ძველშუმერული პერიოდი
ძვ.წ. III ათასწლეულის დასაწყისში კლასობრივი წინააღმდეგობის გაძლიერებამ შუამდინარეთში გამოიწვია პირველი არც თუ დიდი სახელმწიფოების ჩამოყალიბება. სხვებზე ადრე შუამდინარეთის სამხრეთში წარმოიქმნენ შუმერული ქალაქ-სახელმწიფოები ური, ურუქი, ლაგაში და სხვ. მოგვიანებით ეკონომიკური მიზეზებიდან გამომდინარე გაჩნდა უფრო მსხვილ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნებში გაერთიანების ტენდენცია, რაც ჩვეულებრივ სამხედრო ძალის დახმარებით ხორციელდებოდა.
ამ პერიოდის შუამდინარულ ხელოვნებაში წამყვან როლს ასრულებდა სასახლეებისა და სატაძრო არქიტექტურა, რომელიც სკულპტურებითა და კედლის მხატვრობით ირთვებოდა. ნაგებობების ძირითადი სამშენებლო მასალა იყო ალიზი. მონუმენტური არქიტექტურის კონსტრუქციული თავისებურება იყო ის, რომ ნაგებობებს აშენებდნენ ხელოვნურად ამაღლებულ პლატფორმებზე, რაც მათ წყალდიდობებისაგან იცავდა და ასევე შესაძლებელს ხდიდა მათ ყველა მხრიდან დათვალიერებას.
ძვ.წ. III ათასწლეულის შუმერული ქალაქების სატაძრო არქიტექტურაზე წარმოდგენას გვიქმნის ელ-ობეიდის ტაძრის (ძვ.წ. 2600 წ.) ნანგრევები. რეკონსტრუქციის თანახმად ტაძარი იდგა მაღალ პლატფორმაზე. შენობის გაფორმებაში პირველად გამოიყენეს მრგვალი ქანდაკება და რელიეფი. კედლის ზედა ნაწილი მორთული იყო სამი ფრიზით, რომლებიც გარკვეული მანძილით იყვნენ ერთმანეთისგან დაშორებულნი. ერთი მათგანი იყო ჰორელიეფური, სპილენძისგან შექმნილი მწოლიარე ხარების გამოსახულებით, ხოლო დანარჩენი ორი ბრტყელი შავ-თეთრი მოზაიკური რელიეფით. ერთ-ერთ ფრიზზე საკმაოდ ნათლად იყო გამოსახული სამეურნეო ცხოვრების სცენები.

დიდი ოსტატობითაა შესრულებული საკურთხევლის შესასვლელის თავზე განთავსებული სპილენძის ჰორელიეფი, რომელიც ზოგიერთ ადგილას მრგვალ ქანდაკებაში გადადის. მასზე გამოსახულია ლომისთავიანი არწივი, რომელსაც ბრჭყალებით ორი ირმის კუდი აქვს ჩაბღუჯული. ეს კომპოზიცია სავარაუდოდ ღვთაება ნინგირსუს ემბლემა უნდა ყოფილიყო.
რელიეფის ერთ-ერთი თავისებურებაა საკმაოდ მკვეთრი, სიმეტრიული ჰერალდიკური კომპოზიცია, რომელიც მოგვიანებით წინააზიური რელიეფის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი გახდა.
ძვ.წ. III ათასწლეულის ბოლოს შუამდინარეთში გაჩნდა ტაძრის კიდევ ერთი არქიტექტურული ტიპი, რომელიც &ქუოტ;ზიკურატის&ქუოტ; სახელით არის ცნობილი. ეს იყო საკულტო ნაგებობა. ერთმანეთზე დადგმული პარალელეპიპედებით ან წაკვეთილი პირამიდებით ამოყვანილი ალიზის კოშკი ინტერიერის გარეშე (გამონაკლისს წარმოადგენდა სულ ზედა ნაგებობა, რომელშიც სამლოცველო იყო განლაგებული). ზიკურატმა თანდათანობით მთავარი ტაძრის ფუნქციები შეიძინა და ძველ ეპოქაში საკულტო არქიტექტურის ყველაზე გავრცელებულ ძეგლად იქცა. ყველაზე კარგად შემონახულია ურის, ჩოგა-ზამბილესა და ბორსიპას ზიკურატები. ურის ზიკურათი შედგებოდა ერთმანეთზე დადგმული სამი წაკვეთილი პირამიდისაგან. ზედა, შედარებით დაბალი იარუსები ეყრდნობოდა უზარმაზარ, გეგმაში სწორკუთხა, 15 მ. სიმაღლის წაკვეთილ პირამიდას. დახრილი კედლები სწორკუთხა შვერილებითა და ნიშებით იყო დანაწევრებული, რის გამოც მძიმე შენობა სიმსუბუქეს იძენდა. ზიკურატის ტერასები ერთმანეთთან განიერი კიბეებით იყო დაკავშირებული. ალიზის იარუსებს სხვადასხვაფრად ღებავდნენ: ქვედა შავად იყო შეღებილი, მომდვნო - წითლად და ზედა - თეთრად. მოგვიანებით, როცა შვიდსართულიანი ზიკურატების აგება დაიწყეს, პალიტრას ყვითელი და ცისფერი დაემატა.
ძვ.წ. III ათასწლეულის შუა ხანებიდან შუამდინარეთის მმართველები იწყებენ სასახლეების შენებას შიდა ეზოებით და ზოგჯერ სასახლეს ზღუდესაც ავლებენ. ამგვარი ტიპის სასახლეა ქიშის ე.წ. &ქუოტ;სასახლე A&ქუოტ;, რომელიც შუმერულ არქიტექტურაში საერო ნაგებობისა და ციხე-სიმაგრის გაერთიანების პირველ ცდას წარმოადგენს.
შუმერთა ხელოვნების ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია ურუქის ქალღმერთის არაჩვეულებრივად მეტყველი და მშვენიერი სკულპტურული თავი, რომელშიც კარგად არის შერწყმული ტრადიციული ნორმები და თავისუფალი, შემთხვევით მიგნებული ხერხები. ადრეშუმერული ხანის ხელოვნებაში ქანდაკება, და მითუმეტეს მონუმენტური ქანდაკება არ გვხვდება. ამ პერიოდში ცნობილია მხოლოდ მცირე პლასტიკა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ცხოველთა გამოსახულებები.
შუმერული პერიოდის რელიეფის საუკეთესო ნიმუშია მეფე ეანატუმის სტელა, რომელიც ცნობილია ასევე, როგორც &ქუოტ;ძერების სტელა&ქუოტ; (ძვ.წ. XXV ს.). ის შექმნილია ქალაქ ლაგაშის მმართველის ეანატუმის გამარჯვების აღსანიშნავად მეზობელი ქალაქის მმართველზე. სტელა შემონახულია ნამტვრევებად, თუმცა ისინი მაინც გვაძლევენ საშუალებას განვსაზღვროთ შუმერული მონუმენტური რელიეფის ძირითადი პრინციპები. გამოსახულება დაყოფილია ჰორიზონტალურ რიგებად. ამ ზოლებზე გადაშლილი ცალკეული, ხშირად სხვადასხვა დროს განვითარებული მოვლენები და ვიზუალურ წარმოდგენას გვიქმნიან მომხდარ ამბებზე. ჩვეულებრივ ყველა გამოსახული ფიგურის თავი ერთ დონეზეა განლაგებული. ერთადერთ გამონაკლისს მეფისა და ღვთაების გამოსახულება წარმოადგენს, რომელთა ფიგურები ყოველთვის მნიშვნელოვნად უფრო დიდი მასშტაბებით სრულდებოდა. ამ ხერხით ხაზი ესმებოდა გამოსახულთა სოციალურ უთანასწორობას და ასევე იკვეთებოდა კომპოზიციის წამყვანი ფიგურა. ადამიანთა ფიგურები აბსოლუტურად ერთნაირები, სტატიკურები არიან, მათი პოზა პირობითია: თავი და ფეხები პროფილშია, თვალები და მხრები კი ფასში. შესაძლებელია, რომ ისევე როგორც ეგვიპტურ რელიეფში, აქაც ეს ხერხი იმისთვისაა, რომ ადამიანის სხეული ყველა მხრიდან კარგად დავინახოთ. &ქუოტ;ძერების სტელის&ქუოტ; წინა მხარეს გამოსახულია ქალაქ ლაგაშის მთავარი ღმერთის დიდი ფიგურა, რომელსაც უჭირავს ეანატუმის მტრებზე შემოხვეული ბადე. სტელის მეორე მხარეს გამოსახულია ეანატუმი თავის მეომრებთან ერთად, რომლებიც მიაბიჯებენ მტრების გვამებზე. სტელის ერთ-ერთ ნატეხზე გაფრენილ ძერებს მიაქვთ მტრის მებრძოლთა მოჭრილი თავები. სტელაზე ამოტვიფრული წარწერა მოგვითხრობს გამოსახულების შინაარსს: აღწერს ლაგაშელების გამარჯვებას და აღნიშნავს, რომ დამარცხებულებს მათ ხარკი დააკისრეს.
აქადური პერიოდი
ძვ.წ. III ათასწლეულის II ნახევარში შუამდინარეთში მთელი რიგი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძვრები მოხდა. ძვ.წ. XXIV ს-ში აღზევდა სემიტური ქალაქი აქადი, რომელმაც თავისი ძალაუფლების ქვეშ გააერთიანა შუამდინარეთის დიდი ნაწილი. მართალია აქადური ხელოვნების ძეგლები მცირე რაოდენობით არის შემორჩენილი, მაგრამ იდეოლოგიურად, ფორმით, კომპოზიციურად და სტილისტურად საკმაოდ განსხვავდება ადრეული პერიოდის შუმერული ძეგლებისაგან. აქადის სამეფოს ხელოვნებაში (ძვ.წ. XXIV-XXIII სს.) განვითარდა რეალისტური ტენდენციები. ამ პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწარმოებია მეფე ნარამსინის გამარჯვებისადმი მიძღვნილი სტელა, რომელზეც ასახულია აქადელების გამარჯვება მთიელ ტომებზე - ლულუბეელებზე. ეს სტელაც შუმერული სტელის მსგავსად ქვემოდან ზემოთ იკითხება, მაგრამ ფენებად აღარ არის დაყოფილი. კომპოზიცია სპირალურად არის აგებული - ნარამსინის მომხრეები მთაზე ადიან. მხატვარი წარმატებით იყენებს კომპოზიციის დიაგონალური აგების წესს და ამით მოძრაობისა და სივრცის შთაბეჭდილებას ქმნის. უფსკრულის ძირში მოჩანს დახოცილი გვამები. რამდენიმე ფიგურა ჰაერშია გამოსახული, მიწაზე დაცემის მომენტში. კომპოზიციის ცენტრს წარმოადგენს მეფე ნარამსინის დიდი ფიგურა თავისი ყველა ღვთაებრივი სიმბოლოთი. მეფის წინ ორი ფიგურა ჩანს - ერთი ლულუბეი, რომელიც ცდილობს ნარამსინის მიერ ყელში ნასროლი შუბის ამოღებას და მეორე, რომელიც შეწყალებას თხოულობს მეფისგან. კომპოზიცია საოცრად დინამიკურია. იგი ბრწყინვალედ არის დამუშავებული. ცარიელი და შევსებული სივრცე კარგად ენაცვლება ერთმანეთს. ახლებურ ნიშნებს იძენს ასევე მრგვალი ქანდაკებაც, რომლის მაგალითიცაა ნინევიაში ნაპოვნი სპილენძის სკულპტურული თავი, რომელსაც პირობითად სარგონ I-ის თავს უწოდებენ. სახის გადმოცემის მძაფრი რეალისტური ძალა, რომელსაც მინიჭებული აქვს ცოცხალი, გამომსახველობითი ნიშნები, დაკვირვებით შესრულებული მდიდრული მუზარადი, გაბედული და ამავე დროს ფაქიზი შესრულება აახლოვებს ამ ნაწარმოებს იმ აქადელი ოსტატების შემოქმედებასთან, რომლებმაც ნარამსინის სტელა შექმნეს.
აქადური პერიოდის საბეჭდავებში ერთ-ერთ ძირითად სიუჟეტად რჩება გილგამეში და მისი საგმირო საქმეები. ამ მინიატურული რელიეფების ხასიათს იგივე ნიშნები განსაზღვრავენ, რომლებიც გამოკვეთილად ჩანდა მონუმენტურ რელიეფზე. აქადელი ოსტატები არ ამბობენ უარს ფიგურების სიმეტრიულ განლაგებაზე და ამით კომპოზიციაში სიზუსტე და სიცხადე შეაქვთ, ისწრაფვიან მოძრაობის უფრო ბუნებრივად გადმოცემისაკენ. ადამიანებისა და ცხოველების სხეულები მოცულობითადაა გადმოცემული, ხაზგასმულია მუსკულატურა. კომპოზიციაში ასევე პეიზაჟის ელემენტებიცაა შემოტანილი. აქადური ხელოვნება სხვებისაგან გამოირჩევა შინაგანი ექსპრესიითა და დინამიკურობით. სწორედ ეს ტენდენციები იკვეთება აქადის დინასტიის პერიოდის ოსტატების საუკეთესო ნამუშევრებში.

ახალშუმერული პერიოდი
ძვ.წ. XXIII-XII სს-ებში შუამდინარეთს თავს დაესხნენ გუტიელთა მთიელი ტომები, რომლებმაც დაიპყრეს აქადის სამეფო. გუტიელი მეფეების მმართველობა დაახლოებით ერთ საუკუნეს გაგრძელდა. სხვებზე ნაკლებად დაპყრობებისგან შუმერთა სამხრეთი ქალაქები დაზარალდა. ახალ აყვავებას (რომელიც საგარეო ვაჭრობის განვითარებას ეფუძნებოდა) განიცდის ზოგიერთი ძველი საქალაქო ცენტრი, განსაკუთრებით ლაგაში, რომლის მმართველმა გუდეამ, როგოგორც ჩანს, შეინარჩუნა გარკვეული დამოუკიდებლობა. სხვა ხალხებთან ურთიერთობამ და მათი კულტურის გაცნობამ დიდი მნიშვნელობა იქონია ამ პერიოდის ხელოვნების განვითარებაზე. ამას ადასტურებს ხელოვნების და ლიტერატურის ძეგლები. გუდეამ სახელი განსაკუთრებით გაითქვა თავისი მშენებლობებითა და ძველი ნაგებობების აღდგენაზე ზრუნვით. თუმცაღა ამ პერიოდის არქიტექტურული ძეგლები ჩვენამდე ძალიან მცირე რაოდენობითაა მოღწეული. გუდეას პერიოდის მხატვრული კულტურის მაღალ დონეს ყველაზე კარგად მონუმენტური სკულპტურა ადასტურებს. შემონახულია გუდეას ქანდაკებები, რომლებიც შესანიშნავია თავიანთი შესრულების ტექნიკით. მათი უმრავლესობა ღვთაებისადმი იყო მიძღვნილი და ტაძრებში იდგა. სწორედ ამით იხსნება მათი ტრადიციული სტატიკურობა და კანონიკური პირობითობის ნიშნები. მათთან ერთად გუდეას ქანდაკებებში გარკვევით ჩანს შუმერულ ხელოვნებაში მომხდარი დიდი ცვლილებები.
გუდეას ჩვენამდე მოღწეული ქანდაკებებიდან საუკეთესოზე ის მჯდომარეა გამოსახული. ამ ქანდაკებაში ძალიან მკვეთრად ჩანს შუმერო-აქადური ხელოვნებისთვის ჩვეული ქვის ბლოკის დაუნაწევრებლობის შერწყმა შიშველი სხეულის ნაზ მოდელირებასა და ტანსაცმლის ნაკეცების გამოხატვის პირველ, თუმცა გაუბედავ მცდელობასთან. ფიგურის ქვედა ნაწილი სკამთან ერთად, ერთიან ქვის ბლოკს ქმნის. ქანდაკების ზედა ნაწილი მშვენივრადაა აგებული. კარგადაა მოდელირებული გუდეას მხრები, მკერდი და ხელები. შიშველი სხეულისა და ტანსაცმლის ნაკეცების გადმოცემა ადასტურებს ბევრად უფრო განვითარებულ პლასტიკის გრძნობას, ვიდრე ეს ადრე იყო და ასევე სკულპტორების სერიოზულ ოსტატობას.
განსაკუთრებით შესანიშნავია გუდეას ქანდაკებათა თავები. სახის აგებაში ჩნდება პორტრეტული ნიშნების გადმოცემისკენ მისწრაფება. ხაზგასმულია გამოწეული ყვრიმალები, ხშირი წარბები, ოთხკუთხედი ნიკაპი შუაში ჩაღრმავებით. თუმცაღა მთლიანობაში ახალგაზრდა გუდეას ძლიერი და ნებისყოფით აღსავსე სახე განზოგადებულადაა გადმოცემული.
გუტიელების გაგდების შემდეგ, ძვ.წ. 2132 წ. შუამდინარეთზე ძალაუფლებას იღებს ქალაქი ური, სადაც ამ დროს მმართველობის სათავეშია ურის III დინასტია. აქადის შემდეგ ური გამოდის შუამდინარეთის ახალი გამაერთიანებლის როლში და აყალიბებს ძლიერ შუმერო-აქადურ სახელმწიფოს, რომელსაც პრეტენზია აქვს მსოფლიო სახელმწიფოობაზე.
სავარაუდოდ, გუდეასა და ურის III დინასტიის მმართველობის მიჯნაზეა შესრულებული ხელოვნების ისეთი მშვენიერი ნაწარმოები, როგორიცაა ქალის თეთრი მარამრილოსგან გამოქანდაკებული თავი, რომელშიც ცხადად ჩანს სკულპტორის მისწრაფება სინატიფისაკენ, ფორმების პლასტიკური და რბილი გადმოცემისაკენ. ნაზი სილამაზით სავსე სახე ცისფერი თვალების მეტყველი მზერით შუმერული ხელოვნების უმაღლესი გამოვლინებაა.

Комментариев нет:
Отправить комментарий