Показаны сообщения с ярлыком ტექნოლოგია. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком ტექნოლოგია. Показать все сообщения

суббота, 25 июля 2015 г.

სენსორული ეკრანიდან გამოსახულების ხელით გადმოყვანა შესაძლებელია /The new technology allows a fantastic pulling off the screen image


მკვლევართა ჯგუფმა ევროკავშირის დაფინანსებით შეიმუშავა ახალი ტიპის ჩვენება, რომელიც სენსორული ეკრანიდან გამოსახულების გამოყვანის და სივრცეში მანიპულირების საშუალებას იძლევა თითების დახმარებით. ფორმის შეცვლა არის პროექტ GHOST-ის ნაწილი. კვლევა და პროდუქტის შექმნა გრძელდებოდა 3 წლის განმავლობაში.

вторник, 7 июля 2015 г.

ავტომობილი ნასვამ მძღოლს მანქანის მართვის საშუალებს არ მისცემს /Over the limit: how cars could soon prevent drink-driving


მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის პრობლემა მრავალ ქვეყანაში არსებობს, მაგრამ თითოეული ამ პრობლემას თავისებურად წყვეტს. აშშ-ს ეროვნული საგზაო უსაფრთხოების სამმართველომ ამ პრობლემის გადასაჭრელად თანამედროვე ტექნოლოგიებს მიმართა.

вторник, 12 мая 2015 г.

ქართველმა მეცნიერმა კალორიების დამთვლელი პროდუქტი შექმნა


კალორიების დამთვლელმა სამაჯურმა, რომელსაც სამედიცინო ექსპერტები სკეპტიკურად უყურებდნენ, ტელეკომპანია BBC-ის ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა.

пятница, 24 апреля 2015 г.

ახალი ალუმინის ელემენტი მობილურს ერთ წუთში დატენის


სავარაუდოდ, ძალიან მალე ვისარგებლებთ ელემენტით, რომელიც იქნება იაფი, ხანგრძლივად გამოყენებადი და ასევე თქვენს მობილურს  ძალიან სწრაფად დატენის. ელემენტი დამზადებული იქნება ალუმინისგან, ახალი ელემენტი იქნება უსაფრთხო ალტერნატივა ჩვეულებრივი ლითიუმ-იონური და ტუტის შემცველი ელემენტისა, რომელსაც დღესდღეობით მილიონობით მომხმარებელი იყენებს.

вторник, 21 апреля 2015 г.

მაღალტექნოლოგიური ქაღალდი, რომელიც ანათებს


 ამერიკული საწარმო Rohinni მუშაობს საფარზე, რომელიც წარმოადგენს მელნისა და ელექტრო დენის მოქმედების ქვეშ პაწაწინა მანათობელი დიოდების ნარევს
წარმოიდგინეთ წიგნი, რომლის ფურცლებიც შეიძლება ანათებდეს, კედლის მოტივი, რომელსაც თქვენი მისაღები ოთახის განათება შეუძლია, ან თუნდაც მანქანის ფარების ახალი თაობა. სწორედ ასეთ და კიდევ სხვა მრავალ პროექტზე ფიქრობს ამერიკული საწარმო Rohinni. ეს უკანასკნელი ავითარებს პროდუქციას, სახელად Lightpaper, რომელმაც შეიძლება ეს ფუნქციები შეითავსოს.

пятница, 17 апреля 2015 г.

”სამსუნგი” მონსტრს ააგებს - ოთხი სტადიონის ზომის გემს


გიგა გურასაშვილი
კომპანია ”სამსუნგის” მიერ თვის დასაწყისში Mobile World Congress-ის საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილი სმარტფონები Galaxy S6 და Galaxy S6 Edge არაფერია იმასთან შედარებით, რისთვისაც სამხრეთკორეული კომპანია ემზადება. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, Samsung Heavy Industries-მა ხელშეკრულება გააფორმა იაპონურ სატრანსპორტო კომპანია Mitsui OSK Lines (MOL)-თან რომლის მეშვეობითაც აიგება მსოფლიოში ყველაზე დიდი სატვირთო ხომალდი, რომლის სიგრძეც ოთხ საფეხბურთო მოედნს, ანუ დაახლოებით 400 მეტრს (!) უდრის.

среда, 22 октября 2014 г.

ახალი მობილური აპლიკაცია განტოლებებს თავად ამოხსნის


ახალი მობილური აპლიკაცია PhotoMath app განტოლებებს თავად ამოხსნის. პროგრამის გამოყენებისთვის მომხმარებელმა ფოტო ქაღალდის ფურცელზე ან კომპიუტერის ეკრანზე არსებულ ბეჭდური სიმბოლოებით დაწერილ განტოლებას უნდა გადაუღოს, რის შემდეგაც პროგრამა განტოლებას მყისიერად, ერთ წამზე ნაკლებ დროში ამოხსნის.

суббота, 27 сентября 2014 г.

Google Android L – დაშიფრული იქნება


Google-ის Android საოპერაციო  სისტემის შემდეგი ვერსია, რომელიც ცნობილია Android L-ის სახით, ავტომატურად დაშიფრავს მონაცემებს, რითაც გართულდება სამართალდამცავებისთვის და უსაფრთხოების პერსონალის მიერ პირად ინფორმაციაზე წვდომის მოპოვება. მიუხედავად იმისა, რომ Android-ში უკვე არის ინფორმაციის დაშიფრვის საშუალება, შემდეგი თვის განახლება ავტომატურად გააქტიურებს შიფრაციას ყველა მომხმარებლისათვის.

четверг, 25 сентября 2014 г.

იღუნება თუ არა თქვენი სმარტფონი?


Apple-ის პროდუქციის ხარისხი ეჭვქვეშ ძალიან ძნელია დააყენო, თუმცა ამ ბოლო დროს ეს ტენდენცია მაინც შეინიშნება და მეც გადავწყვიტე გამოვხმაურებოდი ჩემი პოზიციით ამ საკითხთან დაკავშირებით. Youtube-ზე გავრცელდა ვიდეოები სადაც iPhone 6-ის გაღუნვით არიან დაკავებული და ამას წარმატებით აღწევენ კიდევაც. ის რომ Apple-ის მოწყობილობა ალუმინისაა და საკმაოდ მყარია იმისთვის, რომ გაუძლოს ადამიანის დაწოლას გასაგებია, თუმცა იგივე კონსტრუქცია დიდ ზომებში შესაძლოა სუსტი აღმოჩნდეს და აქ კომპანიის ინჟინრებს ნამდვილად არ გაუმართლათ. აღსანიშნავია ისიც, რომ iPhone 5 და 5S მოდელებსაც აღენიშნებოდა მსგავსი სიმპტომები, თუმცა იშვიათად. გარდა იმისა, რომ სმარტფონი ისედაც სათუთი მოწყობილობაა და მისი კორპუსის სიმყარისდა მიუხედავად ეკრანი მაინც შეიძლება ადვილად დაიმსხვრეს ახლა უკვე სხვა ტიპის პრობლემასთანაც გვაქვს საქმე.  ვიდეო

იაპონურმა კომპანიამ ცუნამისგან გადასარჩენი კაფსულა გამოიგონა



2011 წელს, აღმოსავლეთ იაპონიაში ცუნამის შედეგად გარდაიცვალა 21 000 ადამიანი. მას შემდეგ, იაპონიის მთავრობა და მოქალაქეები მეტად კონცენტრირებულნი არიან ბუნებრივ კატასტროფებზე. კომპანია Cosmo Power-მა წარმოგვიდინა გამოსავალი თუ როგორ დავიცვათ ადამიანები ქარიშხლისა და ზღვის მიმოქცევისგან: მრგვალი კაპსულა, რომელიც დამზადებულია ბოჭკოვანი შუშისგან და ცნობილია სახელით “ნოე”.ის გამოიყურება, როგორც ტენისის დიდი ბურთი. კაფსულა არის 1,2 მეტრი დიამეტრის და იტევს ოთხ ადამიანს.

понедельник, 22 сентября 2014 г.

გამოიგონეს ფანქარი, რომელიც 16 მლნ ფერში ხატავს /Paint the rainbow: the Scribble Pen that lets you draw in 16 million colours


“ფანქარი Scribble” შესაძლებლობას გაძლევთ, 16 მილიონ ფერში დახატოთ. ამის შესახებ ინფორმაციას “გარდიანი” ავრცელებს.

მანქანას უკვე 3D პრინტერი ქმნის


გასულ კვირას საერთაშორისო მწარმოებლები და ტექნოლოგიების  ორგანიზაციები მსოფლიო სიახლეს ჩიკაგოში ელოდებოდნენ. მანქანათმშენებელმა კომპანიამ „Local Motors“-მა არიზონიდან წარადგინა «Strati», პირველი მობილური სატვირთო, რომელიც დიდი ზომის 3D პრინტერისაგან შეიქმნა.

среда, 27 августа 2014 г.

ჯიბის მეტეო სადგური


2 ევროიანი მონეტის ზომის ეს მოწყობილობა ატმოსფეროს ტემპერატურასა და წნევას აღრიცხავს.
იმ დროს, როცა მოდაშია სენსორები, რომლებიც თქვენს ფიზიკურ აქტივობასა და სამედიცინო სტაბილურობას აფიქსირებს, StormTag-ი გთავაზობთ, შეაგროვოთ თქვენი გარესამყაროს მონაცემები. ბარომეტრით, თერმომეტრითა და UV (ულტრაიისფერი) და ტენიანობის სენსორებით აღჭურვილი პატარა ხელსაწყო აღრიცხავს ყველა ამ მონაცემს დღის განმავლობაში და გადასცემს მათ სმარტფონს: ამგვარად, შეპირებული მეტეო სადგურიც თქვენს ჯიბეში აღმოჩნდება.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე: http://www.sciencesetavenir.fr

საჭიროა, თუ არა, ვიხსნათ ბავშვები ციფრული სამყაროსგან? / Do we need to rescue our kids from the digital world?



ლაილი და არჩი ფიქრობენ თუ არა, რომ ისინი საკმაოდ ბევრ დროს ატარებენ საკუთარ პლანშეტებთან? "დიახ,"- ამბობს ლაილი. "არა, უდაოდ,"- აცხადებს არჩი.
ჩემი ბავშვები ციფრულ სამყაროში იმდენ ხანს ატარებენ, რამდენსაც - რეალურ ცხოვრებაში.
მეგობრებთან ჩეთაობენ Xbox Live-ში, FaceTime-ში, თუ Instagram-ის პროფაილს ამოწმებენ, ისეთი შტაბეჭდილება მექმნება, თითქოს ჩვენს სახლში ყოველთვის არის ვირტუალური სტუმარი.

вторник, 3 июня 2014 г.

Solar Roadways- გამოგონება, რომელიც სამყაროს შეცვლის - ( ასფალტს შუშის პანელებით ჩაანაცვლებენ )



Solar Roadways-ის პროექტის ავტორები, ჯულია და სკოტ ბრუშოუები 10 წლის განმავლობაში მუშაობდნენ პანელების სისტემაზე, რომლებიც ყველანაირ სიმძიმეს უძლებს. ისინი ამტკიცებენ, რომ როგორც იქნა, იპოვეს ფორმულა, რომლის მეშვეობითაც ასფალტს შუშის პანელებით შეცვლიან, რომლებიც მზის ენერგიის გადამუშავებას შეძლებენ. 

вторник, 27 мая 2014 г.

3-განზომილებიანი ხაზვის შესაძლებლობა მსოფლიოს კომუნიკაციის ახალ საშუალებას შესთავაზებს



სიახლე: ახალი თაობის "3-განზომილებიანი" კალამი ("ხელის პრინტერი") ნებისმიერი ადამიანის შემოქმედებით უნარს გააუმჯობესებს, ხოლო მსოფლიოს კომუნიკაციის ახალ საშუალებას შესთავაზებს, როგორც აცხადებს Lix pen-ის შემქმნელი, რომელმაც ე.წ. Kickstarter (კრეატიული პროექტების განხორციელება) წამოიწყო და 400000-ზე მეტი ფუნტი სტერლინგი მოიზიდა .

понедельник, 14 апреля 2014 г.

ბამბუკებისგან აწყობილი ბირთვი ნაღმების წინააღმდეგ



ავღანელმა დიზაინერმა მასუდ ჰასანმა გამოიგონა მარტივი, ერთგვარი ბირთვის ფორმის მოწყობილობა, რომელსაც დანაღმულ ველზე ნაღმების აღმოჩენა და განადგურება შეუძლია. ავტორმა თავის მოწყობილობას „მაინ კაფონი“ უწოდა, ის ბამბუკის ღეროებისგან შედგება და იმდენად მსუბუქია, რომ სუსტი ქარის ძალით გორავს და თუ ნაღმს გადაეყარა, მას ადვილად აფეთქებს.

воскресенье, 13 апреля 2014 г.

რობოტი ადამიანს თანდათან უფრო მეტ სამუშაო ადგილზე ჩაანაცვლებს



სპეციალისტები კვალიფიციურ განათლებას, ტექნოლოგიური პროგრესით შწქმნილი ხელმისაწვდომობის და კომუნიკაბელურობის მაქსიმალურ გამოყენებას გვირჩევენინტერნეტ-გიგანტი „გუგლი“ ამბობს, რომ ის მთლიანად ავტოპილოტზე მოძრავი მანქანის შექმნის ბოლო ეტაპზეა. მეორე გიგანტი „აი-ბი-ემი“ კი „ვატსონზე“ - ისეთ კომპიუტერზე მუშაობს, რომელიც არამარტო ინფორმაციას ინახავს, არამედ მას ითვისებს, სწავლობს კიდეც. საბითუმო ინტერნეტ-კომპანია „ამაზონს“ საწყობები დიდი ხანია ავტომატიზირებული აქვს და ახლა ამანათების მიწოდების საქმეში დრონების ჩართვას გეგმავს.

ინტერნეტი ელექტრობასავით აუცილებელი გახდება



„გალილეოს“ დღევანდელ გამოშვებაში ახალი ანგარიშის შესახებ მოგითხრობთ, რომელიც ტექნოლოგიების მომავლის შესახებ 1 500 ექსპერტის ხედვას გვაცნობს„გამაოგნებელია ის, თუ როგორ ემთხვევა ტექნოლოგიების ექსპერტების  მომავლის ხედვა. თითქმის სრული კონსენსუსია იმასთან დაკავშირებით,  რაც უნდა შეიცვალოს. თუმცა, არანაკლებ საკვირველია განსხვავება, რომელიც ექსპერტებს შორის არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმოქმედებს ეს ცვლილებები - დადებითად თუ უარყოფითად“ - აცხადებს ანგარიშის ავტორი, ელონის უნივერსიტეტის პროფესორი ჯანა ანდერსონი. პიუს კვლევითი ცენტრი და ელონის უნივერსიტეტი აღნიშნულ კვლევას 2004 წლის შემდეგ ატარებს.

მომავლის თვითმფრინავები



2030 წლისთვის ნასას სურს, რომ თვითმფრინავებმა 60-70 პროცენტით ნაკლები საწვავი დაწვან, გარემო ნაკლებად დააბინძურონ და ბევრად უფრო ჩუმი და მსუბუქი იყონ. მეცნიერები თვლიან, რომ ამ მიზნების მიღწევა შეცვლილი მოდელით, უფრო მსუბუქი მასალით, უკეთესი აეროდინამიკით და განსხვავებული საწვავით, სავსებით შესაძლებელია.