საქართველოს მოპარული ისტორია - რა წერია წიგნში, რომელიც 1956 წელს კრემლის ბრძანებით დამალეს
„ეს წიგნი არის ივანე ჯავახიშვილის შედგენილი პროექტი, შემდეგ მაკეტი, რაც თავის უბრწყინვალეს მოსწავლეებთან სიმონ ჯანაშიასა და ნიკო ბერძენიშვილთან ერთად გააკეთა. ანუ წიგნს სამი ავტორი ჰყავს: ივანე ჯავახიშვილი, სიმონ ჯანაშია და ნიკო ბერძენიშვილი. ჩვენ ქართველებს, ამ დარგის, რასაც ისტორია ჰქვია, ამაზე დიდი ადეპტები არ გვყავს. წიგნი 1943 წელს გამოიცა, 1956 წლამდე სკოლებში საქართველოს ისტორია ამ წიგნით ისწავლებოდა. 1956 წელს პარტიის ცენტრალურ კომიტეტში მოვიდა წერილი, გრიფით - „სრულიად საიდუმლო". როდესაც ეს წერილი ვნახეთ, 2012 წელს, შემეშინდა 1956 წელს დაწერილი წერილისა, „აიკრძალოს, დამალეთ, დაწვით" - ეს გრიფით „სრულიად საიდუმლო" უნდა წაეკითხა ცეკას პირველ მდივანს, მეორე მდივანს, იმიტომ, რომ რუსეთის წარმომადგენილია, იგივე მეფისნაცვალი, და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ანუ სხვას ხელწდომა ამ წერილზე არ ჰქონდა, რადგან გრიფით „სრულიად საიდუმლო" იყო.
Комментариев нет:
Отправить комментарий