ახალ წელთაღრიცხვამდე მეცამეტე საუკუნეში აგამემნონის მეთაურობით ძველი ბერძენი აგრესორების სასტიკი იერიშის შედეგად ლეგენდარული ტროა კი არ გაქრა, არამედ განაგრძო ცხოვრება ახალი რეგიონალური პოლიტიკური რეალობის პირობებში.
ტროა დარდანელის სრუტეზე მდებარე ძალიან სერიოზური საზღვაო ქალაქი იყო; სრუტეში შესული ყველა გემი ქალაქს ხარკს უხდიდა. ტროანელებმა მეკობრეობა ალაგმეს, ამიტომ ვაჭრები უსაფრთხოების უზრუნველყოფის საპასუხოდ ქალაქს შემოსავლის ნაწილს უხდიდნენ. მაგრამ ტროას ზოგიერთი მეზობელი ამით უკმაყოფილო იყო, ამიტომ მისი განადგურება არაერთხელ სცადეს. დღეს უცნობია, არსებობდა თუ არა მშვენიერი ელენე, მაგრამ აქეელებს მხოლოდ შემოჭრის საბაბი სჭირდებოდათ. ამ სტრატეგიული პუნქტის დასაპყრობად, რომელიც უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო არტერიის კონტროლის საშუალებას იძლეოდა, მათ ცხრა წელი დასჭირდათ. საბოლოო ჯამში ომმა ტროა დაანგრია – ეს მოხდა დაახლოებით 3200 წლის წინ, რამაც 400 წლის შემდეგ შთააგონა ჰომერი „ილიადა" დაეწერა. მაგრამ სინამდვილეში სახელგანთქმული ქალაქი სწრაფად აღდგა, აღორძინდა ახალი პოლიტიკური ლანდშაფტის შესაბამისად, ანუ ჩატარდა „რებრენდინგი": სახელწოდება არ შეცვლილა, თუმცა შინაარსი ძირეულად შეიცვალა.
ტროა ჩრდილო-დასავლეთ თურქეთში მდებარეობს და აღმოჩენილია მე-19 საუკუნეში არქეოლოგ-დილენტანტ შლიმანის მიერ. ქალაქის შესწავლის ისტორია უკვე 150 წელს ითვლის. მაგრამ ტროა მეცნიერებს სულ ახალ-ახალ სიურპრიზებს სთავაზობს. ასე, მაგალითად, ადრე მიჩნეული იყო, რომ ომამდე ამ ადგილისათვის დამახასიათებელი Trojan სტილში შექმნილმა კერამიკამ ომის შემდეგ სახე იცვალა ეგრეთ წოდებულ ბალკანურ სტილზე. ამიტომ არქეოლოგები ფიქრობდნენ, რომ ამის მიზეზი ის იყო, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული იყო სამშობლო დაეტოვებინა და აქ გარედან შემოსული ხალხი დასახლდა.
მაგრამ როცა ავსტრალიელმა მეცნირერმა პიტერ გრეივმა (ახალი ინგლისის უნივერსიტეტი) კოლეგებთან ერთად შეისწავლეს კერამიკის ქიმიური შემადგელობა, აღმოჩნდა, რომ როგორც ტროას ომამდე, ისე ომის შემდეგ კერამიკა მზადდებოდა ამ ადგილას მოპოვებული თიხისაგან, რაც ნიშნავს, რომ ჭურჭელს იგივე ადამიანები ამზადებნენ.
პიტერ გრეივის თქმით, „კულტურული მემკვიდრეობითობის არაერთი დასტური არსებობს". მაშ, რა მოხდა, თუ ტროანელებს ქალაქი მაინც არ დაუტოვებიათ? რატომ შეიცვალა მათი კერამიკის სტილი? საქმე ისაა, რომ აქეელთა ალყამდე ქალაქი-სახელმწიფო ტროა აღმოსავლეთისაკენ, ქეტების მძლავრი იმპერიისაკენ, იყურებოდა. მაგრამ ეს „პოლიტიკური ელეტროსადგური" დაახლოებით იმ დროს დაიმსხვრა, რაც თავად ტროა. პიტერ გრეივს მიაჩნია, რომ ომისშემდგომი ძველი ბერძნული სტილით დამზადებული კერამიკა იმის დასტურია, რომ ტროას მოსახლეობა მიუერთდა ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან შემოსულთ. უფრო ზუსტად, არა მარტო მიუერთდა, არამედ მიიღო მათი კულტურა და ესთეტიკური ხედვა. გარდა ამისა, შემოსულმა ბერძნებმა ხომ ომი მოიგეს, დასახლდნენ დამარცხებული მოწინააღმდეგის გვერდზე და რეგიონის ახალ პოლიტიკური ელიტა შექმნეს.

Комментариев нет:
Отправить комментарий