Показаны сообщения с ярлыком სხვადასხვა. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком სხვადასხვა. Показать все сообщения

четверг, 1 октября 2015 г.

დეკანოზ თეიმურაზ თათარაშვილი - საუბრები მსოფლიო ლიტერატურაზე - ,,ნობელის პრემია და ნობელიანტები" (ლექცია I )

пятница, 12 июня 2015 г.

ფერმერის გამოცდილება-რჩევები-კვირტით, კალმით და ხიდით მყნობისთვის


მყნობა ქირურგიული ოპერაციაა და გულისხმობს ერთი მცენარის ქსოვილის გარკვეული ნაწილის (კვირტი, ტოტი…) მეორე მცენარეზე გადანერგვას. მცენარის იმ ნაწილს, რომელიც მეორე მცენარეზე იმყოფება, სანამყენე ეწოდება, ხოლო რომელზედაც მყნობას აწარმოებენ, იქნება ეს ერთი ფესვი თუ მთელი მცენარე, საძირე ეწოდება.
ამგვარად ნამყენი რთული ორგანიზმია და შედგება საძირისა და სანამყენისაგან. კაცობრიობა მყნობის მეთოდს მრავალი ათესეული წლის წინათაც იყენებდა და დღეს მყნობის მრავალი სახეობაა ცნობილი. ისინი იყოფიან იმის მიხედვით თუ რა არის სანამყენედ – კვირტი, თუ კალამი (ტოტი).

среда, 3 июня 2015 г.

"აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოა" - საერთაშორისო facebook კამპანია



არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართული პროექტი" სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოს დაცვის პრობლემებზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად შექმნილი გაერთიანებაა. მათმა ახალმა პროექტმა სახელწოდებით "მსოფლიო მხარს უჭერს საქართველოს" მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე ათეული ქვეყანა მოიცვა. 
"აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოა" ამ ლოზუნგითა და საქართველოს რუკის გამოსახულებით ამობეჭდილი ბანერები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეებს უჭირავთ, რითაც ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

суббота, 30 мая 2015 г.

ლიბერალიზმი და ფსევდოლიბერალიზმი


,,ეგ ლიბერალი
ბურთივით მრგვალი"''

გრიგოლ ორბელიანი

,,პერუ მე გულით თან დამაქვს"
მარიო ვარგას ლიოსა
იქნებ ზოგს ახსოვდეს, ან შეიძლება ბევრს აღარც, რომ ჩვენს უცნაურ ქვეყანაში, ლიბერალიზმის ფუძემდებელი, საქართველოსთვის ამ იდეოლოგიის პირველად აღმომჩენი და დამფუძნებელი წმინდა ლია მართალი, იგივე ილია ჭავჭავაძე გახლდათ - ჩემი ღრმა რწმენით, ყველაზე დიდი ქართველი პოლიტიკოსი და მოღვაწე (დავით აღმაშენებელს და საერთოდ, ჩვენს მეფეებს, ცოტა ხნით თავი დავანებოთ, ისინი სულ სხვა სამყაროდან იყვნენ თავისი ალესილი ხმლებით), რომელსაც, მაშინაც და ახლაც ყველაზე თამამად და გულწრფელად შეეძლო ეთქვა: - ,,მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპიელი"- ო. სწორედ მისი ევროპელობა იყო ამოსავალი მისი ლიბერალობისაც, თერგდალეულობისაც, ბანკებისაც და მისი განთქმული ყაირათიანობისა და ხელმომჭირნეობისაც, რომელიც რუსთაველისეულ საქართველოში წუწურაქობად აღიქმებოდა... დღესაც კი, ერთ რამედა ღირს მისი პუბლიცისტური წერილების გადახედვა, რომელიც იმდროინდელი ევროპის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ლიტერატურულ მოვლენებს ეხება... ჩვენი თანამედროვე პოლიტიკოსებიდან, პოლიტოლოგებიდან თუ ექსპერტებიდან, ვისაც გინდა, იმ ჟილეტის ჯიბეში ჩაისვამდა, სადაც ვერცხლის საათს ინახავდა ხოლმე.

четверг, 28 мая 2015 г.

ლოკალურ ცივილიზაციათა თეორიები




ლოკალურ ცივილიზაციათა თეორიები

ნიკოლაი დანილევსკიმ (1822-1885) ნაშრომში" "რუსეთი და ევროპა" (1871) ჩამოაყალიბა ლოკალური "კულტურულ-ისტორიული ტიპების" (ცივილიზაციების) თეორია. 

понедельник, 25 мая 2015 г.

დეკანოზი თამაზ ლომიძე - ნუ შეეცდებით მღვდლებთან ახლო მეგობრობას


მღვდლებთან ზედმეტი სიახლოვე და ნაცნობობა არის ფართო კარი არაფრისკენ

(ნუ შეეცდებით მღვდლებთან ახლო მეგობრობას)
წმინდანებზე უთქვამთ ხოლმე, ისეთი სიწმინიდით და სულიერი ძალით არის სავსე, რომ როგორც მზესთან თუ თავხედურად ძალიან ახლოს მიხვალ, დაიწვები და თუ ძალიან მოშორდები, გაიყინებიო.

суббота, 23 мая 2015 г.

ბარბარე ჯორჯაძის ლექსი ქალთა უფლებებზე





კაცებს
  
მიკვირს, გულში რათ ჩაგეჭრათ,
კაცთ ქალების მეშურნობა?
როგორც ნივთი დაგიპყრივართ
და არა გაქვთ ჩვენი ნდობა.

понедельник, 18 мая 2015 г.

ოშო - განსხვავება ჰეტეროსექსუალურ და ჰომოსექსუალურ კავშირებს შორის

იაპონელთა ეთნოფსიქოლოგია



იაპონური კულტურა მსოფლიოში ცნობილია, როგორც ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული, თვითმყოფადი და ორიგინალური. იაპონია ასევე განთქმულია ტრადიციებისადმი განსაკუთრებული ერთგულებითა და საოცარი ტექნოლოგიური პროგრესით. საინტერესოა, რამ განაპირობა ამ ქვეყნის ბედის ასეთი განვითარება? ამ კითხვაზე პასუხი უნდა ვეძიოთ იაპონელი ერის ეთნო–ფსიქოლოგიაში, რომელიც საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა სხვადასხვა ადგილობრივი და გარეშე ფაქტორების ზეგავლენით. ეს ფაქტორებია:

суббота, 16 мая 2015 г.

გიორგი ცინარიძე - „ქმნა მართლისა სამართლისა“



ნაშრომი ეხება ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ და საინტერესო ეპიზოდს, ხვარაზმშას ძის მოკვლას.  ადამიანებს ჰქონდათ თუ არა ნება ღვთაებრივი სამართლის აღსრულებისა და საერთოდ, რა არის „ქმნა მართლისა სამართლისა“. შეუძლებელია, ამ თემას შეეხო და არ მოიხმო სახარებისეული სიბრძნე. ამ თვალსაზრისით არის განხილული რუსთაველის მსოფლმხედველობა.

понедельник, 11 мая 2015 г.

კრიტიკული აზროვნება - XXI საუკუნის ლიდერის მთავარი უნარი




-         როგორ გავზარდო თანამშრომლების მოტივაცია?
-         როგორ მოვიძიო ახალი კლიენტები?
-         როგორ დავგეგმო გაყიდვების სტიმულირება?
-         რომელი მიმართულებით ჯობია ახალი მომსახურების შემუშავება?
-         როგორ გავზარდო კლინტების მომსახურების ხარისხი?

пятница, 8 мая 2015 г.

ლევან ახვლედიანი - სახელმწიფოს წარმოშობის თეორიები



სახელმწიფო, როგორც სოციალური ინსტიტუტი მრავალი საუკუნის განმავლობაში იყო ფილოსოფოსების, იურისტებისა და ისტორიკოსების სერიოზული განსჯის საგანი. უდიდესს მოაზროვნეთა მთელი თაობები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაეცათ პასუხი შეკითხვაზე - თუ რას წარმოადგენს სახელმწიფო და რა როლს თამაშობს ის საზოგადოების ცხოვრებაში? მაგალითვის შეგვიძლია მოვიყვანოთ პლატონის, არისტოტელეს, კონფუცის, იბნ ხალდუნის, მაკიაველის, ჰობსის, მონტესკიეს, ჰეგელის და სხვათა ნაშრომები, რომლებიც ამ თემას ეძღვნება. 

суббота, 25 апреля 2015 г.

სხვადასხვა








 სხვადასხვა










ტექნიკური ხასიათის წიგნები








ჰერმან ჰესე - სიბერე


სიბერე ჩვენი ცხოვრების საფეხურია, რომელსაც, ისევე როგორც მის სხვა ეტაპებს, აქვს საკუთარი სახე, საკუთარი ატმოსფერო და ტემპერატურა, საკუთარი სიხარული და დარდი. ჩვენ, ჭაღარა მოხუცებს, ისევე როგორც ჩვენს უმცროს თანამოძმეებს, გვაქვს ამოცანა, რომელიც აზრს აძლევს ჩვენს არსებობას, ისევე როგორც სასიკვდილოდ განწირულ ავადმყოფს, მომაკვდავსაც _ რომლის სარეცლამდეც საეჭვოა, მიაღწიოს ხმამ ამქვეყნიური სამყაროდან _ აქვს თავისი ამოცანა, მანაც უნდა შეასრულოს მნიშვნელოვანი და საჭირო საქმე.

ჰერმან ჰესე - ახალ გააზრებათა თანამედროვე მცდელობანი


სულ რამდენიმე ათწლეულის მანძილზე სრულიად გარდასახული და იერშეცვლილი დედამიწის ზედაპირს, იმ უზარმაზარ ცვლილებებს, რასაც ერთიანი ინდუსტრიალიზაციის შედეგად განიცდის მსოფლიოს ყველა ქალაქი და ყველა ლანდშაფტი - შეესაბამება ადამიანთა სულებსა და აზროვნებაში მიმდინარე ასეთივე ფერისცვალება.

пятница, 24 апреля 2015 г.

მამა პეტრე - გაუგზავნელი წერილი


გაუგზავნელი წერილი

მიხარია, რადგან შენ ძალიან ხარობ და გიბრწყინავს თვალები. ოღონდ შიშიც მაქვს, გაურკვევლობაც და დაბნეულობაც. ვერ გეუბნები, არ მინდა გული გეტკინოს, გაბრაზდე, არ მსურს იფიქრო, რომ ზედმეტად კრიტიკული ვარ. მჯერა შენი გულწრფელობის, სიმართლის, შენ მიერ გადადგმული ნაბიჯის და მაინც ვეჭვობ, განვიცდი, ვითრგუნები. გარეგნულად არავინ ამჩნევდა შენს მისწრაფებებს, სურვილებს, იდეალებს. ხშირად გვისაუბრია  რწმენაზეც, ურწმუნოებაზეც, წარმართობაზეც, პოეზიაზეც და ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ამ ნაბიჯს აუცილებლად გადადგამდი, მაგრამ არ მეგონა, თუ ასე ადრიანად შეუდგებოდი ამ ურთულეს ბილიკებს. ესეც შენი პოეტური გარიგებაა ღმერთთან. რეალობა კი უმძიმესია არ ვიცი, რამდენად შეძლებ იმ გარემოში შენი ფაქიზი სულის განმტკიცებას. საუკეთესო არჩევანი გააკეთე და ბედნიერი ვარ, მაგრამ იქ უნდა დაემშვიდობო გათენებამდე წიგნებში კირკიტს და რაღაცის ძიებას. არა იმიტომ, რომ კითხვას ღმერთი გვიკრძალავს, უბრალოდ იქ თვლიან ასე. მენანები იმ სირთულეებისთვის, რაც გარდაუვალია. ქრისტეს გზა არ არის ადვილი, თუმცა ადამიანები უფრო ვართულებთ და ვამახინჯებთ მის უბრალო და ძალიან ადამიანურ სწავლებებს. ვშიშობ, არ გაუხეშდე, არ ჩაიკეტო და სული არ დაიზიანო. ის სული, რომელსაც ოქროპირის, ღვთისმეტყველის და პავლე მოციქულის სწავლებებთან ერთად მსოფლიო კლასიკოსთა შემოქმედებით ზრდიდი. მახსოვს, ერთხელ წამოგცდა, რა ბედნიერებაა, ღმერთი და წიგნი რომ არსებობსო. როცა წიგნზე უარს გათქმევინებენ, არ ვიცი რამდენად შეძლებ მორჩილებას და შეგუებას. ჩვენ ხომ ვიცით, შეგუება საშინელი დანაშაულია. ფირზადის ,,შევეგუებით" რომ წაიკითხე, პარალელი გაავლე კობო აბეს ,,ქალი ქვიშაში"- სთან, ძალიან გაბრაზდი, იმ ქალთან ერთად კაციც იქ რომ ჩარჩა. არც შენ მინდა შეეგუო იმას, რომ წიგნის კითხვა დანაშაულია, რომ აბნელებს სულს და ამახინჯებს გონებას. შენ კარგად იცი, უწიგნურობა ყველაზე დამანგრეველი ომია. ახლა უკვე გვიანია, შენ ბერი ხარ. 17 წლის ბერი და წინ გაქვს არ ვიცი, რა...
ისიც იცოდე, რამე რომ შეგეშალოს, არ დაგინდობენ, მის მიერ გაკეთებული არჩევანი ეს იყოო, იტყვიან. არასდროს ახსენებენ მთავარ დამნაშავეს. ვინც 17 წლის ბავშვს დაუფიქრებლად დაადგა, გაურკვევლობის უღელი...


მამა პეტრე კვარაცხელია



среда, 22 апреля 2015 г.

მედიტაციის ტექნიკა


(სერგეი მელნიკოვის წიგნიდან)
თარგმნა: მამუკა გურული

понедельник, 20 апреля 2015 г.

განსხვავებულის დევნა, სიძულვილი და შიში – ანუ ეროტიკული ,,სხვა“ სექსუალობის ისტორიაში


სტატია, რომელიც სექსუალობის პოლიტიკის მცირე ისტორიული მიმოხილვაა, ,,იდენტობის" მიერ ორგანიზებული საჯარო ლექციების სერიისთვის მოვამზადე. სტატია ძირითადად თარგმნილი მასალის წარმოდგენაა და ნაკლებადაა ჩართული ანალიზი, თუმცა გამომდინარე იქედან, რომ ამ ტიპის მასალა საკმაოდ დეფიციტურია ქართულ ენაზე – ვფიქრობ მაინც საინტერესო უნდა იყოს   მკითხველისათვის. მსჯელობა და ანალიზი შეგვიძლია კომენატრების საშუალებით განვავრცოთ.

ქვეყანა ინდივიდუალობის დეფიციტით


 ფოტო: ლევან ხერხეულიძე



გიორგი მაისურაძე


მიტინგების უწყვეტი ციკლი, "ჯოს!" - დრომოჭმული, მაგრამ დღემდე აქტუალური ფენომენი, მტრის ხატის ცნების ცვლილება და ბურუსით მოცული ნაცვალსახელი "ჩვენ"; რელიგია და ტრადიცია - არცთუ იშვიათად ძალადობრივი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამამართლებელი არგუმენტი, ბელადის ქართული კულტის ტრანსფორმაცია, მედია, რომელიც "ლაპარაკობს და გადმოსცემს" და ქალაქი სივრცეების გარეშე, ამ თემებზე "ლიბერალი" ფილოსოფოს გიორგი მაისურაძეს ესაუბრა.
პროტესტი, ხალხის შეკრება, რეგიონებიდან მხარდამჭერების მობილიზება, მოწოდებები, ყვირილი ბოლო ხმაზე და ლაპარაკი საქმის ნაცვლად. როგორია ცხოვრება მიტინგების უწყვეტ ციკლში?