понедельник, 29 июля 2013 г.

როგორ ატრიალებს თავს ბუ ისე, რომ კისერს არ იტეხს


მკვლევარებმა, ბოლოსდაბოლოს, შეძლეს, აეხსნათ, თუ როგორ შეიძლება, ღამის ფრინველმა 270  გრადუსზე მოაბრუნოს თავი უმცირესი პრობლემის გარეშე.
ბუს თავის მოტრიალება თითქმის მთელ წრეზე შეუძლია ისე, რომ არ შეწყდეს სისხლის ცირკულაცია ტვინში და არც კისრის მალები დაზიანდეს. ამოცანა ამოხსნილია მკვლევარების მიერ, რომლებმაც თავისი კვლევა ამ თვის ჟურნალ Science-ში (მეცნიერება) გამოაქვეყნეს. ამ ღამის ფრინველების თავი 270 გრადუსზე ტრიალდება მაშინ, როცა ადამიანი ამას მხოლოდ 90 გრადუსზე ახერხებს, და ამას მხედველობის არის გასაფართოებლად აკეთებს.  მათი თვალები ცილინდრული ფორმისაა და არა მრგვალი, როგორც ადამიანებისა, ან უმრავლეს ცხოველების, და მათ გვერდულად მოძრაობა არ შეუძლიათ.
 „აქამდე მეც და ის სპეციალისტებიც, რომლებიც თავისა და კისრის არტერიების ტრამვებით გამოწვეულ ჭრილობებზე მუშაობენ, გაოცებულები ვიყავით იმით, რომ ბუს თავის სწრაფი და ექსტრემალური მოძრაობა მათ არ კლავდა“, განმარტავს დოქტორ ფილიპ გაიუ, ნევროპათოლოგი, ამ კვლევის ძირითადი მონაწილე....
ანგიოგრაფიებისა და სკანერების გამოყენებით მკვლევარებმა გამოიკვლიეს ბუნებრივი სიკვდილით მკვდარი  ათობით ბუს ანატომია და აღმოაჩინეს მრავალი ბიოლოგიური ადაპტაცია, რომელიც ამ ექსტრემალურ როტაციას უზრუნველყოფს. ჯერ ერთი, მისი კისრის მოქნილობა იმით აიხსნება, რომ ბუს თოთხმეტი კისრის მალა აქვს, განსხვავებით ადამიანის შვიდი მალისა.
უფრო მეტიც, ორი საძილე არტერია ყელის ცენტრშია მოთავსებული და არა გვერდებში, როგორც ეს ადამიანებსა და უმრავლეს ცხოველებშია. ბუს საძილე არტერიის დიამეტრი კი  არ მცირდება ყელის გადაკვეთისას, არამედ ფართოვდება თავის მხარეს, ყბის ძვლის ქვემოთ და ქმნის სისხლის რეზერვუარებს, რომლებიც ეხმარებიან სისხლის მიმოქცევის უზრუნველყოფას თავის ექსტრემალური შემოტრიალებისას.
ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:
ინგლისურად: http://www.hopkinsmedicine.org/news/media/releases/owl_mystery_unraveled...
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий