ჯონ მაკნაუტონის (John McNaughton) ამ ნახატს ლათინურად ,,Via Dolorosa” ეწოდება, რაც „ მწუხარების გზას“ ნიშნავს. ეს ის გზაა, რომლითაც გოლგოთაზე ავიდა ქრისტე. სურათზე 100-ზე მეტი პერსონაჟია, რომელთა შორისაა მოციქულები, მმართველები (ჰიტლერი, ნაპოლეონი, ჰენრიხ მეშვიდე, სტალინი, ლენინი, ნერონი…), მეცნიერები (დარვინი, ნიუტონი…), მწერლები (ლევ ტოლსტოი, მარკ ტვენი, ლუისი…)
ადამიანი კოსტიუმში-თანამედროვე ქრისტიანია, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, დაიცავს თუ არა ის თავის რწმენას. მის ირგვლივ მყოფი ხალხი უყვირის, რა უნდა გააკეთოს. ის ხელს მაღლა წევს, რომ წარმოთქვას: „ გაჩუმდით, ვინაიდან მე ვიცი, რომ იესო – ღმერთის შვილია“.
სურათის აზრია: ადამიანს არ უნდა ეშინოდეს სიმართლის თქმის, თუნდაც ეს ნიშნავდეს იმას, რომ ის მარტოობაში დარჩება.
ავტორის ვებ-გვერდი
Комментариев нет:
Отправить комментарий