“ელ გრეკო ძველი ოსტატია, რომელიც არ არის მხოლოდ თანამედროვე… ის ბევრად წინ არის და უკან ბრუნდება, რომ გზა გვიჩვენოს”.
როჯეფ ფრაი
თეოტოკოპულმა სახელი “ელ გრეკო” შეიძინა იტალიაში, სადაც ქვეყნის და ქალაქის წარმომავლობის მითითებით ადამიანის ამოცნობა ჩვეული პრაქტიკა იყო. საგულისხმოა, ფორმა EL არტიკლისა შეიძლება იყოს ვენეციური დიალექტიდან ან მეტი ალბათობით ესპანეთიდან. თუმცა ესპანურად მისი სახელი იქნებოდა ელ გრიეგო.
ეს უდიდესი მხატვარი საოცარი სიღრმით სწვდებოდა ადამიანის ფსიქოლოგიას, განსხვავებულად აღიქვამდა სამყაროს. მან ფერწერაში სრულიად ახალი მსოფლმხედველობა ჩამოაყალიბა.
ელ გრეკო თავის შემოქმედებაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა წმიდანთა ხატვას.
ის ხშირად ხატავდა ქრისტეს ერთ-ერთ მოციქულს, პეტრეს. “წმიდა პეტრეს ცრემლები” საოცარია არა მხოლოდ რელიგიური ღირებულებებით, არამედ ფერწერული კუთხითაც. წმიდანი თითქოს მხოლოდ ცრემლის მიღმა ხედავს სამყაროს. მისი ჭაღარა თმა, წვერი ქმნის განცდას, რომ ამ ადამიანმა უამრავი ცხოვრებისეული გაჭირვება გადაიტანა. ტილოზე არსებული ხე და ყავისფერი სივრცე კი სიღრმის ეფეტს ქმნის. წმიდანის სამოსი ორ ფერშია გადაწყვეტილი. ამ ფერწერულ ტილოს სხვათა ცოდვების გამო მწუხარებით აღსავსე კაცის ამბავი მოაქვს ჩვენამდე.
“წმიდა პეტრე და პავლე მოციქულების” ხატვა ელ გრეკომ სიცოცხლის ბოლო წელს დაასრულა. მოციქულების ყვითელი და მოწითალო მოსასხამების ნაოჭებიდან სინათლე იფრქვევა. მათ თვალებში სიმშვიდე სუფევს. ხელები ემოციურ დატვირთვას ინაწილებენ, რაც უცხოა ელ გრეკოს პერიოდის სურათებისთვის. სურათის ცენტრში წმიდა პეტრეს თეთრი შუქით განათებული ხელი თითქოს კითხვის ნიშნად აზის ფერწერულ ტილოს. აქ საბოლოო ჯამში წმიდანთა ფიქრისა და განსჯის პროცესია დაფიქსირებული.
ელ გრეკომ საოცრად გადმოსცა ქრისტეს ნათლისღების რელიგიური სწავლება, სურათში “ქრისტეს ნათლისღება”. ცალი მუხლით დაჩოქილი, თავმდაბალი იესო უფლის მორჩილებით ინათლება. ანგელოზები მას წითელ ტილოს გასამშრალებლად უმზადებენ. იოანე ნათლისმცემელი იესოს წყალს ნიჟარიდან ასხამს. წყალი სიმსუბუქით ეშვება მის თავზე. მტრედი-სულიწმიდა, იოანეს ხელისკენაა მიმართული. ის სხივებშია გახვეული. ტილოზე საოცრადაა გამოსახული შინაგანი და ზეციური სინათლის კონტრასტი.
“წმიდა იერონიმე” ხუთი წელი ცხოვრობდა სირიის ერთ-ერთ მონასტერში, წმიდა წერილზე მუშაობდა და ასკეტურად ცხოვრობდაა. მან ეკლესიას დაუტოვა მდიდარი მემკვიდრეობა: დოგმატურ-პოლემიკური და ზნეობრივ ასკეტური ნაშრომები, წმიდა წერილის განმარტებები, ისტორიული თხზულებები. წმიდა იერონიმემ დიდ ღვაწლში, ლოცვასა და მარხვაში გალია სიცოცხლე. ელ გრეკოს ტილოზე, ფიქრისა და ინტელექტუალური ცხოვრების კვალი იერონიმეს თვალებსა და შუბლზეა გადატანილი, გადაშვილი წიგნის ამავეს მიუთითებს.
ტილოზე “ესპოლიო (ქრისტეს განმოსვა)” ჯვარცმის წინა წუთებია აღწერილი. აქ ჩანანან ადამიანები, რომლებიც ჯვარზე გასაკრავად ამზადებენ ქრისტეს. მის ირგვლივ თავმოყრილი დაკუნთული ადამიანები ფიზიკურად უსწორდებიან ქრისტეს. არც ერთი იმ ადამიანთაგანი, რომელიც ქრისტეს განმოსვას აპირებს ან ესწრება, ზეცისკენ არ იყურება.
მხოლოდ ქრისტეს აღუპყრია თვალები ელვისაგან განათებული უსასრულობისკენ. მხოლოდ ის ხედავს კაცთა უგუნურების გამო მომავალ რისხვას. იესოს ცრემლიანი თვალები აქვს, მაგრამ სახეზე მაინც სიმშვიდე აქვს შენარჩუნებული. ტკივილი ხორციელი და სულიერი აქ განუყოფელია.
“ქრისტე ჯვარისმტვირთელში” ელ გრეკო გადმოსცემს ქრისტეს, რომელმაც არა მარტო პირდაპირი მნიშვნელობით აზიდა საკუთარი მხრებით ჯვარი გოლგოთაზე, არამედ კაცობრიობის ცოდვათა ჯვარიც იტვირთა. ტილოზე ის ზეცისკენ იყურება. ცრემლიანი თვალები სულაც არ უგულებელყოფს იმ სიმშვიდესა და მზაობას მსხვერპლას შეწირვის წინ, რომლითაც მაცხოვარი ჯვარს აცვეს. ქრისტეს ნათელი ადგას თავზე, რომელიც წაგრძელებული კუთხეებით ჯვრის ფორმის სინათლეს ქმნის. ჯვრის წვერი თითქოს არღვევს ცის ერთიან ფონს და ზეცაში იჭრება, იქ, სადაც ნათელი სუფევს. ქრისტეს სახე დიდი ოსტატობითაა შესრულებული, მისი ყოველი ნაკვთი, წვერის თმის ღერებიც კი, ძარღვები – მის ხელებზე.
ელ გრეკოს ფასი ერთეულებმა იცოდნენ. დიდი ოსტატი გარდაიცვალა ტოლედოში, ფაქტობრივად, ფუნჯით ხელში. თანამედროვეებმა დავიწყებას მისცეს მისი შემოქმედება. ელ გრეკოს არ ჰყოლია წინამორბედი და არ დაუტოვებია ღირსეული მიმდევრებიც.
წყარო
- The Annunciation 1597-1600. El Greco
- THE ADORATION OF THE SHEPHERDS. El Greco
- The Adoration of the Name of Jesus, El Greco
- The Adoration of the Name of Jesus, El Greco
- The Adoration of the Name of Jesus, El Greco
- St. Veronica. El Greco
- St. Anthony of Padua. El Greco
- Saint Jerome as a Cardinal
- Portrait of a Cardinal. El Greco
- Penance of Mary Magdalene. El Greco
- El Greco
- El Greco
- El Greco. 1588
- 1585-90. El Greco
- 1590-95. El Greco
- crucifixion. El Greco
- Christ Driving the Traders from the Temple. El Greco
- Assumption by El Greco
- 1580 Baptism of Christ. El Greco
- 1776-78 Magdalena.El Greco
- 1610, Laokoön (detail). El Greco
- 1610, Laocoon. El Greco
- 1608-14. Die Taufe Christi,
- 1606, Apostol St Symon
- 1606, Apostol St Peter
- 1606, Apostol St. Mateusz
- 1606, Apostol St. jakub
- 1606, Apostol St. jakuba
- 1606, Apostol St. Bartlome
- 1606, Apostol St. AndrzeI
- 1604-1614 El Greco
- 1604-1614. El Greco
- 1604-14, The Saviour, El Greco
- 1603-1605. El Greco
- 1603-05, El Greco
- 1600. Saints John the Evangelist and Francis, El Greco
- 1600, El Greco
- 1600-1610. Porträt des Papst Pius V. El Greco
- 1600-1605. Portrait of Jorge Manuel Theotocopoulos. El Greco
- 1600-1605, Christ Carrying the Cross. El Greco
- 1600-10. Holy Family & Ste Anne. El Greco
- 1600-06, St Francis. El Greco
- 1600-05, St. Francis. El Greco
- 1597-1600. El Greco
- 1597-99. Madonna and Child with St. Martina and St. Agnes. El Greco
- 1597-99, St. Martin and the Beggar. El Greco
- 1596–1600, View of Toledo. El Greco
- 1596-1600. El Greco
- 1595. St. Andrzei, St. Franciszek. El Greco
- 1595, St Franciszek. El Greco
- 1595, El Greco
- 1595, Agony in the Garden
- 1595-1600, Annunciation
- 1594, Antonio Covarrubias. El Greco
- 1594-1604. Holy Family (The Virgin of the Good Milk). El Greco
- 1594-1604. El Greco. Maria Panna. El Greco
- 1594-1601, Portrait of a Lady. El Greco
- 1592-95, St Louis, King of France, with a Page. El Greco
- 1590-1600. Poet Ercilla Zuniga. El Greco
- 1589-92. Allegory, Boy Lighting Candle in Company of Ape and Fool. El Greco
- 1587-97. El Greco, Pietà
- 1587-92, Apostles Peter and Paul. El Greco
- 1586. The Burial of the Count of Orgaz. El Greco
- 1586-88. The Burial of the Count of Orgaz. El Greco
- 1585. El Greco
- 1584-94. Resurrection. El Greco
- 1584-94. Resurrection. El Greco
- 1584-94. Resurrection. El Greco
- 1580. Christ on the Cross Adored by Two Donors. El Greco
- 1580, St. Sebastian. El Greco
- 1579. The Disrobing of Christ (El Espolio). El Greco
- 1577–1579. The Holy Trinity. El Greco
- 1577–1579. The Assumption of the Virgin. El Greco
- 1577-79, El Greco
- 1577-79, St. Franc, stygmaty. El Greco
- 1577-78. Lady in a Fur Wrap. El Greco
- 1575, The Miracle of Christ Healing the Blind. El Greco
- 1571-1576 ”Pietà”. El Greco
- 1571-76. El Greco
- 1570. Portrait of Giorgio Giulio Clovio, El Greco
- 1570-72. Mount Sinai. El Greco
- 1570-72, St Francis Receiving the Stigmata. El Greco
- 1570-72, Boy Blowing on an Ember to Light a Candle (Soplón). El Greco
- 1569-70. The Annunciation. El Greco
- El Greco
- El Greco
- El Greco
- El Greco
Комментариев нет:
Отправить комментарий