტონისა და დარვინისგან განსხვავებით, მენდელის გარდაცვალების დღეს (1884 წლის 6 იანვარი) მისი წვლილი მეცნიერებაში ჯერ კიდევ შორს იყო საყოველთაო აღიარებისგან.

пятница, 7 марта 2014 г.

ავიცენა



აბუ ალი ჰუსეინ იბნ სინა ევროპაში ავიცენას სახელითაა ცნობილი. ამ გენიალურ ადამიანს ამქვეყნად ყველაფერი აინტერესებდა. ნაშრომებს სხვადასხვა სფეროში წერდა – მედიცინაში, ფილოსოფიაში, მათემატიკაში, ასტროლოგიაში, მინერალოგიაში, პოეზიასა და მუსიკაში. მან სიყვარულზე ტრაქტატიც კი დაწერა. 10 წლისამ ყურანი ზეპირად იცოდა. 18 წლისა ღრმად განსწავლული და აღიარებული იყო. ცოდნით იმ დროის ბრძენებსაც კი აკვირვებდა. ისტორიას დიდი ექიმის სახელით შემორჩა. მისი სამედიცინო ტრაქტატი მთელ ევროპაში იყო აღიარებული…

понедельник, 16 сентября 2013 г.

ისოკრატე


ისოკრატე დაიბადა ძვ.წ.აღ-ით 436 წელს,საბერძნეთში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს ძველბერძენ რიტორიკოსს,ლიტერატორს,პედაგოგსა და სწავლულს,რომელიც ვაჟი გახლდათ თეოდორესი.

воскресенье, 15 сентября 2013 г.

ლეონ ბატისტა ალბერტი


ლეონ ბატისტა ალბერტი დაიბადა 1404 წლის 18 თებერვალს,იტალიის ულამაზეს ქალაქ გენუაში,კეთილშობილი აზნაურის,ფლორენციული წარმომავლობის მქონე ოჯახში,რომელიც გენუაში,ფლორენციიდან განდევნის შემდეგ დასახლდა.იგი წარმოადგენდა უდიდეს იტალიელ მეცნიერს,ჰუმანისტს,მწერალს,ერთ-ერთ პირველ პიონერს ახალი ევროპული არქიტექტურისა და წამყვან ხელოვნების თეორიტიკოსს “აღორძინების ეპოქის”.მანვე ითამაშა უდიდესი როლი კრიპტოგრაფიის განვითარებაში და 1466 წელს,მის მიერ გამოცემულ წიგნში  ”შიფრების ტრაქტატი”,შემოიტანა იდეა მრავალალფაბეტიანი შრიფტისა.ჰუმანიტარული მეცნიერება ბატისტამ ქალაქ პადუისა და ბოლონიის უმაღლეს სასწავლებლებში შეისწავლა.1428 წელს დაამთავრა ბოლონიის უნივერსიტეტი,რის შემდეგაც მიიღო კარდინალ ალბერგატის მდივნის თანამდებობა,ხოლო 1432 წელს მუშაობა განაგრძო რომის პაპის კანცელარიაში,სადაც 30 წლის მანძილზე იმუშავა. 1462 წელს ბატისტა რომის კურიაში (დაწესებულებათა ერთობლიობა,რომელიც ექვემდებარება რომის პაპს) ანებებს სამასახურს თავს და საბოლოოდ ფუძნდება რომში,სადაც სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა.ლეონ ბატისტა ალბერტის მოღვაწეობა თვალნათელი მაგალითია იმისა,თუ რაოდენ დიდი უნივერსალური ინტერესების მქონე გახლავთ აღორძინების ეპოქის ადამიანი,განსაკუთრებით კი თავად.ალბერტის აზრით: იდეალური ადამიანი სინთეზურად აერთიანებს მასში,მის გონიერებასა და მიზნისაკენ სწრაფვას.გარდა ამისა,იგი შემოქმედებით აქტივობაში პოულობს და ეუფლება სრულყოფილ სულიერ სიმშვიდეს.არის ბრძენი და აცნობიერებს მის ყოველივე ღირსებას.დიდი იტალიელი ჰუმანისტის უმთავრეს ჰუმანისტურ კონცეფციას წარმოადგენდა მისი პანთეისტიკური პოზიცია: ადამიანის განუყოფელი კავშირი და ურთიერთობა სამყაროსთან და ბუნებასთან,რაც ყოველივე ღვთაებრიობის საწყისად მიაჩნდა.მეცნიერის მოსაზრებით ადამიანის აღზრდაში და მის ჩამოყალიბებაში განუზომლად დიდ როლს თამაშობდა ოჯახი,სადაც იგი აღიზარდა.შესაბამისად ოჯახს უდიდესი დანიშნულება აქვს ამა თუ იმ პიროვნების ჩამოყალიბებაში და ერთ-ერთი დიდი დანიშნულების მატარებელია საზოგადოებრივი სტრუქტურის ჩამოყალიბებაში.
1420-იან წლებში დაწერა მისი პირველი კომედია,სახელწოდებით “ფილოდოქსი”,რის შემდეგაც დაწერა კიდევ მრავალი თხზულება ლათინურ ენაზე – “პონტიფექსი”,”ოჯახზე”,”სულიერ სიმშვიდეზე”,”სამართალზე” და სხვა,სადაც ფართოდ იყო წარმოდგენილი მისი ეთიკური და ფილოსოფიურ-ჰუმანისტური ხედვები.1450-1460 წლებში ალბერტმა დაწერა,სატირულ-ალეგორიული ციკლი “სუფრის საუბრები”,რომელიც მის ერთ-ერთ საუკეთესო ლიტერატურულ ქმნილებადაა დღემდე მიჩნეული.აღნიშნული ნაწარმოები იმთავითვე იქცა XV საუკუნის ლათინური პროზის “მარგალიტად”.მანვე შექმნა მრავალი ორიგინალური კონცეფცია ადამიანის შესახებ,რომლებიც დაფუძვნებული გახლდათ პლატონის,არისტოტელეს,ციცერონისა და ქსენოფონტეს ფილოსოფიურ ხედვებზე.
ალბერტმა,როგორც არქიტექტორმა,დიდი გავლენა იქონია აღორძინების ეპოქის არქიტექტურული სტილის ჩამოყალიბებაში.იგი ხშირად ანვითარებდა თავის არქიტექტურულ ქმნილებებში,ანტიკური ხანის მოტივებსა და იმ პერიოდის თანამედროვე არქიტექტურულ მოტივების სინთეზს.  მისი პროექტით იქნა აგებული 1446-1451 წლებში ფლორენციაში,აღორძინების ეპოქის დიდებული ქმნილება “პალაციო რუჩელაი”.გარდა ამისა იგი იყო შესანიშნავი მხატვარი და ჰქმნიდა ქანდაკებებსაც.როგორც პირველი იტალიელი თეორიტიკოსი აღორძინების ეპოქისა,ცნობილია მისი ამ საკითხზე მიძღვნილი ნაწარმოებით “ათი წიგნი არქიტექტურის შესახებ” და მცირე ზომის ლათინურ ენაზე დაწერილი ტრაქტატით “ქანდაკების შესახებ”.ლეონ ბატისტა ალბერტი გარდაიცვალა 1472 წლის 20 აპრილს იტალიის დედაქალაქ რომში.მისმა მრავალფეროვანმა და მრავალმხრივმა მოღვაწეობამ კი,უდიდესი გავლენა იქონია აღორძინების ეპოქის ხელოვნებაზე,მწერლობაზე,არქიტექტურაზე,ფილოსოფიაზე,ჰუმანიზმზე და ზოგადად მთელს მეცნიერებაზე.

იოჰანეს მიულერი – “რეგიომონტანუსი”


იოჰანეს მიულერი დაიბადა 1436 წლის 6 ივნისს გერმანიის ქალაქ კიონინსბერგში (ბავარია).ფსევდონიმი “რეგიომონტანუსი” წარმოადგენს ლატინიზირებულ სახელს მისი მშობლიური ქალაქისა,თუმცა თავდაპირველად ფსევდონიმად იყენებდა ფილიპე მელანქტონის სახელს და ამ ფსევდონიმით წიგნიც კი გამოსცა,სახელწოდებით – “დედამიწის სფერო”.

ბჰასკარაჩარია – “ბჰასკარა II”


ბჰასკარა II - რომელსაც ასევე მოიხსენიებდნენ,როგორც“ბჰასკარაჩარია”,დაიბადა 1114 წელს ინდოეთში და იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდესს ინდოელ მოაზროვნეს,მათემატიკოსსა და ასტრონომს XII საუკუნისა.სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული ინდოეთის ქალაქ უდჯაინში,ცნობილი ობსერვატორიის დაარსება.  სახელი ბჰასკარა II,მას იმის განმასხვავებლად უწოდეს,რომ ანალოგიური სახელის მქონე ბჰასკარა (600-680 წლები),კიდევ არსებობდა ინდოეთის ისტორიაში და ისიც უდიდესი მათემატიკოსი და ასტრონომი გახლდათ.შესაბამისად მას მოიხსენიებენ,როგორც ბჰასკარა I-ს.მის მიერ დაწერილი ნაშრომებიდან,გამოყოფენ შემდეგ შრომებს: ტრაქტატი “სიდჰანტა-შირომანი”,იგივე “სწავლების გვირგვინი”,რომელიც ოთხი ნაწილისაგან შედგება; “ლილავატი”,რომელიც მოიცავს მათემატიკის მეცნიერებას; “ბიჯდაჰანიტა”,რომელიც მოიცავს ალგებრას და “გრანდჰაგანიტა”,რომელიც მოიცავს ასტრონომიას,კერძოდ პლანეტების მოძრაობის თეორიას.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ბჰასკარა II მიიჩნევა ერთ-ერთ უძველეს და პირველ ავტორად “მუდმივი ძრავის” პროექტის შექმნისა.მის მიერ დაწერილი ნაშრომი მათემატიკის მეცნიერების შესახებ “ლილავატი”,აზიის მრავალ ქვეყანაში,სამაგალითო სახელმძღვანელოდ მიიჩნეოდა გამოთვლების ტექნიკაში,მრავალი საუკუნის მანძილზე.  გარდა მეცნიერებისა იგი წერდა ლექსებსაც და მის მიერ დაწერილი ლექსები თარიღდება 1150 წლით.ბჰასკარა II გარდაიცვალა 1185 წელს.მისმა ნაშრომებმა მათემატიკისა და ასტრონომიის მეცნიერებებში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ჰიპიოს ელადელი


ჰიპიოს ელადელი - მოღვაწეობდა დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით მე-V საუკუნეში.იგი წარმოადგენდა გამოჩენილ ძველბერძენ ფილოსოფოს-სოფისტს,რომელიც რამდენჯერმეა ნახსენები,როგორც მთავარი მოქმედი პირი,გენიალური პლატონის “დიალოგებში”.მაგალითად ისეთ დიალოგებში როგორებიცაა:

ფილოლაოსი


ფილოლაოსი დაიბადა ძვ.წ.აღ-ით 470 წელს იტალიის სამხრეთით მდებარე ქალაქ კროტონეში (კროტონე დაარსებულ იქნა ძვ.წ.აღ-ით 708 წელს ბერძნების მიერ).იგი გახლდათ დიდი ძველბერძენი ასტრონომი,ფილოსოფოსი,მათემატიკოსი და მეცნიერი,რომელიც მოსწავლე გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი მათემატიკოსისა მსოფლიო ისტორიაში – პითაგორა სამოსელის.ამასთანავე თანამედროვე იყო ბრწყნვალე პლეადისა – სოკრატესი და დემოკრიტესი. აღსანიშნავია,რომ ფილოლაოსი პიტაგორას ერთ-ერთ საუკეთესო მოსწავლედ მიიჩნეოდა,მისი შესწავლისა და კვლევების ინტერეს წარმაოდგენდა მათემატიკა,ფილოსოფია და ასტრონომია.სწორედ ფილოლაი გახლდათ პირველი მოსწავლე პითაგორასი,რომელმაც ფართოდ განვრცო პითაგორული სწავლებები – ბუნებისა და სამყაროს აგებულების შესახებ.თუმცა პითაგორელების წინააღმდეგ,საკმაოდ მასიური ხასიათი შეიძინა “დევნამ” და როდესაც ერთ დღეს “დემოკრატების პარტიის” წევრებმა გადაწვეს ის აფდგილი,სადაც ისინი იკრიბებოდნენ,იძულებული გახდა ქალაქი დაეტოვებინა ლუკანიაში გადასულიყო.მოგვიანებით კი გადავიდა თებეში,დაცაც სოკრატეს გარდაცვალებამდე იცხოვრა.ფილოლასი ნაშრომი “ბუნების შესახებ”,სამ წიგნად იქნა დაწერილი,რომლიდანაც დღევანდელ დღემდე,მხოლოდ ფრაგმენტებმა მოაღწია.აღსანიშნავია,რომ აღნიშნული წიგნი პლატონის თხოვნით,დიონემ მას სიცილიაში უყიდა და ჩამოუტანა,ხოლო პლატონის შემდეგ ამ ნაშრომს – სპევსიპეც გაეცნო.არისტოტელეს გადმოცემის თანახმად,პირველად დედამიწის შესაძლო მოძრაობის შესახებ,ვარაუდი ფილოლაოსმა გამოთქვა და დღისა-და ღამის ცვალებადობები დაუკავშირა პლანეტების მოძრაობას,წარმოსახვითი კოსმოსური ცენტრის გარშემო.  ფილოალოსის მოსწავლეებს შორის იყვნენ ისეთი ცნობილი პითაგორელები,როგორებიც იყვნენ – არისტოქსენე და არქიტე.სხვა პითაგორელების მსგავსად,ფილოლაოსიც მიიჩნევდა,რომ მთვარე დედამიწის მსგავი სხეული იყო,სადაც ისეთივე ბუნება იყო,როგორიც დედამიწაზე,უბრალოდ სხვაობას პროფორციებში ჰხედავდა,მაგალითად ამბობდა,რომ ყოველი ცოცხალი ორგანიზმი მთვარეზე – თხუთმეტჯერ დიდი იყო ფიზიკურად,დედამიწაზე არსებულ სხვა ცოცხალ ორგანიზმებზე,რადგან დღე მთვარეზე 15-ჯერ ხანგრძლივი იყო ვიდრე დედამიწაზე.მიუხედავად მრავალი ცდომილებისა ფილოლაოსი მართლაც დიდი მეცნიერი გახლდათ,რომლის ნაშრომებმაც დიდი წვლილი შეიტანა მათემატიკის,ასტრონომიისა და ფილოსოფიის განვითარებაში იგი გარდაიცვალა ძვ.წ.აღ-ით 385 წელს. 

суббота, 14 сентября 2013 г.

რუდოლფ ვირხოვი


რუდოლფ ვირხოვი დაიბადა 1821 წლის 13 ოქტომბერს,პრუსიის ყოფილი პროვინციის ქალაქ შიფელბაინში (თანამედროვე პოლონეთის ქალაქი – სვიდვინი).იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი მეცნიერი,ექიმი,პათოლოგოანატომი,ფიზიოლოგი და სახელმწიფო მოღვაწე, XIX საუკუნის მეორე ნახევრისა.ამასთანავე რუდოლფი წარმოადგენს ფუძემდებელს “უჯრედული თეორიისა” ბიოლოგიაში და “უჯრედული პათოლოგიისა” მედიცინაში.გარდა ამისა რუდოლფი საკმაოდ კარგი სპეციალისტი გახლდათ არქეოლოგიის,ანთროპოლოგიის და პანეონთოლოგიის. მან 1843 წელს,დაამთავრა სრული კურსი ბერლინის “ფრიდრიხ-ვილჰელმის სამედიცინო ინსტიტურის”,რის შრმდეგაც ჯერ ასისტენტად დაიწყო მუშაობა,ხოლო მოგვიანებით პროზექტორად განაგრძო,ბერლინის შარიტეს ცნობილ საავადმყოფოში.1847 წელს დააარსა ჟურნალი “Aechiv fyr phatol. Anatomie u. Phsyqologie u. fur klin. Medicin” – ბენო რეინხარდთან ერთად და მალევე მოიპოვა მეცნიერულ წრეებში მსოფლიო აღიარება,ამასთანავე მას შემდგომში მოიხსენიებდნენ,როგორც “ვირხოვის არქივები”.1891 წელს გამოიცა 126-ე ტომი ჟურნალის გამოცემისა,რომელიც შეიცავდა 200 სტატიას,დაწერილს თავად ვირხოვის მიერ,სადაც მოცემული გახლდათ უმნიშვნელოვანესი მასალები,სამედიცინო მეცნიერების გამოგონებისა.1848 წელს,რუდოლფი მიემგზავრება ზემო სილეზიაში,როგორც ხელმძღვანელი სამედიცინო კვლევებისა,რათა შეისწავლოს იმ მხარეში გაბატონებული “ტიფის” ეპიდემია.აღნიშნული მისიის შესახებ,რუდოლფმა გამოაქვეყნა საკუთარი მოსაზრებები,რამაც უდიდესი ინტერესი გამოიწვია.გარდა იმისა,რომ ის მეცნიერებით იყო დაკავებული,აქტიურად აყალიბებდა თავის შეხედულებებს იმ პერიოდის პოლიტიკურ მოვლენებზე და მრავალ რეფორმაციებშიც მიიღო მონაწილეობა პრუსიის იმპერიისა.მისი ჩართულობით პოლიტიკურ პროცესებში მოსწონდა პრუსის ხელმძღვანელობას და მალევე ინიშნება ვიურცბურგის უნივერსიტეტში,პათოლოგიური ანატომიის კათედრის გამგედ და იქ მოღვაწეობით კიდევ უფრო დიდ აღიარებას იძენს მეცნიერებში.1856 წელს,ბრუნდება ბერლინში “პათოლოგიური ანატომიის” პროფესორის ხარისხით.ამავე პერიოდში ინიშნება “ბერლინის პათოლოგიური ინსტიტუტის” დირექტორად და აღნიშნული პოსტი მას გარდაცვალებამდე ეკავა.მალე კი აღნიშნული ინსტიტუტი ერთგვარ ცენტრად იქცა ახალგაზრდა სტუდენტებისათვის,რომლებსაც სწავლა წყუროდათ და რომლებიც მას მთელი მსოფლიოდან სტუმრობდნენ.რუდოლფი გახლდათ უჯრედული პათოლოგიის ფუძემდებელი და გარდა ამისა უამრავი სამედიცინო,თუ სხვა სამეცნიერო სიახლის შემომტანი თანამედროვე მეცნიერებებში – ქიმიაში,ფიზიოლოგიაში და ასე შემდეგ.  იგი წლების მანძილზე ცდილობდა შეეგროვებინა პათოლოგოანატომიის ნიმუშების კოლექცია და 1899 წელს,შარიტეს კლინიკის ტერიტორიაზე,ორგანიზება გაუკეთა პათოლოგიური მუზეუმის ჩამოყალიბებას,რომლის ბაზაზეც 1998 წელს,შეიქმნა “ბერლინის მედიცინის ისტორიის მუზეუმი”.რუდოლფ ვირხოვი გარდაიცვალა 1902 წლის 5 სექტემბერს ბერლინში,სადაც იქნა კიდეც დაკრძალული.მისმა სამედიცინო აღმოჩენებმა და მეცნიერულმა კვლევებმა კი სამუდამოდ უკვდავყვეს მისი სახელი,როგორც ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერისა.

ჰერონ ალექსანდრიელი


ჰერონ ალექსანდრიელი დაიბადა,დაახლოებით ახ.წ.აღ-ით 10 წელს.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი მათემატიკოსი,ინჟინერი და მექანიკოსი,რომლის სახელიც დაკავშირებულია,უდიდეს ინჟინრულ გამოგონებებთან.

ანდრეა დელ ვეროკიო


ანდრეა დელ ვეროკიო დაიბადა 1435 წელს იტალიის ულამაზეს ქალაქ ფლორენციაში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდესს იტალიელ მოქანდაკესა და მხატვარს “აღორძინების ეპოქისა”.იგი ასევე ისტორიაში შევიდა,როგორც მასწავლებელი უდიდესი გენიოსის – ლეონარდო დავინჩისა.ანდრეას ნამდვილი სახელი გახლდათ – ანდრეა დი მიკელე ჩონი,თუმცა სახელი შეიცვალა და დაირქვა თავისივე მასწავლებლის,იმ დროინდელი ცნობილი იუველირის – ვეროკიოსი.

გორგია


გორგია დაიბადა ძვ.წ.აღ-თ 483 წელს ქალაქ ლეონტინში (კუნძულ სიცილიაზე).იგი გახლდათ ერთ-ერთი გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსი (სოფისტი),თეორიტიკოსი და მჭერმეტყველი ძვ.წ.აღ-ით V საუკუნისა.

ჟან ბერნარ ლეონ ფუკო


ჟან ბერნან ლეონ ფუკო დაიბადა 1819 წლის 18 სექტემბერს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში.იგი გახლდათ უდიდესი ფრანგი ფიზიკოსი და ასტრონომი,რომლის სახელთანაც დაკავშირებულია “ფუკოს ქანქარას” და “ჰიროსკოპის”

ჯოვანი ანტონიო ამადეო პლანა


ჯოვანი ანტონიო ამადეო პლანა დაიბადა 1781 წლის 6 ნოემბერს იტალიურ ქალაქ ვოგერაში.იგი გახლდათ დიდი იტალიელი ასტრონომი და მათემატიკოსი.15 წლის ასაკში მშობლებმა გაგზავნეს საფრანგეთის ქალაქ გრენობლში ბაბუასთან,რათა იქ უფრო სიღრმისეულად მიეღო ცოდნა.

ჟან მარტენ შარკო



ჟან მარტენ შარკო
 დაიბადა 1825 წლის 29 ნოემბერს პარიზში.იგი გახლდათ დიდი ფრანგი ექიმი-ფსიქიატრი და სპეციალისტი ნევროლოგიური დაავადებისა.ამასთანავე ის იყო მასწავლებელი, გამოჩენილი ავსტრიელი ფსიქოლოგისა და ფსიქოანალიზის ფუძემდებლის ზიგმუნდ ფროიდისა.

ფიდიასი



ფიდიასი
 დაიბადა ძვ.წ.აღ-ით 490 წელს.იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი მოქანდაკე,მხატვარი და არქიტექტორი,მაღალი კლასიკის პერიოდისა.მეგობრობდა დიდ ძველბერძენ სახელმწიფო მოხელესთან,მხედართმთავართან და “ათენური დემოკრატიის” ფუძემდებელთან პერიკლესთან.

გუსტავ ფლობერი


გუსტავ ფლობერი დაიბადა 1821 წლის 12 დეკემბერს საფრანგეთის ქალაქ რუანში (ისტორიული დედაქალაქი ნორმანდიისა).

დუ ფუ


დუ ფუ - დაიბადა 712 წელს გუნის მაზრაში (პროვინცია ხენანი,ჩინეთი),დაბალი რანგის სახელმწიფო ჩინოვნიკის ოჯახში.მისი ბაბუა ცნობილი ჩინელი პოეტი – დუ შენშიანი გახლდათ.

ლუი პასტერი



ლუი პასტერი
 დაიბადა 1822 წლის 27 დეკემბერს საფრანგეთის ქალაქ დოლში (იურას დეპარტამენტში).იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მიკრობიოლოგი და ქიმიკოსი,რომლის სახელთანაც დაკავშირებულია “მიკრობიოლოგიის”,როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების ჩამოყალიბება და “იმუნოლოგიის” მეცნიერების ფუძემდებლობა.მამამისი ჟან პასტერი ომის ვეტერანი გახლდათ ნაპოლეონის არმიისა.სწავლობდა არბუას კოლეჯში,სადაც იგი ყველაზე მცირეწლოვანი მოსწავლე გახლდათ,სხვა მოსწავლეების ასაკთან შედარებით.  ამავე პერიოდში ინტერესდება სხვადასხვა მეცნიერებებზე შექმნილი წიგნების კითხვით და მალევე აღწევს წარმატებას სკოლაში,სადაც იგი მასწავლებლის დამხმარედ გვევლინება.დღემდე შემორჩენილია,ამ დიდი გენიოსის იმ პერიოდის წერილები,რომელსაც საკუთარ დას უგზავნიდა.აღნიშნულ წერილებში ლუი პასტერი წერს,რომ მან საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწია თავისი შრომის მოყვარეობით, სწავლის კუთხით.მიუხედავად იმისა,რომ იგი სწავლას აგრძელებდა,ბეზანსონში მუშაობას იწყებს მასწავლებლად.აქვე პედაგოგებმა შეამჩნიეს მას,რა გენიალური აზროვნება და სწრაფვა სწავლისაკენ,მისცეს რჩევა სწავლა განეგრძო იმ პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ “პარიზის უმაღლეს ნორმალურ სკოლაში” (ფრანგული სახელმწიფო უმაღლესი განათლების დაწესებულება).მართლაც 1843 წელს იგი აბარებს ამ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში,რომელიც 1847 წელს დაამთავრა.გარდა იმისა,რომ იგი შესანიშნავი მეცნიერი გახლდათ,ამავე დროს ძალიან კარგი მხატვარიც იყო (განსაკუთრებით – “პორტრეტულ” ჟანრში) და არა ერთი ტილო აქვს შექმნილი ამ ჟანრისა.თუმცა მისი მოწოდება და ინტერესი მაინც ქიმიისაკენ სწრაფვა იყო და ხატვასაც თავს ანებებს.  პირველი სამეცნიერო ნაშრომი 1848 წელს გამოაქვეყნა.1879 წელს ქათმის ქოლერის გამოკვლევების დროს,მან აღმოაჩინა,რომ დასუსტებული მიკრობების შეყვანის შედეგად ქათმები აღარ იღუპებოდნენ და ავადმყოფობის მიმართ შეუვალნი ხდებოდნენ.ამ აღმჩენამ ლუი პასტერი პროფილაქტიკური აცრების მეთოდის შემუშავებამდე მიიყვანა და აცრები სულ მალე,ეფექტური საშუალება ხდება მრავალ გადამდებ სნეულებებთან ბრძოლაში,ისეთ დაავადებებთანაც,კი როგორებიც გახლდათ: ციმბირის წყლული,ცოფი,წითურა და სხვა.1881 წელს მას ირჩევენ პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრად,ასევე დაჯილდოებულ იქნა “ნობელის პრემიით” ქიმიის დარგში და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერ-ქიმიკოსი ხდება იმ პერიოდისათვის.მისი ცხოვრების მანძილზე დაჯილდოებულ იქნა 200-მდე სხვადასხვა მედლით,მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.1895 წლის 28 სექტემბერს ლუი პასტერი გარდაიცვალა პარიზთან ახლოს მდებარე – ვილნოვ-ლ’ეტანში.მისი სახელი კი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების 2000-მდე ქუჩას ეწოდა.ამასთანავე სხვადასხვა ქვეყნებში დაარსებულ იქნა ლუი პასტერის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ინსტიტუტები.