Показаны сообщения с ярлыком პატრიარქი. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком პატრიარქი. Показать все сообщения

вторник, 7 августа 2018 г.

წერილები კათოლიკოს პატრიარქს



მიტროპოლიტი შიო ავალიშვილი (1909-1991)

დაიბადა 1909 წელს ხარაგაულში. ბავშვობა გაატარა ამავე რაიონის სოფელ ხორითში. 1924 წელს, 15 წლის ასაკში გახდა ზესტაფონის სისხლიანი მოვლენების მომსწრე. 1926-1927 წლებში შეუერთდა ქართველ სოციალ-დემოკრატებს. შემდგომში არ გაწევრიანებულა არც ერთ პარტიასა თუ დაჯგუფებაში. 1928-1929 წლებში გაიარა სასკოლო პროგრამა. 1929 წლის ზაფხულში დააპატიმრეს და გადაასახლეს ციმბირში. 30-იან წლების შუა ხანებში დაბრუნდა საქართველოში. ამავე პერიოდში გაიქცა ირანში, რადგან დახვრეტა ემუქრებოდა.

пятница, 7 июля 2017 г.

პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე: ბერმონაზონობის უმეტესობამ უღალატა თავის პირდაპირ დანიშნულებას



სიტყვა ყოვლადსამღვდელო ალექსანდრეს გარდაცვალების გამო


     მეუფეო წმიდაო! ეს უამრავი ხალხი, რომელიც გარს ახვევია ჯერ კიდევ გაუციებელს შენს ცხედარს და მოელის შენგან უკანასკნელს ლოცვა-კურთხევას, შეუკრებია აქ ნათელსა  საქმეთა შენთა კეთილთა, რომელთა შენს სიცოცხლეს უხვად სთესდი, მწყემსო კეთილო! მაგრამ ამა საქმეთა ჩამოთვლით მე არა მსურს შენი შეწუხება: შენ არ გიყვარდა შენს საქმეებზე ლაპარაკი. მე ვკადნიერდები და მოვაგონებ შენს პატივსცემელთ ერთს მხარეს შენის მოღვაწეობისას, სახელდობრ, – შენს ზრუნვას ბერმონაზონობის განახლებისათვის ჩვენში…

среда, 22 июня 2016 г.

კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე- “მეჩეთი”


1915 წლის 5 დეკემბერს  საქართველოს ეგზარქოსად დაინიშნა კიშინოვის მთავარეპისკოპოსი პლატონ როჟდესტვენსკი. 

     რამდენიმე ხნის შემდეგ ეგზარქოსმა ქალაქ თბილისის საღმრთო სჯულის მასწავლებლები მოიწვია (ე.ი. თითქმის მთელი სამღვდელოება)  გვესაუბრა როგორ გვესწავლებინა საღმრთო სჯული. მასწავლებელმა მამებმა თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს, შესაძლოა გონივრული. მაგრამ მე მათ არ ვუსმენდი, მაინტერესებდა , ამ შუა სასწავლო წელს რატომ მოიწვია კრება როცა ყოველ მასწავლებელს უკვე დამუშავებული ჰქონდა, ხოლო პედაგოგიურ საბწოებს დამტკიცებული მიმდინარე სასწავლო წლის სწავლების გეგმები?! ჩვენ გრძელ მაგიდას ვუსხედით , რომლის ერთ ბოლოში თვით ეგზარქოსი იჯდა, ხოლო მოპირდაპირე მხარეს ყველაზე ბნელ ადგილას მე . აქედან ადვილად შეიძლებოდა ეგზარქოსის ყოველი მოძრაობისათვის გედევნებინა თვალი. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ არც ეგზარქოსი უსმენდა მაინცდამაინც სხვადასხვა თვალსაზრისზე მდგარ ორატორებს. მან ერთ მადგანს ლაპარაკი შეაწყვეტინა და ჰკითხა:

კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძე- “მეჩეთი”


1915 წლის 5 დეკემბერს  საქართველოს ეგზარქოსად დაინიშნა კიშინოვის მთავარეპისკოპოსი პლატონ როჟდესტვენსკი. 

     რამდენიმე ხნის შემდეგ ეგზარქოსმა ქალაქ თბილისის საღმრთო სჯულის მასწავლებლები მოიწვია (ე.ი. თითქმის მთელი სამღვდელოება)  გვესაუბრა როგორ გვესწავლებინა საღმრთო სჯული. მასწავლებელმა მამებმა თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს, შესაძლოა გონივრული. მაგრამ მე მათ არ ვუსმენდი, მაინტერესებდა , ამ შუა სასწავლო წელს რატომ მოიწვია კრება როცა ყოველ მასწავლებელს უკვე დამუშავებული ჰქონდა, ხოლო პედაგოგიურ საბჭოებს დამტკიცებული მიმდინარე სასწავლო წლის სწავლების გეგმები?! ჩვენ გრძელ მაგიდას ვუსხედით , რომლის ერთ ბოლოში თვით ეგზარქოსი იჯდა, ხოლო მოპირდაპირე მხარეს ყველაზე ბნელ ადგილას მე . აქედან ადვილად შეიძლებოდა ეგზარქოსის ყოველი მოძრაობისათვის გედევნებინა თვალი. ჩემთვის ნათელი გახდა, რომ არც ეგზარქოსი უსმენდა მაინცდამაინც სხვადასხვა თვალსაზრისზე მდგარ ორატორებს. მან ერთ მადგანს ლაპარაკი შეაწყვეტინა და ჰკითხა:

среда, 1 июня 2016 г.

გახსოვდეს, თქვენო უწმინდესობავ, იზრდება ხალხი




ავტორი: Ori Eim
‘’მინდა ყურადღება გავამახვილო ცოდვისადმი ნელ-თბილი ადამიანის დამოკიდებულების კიდევ რამდენიმე გამოვლინებაზე: ვიღაცას ჰგონია, რომ როცა სხვას შეურაცხჰყოფს, ან ცილს დასწამებს, უმიზეზოდ განურისხდება, ან ბილწსიტყვაობით აჯობებს, ეს დიდი ცოდვა არ არის, მწარედ ცდებიან. ‘’ ილია მეორე, სააღდგომო ეპისტოლე, 2015.

понедельник, 1 февраля 2016 г.

სახელითა კირილესითა


შვეიცარიაში მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა შეხვედრა დასრულდა. რისთვისაც მათ ეყოთ გამბედაობა, ივნისისთვის დიდი საეკლესიო კრების დანიშვნა იყო. ყველა იმ წინასწარმეტყველების მიუხედავად, რომელიც მერვე საეკლესიო კრებას ანტიქრისტეს მოსვლის ნიშნად აცხადებს. სამაგიეროდ, ჩავარდა ყველა თემა, რომელსაც შეეძლო, წმინდა კრება რევოლუციურად ექცია - მართლმადიდებელთათვის ერთიანი კალენდრის დაწესება, დიპტიქში საქართველოს ეკლესიის მეცხრედან მეხუთე ადგილზე გადაწევა ან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის მექანიზმის შექმნა. ამ საკითხების უარყოფაში გადამწყვეტი როლი, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის პატრიარქმა შეასრულა.
თენგიზ გოგოტიშვილი, ლევან თეთვაძე, ნონა მიქიაშვილი



ვიდეო







суббота, 27 июня 2015 г.

გამოიყენს თუ არა კომუნისტებმა ეკლესიის ზარები ზოოპარკისთვის? ( დოკუმენტი )



პატრიარქის კომენტარი:

თბილისის ზოოპარკი თავის დროზე კომუნისტების მიერ ეკლესიამონასტრების გადამდნარი ზარების ფასად დაარსდა   და ის იმ ადგილას, სადაც არის,ვერ გაიხარებს"  


вторник, 23 июня 2015 г.

აბორტი და კონტრაცეფცია – მსოფლიო პატრიარქი ბართლომე



ალისა და კაცის სიყვარული არ არის გამართლებული და განპირობებული მხოლოდ ბავშვების მოვლინებით ამ ქვეყანაზე, ბავშვი ეს უკვე სიყვარულის ნაყოფი და შედეგია. თქვენ არ უნდა ელოდეთ პატრიარქისაგან მოთხოვნებს და აკრძალვებს, თუ როგორ უნდა გიყვარდეთ ერთმანეთი! ორივე პატრიარქი, ბართლომე პირველი და მისი წინამორბედი, პატრიარქი ათენაგორა აცხადებდნენ: თუ კაცსა და ქალს ჭეშმარიტი სიყვარულით უყვართ ერთმანეთი, მე არაფერი მესაქმება მათ საძინებელ ოთახში! ხოლო რაც შეეხება ჩასახვის კონტროლის მეთოდებს, მათ უნდა იხელმძღვანელონ პირველ რიგში პირადი სინდისით, ასევე პირადი ექიმის და პირადი სულიერი მოძღვრის რჩევით. ეს ჩემი საქმე არ არის!

вторник, 9 июня 2015 г.

თქვენო უწმინდესობავ, ღმერთმანი კარგ დროს გაგახსენდათ ეს ხალხი!


თქვენო უწმინდესობავ, ღმერთმანი კარგ დროს გაგახსენდათ ეს ხალხი!

მათი გაღატაკება და ქვეყნის გაპარტახება ჯერ მაშინ დაიწყო, როდესაც შენ, დიდრონი სანთლებით ხელში სამოქალაქო ომის გამჩაღებლებს ლოცავდი! როდესაც ჯაბა იოსელიანსა და მხედრიონის “ვერხუშკას” მწვანე აუნთე ეკლესიებში! როდესაც შენს მიერ ნაკურთხ-ნაზიარებმა “ელიტამ” ამ ხალხის კუთვნილი კაპიტალი, მისი წილი სასიცოცხლო არეალი ურცხვად და უნამუსოდ მიითვისა, მაგრამ სამაგიეროდ ახალ-ახალი ეკლესიები ააშენა! ამისათვის თბილისის ახალ ეკლესიებზე წაწერილი ქტიტორების სახელებიცა კმარა…

воскресенье, 24 мая 2015 г.

ღია წერილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს


თქვენო უწმინდესობავ, ამასწინათ თქვენ ბრძანეთ შემდეგი: ,,უნდა გითხრათ რომ, ურთიერთობა რუსეთსა და საქართველოს შორის იყო და მუდამ იქნება ძმური და მეგობრული. რუსეთი და საქართველო როგორც ძმები, ისე იყვნენ წარსულში, მაგრამ ალბათ ვიღაცას შეშურდა ჩვენი კარგად ყოფნა და ხელოვნურად შექმნა მტრობა. მე მქონდა შეხვედრა მის აღმატებულებასთან, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ბატონ ვლადიმერ პუტინთან. მე ადრეც მქონია შეხვედრა, მაგრამ ის სითბო, ის ყურადღება, რაც გამოიჩინა პრეზიდენტმა პუტინმა, ეს იყო განსაკუთრებული და იმედისმომცველი! მე ვფიქრობ, რომ ეს არის ის პიროვნება, ის ბრძენი პიროვნება, რომელიც აუცილებლად გამოასწორებს სიტუაციას საქართველოში და გამთლიანდება საქართველო!“

ევროკავშირი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას პატივს სცემს (დოკუმენტი)


15/04/2014
ავტორი: სერგო ფარულავა



ევროკავშირი ღრმა პატივისცემით არის განმსჭვალული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და საქართველოს ეროვნულ ცხოვრებაში მისი მნიშვნელოვანი როლისადმი

.ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში, რომელიც ასოცირების შეთანხმების მითებსა და ფაქტებს ასახავს.

среда, 20 мая 2015 г.

20 მაისი – მნიშვნელოვანი თარიღი მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში




20 მაისი საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია, რამდენადაც 18 წლის წინ, ამ დღეს, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ (სმე) ეკლესიათა მსოფლიო საბჭო (ემს) დატოვა.

მიტროპოლიტის წერილი პატრიარქს – “7 წელი, რამაც შეძრა პატიოსნება”



ბათუმ შემოქმედელი მიტროპოლიტი შიო ავალიშვილი პატრიარქისა და სინოდისადმი მიწერილ წერილებში ილია მეორეს ეკლესიაში „გაბატონებული უზნეობის“ გამო აკრიტიკებს და გადადგომას სთხოვს. წერილები, რომელიც 1983-1984 წლებშია დაწერილი, საკმაოდ ვრცელია და მათში პატრიარქი, სხვა საკითხებთან ერთად, „მამათმავლების მფარველობისთვის“ არის გაკრიტიკებული.

вторник, 19 мая 2015 г.

პატრიარქი - "საქართველოს არჩეული აქვს ევროპის გზა. საქართველოს სურს, რომ გახდეს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების ნაწილი, წევრი.




საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის რთული ურთიერთობაა-ამის შესახებ განცხადება, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ავსტრიის პრეზიდენტთან შეხვედრისას გააკეთა.

понедельник, 27 апреля 2015 г.

ილია მეორე - ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მეგობარია



ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მეგობარია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ბრძანა, სადაც მან დღეს ვაშინგტონის მთავარეპისკოპოსთან, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტ ტიხონთან ერთად იქადაგა.

воскресенье, 26 апреля 2015 г.

პრინციპული პოლიტიკოსის წინააღმდეგ პატრიარქი უძლურია




მირიან გამრეკელაშვილი: პრინციპული პოლიტიკოსის წინააღმდეგ პატრიარქი უძლურია


ელენე ხაჭაპურიძე

пятница, 24 апреля 2015 г.

"ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარეშე, რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა შეუძლებელია"


ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო შვილთან ნიკოლაი ლუკაშენკოსთან და საქართველოში მყოფ ბელარუსის სახელმწიფო დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილის II-ს შეხვდა. 

воскресенье, 19 апреля 2015 г.

ილია II: საშიშია პიროვნება, ვინც ფიქრობს, რომ მხოლოდ მასშია ჭეშმარიტება




ილია მეორე: “ერთ დიდ პიროვნებას ჰკითხეს, ყველაზე საშიში რა არისო. ის დაფიქრდა და უპასუხა: ყველაზე საშიში კატეგორიული აზროვნება არისო, როცა ადამიანი კატეგორიულად აზროვნებს, ფიქრობს, რომ ის არის მართალი და ყველა მტყუანი, როცა სიმართლეს ხედავს მხოლოდ თავის თავში, თავის მოქმედებაში და აზროვნებაში. საშიშია ის პიროვნება, რომელიც ფიქრობს, რომ მხოლოდ მასშია ჭეშმარიტება. აი ეს ქმნის გარემოებას, როცა ადამიანი ადამიანისთვის მგელია. უდიდესი თვისებაა, როცა ადამიანს შეუძლია მოუსმინოს სხვა ადამიანს. უდიდესი დადებითი თვისებაა, როცა ადამიანი უსმენს სხვას და ხშირ შემთხვევაში აღიარებს, რომ ის არ იყო სწორი. ჩვენ უნდა ვიფიქროთ ამაზე. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ მხოლოდ შენში არ არის ჭეშმარიტება. ამიტომ როცა ვსაუბრობთ, ჩვენი საუბარი არ უნდა გადაიზარდოს უხეშ კამათში, არ უნდა გადაიზარდოს ყვირილში და მტრობაში. რად გინდა ისეთი ჭეშმარიტება, თუკი მეგობარს დაჰკარგავ? ვეცადოთ ადამიანი ადამიანისათვის იყოს ძმა და მეგობარი”.


вторник, 14 апреля 2015 г.

პატრიარქის ეპისტოლეს თეოლოგიური შეფასება


"წლევანდელი სააღდგომო ეპისტოლე, თავისი უახლესი წინამორბედებისგან განსხვავებით, შედარებით შერბილებულია და ოდნავ შესამჩნევად, ნაკლებ აგრესიულიც. სტრუქტურულად კი, იგივე ქარგას – ბიბლიურ-თეოლოგიურსა და ყოფითი თემატიკის ნაწილს იმეორებს”, – ასე აფასებს თეოლოგი მირიან გამრეკელაშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის წლევანდელ სააღდგომო ეპისტოლეს, რომელსაც საზოგადოება აღდგომის ღამეს გაეცნო.
გთავაზობთ ეპისტოლეს თეოლოგიურ ანალიზს, რომელიც მირიან გამრეკელაშვილმა „17 მაისისთვის“ მოამზადა.

ნოდარ ლადარია: გსმენიათ, რომ ილია მეორე ოდესმე შეხვედროდეს რომელიმე უპოვარს?


 "ერთი პირობა მინდოდა მეკითხა, რატომ არ გაისმა სააღდგომო ეპისტოლეში ან საერთოდაც რომელიმე ქართული ამბიონიდან ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანების დევნის თემა. მაგრამ მერე დავფიქრდი: გინახავთ ან გსმენიათ, რომ ილია მეორე ოდესმე შეხვედროდეს რომელიმე უპოვარს, სნეულს, უსამართლოდ გაკიცხულს? მაშ ვის ხვდება? - წარმატებულ ბიზნესმენებს, მომღერლებს, პოლიტიკოსებს და სხვებს, რომელთა დასახელება იქნებ უხერხულიც კი იყოს... რაღა გასაკვირია, რომ არც მსოფლიოში ქრისტიანთა ბედი აინტერესებდეს მას, ვინც თავისივე სამწყსოში ადამიანთა მდგომარეობა არ იცის, მათ დარდსა და საჭიროებას არ შეხებია? ისიც არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სრულიად ჩვეულებრივ რამედ მიაჩნია ხიზილალით ხსნილი..."