ვიზუალური ხელოვნება და მუსიკა ხშირად რეზონანსს ქმნის. მაგრამ როგორ რეაგირებს ჩვენი ტვინი ხელოვნების ამ ორ დარგზე? ამ ვიდეოში ფრანგი ნევროლოგის, პიერ ლემარკის პასუხს მოისმენთ (ფრანგულ ენაზე).
მხატვრობა და მუსიკა უხსოვარი დროიდან იყო ერთმანეთთან ძლიერ სიახლოვეში. მეცნიერები და ინტელექტუალები ისევე, როგორც მხატვრები და კომპოზიტორები ცდილობდნენ, მეცნიერულად აეხსნათ ეს სიახლოვე, და წლებთან ერთად თეორიებიც აყვავდა.
მათ შორის აღსანიშნავია ნიუტონის ცნობილი თეორია ფერებზე, რომელიც ადგენს კავშირს „მარტივ ფერებსა“ და მუსიკალურ ნოტებს შორის, ან ჟან-ფილიპ რამოს დაკვირვება - „სამი მათემატიკური პროგრესიის, ან თაობის შერწყმა: არითმეტიკა, გეომეტრია, ჰარმონია“. ნუ დაგვავიწყდება დიდი სინესთეზისტები (ბოდლერი, რემბო, კანდინსკი); ასევე ოლივიე მესიაენი, რომელსაც ფერისა და მუსიკალური ნოტის სპონტანური ასოცირების გასაოცარი ნიჭი ჰქონდა
ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:
Комментариев нет:
Отправить комментарий