Показаны сообщения с ярлыком თეოლოგია. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком თეოლოგია. Показать все сообщения

вторник, 20 марта 2018 г.

„განანათლე ხელი შენი დარტყმით“




რატომ მოუწოდებდა იოანე ოქროპირი ღვთისმგმობელთა ცემისკენ?
შეიძლება თუ არა, ქრისტიანმა ღვთის გმობის საპასუხოდ დაარტყას ადამიანს, თუ ზემოქმედების სხვა საშუალებები ამაო აღმოჩნდება? არაერთი წელია, ინტერნეტში ამ თემაზე კამათობენ. საკითხის ძალისმიერი გადაწყვეტილების უმთავრეს არგუმენტად, ჩვეულებრივ, იმოწმებენ იოანე ოქროპირის სიტყვებს — „განანათლე ხელი შენი დარტყმით“, „შემუსრე ბაგეები“, „სილა გააწანი“ — რომლებიც წმიდა მამამ სწორედ ღვთისმგმობელთა მისამართით წარმოთქვა. ზოგიერთი ქრისტიანისთვის ისინი მანუგეშებლად ჟღერს და ლამის პირდაპირ სანქციად იღებენ ძალის გამოსაყენებლად ყველგან, სადაც ღვთის გმობას დაინახავენ. სხვებს ყურს სჭრის და აცბუნებს ზნეობრივი გრძნობა, წმიდანის უმაღლესი ავტორიტეტის მიუხედავად.

пятница, 16 февраля 2018 г.

წმინდა ომი დასავლეთსა და ბიზანტიაში





სრული სათაური: “რამდენად უცხო იყო ბიზანტიისთვის წმინდა ომის დასავლური იდეა?” [1]


დავით თინიკაშვილი


შესავალი
საქართველოს ისტორია ყველასთვის კარგად ცნობილ ერთ მაგალითს გვთავაზობს, როდესაც ათონის წმინდა მთის ქართველმა ბერმა იოანემ (ერისკაცობაში, თორნიკე ერისთავი) 978 წელს იარაღი აიღო ხელში, რათა მეფე დავით კურაპალატის თხოვნით აჯანყებული სარდლის, ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ ებრძოლა და ამით დახმარება აღმოეჩინა ბიზანტიის ახალგაზრდა იმპერატორებისთვის, ბასილი მეორისა და კონსტანტინე მერვისთვის[2]. იოანე თორნიკ-ყოფილმა, რომელიც ბერად დაახლ. 970 წელს ოშკის მონასტერში[3] აკურთხეს, ამ სამხედრო კამპანიას წარმატებით უხელმძღვანელა. მაგრამ როგორ არის შესაძლებელი მონაზვნური ცხოვრების წესისა და შეიარაღებული ბრძოლის ერთმანეთთან შეთავსება? როგორც მკვლევარი როზემარი მორისი შენიშნავს, ქართველი ბერის ეს მაგალითი “გვიჩვენებს, რომ როდესაც იმპერიის ინტერესები რისკის ქვეშ დგება, ამ დროს მონაზვნურ აღთქმებსაც კი არ აქვს აბსოლუტური ღირებულება”[4].

среда, 11 октября 2017 г.

რაც არ უნდა რწმენა და ღმერთის მადლი გქონდეს, იმას, რაც ნამდვილად შენი გასაკეთებელია, ღმერთი ვერ გააკეთებს




კახაბერ კურტანიძე.

პირველი ნაბიჯები
ჩვენი ოჯახი მაინცდამაინც დიდი ეკლესიურობით არ გამოირჩეოდა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან მე დავიბადე 1967 წელს. იმდროინდელი თაობა გაზრდილი იყო "სამამულო" ომში გამარჯვებული ქვეყნის იდეოლოგიითა და პროპაგანდით. სამოცდაათიან წლებში, "უძრაობის პერიოდში", ეკლესია მოიაზრებოდა კულტურულ-ისტორიულ ძეგლად. მას მხოლოდ ნაციონალურ-ისტორიული ასპექტით აფასებდნენ. სხვათა შორის, პატრიოტიზმი მაშინ მეტად ღვიოდა ქართველებში. მახსოვს, ბავშვობიდანვე მშობლებს ხშირად დავყავდით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. თითქმის მთელი საქართველო შემოვიარეთ. სადაც არ უნდა წავსულიყავით, მთასა თუ ბარში, ყველგან სალოცავები იდგა. სიყვარულით გვესაუბრებოდა მამაჩემი ტაძრებზე. იმ დროიდანვე შემოდიოდა ჩემში ერთგვარი განცდა ღმერთის არსებობისა, ეკლესიათა იდუმალი მშვენიერებისა... ახლა ჩემი მშობლები ამქვეყნად აღარ არიან..

вторник, 5 сентября 2017 г.

თინიკაშვილი, დავით – თეოდიცეა: ტანჯვის პრობლემა ქრისტიანულ თეოლოგიაში




„მთელი სამყაროს შეცნობაც არ ღირს იმად, რომ პატარა ბავშვი ცრემლს ღვრიდეს… ღმერთს კი არ უარვყოფ ალიოშა, მხოლოდ ბილეთს ვუბრუნებ მოწიწებით“.
ივანე კარამაზოვი 
„ადამიანს აქვს უფლება გამოთქვას პროტესტი, მაგრამ ეს მისი ბოლო სიტყვა არ უნდა იყოს“.
ჰანს კიუნგი 
„უკვე აღარ შეიძლება ბოროტებისა და სიკვდილის არსებობის გამო მხოლოდ მისი [ღმერთის] დადანაშაულება, რადგან თავადაც იტანჯა და მოკვდა“.
ალბერ კამიუ
წინასიტყვა
შეუძლია თუ არა რელიგიას დამაჯერებელი ნარატივი შესთავაზოს თანამედროვე ადამიანს სამყაროში ბოროტების არსებობასთან დაკავშირებით? შესაძლებელია თუ არა აღნიშნულ  საკითხზე რელიგიური მოძღვრების მიღება-გათავისება თანმიმდევრული ლოგიკური მსჯელობით? დასავლურ შუა საუკუნეებში სქოლასტიკური თეოლოგია სწორედ რაციონალური არგუმენტებითა და ლოგიკის დახმარებით ცდილობდა რელიგიური შინაარსების გადმოცემას. აღმოჩნდა თუ არა ეს ეფექტური ან საკმარისი სხვადასხვა თეოლოგიური საკითხების გააზრებისთვის?

пятница, 14 апреля 2017 г.

ალისტერ მაკგრეთი – ღმერთი, როგორც გამონაგონი?





პროფესორ მაკგრეთს სამი სადოქტორო ხარისხი აქვს ოქსფორდის უნივერსიტეტიდან:
1) მოლეკულურ ბიოფიზიკაში 
2) ინტელექტუალურ ისტორიაში
3) თეოლოგიაში 
ალისტერ მაკგრეთი მრავალი ნაშრომის ავტორი და თეიზმის ერთ–ერთი გავლენიანი აპოლოგეტია.
არის თუ არა ღმერთი რეალური არსება? იქნებ მისი არსებობის ჩვენეული შეგრძნება სხვა არაფერია თუ არა ჩვენში ფესვგადგმული იმედი, რათა ჩვენი სანუკვარი სურვილები აღსრულდეს? ღმერთი სინამდვილეში არსებობს, თუ ის ღამის სიზმრის მსგავსი ილუზიაა? ამ საკითხს ხანგრძლივი დებატები უკავშირდება დასავლურ ცივილიზაციაში. თუმცა, ბოლო ხანს, იდეამ, რომ ღმერთი ოდენ ადამიანური სურვილის განხორციელებაა, მეტი აქტუალობა შეიძინა, სულ უფრო ხშირად გამოიყენება რა ანტიქრისტიანულ პროპაგანდაში. ამ იდეას განსაკუთრებით ორი ავტორი უკავშირდება, ლუდვიგ ფოიერბახი (1804-1872) და ზიგმუნდ ფროიდი (1856-1939), რომელთა შეხედულებებსაც ქვემოთ განვიხილავთ და მათგან გამომდინარე დასკვნებსაც შევაფასებთ.

четверг, 9 марта 2017 г.

ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობები



გადაცემათა ციკლი "საღვთისმეტყველო საუბრები" თემა: "ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობი" საუბრობენ: ღვთისმეტყველების დოქტორი თემურ ბუაძე; საეკლესიო სამართლის სპეციალისტი ,თეოლოგი ლადო ნარსია

понедельник, 27 февраля 2017 г.

პოლიტიკური თეოლოგიის საეჭვო მემკვიდრეობის რაციონალური მნიშვნელობა



ავტორი:იურგენ ჰაბერმასი/მთარგმნელი:თორნიკე ჭუმბურიძე
მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის დემოკრატიულ კეთილდღეობის სახელმწიფოებში პოლიტიკას კვლავ შეეძლო, გეზი მიეცა ერთმანეთისგან დაშორებადი ქვესისტემებისთვის; კვლავაც ახერხებდა, გადაეწონა სოციალური დეზინტეგრაციისკენ მიმართული ტენდენციები. ამგვარად, „ჩანერგილი კაპიტალიზმის“ პირობებში, პოლიტიკა წარმატებით ართმევდა თავს ამ ამოცანას ერ-სახელმწიფოს ჩარჩოს შიგნით. დღეს, გლობალიზებული კაპიტალიზმის პირობებში, სოციალური ინტეგრაციის დაცვის პოლიტიკური შესაძლებლობები სახიფათოდ შეზღუდულია. ეკონომიკური გლობალიზაციის პროგრესთან ერთად, სოციალური მოდერნიზაციის სისტემების თეორისეული მონახაზი კიდევ უფრო მკვეთრ კონტურებს იძენს რეალობაში.

ქალისა და კაცის თანასწორობის საკითხი მართლმადიდებლური თეოლოგიის მიხედვით


ქრისტე და ცოდვილი ქალი. Creator: Lucas Cranach the Elder (1532). ფოტო აღებულია ვიკიპედიის გვერდიდან. Public Domain.


საეკლესიო პრაქტიკაზე დაკვირვების შედეგად მართლმადიდებელ სამყაროში ქალისა და კაცის თანასწორობის შესახებ გარკვეული კითხვები ჩნდება, რომლებიც პასუხებს ითხოვს. წინამდებარე სტატიის მიზანია, განიხილოს და გააანალიზოს მართლმადიდებლური თეოლოგიის ის ნაწილი, რომელიც ქალისა და კაცის თანასწორობის იდეას ეხმიანება და მხარს უჭერს.  თანასწორობის საკითხი სტატიაში განხილულია სახარების[1], წმინდა მამათა სწავლებისა და თანამედროვე მართლმადიდებელი თეოლოგების ნაშრომების მიხედვით, რომელთა ანალიზი ერთმნიშვნელოვნად ცხადყოფს, რომ სწორედ იესო ქრისტე იყო პირველი იმ ეპოქაში, ვინც ქალების მიმართ პატრიარქალური დამოკიდებულებებისა და წარმოდგენების გადაფასება დაიწყო, რაც სახარებისეულ ტექსტებშიც არაერთხელ დასტურდება. წარმოდგენილი პოზიტიური ხედვა, ცხადია, საპირისპირო ტექსტების არსებობასაც არ გამორიცხავს. მიუხედავად იმისა, რომ თანასწორობის იდეამ მართლმადიდებლურ დოგმატიკასა და სწავლებაში  აშკარად ჰპოვა  ასახვა, საეკლესიო პრაქტიკაში ჩამოყალიბდა გარკვეული დისკრიმინაციული მიდგომები, რომელთა მიზეზები, როგორც ჩანს, სხვადასხვა კონტექსტუალური ფაქტორებიდან იღებს სათავეს და დღევანდელ დღეს დისკრიმინაციულ ხასიათს იძენს[2]

воскресенье, 12 февраля 2017 г.

როგორ უნდა გვეცვას ტაძარში?! – რა წერია საეკლესიო სამართალში



მსოფლიო ისტორიას ახსოვს რამდენიმე საეკლესიო კრება, რომლებზეც ჩაცმულობის საკითხი წამოიჭრა. კრებებზე მიღებული კანონების თანახმად, მამაკაცს ეკრძალებოდა ქალის შესამოსლის ჩაცმა და პირიქით. ეს აკრძალვა დიდი სჯულის კანონშია შეტანილი და იმდენად ტაბუდადებულიც, რომ მასზე საუბარს და მითუმეტეს მსჯელობას, ხშირად ერიდებიან.

пятница, 10 февраля 2017 г.

ეკუმენიზმმებრძოლეობის შესახებ: ანტიეკუმენიზმი მართლმადიდებლურ თეოლოგიაში

პაულ ლადუსირი
ეკუმენიზმმებრძოლეობის შესახებ:
ანტიეკუმენიზმი მართლმადიდებლურთეოლოგიაში
წერილები გამოქვეყნდა ვებგვერდზეON ECUMENOCLASM: LET US PRAY?
ვებგვერდი შექმნილია ფორდჰემისუნივერსიტეტის (ნიუიორკიაშშმართლმადიდებლური თეოლოგიის კვლევისცენტრის მიერ

მაისისექტემბერი 2016

წინამდებარე ტექსტის ქართულ ენაზე თარგმნისინიციატორი თავად დოქტორი პაულ ლადუსირიამადლობა მას შემოთავაზებისთვისჩვენთვის პატივი იყო ამ ტექსტის ქართულ თარგმანზე მუშაობა, – დავით თინიკაშვილი.

четверг, 26 января 2017 г.

ისააკ ასური - ჭვრეტა გეენიის თემაზე


ისააკ ასური

ჭვრეტა გეენიის თემაზე, რამდენადაც შეიძლება ებოძოს ადამიანურ ბუნებას მადლი _ ჰქონდეს მოსაზრება ამ საიდუმლოსთან დაკავშირებით

вторник, 27 декабря 2016 г.

ადამის გნომიკური ნებისა და მისი არქიმანდრიტ რაფაელ კარელინის მიერ მცდარი გაგების შესახებ


პატივს ვცემთ რა არქიმანდრიტის პიროვნებას, ამავე დროს, წერილის სიტყვები უნდა გვახსოვდეს, რომ არავინ არის შეცდომისგან დაზღვეული, რადგან „ყოველი კაცი ცრუ არს“ (ფსალ. 115, 2), და მითუმეტეს, თუ ეს საღვთისმეტყველო ხასიათის შეცდომაა, სადაც ღვთისმეტყველების სიღრმეებში შეიძლება ძალიან ადვილად და შეუმჩნევლად მცდარ აზრებში გადასვლა. აღნიშნულის მაგალითები მრავლად მოგვეპოვება მსოფლიო ეკლესიის ისტორიაში. ადამის გნომიკური ნების შესახებ პატივცემული არქიმანდრიტი შემდეგს წერს:

пятница, 5 августа 2016 г.

რას ერჩის გიორგი ტიგინაშვილი დავით გიორგობიანს?!


წინამდებარე სტატია „ივერიონის“ ერთგულ ავტორს, თეოლოგსა და მწერალს გიორგი ტიგინაშვილს ეკუთვნის. შეიძლება ზოგიერთმა ტერმინმა ან შეფასებებმა მკითხველის მწვავე რეაქცია გამოიწვიოს, მაგრამ ვბეჭდავთ ყოველგვარი სარედაქციო ჩარევის გარეშე.


დანარჩენი თავად მკითხველმა განსაჯოს.

четверг, 28 июля 2016 г.

მიტრ. იოანე ზიზიულასი: „ჩვენ გვჭირდება თეოლოგი ეპისკოპოსები და თეოლოგი მღვდლები“



იოანე ზიზიულასი:  ზოგიერთ შემთხვევაში ეპისკოპოსები საჭიროებენ  თეოლოგების კრიტიკას 
2004 წლის 5-10 ოქტომბერს ქ. სოფიაში ჩატარდა უმაღლესი საღვთისმეტყველო სკოლებს შორის საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „მართლმადიდებლური ღვთისმეტყველება და თანამედროვე სამყარო “.

среда, 29 июня 2016 г.

გიორგი ტიგინაშვილი: თუ ასე გაგრძელდა, რუსეთის საეგზარქოსოდ გადაქცევა მოგვიწევს!



ეს სტატია, რომელიც დიდ და წმინდა კრებაზე საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის არწასვლას და იქიდან გამომდინარე შესაძლო შედეგებს ეხება, შეიძლება ბევრს საკამათოდ მოეჩვენოს, თუმცა, თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, ვბეჭდავთ უცვლელად.

пятница, 24 июня 2016 г.

თეოლოგი გოჩა ბარნოვი ე.წ. „შერეული ქორწინების“ შესახებ



რადგან მრავალი ჩემი მეგობარი და ნაცნობი, განსაკუთრებით სასულიერო პირები, მეკითხებიან შერეული ქორწინებების შესახებ, ამიტომ მოკლედ დავწერ:
IV საუკუნიდან მოყოლებული ეკლესიაში დოგმად მიჩნეულია ის განსაზღვრება, რომელიც მჭვრეტელობით ჭეშმარიტებას მიემართება, რასაც თავად ადამიანის გონება ვერ განსაზღვრავს. კირილე იერუსალიმელი ამბობს, რომ ღვთისმსახურება ორი ფორმით ვლინდებაო, ერთი დოგმებით და მეორე კეთილი საქმეებით (კატ. 4, 2 PG 33, 456). მაშასადამე, დოგმები საღვთო გამოცხადებითი ჭეშმარიტებაა. ამიტომაც მარადიული ძალმოსილება და ავტორიტეტი გააჩნიათ მათ, რაც მთელი საეკლესიო სავსების მიერ მათი აღიარებით გამოიხატება.

воскресенье, 19 июня 2016 г.

ვასილ კობახიძე -შერეული ქორწინებები მართლმადიდებლებსა და კათოლიკეებს შორის XI-XIV საუკუნეებში



სტატია ეხება ტრანსნაციონალურ ქორწინებებს. სტატიაში განხილულია: შერეული ქორწინების დეფინიცია, მისი ისტორიული წარსული და პერსპექტივა, პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.

ჯაში ზურაბ – მართლმადიდებელი ეკლესია თანამედროვე ფუნდამენტალიზმის გამოწვევების პირისპირ


Zurab Jashi was born on 7 July, 1978, in Tbilisi. In 2000 he entered Tbilisi Theological Academy. In 2008 he defended his diploma work on the theme: “Maximus the Confessor’s Theology of Scripture” and gained the qualification of teacher of theological disciplines. He gave the course in dogmatic theology at the Tbilisi Theological Academy and the Theological Institute during 2008-2009 academic year. Afterwards he did M.A. programme by research in history of theology in Greek tradition at the University of Durham and was awarded with higher degree for his thesis, “Theologia and Oikonomia: The Soteriological Ground of Gregory of Nazianzus’ Trinitarian Theology” in 2011. In the same year he was awarded with the scholarship of German Research Foundation for the participation in the interdisciplinary doctoral research training group “Religious Nonconformism and Cultural Dynamics” at the University of Leipzig. On 23 March, 2015 he submitted his doctoral dissertation “Challenging the Image of a Dominant God: Transformation of the Hellenistic Theology in the ‘Arian’ Controversy” and expects the defence in October of this year. Since 2005 onwards he works in the publishing house “New Iviron” (Georgia), which has published his translations of the works by the ancient church historians. He has also published several articles in Georgian as well as international peer-reviewed journals.  

გნოსეომაქია — უცოდინრობის ერესი



გავრცელებულია მოსაზრება, თითქოსდა მორწმუნე ადამიანს არ სჭირდება ცოდნა, რომლის არქონაც, ვითომცდა უხვად კომპენსირდება პირადი ღვთისმოსაობითა და მისტიური გამოცდილებით. მარტივად რომ ვთქვათ: საჭირო არ არის სწავლა, არც წმიდა წერილის გამოკვლევა, უბრალოდ, მცნებებით ცხოვრება საკმარისია და საჭიროების შემთხვევაში ღმერთი თავად გაგიცხადებს ყოველივე საჭიროს. ასეთ მოსაზრებებს ხშირად მოისმენთ მორწმუნე ადამიანებისგან. მაგრამ, შესაძლოა, მათ არ იციან, რომ ასეთი საუბრით ქადაგებენ ერესს, რომელიც ეკლესიამ მრავალი საუკუნის წინ განიხილა და უარყო.

пятница, 17 июня 2016 г.

საუბარი რელიგიაზე: კრეტის კრების მოვლენები და დიდი სქიზმის ახალი საფრთხე


მართლმადიდებელ ეკლესიათა ერთიანობის დემონსტრირებისთვის მოწვეული დიდი და წმიდა კრება, რომელიც საპირისპიროს მანიფესტაციად იქცა. ეკლესიების ნაწილი უარს ამბობს წავიდეს კრებაზე, რომლის მოწვევაზეც ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერეს. რას უქადის ისტორიული კრება ადგილობრივ ეკლესიებსა და უშუალოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას? ამ და სხვა თემებს თეოლოგ ლევან აბაშიძესთან ერთად მიმოვიხილავთ