დისკუსიების დროს ხშირად შევხვედრილვარ ადამიანებს,რომლებიც იოანე ოქროპირის ამ კონკრეტულ ციტატაზე დაყრდნობით ამყარებენ ( აპრავებენ ) ძალადობას და მათ ქმედებებს, მაგრამ ისინი არ ითვალისწინებენ იმას,რომ შეუცმდარი არავინაა და მოსაზრება არარის ეკლესიის სწავლება -
მართლმადიდებელი ეკლესიის ხმად და დოგმატურ სწავლებებად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიღებული დოგმატები და აგრეთვე “consensuns partum” ( მამათა თანხმობა), ანუ როდესაც სხვადასხვა ეპოქის სხვადასხვა წმინდანნი, ერთხმად და აზრთა სხვადასხვაობების გარეშე თანხმდებიან რაიმე სწავლებაში. ამ შემთხვევაში ესეც ითვლება საეკლესიო სწავლებად, რომელიც არის შეუმცდარი.
ეკლესიას არაფერი აქვს დაკანონებული ძალადობის შემცველი!
ასევე გასათვალისწინებელია ასაკი და შემდგომ წლებში გაკეთებული საპირისპირო მოსაზრებები
ციტატა:
ქადაგება 1
30. რადგან ახლა ჩვენი საუბარი ღვთის გმობის, შეურაცხყოფის საკითხს შეეხო, მე გთხოვთ ერთი სამსახური გამიწიოთ ჩემი ამ ამაგის საფასურად; ეს არის, რომ თქვენ ამ ქალაქის ღვთისმგმობლებს გამოასწორებთ ჩემი ხათრით; და თუ თქვენ გაიგებთ რომ საჯარო შეკრების ადგილას, ან ფორუმზე, ვინმე ღმერთს შეურაცხყოფს; უსაყვედურეთ, შთააგონეთ იგი; და თუ აუცილებელი იქნა სცემოთ, თავს ნუ შეიკავებთ; თხლიშეთ სახეში; სილა გააწანით ტუჩებში; განიწმინეთ თქვენი მარჯვენა დარტყმით, და თუ ვინმე ბრალს დაგდებთ, და წაგათრევთ სასამართლოში, წაჰყევით იქ; და როდესაც მოსამართლე გამოგიძახებთ პასუხის საგებლად, გარკვევით უთხარით რომ ამ ადამიანმა შეურაცხყო ანგელოზთა მეფე! და თუ აუცილებელია დაისაჯონ ისინი, ვინც შეურაცხყო მიწიერი მეფე, უფრო მკაცრ სასჯელს იმსახურებს ის ვინც უზენაესს შეურწყოფს. ეს საზოგადოებრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია, საზოგადოებისადმი მიყენებული ზიანია; და ეს კანონიერია ნებისმიერისთვის ვისაც კი სურს ამის თაობაზე ბრალდების წამოყენება.
HOMILIES OF S. JOHN CHRYSOSTOM, ARCHBISHOP OF CONSTANTINOPLE, ADDRESSED TO THE PEOPLE OF ANTIOCH, CONCERNING THE STATUES
HOMILY I
30. But since our discourse has now turned to the subject of blasphemy, I desire to ask one favor of you all, in return for this my address, and speaking with you; which is, that you will correct on my behalf the blasphemers of this city. And should you hear any one in the public thoroughfare, or in the midst of the forum, blaspheming God; reproach, rebuke him; and should it be necessary to inflict blows, spare not to do so. Smite him on the face; strike his mouth; sanctify thy hand with the blow, and if any should accuse thee, and drag thee to the place of justice, follow them thither; and when the judge on the bench calls thee to account, say boldly that the man blasphemed the King of angels! For if it be necessary to punish those who blaspheme an earthly king, much more so those who treat Him contemptuously. It is a common crime, a public injury; and it is lawful for every one who is willing, to bring forward an accusation.
Let the Jews and Greeks learn, that the Christians are the saviours of the city; that they are its guardians, its patrons, and its teachers. Let the dissolute and the rebellious also learn this; that they must fear the servants of God too; that if at any time they are inclined to utter such a thing, they may look round every way at each other, and tremble even at their own shadows, anxious lest perchance a Christian, having heard what they said, should leap forward and sharply chastise them.
ქართულად:
“დღეს თქვენი ყურადღება მინდა შევაჩერო საკითზე, რომელიც ღვთის ქადაგებას ეხება. ამავე დროს მინდა გთხოვოთ, რომ თითოეული თქვენგანი წინ აღუდგეს ღვთის მგმობელს. თუ ვინმე გზაჯვარედინზე ან მოედანზე ღმერთს აძაგებს, მიდი და შთააგონე და, თუ საჭირო შეიქმნება, ხელით შეეხე კიდეც, დაუხშე პირი – კურთხეულ იყოს შენი მარჯვენა (ударь его по лицу, сокруши уста, освяти руку твою ударом)! და თუ ბრალს დაგდებენ, პასუხს მოგთხოვენ, სასამართლოში წაგიყვანენ, წადი და გაბედულად უთხარი მოსამართლეს, რომ შეურაცხყვეს ანგელოზთა მეუფე, და თუკი მიწიერი მეფის მგმობელი სასჯელის ღირსია, მაშინ ბევრად უფრო დიდ სასჯელს იმსახურებს ღვთის შეურაცხმყოფელი… დაე, იცოდნენ იუდეველებმა და ელინებმა, რომ ქალაქის დამცველები, მოძღვრები და მმართველები ქრისტიანები არიან. დაე, იცოდნენ გარყვნილებმა და უზნეოებმა, რომ შიში უნდა ჰქონდეთ ღვთის მონებისა, და თუ მოისურვებენ ღვთის გმობას, გარშემო მიმოიხედონ, ჩრდილის დანახვაზეც კი უნდა ძრწოდენ ქრისტიანების შიშით… სიკვდილამდე იბრძოლე ჭეშმარიტების დასაცავად. ნუ მეტყვი გულგრილად, რომ შენი საქმე არაა უზნეოთა გამოსწორება; ნუ მეტყვით, რომ არაფერი გვაქვს მათთან საერთო, იმიტომ რომ ეს არის სატანური არაადამიანურობა. ერთი მგზნებარე ადამიანიც კი საკმარისია, რომ გამოასწოროს მთელი ქალაქი. მრავალთა დაღუპვა და სულიერი დაცემა მხოლოდ ჩვენი უდარდელობის ბრალია და არა სისუსტისა.”

რუსულად:
Но раз у нас зашла теперь речь о хуле, то я хочу просить всех вас об одной услуге, взамен этой речи и рассуждения, – именно, чтобы вы унимали в городе тех, кто богохульствует. Если ты услышишь, что кто-нибудь на распутье или на площади хулит Бога, подойди, сделай ему внушение. И если нужно будет ударить его, не отказывайся, ударь его по лицу, сокруши уста, освяти руку твою ударом; и если обвинят тебя, повлекут в суд, иди. И если судья пред судилищем потребует ответа, смело скажи, что он похулил Царя ангелов, ибо если следует наказывать хулящих земного царя, то гораздо больше оскорбляющих Того (Царя). Преступление – одного рода, публичное оскорбление, обвинителем может быть всякий, кто хочет. Пусть узнают и иудеи и эллины, что христиане – хранители, защитники, правители и учители города; и пусть то же самое узнают распутники и развратники, что именно им следует бояться рабов Божиих, дабы, если и захотят когда сказать что-либо подобное, оглядывались всюду кругом и трепетали даже теней, опасаясь, как бы христианин не подслушал, не напал и сильно не побил.
საპირისპირო მოსაზრებები:
1)
იოანე ოქროპირის სიტყვა იმის შესახებ თუ „როგორ უნდა მოვეპყროთ ღვთისმგმობელთ.“ "და ნუ მეტყვი ასეთ უგულო სიტყვებს: „მე რა მედარდება? მათთან არაფერი მაქვს საერთო.“ ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო ეშმაკთან, ადამიანებთან კი ბევრი რამ გვაერთიანებს. მათ ჩვენნაირი ბუნება აქვთ, ერთსა და იმავე დედამიწაზე ცხოვრობენ, ერთი და იმავე საკვებით იკვებებიან, იგივე უფალი ჰყავთ, მიღებული აქვთ იგივე კანონები და იმავე სიკეთისკენ არიან მოწოდებულნი, როგორც ჩვენ. სწორედ ამიტომ არ ვილაპარაკოთ იმის შესახებ, რომ ჩვენ მათთან არაფერი გვაქვს საერთო, რადგან ეს სატანის ხმაა, ეშმაკისთვის დამახასიათებელი უმოწყალობა". რესურსი: СЛОВО ИОАННА ЗЛАТОУСТА О ТОМ, «КАК НАДЛЕЖИТ ПОСТУПАТЬ С КОЩУННИКАМИ»
2) “როცა (პავლე) ათენელებთან მივიდა, აღმოაჩინა, რომ ყველა კერპთმსახურებაზე იყო გადაგებული. მან არ გაკიცხა ისინი და არ განაცხადა, ყოვლად უღმერთოები და ბილწები ხართო. არ თქვა: ყველაფერს ღმერთად რაცხთ, მხოლოდ ყოველივეს მეუფე და შემოქმედ ღმერთს უარყოფთ. მაშ, რა თქვა? „როცა დავდიოდი და თქვენს ტაძრებს ვათვალიერებდი, ვპოვე სამსხვერპლო, რომელზედაც ეწერა: შეუცნობელ ღმერთს! სწორედ მას, ვისაც შეუცნობლად ეთაყვანებით, მე გახარებთ თქვენ“ (საქ: 17.23). ჰოი, საოცრებავ! ჰოი, მამობრივო გულო! კერპთმსახურ და უღვთო ელინებს ღვთისმოსავები უწოდა. რატომ? ისინი თავიანთ წეს-ჩვეულებებს ასრულებდნენ, როგორც ღვთისმოსავები. ისინი თვლიდნენ, რომ ღმერთს ეთაყვანებოდნენ, რადგან ასე ირწმუნეს. ყველას მოგიწოდებთ, თქვენთან ერთად კი საკუთარ თავსაც, რომ მას მივბაძოთ.
”
რესურსი:
წმინდა იოანე ოქროპირი იმის შესახებ, რომ ცოცხლები და მიცვალებულები არ უნდა გადაეცნენ ანათემას
რესურსი:
წმინდა იოანე ოქროპირი იმის შესახებ, რომ ცოცხლები და მიცვალებულები არ უნდა გადაეცნენ ანათემას
3)
"ვნახოთ როგორი სიმდაბლით მიმართავს ღმერთი თავის შეურაცხმყოფელებს როგორც ძველ, ასევე ახალ აღთქმაში. იქ ის ამბობს: ჩემო ერო, რა გაგიკეთე და რითი დაგაღონე? (მიქ.6,3) აქ კი: საულ, საულს, რაისა მდევნი მე ( საქმ. 9, 4)? პავლეც ასევე სიმდაბლით გვიბრძანებს მოწინააღმდეგეთა დარიგებას. ხოლო, როცა ქრისტესთან მისულმა მოწაფეებმა სთხოვეს, ნება მიეცა მათთვის ზეციდან ცეცხლის გარდამოხდომისა, მაცხოვარმა ძლიერ შერისხა ისინი და უთხრა: არა იცითა, რომლისა სულისანი ხართ თქუენ! (ლუკ. 9, 55). ამის მსგავსად ჩვენს შემთხვევაშიც მან მწიგნობრებს ის კი არ უთხრა; ჰოი, უკეთურნო და ცრუნო, ადამიანთა ხსნის მოძულენო და მტერნო! არამედ; რაისა თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა? (მათ. 9, 40.) ასეთი სიმდაბლით არის საჭირო სწორედ ადამიანების ამ სნეულებისაგან განკურნება."
4)
"მოციქულები კი არ კლავდნენ და არ სპობდნენ მათ წინააღმდეგ ბოროტმზრახველებს, არამედ ეშმაკს მიმსგავსებულ ამ ადამიანებს ანგელოზთასწორად ჰყოფენ და ადამიანის ბუნებას ბოროტის მძვინვარე ბატონობისგან ათავისუფლებდნენ. მაგრამ ყველაზე საოცარი ისაა, რომ მათ ეს აღასრულეს არა ძალის წინააღმდეგ ძალის გამოყენებით, არამედ ყოველივე ამას ტანჯვით მიაღწიეს. მართლაც, ამ თორმეტ უმწეო, უბრალო ადამიანს ბორკავდნენ, შოლტავდნენ, ადგილიდან ადგილზე გადაჰყავდათ და მაინც პირს ვერ უხშობდნენ. როგორც მზის სხივების დაჭერაა შეუძლებელი, ასევე შეუძლებელი იყო მათი ენის შეკვრაც: და ამის მიზეზი ის იყო, რომ თვითონ კი არ ლაპარაკობდნენ, არამედ ძალა სულის."
წმ. იოანე ოქროპირი
5)
"ცოდვილი ძალით კი არა, შეგონებით უნდა მოიყვანო გამოსწორების გზამდე. რჯულის მიხედვით, ჩვენ არ გვეძლევა ცოდვილთა გამოსწორების სხვაგვარი უფლება. რომც გვქონდეს, ამ უფლებას მაინც ვერ გამოვიყენებთ, რადგან ღმერთი მხოლოდ მას აჯილდოებს, ვინც თავისი ნებით განუდგება საქმესა საძრახსა და არა იძულებით." -
რესურსი:
წმიდა იოანე ოქროპირი - ექვსი სიტყვა მღვდლობის შესახებ

იგივე იოანე ოქროპირი, აღელვებული წერდა :'' ჩემი გონება აიტაცა ღმერთმა ზეცაში და გამაოცა იმან, რომ იქ დამხვდნენ ისინი ვისაც არ ველოდებოდი და არ დამხვდნენ ისინი ვისაც ველოდებოდი''.
აქ ჩანს,რომ ის ცდებოდა და ვისაც უფალთან მოიაზრებდა,ისინი ვერ აღმოაჩინა იქ
ბუნებრივია,რომ ამ ხილვის შემდგომ ადამიანი რადიკალურად შეიცვლებოდა...
აქ ჩანს,რომ ის ცდებოდა და ვისაც უფალთან მოიაზრებდა,ისინი ვერ აღმოაჩინა იქ
ბუნებრივია,რომ ამ ხილვის შემდგომ ადამიანი რადიკალურად შეიცვლებოდა...
როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნე, ასაკს აქვს მნიშვნელობა და რჯულის კანონში ამაზე ვრცელი განმარტებებიც გვხდება..
ახლა ვნახოთ რას გვეუბნება სჯულისკანონი ფიზიკური ძალის გამოყენების თაობაზე:
“თუ ეპისკოპოსი, მღვდელი ან დიაკონი სცემს ცოდვის ჩამდენ მორწმუნეს ან ძალადობის ჩამდენ ურწმუნოს, ვბრძანებთ მის განკვეთას, რადგან ეს კი არ უსწავლებია ჩვენთვის (მაცხოვარს) არამედ ამის საწინააღმდეგო (გვასწავლა), ვინაიდან მას სცემდნენ და ნაცვლად ამისა იგი არ სცემდა, აგინებდნენ და არ აგინებდა, იტანჯებოდა და არ პასუხობდა.”
წმიდა მოციქულთა კანონები – კანონი 27
წმიდა მოციქულთა კანონები – კანონი 27
სამოციქულო და საღვთო კანონი განკვეთს მღვდლებს, რომლებიც სცმენ ცოდვის ჩამდენ მორწმუნეს ან შემავიწროებელ და მოძალადე ურწმუნოს. ზოგიერთები, თავისი გულისწყრომის ასრულების მსურველნი და სამოციქულო განწესების ცილისმწამებლები კრძალავენ მხოლოდ თავისი ხელით ცემას, თუმცა კანონში არაფერი ასეთი არ ჩანს, არც მართალი სიტყვის გაგებას ასე არ ბრძანებს კანონი. ნამდვილად ამაო და დიდად მცდარია ის აზრი, რომ განკვეთის ღირსია მხოლოდ ის, ვინც თავისი ხელით ცემის დროს ორჯერ ან სამჯერ დაარტყამს, ხოლო ის, ვინც მცემელსა და მტანჯველს უწყალოდ, სიკვდილამდე ცემის უფლებას მისცემს ბრძანებით, დატოვებულ იქნას განკანონების გარეშე. კანონი კრძალავს საერთოდ ცემას და მცემელს სჯის. ჩვენც ასევე თანახმანი ვართ, რომ საღვთო მღვდელმა სწავლითა და სჯულდებით, როდესაც საჭიროა, საეკლესიო განკანონებით უნდა შეასმინოს უწესობას და არა ცემით, შოლტით დასეროს ადამიანის სხეული. თუ ზოგიერთები სრულ ურჩობას გამოიჩენენ და განკანონების შეგონებას არ დაემორჩილებიან, არავინ კრძალავს მათ გადაცემას მათი ადგილების საერო მთავრებისათვის.
კონსტანტინოპოლის წმიდა მოციქულთა ტაძარში შეკრებილი
ორგზისი წმიდა კრების დადგენილი კანონები – კანონი 9
ამიტომ მორწმუნემ ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს ეს ფაქტორები და არასოდეს არ უნდა ჩამოეკიდოს ერთი მამის ერთ კონკრეტულ ციტატას.
ამიტომ მორწმუნემ ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს ეს ფაქტორები და არასოდეს არ უნდა ჩამოეკიდოს ერთი მამის ერთ კონკრეტულ ციტატას.
არც პირად და არც ღმერთის,ანდაც სარწმუნოების შეურაცხყოფაზე, პასუხი არ უნდა ვაგებინოთ ძალის გამოყენებით-
იოანეს სახარება
თავი მეთვრამეტე
0. ხოლო სიმონ-პეტრეს მახვილი ჰქონდა; იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. ხოლო სახელი მონისა იყო მალქოსი.
11. მაგრამ იესომ უთხრა პეტრეს: ჩააგე მახვილი ქარქაშში! ნუთუ არ უნდა შევსვა სასმისი, რომელიც მამამ მომცა?
მღვდელი რომელიც იწყებს ძალადობას, ის თავის წილ სასმისზე ამბობს უარს და განუდგება ქრისტეს.
მოძღვარს არც დავა, ჩხუბი, შეხლა-შემოხლა, განსაკუთრებით კი გარჩევები არ უნდა უყვარდეს. ყოველივე ეს უჩვეულოა საერთოდ ქრისტიანისთვის, რომელიც ვალდებულია იყოს „მოსწრაფე სმენად, მძიმე სიტყუად, მძიმე გულის წყრომად" (იაკ, 1:19).
გამოყენებული ნაშრომები:
მოციქულთა კანონები
წმიდა იოანე ოქროპირი - ექვსი სიტყვა მღვდლობის შესახებ
-The Homilies of S. John Chrysostom, Archbishop of Constantinople on the
წმ. იოანე ოქროპირი – ღმრთის გმობა არ ამცირებს მის დიდებას

Комментариев нет:
Отправить комментарий