Показаны сообщения с ярлыком საზოგადოება. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком საზოგადოება. Показать все сообщения

вторник, 7 августа 2018 г.

წერილები კათოლიკოს პატრიარქს



მიტროპოლიტი შიო ავალიშვილი (1909-1991)

დაიბადა 1909 წელს ხარაგაულში. ბავშვობა გაატარა ამავე რაიონის სოფელ ხორითში. 1924 წელს, 15 წლის ასაკში გახდა ზესტაფონის სისხლიანი მოვლენების მომსწრე. 1926-1927 წლებში შეუერთდა ქართველ სოციალ-დემოკრატებს. შემდგომში არ გაწევრიანებულა არც ერთ პარტიასა თუ დაჯგუფებაში. 1928-1929 წლებში გაიარა სასკოლო პროგრამა. 1929 წლის ზაფხულში დააპატიმრეს და გადაასახლეს ციმბირში. 30-იან წლების შუა ხანებში დაბრუნდა საქართველოში. ამავე პერიოდში გაიქცა ირანში, რადგან დახვრეტა ემუქრებოდა.

пятница, 16 февраля 2018 г.

წმინდა ომი დასავლეთსა და ბიზანტიაში





სრული სათაური: “რამდენად უცხო იყო ბიზანტიისთვის წმინდა ომის დასავლური იდეა?” [1]


დავით თინიკაშვილი


შესავალი
საქართველოს ისტორია ყველასთვის კარგად ცნობილ ერთ მაგალითს გვთავაზობს, როდესაც ათონის წმინდა მთის ქართველმა ბერმა იოანემ (ერისკაცობაში, თორნიკე ერისთავი) 978 წელს იარაღი აიღო ხელში, რათა მეფე დავით კურაპალატის თხოვნით აჯანყებული სარდლის, ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ ებრძოლა და ამით დახმარება აღმოეჩინა ბიზანტიის ახალგაზრდა იმპერატორებისთვის, ბასილი მეორისა და კონსტანტინე მერვისთვის[2]. იოანე თორნიკ-ყოფილმა, რომელიც ბერად დაახლ. 970 წელს ოშკის მონასტერში[3] აკურთხეს, ამ სამხედრო კამპანიას წარმატებით უხელმძღვანელა. მაგრამ როგორ არის შესაძლებელი მონაზვნური ცხოვრების წესისა და შეიარაღებული ბრძოლის ერთმანეთთან შეთავსება? როგორც მკვლევარი როზემარი მორისი შენიშნავს, ქართველი ბერის ეს მაგალითი “გვიჩვენებს, რომ როდესაც იმპერიის ინტერესები რისკის ქვეშ დგება, ამ დროს მონაზვნურ აღთქმებსაც კი არ აქვს აბსოლუტური ღირებულება”[4].

среда, 11 октября 2017 г.

რაც არ უნდა რწმენა და ღმერთის მადლი გქონდეს, იმას, რაც ნამდვილად შენი გასაკეთებელია, ღმერთი ვერ გააკეთებს




კახაბერ კურტანიძე.

პირველი ნაბიჯები
ჩვენი ოჯახი მაინცდამაინც დიდი ეკლესიურობით არ გამოირჩეოდა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან მე დავიბადე 1967 წელს. იმდროინდელი თაობა გაზრდილი იყო "სამამულო" ომში გამარჯვებული ქვეყნის იდეოლოგიითა და პროპაგანდით. სამოცდაათიან წლებში, "უძრაობის პერიოდში", ეკლესია მოიაზრებოდა კულტურულ-ისტორიულ ძეგლად. მას მხოლოდ ნაციონალურ-ისტორიული ასპექტით აფასებდნენ. სხვათა შორის, პატრიოტიზმი მაშინ მეტად ღვიოდა ქართველებში. მახსოვს, ბავშვობიდანვე მშობლებს ხშირად დავყავდით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. თითქმის მთელი საქართველო შემოვიარეთ. სადაც არ უნდა წავსულიყავით, მთასა თუ ბარში, ყველგან სალოცავები იდგა. სიყვარულით გვესაუბრებოდა მამაჩემი ტაძრებზე. იმ დროიდანვე შემოდიოდა ჩემში ერთგვარი განცდა ღმერთის არსებობისა, ეკლესიათა იდუმალი მშვენიერებისა... ახლა ჩემი მშობლები ამქვეყნად აღარ არიან..

пятница, 7 июля 2017 г.

პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე: ბერმონაზონობის უმეტესობამ უღალატა თავის პირდაპირ დანიშნულებას



სიტყვა ყოვლადსამღვდელო ალექსანდრეს გარდაცვალების გამო


     მეუფეო წმიდაო! ეს უამრავი ხალხი, რომელიც გარს ახვევია ჯერ კიდევ გაუციებელს შენს ცხედარს და მოელის შენგან უკანასკნელს ლოცვა-კურთხევას, შეუკრებია აქ ნათელსა  საქმეთა შენთა კეთილთა, რომელთა შენს სიცოცხლეს უხვად სთესდი, მწყემსო კეთილო! მაგრამ ამა საქმეთა ჩამოთვლით მე არა მსურს შენი შეწუხება: შენ არ გიყვარდა შენს საქმეებზე ლაპარაკი. მე ვკადნიერდები და მოვაგონებ შენს პატივსცემელთ ერთს მხარეს შენის მოღვაწეობისას, სახელდობრ, – შენს ზრუნვას ბერმონაზონობის განახლებისათვის ჩვენში…

вторник, 13 июня 2017 г.

კატინის​ ​ტრაგედიის​ ​გაყალბების​ ​მცდელობა





რუსი პუბლიცისტის, ნიკოლაი სტარიკოვის მიერ საკუთარ ვებ-გვერდზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ 2012 წელს გამოაქვეყნებული მასალა სოციალურ ქსელებში აქტიური განხილვის საგანი ახლაც არის. სტარიკოვის თანახმად, ევროსასამართლომ (ECHR) 1940 წლის კატინის ტრაგედიის გამოძიებაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა და ყალბად სცნო ყველა დოკუმენტი, რომელიც სტალინს კატინის ტრაგედიის მოწყობასა და პოლონელი ოფიცრების სიკვდილში ადანაშაულებდა. სტარიკოვი ასევე ამტკიცებს იმასაც, რომ კატინის ტრაგედიის ავტორები არა რუსები, არამედ გერმანელები არიან. სტარიკოვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არც ვროსასამართლოს ოფიციალურ გადაწყვეტილებაზეა მითითება და არც გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე.

четверг, 20 апреля 2017 г.

მონაზონი სიდონია - ეკლესია უმომავლოა რეფორმის გარეშე



როგორ შეაფასებდით ეკლესიაში დღეს მიმდინარე პროცესებსმეტწილადსისტემური ანალიზი რომ მოახდინოთ - რა სახის კრიზისია დღეს ეკლესიაში და რასისტემურმა მიზეზებმა განაპირობა ის?
პირველ რიგში, როდესაც ეკლესიაში მიმდინარე პროცესებზე ვსაუბრობ, ამას  ჩემი ქრისტიანული მოვალეობიდან გამომდინარე, კეთილისმყოფელისა და ეკლესიის სხეულის განუყოფელი ნაწილის, მისი მსახურის განზრახულობით ვაკეთებ. დღეს ვისაუბრებ იმაზე, რაზეც გული შემტკივა და რასაც ჩემი ფიქრების და ემოციების დიდი ნაწილი მიაქვს. როდესაც ეკლესიაზე ვსაუბრობ, მის ღვთაებრივ, ქრისტეს სხეულს არ ვგულისხმობ და არსებითად მის სოციალურ და პოლიტიკურ განზომილებაზე ვლაპარაკობ. სამწუხაროდ, ეკლესიაში კრიზისი ნამდვილად არის და ჩვენი ქვეყნის ისტორიული განვითარებისა და პოლიტიკური კრიზისების გათვალისწინებით,  ეს პროცესი კანონზომიერი და გარდაუვალიცაა. ამის მიუხედავად, ჩემი მოლოდინი ერთგვარად მაინც ოპტიმისტურია.

суббота, 25 марта 2017 г.

საქ. ეკლესიის განთავისუფლებაზე (ნიკიტა თალაქვაძის დღიურიდან)



ერთმა ჯგუფმა: ეპ. ანტონიმ (გიორგაძე), დეკ. ნ. თალაქვაძემ, თედო სახოკიამ, სოსიკო მერკვილაძემ, დეკ. ვ. კარბელაშვილის, იპ. ვართაგავას, პ. ბარათაშვილის მონაწილეობით, შექმნა `12 მარტის აქტი~ მცხეთაში. ამ `აქტის~ მოგვარება განსაკუთრებით დამუშავდა დეკ. თალაქვაძის ბინაზე, სადაც 8 მარტს მოწვეულ იქნა თათბირზე ნოე ჟორდანია _ ის მოიყვანა სოსიკო მერკვილაძემ; მოვიდა დარიის მონასტრიდან ანტონ ეპისკოპოზი. ამ მცირე კრებაზე მივიღეთ ნ. ჟორდანიასაგან პოლიტიკური დირექტივები ეკლესიის დამოუკიდებლობის გამოცხადების საქმეში.

четверг, 23 марта 2017 г.

ნოტიო ლოლუა – განმანათლებელი, რომელიც ქალებს დამოუკიდებლად ცხოვრებას ასწავლიდა




ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში რამდენიმე ნაქარგობა ინახება, რომელიც ნოტიო ლოლუას ქალთა სკოლა-პანსიონის მოსწავლეების შესრულებული უნდა იყოს. მუზეუმში დაცული ეს ნივთები და ჟურნალ-გაზეთებში გაბნეული ინფორმაცია მოგვითხრობს მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრებ ქალ განმანათლებელ, ნატო, იგივე ნოტიო, ლოლუას შესახებ.
ნოტიო ლოლუას შესახებ ინფორმაციის მოგროვება 2015 წლიდან დაიწყეს. პროექტ  “ინიციატივა ცვლილებებისათვის” ფარგლებში, როდესაც მეცხრამეტე საუკუნესა და მეოცე საუკუნის პირველ მეოთხედამდე – საქართველოს ოკუპაციამდე, პერიოდში არსებულ სათემო ორგანიზებისა და თვითინიციატივების წარსული გამოცდილების შესახებ ცნობებს აგროვებდნენ.

вторник, 14 марта 2017 г.

მეუფე პეტრე: სინოდის განჩინება მიკერძოებული, უსამართლო და ცილისმწამებლურია


ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა პატრიარქს, წმიდა სინოდის წევრებს და სინოდის მდივანს საგანგებო წერილით მიმართავს. მეუფე პეტრეს პასუხი ეპარქიამ გამოაქვეყნა. მეუფე პეტრე სინოდის სხდომას მიკერძოებულს უწოდებს. ამასთან, ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ცილისწამებად აფასებს სინოდის განჩინებას, რომ მისი განცხადებები ეკლესიის დისკრედიტაციას ემსახურებოდა.

"მესმის, მძიმე იყო ჯვარი ამა წლის 9 მარტს გამართული წმინდა სინოდის სხდომისა, სინოდის სხდომაზე, რომელიც სამწუხაროდ, აღმოჩნდა მიკერძოებული სამართლით, ისევე როგორც საქართველოს ეკლესიის მრავალრიცხოვანი მრევლისა და მორწმუნე საზოგადოებისთვის, ასევე ჩემი სიმდაბლისთვისაც.

вторник, 7 марта 2017 г.

მამა თეოდორე ჩიხლაძე




 1984 წლის 2 თებერვალს კარზე უთენია დააკაკუნეს... მამა თეოდორე სიცხიანი იწვა, მის პატარა გოგონასაც სიცხე ჰქონდა... ბავშვს მათი შემოსვლის ზუსტი დრო იმიტომ დაამახსოვრდა, რომ რადიოთი საბჭოთა კავშირის ჰიმნს გადმოსცემდნენ...მოსულებმა პირადობის მოწმობები და რაღაც ორდერი დიასახლისს კართანვე თვალწინ აუფრიალეს...ქალბატონ ქეთევანს, მღვდელმონაზონ თეოდორე ჩიხლაძის დედას, დაამახსოვრდა ერთ-ერთის გვარი _ კუდაშოვი და ისიც, რომ მოსულებს თავად შეუძღვა შვილის ოთახში...მამა თეოდორე მათი შემოსვლისთანავე წამოდგა, მაღალი სიცხის მიუხედავად, სწრაფად შეიმოსა და აუცილებელი ნივთების ჩალაგებას მშვიდად შეუდგა, თან თვალებით შვილს ეძებდა...მამის წასვლას მხოლოდ შვილი შეესწრო, რადგან ქალბატონ ქეთევანს უთხრეს, ბინის ჩხრეკას რამდენიმე მეზობელი უნდა დაესწროს და მოიყვანეთო. დაბრუნებულ დედას თემური (მამა თეოდორეს საერო სახელი, _ ავტ.) შინ აღარ დახვედრია.სანამ ბინას ჩხრეკდნენ, მამა-შვილი ტახტზე ხელიხელჩაკიდებული ისხდა... მერე ითხოვა, _ შვილთან პირისპირ გამომშვიდობება მაცალეთო, თავზე ხელები დაადო, ჯვარი გადასახა და უთხრა: _ `გაუმართლებელია, ან კეისარი იყო, ან _ არაფერი, უბრალოდ, იყავი ვინმე მათ შორისო...~ მცირე პაუზის შემდეგ თვალებში ჩახედა, თავზე ხელები მოუჭირა და დააყოლა: ეკა-უკა, გეხვეწები, ჩემს ნაცვლადაც გაუფრთხილდი თავსო, გულში ჩაიხუტა, თვალი ჩაუკრა და ისე ამაყად წავიდა, ბორკილების დადება ვეღარავინ გაუბედა.

пятница, 3 марта 2017 г.

ცოდნით გაცემული ქველმოქმედება





სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში ბვერ ადამიანს აქვს დაკარგული იმედი და მომავლის რწმენა. ისინი იტანჯებიან, ყოველდღიურად განიცდიან დეგრადაციას, ყოველი ახალი დღე მათ რაღაცას ართმევს. საბედნიეროდ, არიან ადამიანები, რომლებმაც მიაღწიეს გარკვეულ წარმატებას და სოციალურ კეთილდღეობას თავიან ცხოვრებაში. 
თუ ჩვენ დღეს კარგად ვგრძნობთ თავს, ვახერხებთ საკუთარი თავის სტიმულირებას, მოტივაციას, გვაქვს ბედნიერების შეგრძნება, შეგვიძლია ჩვენი დროის პატარა ნაწილი გარკვეული პერიოდულობით დავუთმოთ იმ ადამიანებს, ვისაც ნამდვილად სჭირებათ რეალური სტიმული, თანადგომა, მოტივაცია, როცა მათთვის ერთჯერადი სოციალური დახმარება სულაც არ არის კეთილდღეობის გარანტია და იმედი მომავლის! 

ჰენრი ფორდი ხელფასისა და ქველმოქმედების შესახებ



Ford Motor Company-ს დამაარსებლის ჰენრი ფორდი წიგნი „ჩემი ცხოვრება და მუშაობა“, დღემდე აქტუალური ნაშრომია ბიზნესისა და ზოგადად, ეკონომიკის განვითარების სფეროში. ამ პოსტში წაიკითხავთ მის მოსაზრებებს ხელფასისა და ქველმოქმედების შესახებ. 

воскресенье, 12 февраля 2017 г.

როგორ უნდა გვეცვას ტაძარში?! – რა წერია საეკლესიო სამართალში



მსოფლიო ისტორიას ახსოვს რამდენიმე საეკლესიო კრება, რომლებზეც ჩაცმულობის საკითხი წამოიჭრა. კრებებზე მიღებული კანონების თანახმად, მამაკაცს ეკრძალებოდა ქალის შესამოსლის ჩაცმა და პირიქით. ეს აკრძალვა დიდი სჯულის კანონშია შეტანილი და იმდენად ტაბუდადებულიც, რომ მასზე საუბარს და მითუმეტეს მსჯელობას, ხშირად ერიდებიან.

воскресенье, 15 января 2017 г.

ათონური გარდამოცემების კრიტიკა


ეპისკოპოსი პორფირი (უსპენსკი) – რუსი აღმოსავლეთმცოდნე, ბიზანტიოლოგი და არქეოლოგი; ცნობილია აგრეთვე, როგორც დაუცხრომელი კრიტიკოსი ათონის პოპულარულ ისტორიაში არსებული არასანდო ფაქტებისა. ის ერთ-ერთი პირველი რუს მეცნიერთაგანი იყო, რომელმაც ათონის მონასტრების არქივებში შეაღწია და ბერძნული და სლავური სავანეების ძველ აქტებს გაეცნო. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, დეკანოზი ალექსი მარჩენკო აანალიზებს ეპისკოპოსის მიერ გამოყენებულ კვლევის კრიტიკულ მეთოდს.

воскресенье, 18 декабря 2016 г.

„სადილი მდიდართათვის“ – სულისშემძვრელი საახალწლო ამბავი 90-იანი წლების თბილისიდან


ინტერნეტში ვრცელდება თამაზ ალავიძის მიერ დაწერილი ამბავი, რომელიც 1997 წლის მიწურულს თბილისში მოხდა და რომელიც გულგრილს ვერც ერთ მკითხველს ვერ დატოვებს. გთავაზობთ გავრცელებულ პოსტს:
„სადილი მდიდართათვის…

четверг, 10 ноября 2016 г.

დეზინფორმაცია - სამამულო ომის შემდეგ სტალინმა 22 000 ეკლესია ააშენა; საქმიანი დილა


დეზინფორმაცია - სამამულო ომის შემდეგ სტალინმა 22 000 ეკლესია ააშენა

среда, 9 ноября 2016 г.

რა არის ალტრუიზმი და არსებობს თუ არა ის სინამდვილეში?



რა უბიძგებს ადამიანებს სხვების დასახმარებლად საკუთარი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა საფრთხის ქვეშ დააყენონ? რა არის ის, რაც მათ შთააგონებს, დათმონ დრო და ენერგია, გაიღონ თანხები სხვების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად მაშინ, როდესაც რეალურად არაფერს იღებენ ამის სანაცვლოდ? ალტრუიზმი გულისხმობს უანგარო მზრუნველობას სხვების მიმართ, მოქმედებებს, რომლებიც უბრალოდ დახმარების სურვილიდან გამომდინარეობს და არა ვალდებულებებიდან ან რელიგიური შეხედულებებიდან.

суббота, 5 ноября 2016 г.

ქველმოქმედება და სტერეოტიპები




როგორია ქართული ქველმოქმედება და რამდენად მგრძნობიარეა ქართველი მილიონერი სხვისი პრობლემების მიმართ? – ამ თემაზე „ბათუმელებთან“ ფსიქოლოგმა თამარ ხუბულავამ ისაუბრა.  

пятница, 14 октября 2016 г.

ფილანთროპია სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობისათვის



თინა ყიფშიძე
01 ივლისი 2013

ფილანთროპიისქველმოქმედებისა და საზოგადოებრივი პარტნიორობის შესახებ“ კანონპროექტირომელიც ახლა მზადდება,  ხელს შეუწყობს სახელმწიფოში სოციალური სამართლიანობისა და მშვიდობისაკენ მიმართული საქმიანობების განვითარებასამასთანავე,  ეს კანონი ბიზნესსა და მოქალაქეებს ფილანთროპიული საქმიანობის დაფინანსების საგადასახადო და სამართლებრივ მოტივაციას გაუჩენს.  

ქველმოქმედი ქალები მე-19 საუკუნის აშშ-სა და საქართველოში: ფილანტროპიის პარალელები


მე-19 საუკუნის შუა წლებიდან საარჩევნო ხმის უფლების მოპოვებამდე საშუალო და მაღალი კლასის ამერიკელი ქალბატონებისთვის ქველმოქმედება თვითრეალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის  ერთ-ერთი უსაფრთხო  გზა იყო, რასაც ისინი დიდი წარმატებით აკეთებდნენ. სოციალური ცვლილებებისთვის მებრძოლი ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩამოყალიბება, დასაქმებისა და განათლების თვალსაზრისით ახალი პერპექტივების შექმნა, მისიონერული საქმიანობა, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებების მფარველობა; ეს იმ პროგრესული ნაბიჯების არასრული სიაა, რომელნიც ქალთა ქველმოქმედების შედეგად განხორციელდა.
კონკრეტულად ამ პერიოდზე ყურადღების შეჩერება იმითაა განპირობებული, რომ სწორედ ამ დროს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე მოხდა ფილანტროპიის და ხელოვნების მეცენატობის იმ პრინციპების ჩასახვა, რომლებმაც გენდერული ბარიერების დაძლევის პერსპექტივა გააჩინა და შედეგად არა მხოლოდ ქალთა უფლებები გაზარდა, არამედ ამერიკული საზოგადოების შემდეგი წინსვლა უზრუნველყო.