Показаны сообщения с ярлыком რუსეთი. Показать все сообщения
Показаны сообщения с ярлыком რუსეთი. Показать все сообщения

вторник, 5 сентября 2017 г.

კრწანისის ტრაგედიის რუსული პრელუდიები





როგორ წააქეზა სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარმა ირანი ქართლ-კახეთის წინააღმდეგ
მამუკა ნაცვალაძე

(26.08.2017)

1795 წელი გარდამტეხი აღმოჩნდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში. სპარსეთის იმდროინდელი მმართველის აღა-მაჰმად ხანის მიერ თბილისის დარბევამ საფუძვლიანად შეარყია ქართლ-კახეთის სამეფო. ერთიანად ააოხრეს ირანელებმა თბილისი, ტრაგედიის მასშტაბების გაცნობიერება იოლი იქნება, თუკი გავითვალისწინებთ, რომ მთლიანად განადგურდა უნიკალური სამეფო არქივი, ბიბლიოთეკა, სტამბა... და რაც მთავარია, ამ ვანდალიზმის შედეგად, თუ არ ჩავთვლით სიონს, ანჩისხატსა და მეტეხს, თბილისში დანგრევისაგან მხოლოდ სამეფო სასახლე გადარჩა.
ამ ტრაგედიის მთავარი შედეგი ის გახლდათ, რომ ფაქტობრივად დროის ამბავი იყო რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის საოცნებო გეგმის დასრულება.
გადამწყვეტი ბრძოლა 8-11 სექტემბერს კრწანისში გაიმართა, მართალია, მთავარი მტერი სახიჩარი აღა-მაჰმად ხანი გახლდათ, თუმცა, დიდი როლი ითამაშა რუსულმა დიპლომატიამ, რომელმაც სრული კარტ-ბლანში მისცა ირანელებს.

вторник, 13 июня 2017 г.

კატინის​ ​ტრაგედიის​ ​გაყალბების​ ​მცდელობა





რუსი პუბლიცისტის, ნიკოლაი სტარიკოვის მიერ საკუთარ ვებ-გვერდზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ 2012 წელს გამოაქვეყნებული მასალა სოციალურ ქსელებში აქტიური განხილვის საგანი ახლაც არის. სტარიკოვის თანახმად, ევროსასამართლომ (ECHR) 1940 წლის კატინის ტრაგედიის გამოძიებაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა და ყალბად სცნო ყველა დოკუმენტი, რომელიც სტალინს კატინის ტრაგედიის მოწყობასა და პოლონელი ოფიცრების სიკვდილში ადანაშაულებდა. სტარიკოვი ასევე ამტკიცებს იმასაც, რომ კატინის ტრაგედიის ავტორები არა რუსები, არამედ გერმანელები არიან. სტარიკოვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არც ვროსასამართლოს ოფიციალურ გადაწყვეტილებაზეა მითითება და არც გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე.

вторник, 7 марта 2017 г.

მამა თეოდორე ჩიხლაძე




 1984 წლის 2 თებერვალს კარზე უთენია დააკაკუნეს... მამა თეოდორე სიცხიანი იწვა, მის პატარა გოგონასაც სიცხე ჰქონდა... ბავშვს მათი შემოსვლის ზუსტი დრო იმიტომ დაამახსოვრდა, რომ რადიოთი საბჭოთა კავშირის ჰიმნს გადმოსცემდნენ...მოსულებმა პირადობის მოწმობები და რაღაც ორდერი დიასახლისს კართანვე თვალწინ აუფრიალეს...ქალბატონ ქეთევანს, მღვდელმონაზონ თეოდორე ჩიხლაძის დედას, დაამახსოვრდა ერთ-ერთის გვარი _ კუდაშოვი და ისიც, რომ მოსულებს თავად შეუძღვა შვილის ოთახში...მამა თეოდორე მათი შემოსვლისთანავე წამოდგა, მაღალი სიცხის მიუხედავად, სწრაფად შეიმოსა და აუცილებელი ნივთების ჩალაგებას მშვიდად შეუდგა, თან თვალებით შვილს ეძებდა...მამის წასვლას მხოლოდ შვილი შეესწრო, რადგან ქალბატონ ქეთევანს უთხრეს, ბინის ჩხრეკას რამდენიმე მეზობელი უნდა დაესწროს და მოიყვანეთო. დაბრუნებულ დედას თემური (მამა თეოდორეს საერო სახელი, _ ავტ.) შინ აღარ დახვედრია.სანამ ბინას ჩხრეკდნენ, მამა-შვილი ტახტზე ხელიხელჩაკიდებული ისხდა... მერე ითხოვა, _ შვილთან პირისპირ გამომშვიდობება მაცალეთო, თავზე ხელები დაადო, ჯვარი გადასახა და უთხრა: _ `გაუმართლებელია, ან კეისარი იყო, ან _ არაფერი, უბრალოდ, იყავი ვინმე მათ შორისო...~ მცირე პაუზის შემდეგ თვალებში ჩახედა, თავზე ხელები მოუჭირა და დააყოლა: ეკა-უკა, გეხვეწები, ჩემს ნაცვლადაც გაუფრთხილდი თავსო, გულში ჩაიხუტა, თვალი ჩაუკრა და ისე ამაყად წავიდა, ბორკილების დადება ვეღარავინ გაუბედა.

среда, 1 марта 2017 г.

რუსული დეზინფორმაცია და კრემლის ტროას ცხენი




დეზინფორმაცია ერთ-ერთი მთავარი მეთოდია, რომელსაც ავტორიტარული რეჟიმები მიმართავენ მოსახლეობაზე გავლენის მოსაპოვებლად. აღნიშნული პროცესი კიდევ უფრო საშიში ხდება, თუ პირველ რიგში რუსეთი და მსგავსად სხვა ავტორიტარული რეჟიმები ამ სტრატეგიას იყენებენ საერთაშორისო არენაზე, ამავე მიზნის მისაღწევად.

понедельник, 31 октября 2016 г.

დეზინფორმაცია: სამამულო ომის შემდეგ სტალინმა 22 000 ეკლესია ააშენა


ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში აქტიურად განიხილება "სპუტნიკ ჯორჯიას” ვებ-გვერდზე 2015 წელს გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც საუბარია სოფელ დიღომში მოღვაწე მამა იოანე ჩიგოგიძის დოკუმენტურ ფილმზე "ვინ მოიგო ომი”. ფილმის თანახმად, სამამულო ომის შემდგომ სტალინმა 22 000 ეკლესია ააშენა, გახსნა სასულიერო სემინარიები და აკადემიები.

среда, 24 августа 2016 г.

რას წარმოადგენენ რუსეთიდან დაფინანსებული "საქინფორმი" და Geworld.ge -კვლევა


საქინფორმი — საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოსთან არსებული საინფორმაციო სააგენტო, რესპუბლიკის მთავარი საინფორმაციო სამსახური პრესის, ტელევიზიისა დარადიომაუწყებლობისათვის. შედიოდა საბჭოთა კავშირის დეპეშათა სააგენტოს (საკდესის) საკავშირო და საზღვარგარეთის საინფორმაციო-პროპაგანდისტულ სამსახურში.

суббота, 6 августа 2016 г.

ანტონ სუროჟელის ღია წერილი ილარიონ ალფეევს


წერილის სრული სათაური: სუროჟის მიტროპოლიტ ანტონის ღია წერილიპოდოლსკის ეპისკოპოს ილარიონ ალფეევს

ანტონ სუროჟელის ეს წერილი ეხება რუსეთის ეკლესიის შიდა საქმეებს,მაგრამ ჩემი თვალთახედვით მრავალი პრობლემა ჩვენი რეალობისთვისაცნიშნეულია და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე საზოგადოებისთვის გამეცნომისი მეუფების წერილი. (მაგალითად მრევლის მონაწილეობა ეკლესიისმართვაში და სასულიერო დასის მიმართება მრევლათან. სხვებს თავადაცმიხვდებით) თუმცა რა გასაკვირია, რომ ამ უდიდესი მღვდელმთავრისწერილში მხოლოდ პრობლემის განხილვას ვერ ნახავთ. ცალკეულიწინადადებები სწორედ მისი ღრმა ქრისტიანული შემოქმედებისმარგალიტებია. შენდობას ვითხოვ უხეში თარგმანისთვის.

ბექა ებრალიძე

пятница, 17 июня 2016 г.

ათონელი ბერი ერმოლაოსი: „დასავლეთისკენ თუ რუსეთისკენ?“


ჩემო საყვარელო მეგობრებო!

თითქმის წელიწადია, რაც ჩემი ფეისბუკის გვერდი დავხურე და ამის მიზეზიც იქვე გაცნობეთ. მაშინ ვფიქრობდი, რომ როდისმე ისევ დავბრუნდებოდი, რომ თქვენთვის ჩემი სულიერი ცხოვრების გამოცდილების ახალი დეტალები გამეზიარებინა, მაგრამ, ვფიქრობ, სხვადასხვა მიზეზით, უახლოეს მომავალში ეს არ მოხდება. ამ წერილს კი ვწერ, როგორც ერთგვარ ანდერძს და მასში იმ ერთადერთ საკითხს მინდა შევეხო, რომელსაც აქამდე არასოდეს შევხებივარ – ჩემი სამშობლოს პოლიტიკურ ორიენტაციას. მე კარგად მაქვს გასიგრძეგანებული, რომ ბერი არ უნდა ჩაერიოს პოლიტიკურ საკითხებში და ამაზე მე თავად ბევრჯერ დამიწერია, მაგრამ არის პოლიტიკა ყოფითი, ყოველდღიური და პრაქტიკული და არის პოლიტიკა ფუნდამენტალური, ერის სასიცოცხლო ინტერესების განმსაზღვრელი. თუ პირველში ჩარევა ბერის სულიერ განვითარებას მართლაც დიდ ზიანს მიაყენებს, მეორეში ჩაურევლება მას საკუთარ ფესვებს მოგლეჯილ, საკუთარ ეგოში ჩაკეტილ გულგრილ ადამიანად აქცევს. როცა ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესმა მოითხოვა, ბერად აღკვეცილმა თორნიკე ერისთავმა ანაფორა გაიხადა და აბჯარი აისხა; როცა სამშობლოს განადგურების რეალური საფრთხე დაემუქრა, ბერმა თევდორემ მტერს გზა აუბნია; როცა ქართული ჯარი მტრის მოსაგერიებლად იკრიბებოდა, მეწინავეთა რიგებში ბერები ყოველთვის იდგნენ. ჩვენი ერის ისტორიული ბედის სპეციფიურობა ითხოვდა ბერებისგან სამშობლოს სიყვარულის ასეთი უკიდურესი ფორმით გამოვლინების აუცილებლობას.

среда, 1 июня 2016 г.

რუსული პროპაგანდის მიერ იუვენალური მართლმსაჯულების საკითხით მანიპულირება და ძალადობის სტატისტიკა



19 მაისს, პარლამენტში განსახილველად წარდგენილი კანონპროექტი, რომელიც ბავშვზე ძალადობის შემთხვევაში, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესის დაცვის მიზნით მოძალადე ოჯახის წევრისგან ბავშვის განცალკევებას ითვალისწინებს, სასულიერო პირებმა გააპროტესტეს. მღვდელი დავით ისაკაძის თქმით, მოძალადე მშობლისგან ბავშვის განცალკევება ნიშნავს „შვილების წართმევას", ბავშვთა მიმართ ძალადობის დასარეგულირებლად სრულიად საკმარისია სასამართლო სისტემა, ხოლო სოციალური მუშაკის პროცესში ჩართვა საჭირო არაა.

воскресенье, 8 мая 2016 г.

რუსული პროპაგანდა საქართველოში - ღია და ფარული



ავტორი გიორგი გვახარია

четверг, 25 февраля 2016 г.

ვლადიმერ სოროკინი: ,,იმედი უფრო პოსტსაბჭოთა ადამიანზე გამიცრუვდა, ვიდრე საბჭოთაზე“



– თქვენ აქამდე ითვლებით რუსეთის მთავარ ლიტერატურულ მოვლენად უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. თქვენ ხართ არათუ 1990-იანების, არამედ 80-იანების საბჭოთა  არაცენზურირებადი ხელოვნების პროდუქტიც კი. გამოდის, რომ მას შემდეგ რუსულ ლიტერატურაში პრინციპიალურად ახალი არაფერი გამოჩენილა. აქ რაღაც ისე არ უნდა იყოს.

რუსული ოკუპაცია – 1921 – 1924 წლები



,,პრაღის გაზაფხულის” შემდეგ მე შევიძულე ყველაფერი რუსული, მათი ეკლესიის გუმბათებიც კი საზარბაზნე ბირთვებს მაგონებენ” – მილან კუნდერა

понедельник, 1 февраля 2016 г.

სახელითა კირილესითა


შვეიცარიაში მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა შეხვედრა დასრულდა. რისთვისაც მათ ეყოთ გამბედაობა, ივნისისთვის დიდი საეკლესიო კრების დანიშვნა იყო. ყველა იმ წინასწარმეტყველების მიუხედავად, რომელიც მერვე საეკლესიო კრებას ანტიქრისტეს მოსვლის ნიშნად აცხადებს. სამაგიეროდ, ჩავარდა ყველა თემა, რომელსაც შეეძლო, წმინდა კრება რევოლუციურად ექცია - მართლმადიდებელთათვის ერთიანი კალენდრის დაწესება, დიპტიქში საქართველოს ეკლესიის მეცხრედან მეხუთე ადგილზე გადაწევა ან უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის მექანიზმის შექმნა. ამ საკითხების უარყოფაში გადამწყვეტი როლი, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთის პატრიარქმა შეასრულა.
თენგიზ გოგოტიშვილი, ლევან თეთვაძე, ნონა მიქიაშვილი



ვიდეო







აიკრძალება თუ არა ევროკავშირის ქვეყნებში ბავშვის მონათვლა?


 მედიასაშუალებები: 
2016 წლის მარტიდან ევროკავშირის ქვეყნებში ბავშვის მონათვლა იკრძალება

იტალიურ და რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით 2016 წლის მარტიდან ახალშობილი ბავშვების ნათლობა იკრძალება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გამოჩნდა რამდენიმე ქართულ ონლაინ მედიასაშუალებაშიც, რასაც აქტიური გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში.

четверг, 17 декабря 2015 г.

რუსული გავლენა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე


2015 წლის მაისში ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტის წინ ორი კონფერენცია გაიმართა, სადაც საერთაშორისო მედიისა და ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ და იმ გზებზე იმსჯელეს, რითიც შესაძლებელი იქნება რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა. კონფერენციისას რუსული „რბილი ძალის“ გააქტიურებაზე საუბრობდა ყველა ქვეყნის წარმომადგენელი და აღნიშნავდა, რომ რუსეთის ხელისუფლება მთავარ იარაღად ადგილობრივ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებს.

რუსეთის "რბილი ძალა" საქართველოში







რუსეთის "რბილი ძალა" საქართველოში









რუსეთის რბილი ძალის პოტენციალი საქართველოში



„რბილი ძალა“ პოლიტიკურ მეცნიერებებში შედარებით ახალი ცნებაა და განვლილი საუკუნის 90-იან წლებში ფუძნდება სამეცნიერო ლიტერატურაში. რბილი ძალა ყველაზე მარტივად, ალბათ, შემდეგნაირად შეგვიძლია განვსაზღვროთ: სასურველი შედეგის მიღება არაძალისმიერი მეთოდების გამოყენებით. რბილი ძალის წარმატებით გამოყენების პრაქტიკას ძირითადად დასავლეთის ქვეყნებს უკავშირებენ, თუმცა ბოლო დროს ამ კონცეპტის განვითარებას სხვებიც ცდილობენ, მათ შორის რუსეთიც. 

понедельник, 30 ноября 2015 г.

მითი: NATO-ში გაწევრიანება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის უსაფუძვლოა



ირაკლი კიკნაველიძე
საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზემნიშვნელოვანი ეროვნული საკითხებისხუთეული დიდი ხანია არ შეცვლილა -ჯანდაცვისუმუშევრობის,ეკონომიკური გამოწვევების გვერდით მოქალაქეები ყოველთვის ასახელებენტერიტორიული მთლიანობის პრობლემასაც.ამის გათვალისწინებით რუსული პროპაგანდა წლებია კულტივირებს აზრსრომ ევროატლანტიკური ინტეგრაციასაქართველოს საბოლოოდ ათქმევინებს უარს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზემცდარი დილემის ესკონკრეტული მაგალითი განსაკუთრებით აქტუალური NATO-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ბაზის გახსნისშემდეგ გახდარუსული პროპაგანდის ქართველი გამხმოვანებლები პირდაპირ თუ ირიბად ამტკიცებენრომტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთი გზა რუსეთთან "ურთიერთობების დალაგებაზე"გადის დასწორედ ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე უარის თქმის შეთხვევაშირუსეთი საქართველოს აფხაზეთსა დაცხინვალის რეგიონს დაუბრუნებს.

воскресенье, 29 ноября 2015 г.

"პუტინის რუსეთს ეტრფით, რომელმაც ათასჯერ გიტირათ ცოცხალ-მკვდარი,თქვენ სამ ვერცხლად გაყიდდით მაცხოვარს"



მოკლე შუბლის, მოკლე მეხსიერების, ამბიციური, გათახსირებული ქართველის დედაც ვატირე. იმ ქართველის, რომელსაც ანწუხელიძე მხოლოდ 8 აგვისტოს „სჭირდება“ საკუთარი „პატრიოტიზმის“ დემონსტრირებისთვის, მერკანტელიზმის, მოღალატე სულის, უვიცობის, კრეტინობისა და თავსი უგვანობის დასამალად. თქვენ რომ მონები ხართ, ისეთი უნდა. თქვენ ოცდაათ კი არა - სამ ვერცხლად გაყიდდით მაცხოვარს, რომელიც ასევე თქვენი, ვითომ იდენტობის დემონსტრირებისთვის გჭირდებათ. დოსტოევსკისა და პუშკინის რუსეთი კი არ გიყვართ თქვენ, პუტინის რუსეთს ეტრფით, რომელმაც ათასჯერ გიტირათ ცოცხალ-მკვდარი, რომელმაც საფლავები გაგიდიდ-გაგიგანიერათ. თქვენ რუსეთს ეტრფით, ერთმორწმუნეს ეძახით და ისიც კი არ იცით (იმიტომ რომ უვიცები ხართ), ან იცით და საკუთარ თავსაც უმალავთ, რა დამართა „რუსმა“ ქართველ მღვდელმთავრებსა და საქართველოს ეკლესიას. მხოლოდ ის გახსოვთ, ილია პეტერბურგში რომ სწავლობდა, მაგრამ ერთხელ წაგეკითხათ მისი „კატკოვის პასუხად“. იცით როგორ იწყება ეს პუბლიცისტური წერილი? არ გეცოდინებათ და გეტყვით - რუსთაველის სიტყვებით: „მოყვარე მტერი ყოვლისა მტრისაგან უფრო მტერია“. რაო? შეკრთით? ჰო, თქვენზეა საუბარი. თქვენზე, რომელთაც ვერც მტერი გაგირჩევიათ და ვერც მოყვარე. თქვენზე - მაბეზღარათა რაზმზე - „...რომელთაც რუსეთის სიყვარული კი არ ამოქმედებს, არამედ მათი საკუთარი დამშეული კუჭი. ეგ იმისთანა მოხელენი არიან, რომელთაც თავისის ბოროტმოქმედებით იმოდენად შეურცხვენიათ თავიანთი თავი, რომ თვით ყოვლადშემწყნარებელს ამგვარებში მთავრობას ვეღარ შეუწყნარებია იმათი სამსახურში ყოფნა და გამოუყრია. ან კიდევ იმისთანანი, რომელნიც ჯერ კიდევ თავის ადგილას სხედან და საღერღელი-კი აშლიათ მაღლა აცოცვისათვის, ვერასგზით-კი ვერ აცოცვილან. ან კიდევ იმისთანანი, რომელნიც თავისის უხეირობით და უნიჭობით ვერას გამხდარან და უნდათ თავი როგორმე გამოიჩინონ, თვალი ჩვენ უფრო გვიჭრისო და შორს ჩვენ უფრო ვხედავთო“. კი, აუცილებლად იპოვით ამ რაზმში თქვენს თავს. მაგრამ ამას ხომ არ აღიარებთ. ამ წერილში კიდევ ბევრი რამ წერია საგულისხმო, მაგრამ თქვენი ამბავი რომ ვიცი, იტყვით - კატკოვი ვინ მიგდიაო. იმპერატორსა და “იმპერატრიცას” ვუყვარდით ჩვენო. კი, თქვენ ყველაფერს იტყვით და იკადრებთ. იუნკერები ბოლშევიკებმა დახოცეს და რუსეთი რა შუაშიაო. ამბროსი ხელაიზეც მოიფიქრებთ რამეს, ისევე როგორც საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებაზე, არაფერს ვიტყვი მჯღაბნელი ჯავახიშვილის, ტინგიცა ახმეტელის, გადარეული მიქელაძის სვე-ბედსა და მათი დასჯის “გაპრავების” თქვენეულ არგუმენტებზე. ერთმორწმუნე? ჯვრებსაც ატარებათ არა? ვეჭვობ, ლოცულობთ კიდეც! „მაესტროს“ უსინდისო და პროვოკაციულ გამოკითხვაში მონაწილობისას, ემოციურად ისე იყავით აღტკინებული, რომ თურქებს სულ საკუთარი ხელით უჭყლეტდით თავებს, სამაგიეროდ, ძუძუებითა და გონებით ლოცულობდით პუტინის გამარჯვებაზე.

четверг, 19 ноября 2015 г.

მტკიცება, თითქოს აშშ-ს პარტნიორ საუდის არაბეთში ცოლის ჭამა დაშვებულია, მცდარია


2015 წლის 1 ნოემბერს რუსთავი 2-ის საინფორმაციო გადაცემა "კურიერი P.S" ეთერში „ერეკლე მეორის საზოგადოების" თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძემ დასავლეთის მავნე გავლენის საილუსტრაციოდ მოიყვანა მაგალითი, რომლის მიხედვით, თითქოსდა შეერთებული შტატების მოკავშირე საუდის არაბეთში ქმრის მიერ საკუთარი ცოლის მოკვლა და ჭამა ნებადართულია. მისივე მტკიცებით, საუდის არაბეთში არსებულ ამ კანონზე შეერეთებულ შტატებს არავითარი რეაქცია არ აქვს.