იუნესკოს მსოფლიო საგანძურის კომიტეტმა, რომელიც დოჰაში (კატარი) შეიკრიბა, შოვეს მღვიმე (Chauvet, საფრანგეთი) ცნო კაცობრიობის მსოფლიო საგანძურად. ის 7 წლის განმავლობაში იყო წარდგენილი კანდიდატად .
მდინარე არდეშის ყურეში განთავსებული ეს არაჩვეულებრივი ნამარხი დღესდღეობით ცნობილ მოხატულ მღვიმეთაგან უძველესია. ის გახდა მსოფლიო 1001 საგანძურიდან უძველესი. ნახატები,რომლებიც ამ მღვიმეშია შემორჩენილი, 36000 წლისაა, ორჯერ უფრო ძველი, ვიდრე ლასკოს მღვიმის ნახატები დორდონში, რომელიც 1940 წელს აღმოაჩინეს და 1979 წლიდან უკვე ჩაწერილია იუნესკოში.
მაგრამ ლასკოს მღვიმისაგან განსხვავებით, რომელმაც ტურიზმისაგან ბევრი ზიანი მიიღო, შოვეს მღვიმე არასოდეს გაუხსნიათ საჯაროდ მისივე დაცვის მოტივით. მისი ხელოვნება განსაკუთრებულად არის შენარჩუნებული მის შესასვლელში არსებული 22 000 წლის წინანდელი ჩამონაშალის წყალობით.
Комментариев нет:
Отправить комментарий