Ford Motor Company-ს დამაარსებლის ჰენრი ფორდი წიგნი „ჩემი ცხოვრება და მუშაობა“, დღემდე აქტუალური ნაშრომია ბიზნესისა და ზოგადად, ეკონომიკის განვითარების სფეროში. ამ პოსტში წაიკითხავთ მის მოსაზრებებს ხელფასისა და ქველმოქმედების შესახებ.
ფორდი არა მხოლოდ წარმატებული ბიზნესმენი, არამედ სოციალურ-ეკონომიკური თეორიის, ე.წ. ფორდიზმის ავტორიც იყო. ამ თეორიის უმთავრესი პოსტულატები ამერიკული ეკონომიკის წარმატებული განვითარების ერთ-ერთი საფუძველი გახდა.
ფორდის თეორიის თანახმად, წარმოების მომგებიანობა და მთლიანად, ერის კეთილდღეობა, შრომის სწორად განსაზღვრულ ანაზღაურებაზეა დამოკიდებული.ფორდი ამბობდა, რომ საღად მოაზროვნე ბიზნესმენი არასდროს იტყვის: „ჩემი საქონელი ისეთივეა, როგორიც სხვისი“. სამაგიეროდ, საკმაოდ გავრცელებულია გამონათქვამი: „მე ისეთივე ხელფასს ვუხდი, როგორსაც სხვები“. იაფ ნედლეულს კარგი და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებისთვის არავინ ყიდულობს. და სწორედ ამიტომ, ეკონომიის მიზნით ხელფასების შემცირებაც ლოგიკურ აზრს მოკლებულია. შრომა ხომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწარმოო რესურსია.
თუ ბიზნესში ერთზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ეს უკვე პარტნიორობაა. პარტნიორი არ არის მხოლოდ ის ადამიანი, ვინც თქვენთან ერთად საქმის დაწყებაში ჩადო ფული – სრულფასოვან პარტნიორებად უნდა განვიხილოთ დამსაქმებელი და მისი დასაქმებულიც. ვერც ერთი ხელმძღვანელი ვერ მიიჩნევს თავს აბსოლუტურად დამოუკიდებლად, რადგან იგი ამა თუ იმ ხარისხით, თავისივე დაქვემდებარებულის პარტნიორია. ამავე დროს, შეუცვლელად თავის მიჩნევის უფლება არცერთ მხარეს არ აქვს.
მარქსის თეორიაზე მსჯელობისას ფორდი ამტკიცებს, რომ შრომა და კაპიტალი ერთმანეთს ვერასდროს დაუპირისპირდება, რადგან „ისინი პარტნიორები არიან“. ხელფასს ტყუილად არავინ იხდის – ესაა ანაზღაურება და რაც უფრო მაღალია ის, მით მაღალი იქნება შრომის ნაყოფიერება.
ფორდის აზრით თუ თანამშრომელთა მაქსიმალური ძალისხმევა მაღალი ხელფასით არ ანაზღაურდება, მათი მუშაობა ადრე თუ გვიან ფორმალობად გადაიქცევა.
დამსაქმებელი ვერაფერს მოიგებს, თუ თავის მომუშავეებს მხოლოდ „მათზე ფულის ეკონომიის“ თვალით უყურებს. ასევე მომუშავეებმა არ უნდა უყურონ ხელმძღვანელს მისგან რაც შეიძლება „მეტი ფულის გამოძალვის“ თვალით.
ორივე მხარეს უნდა ესმოდეს: სამსახური – ეს მათი ერთობლივი საქმეა. რასაკვირველია, ბიზნესის შემოსავლები უსაზღვრო არაა, ის შეზღუდულია და შეზღუდულია თავად ბიზნესით.
ამიტომ ხელფასი მუდმივად და უსაფუძვლოდ ვერ მოიმატებს, თორემ შეიძლება ამან ბიზნესი დაამსგავსოს ჭას, საიდანაც გაცილებით მეტ წყალს იღებენ, ვიდრე მასში ჩაედინება. ასეთი ჭის ბოლო დაშრობა და მასზე დამოკიდებულთა წყურვილით დაღუპვაა.
რაზეა დამოკიდებული კარგი ხელფასი? ეს ფაქტორები სულ ორია: შრომა და მმართველობა.
თუ კომპანიის თანამშრომლები არ იმუშავებენ, ბიზნესი ჩავარდება. თუ ეფექტური მუშაობის პირობებში მართვა ყველა დონეზე (ნედლეულის მომარაგებით და საწარმოო პროცესით დაწყებული, საბოლოო პროდუქციის რეალიზაციით დამთავრებული) სათანადოდ არ განხორციელდება – მოგება არ იქნება და მთელი შრომა წყალში ჩაიყრება.
ფორდი ამბობდა, რომ მისი კომპანია დიდ ყურადღებას აქცევს თანამშრომელთა ხელფასებს მათი ოჯახური მდგომარეობის, ასაკისა და სხვა სოციალურ ფაქტორებთან შესაბამისობის თვალსაზრისით, რათა თითოეულ მუშაკს ოჯახის სათანადო დონეზე შენახვისა და ამასთან, დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდეს. ასეთი სიტუაცია ურთიერთმომგებიანია.
რა არის ხელფასი? ეს მოქალაქეთა მსყიდველობითი შესაძლებლობაა. შესყიდვების მოცულობა ხელფასის დონის პირდაპირპროპორციულია და საბოლოოდ, თანამშრომლებზე დახარჯული თანხა, პროდუქციის რეალიზაციის პროცესის გავლით, მეწარმეს უკან უბრუნდება.
ფორდის თეორიაში განხილულია წმინდა მოგებიდან წლების განმავლობაში მუშაობის დამსახურებისთვის გადახდილი თანხების საკითხიც, რასაც ფორდი აზრსმოკლებულად მიიჩნევს, რადგან ჯილდო თავად შრომის პროცესისგან დროის დიდი შუალედითაა დაშორებული და საჩურად აღიქმება. ამასთან, ასეთ თანხებს უხდიან ყველა კატეგორიის მომუშავეს, დამოუკიდებლად წარმოებისთვის მათი მნიშვნელობისა.
ფორდი ასევე წერს, რომ ხელფასის მკვეთრად გაზრდა მიზანშეწონილი არ არის, რადგან ამან შრომისადმი ქარაფშუტული მიდგომის პროვოცირება შეიძლება მოახდინოს.
ჰენრი ფორდი ქველმოქმედებას მავნედ მიიჩნევდა. იგი ამბობდა, რომ თავად თანაგრძნობისა და მოწყალების ცნებები სავსებით ბუნებრივი რამაა. თუმცა, მათი გამოხატვა ღარიბებისთვის ორგანიზებული დახმარების სახით – ცივილიზებული საზოგადოებისთვის დაუშვებელია.
საზოგადოების მიზანი ღარიბებისთვის დახმარების საჭიროების აღმოფხვრა უნდა იყოს. ქველმოქმედება, ერთი მხრივ, კომერციული მოწყალებაა, მეორე მხრივ კი, დამცირება. გაცილებით მომგებიანი სხვა გზა – ყველასთვის არსებობის ღირსეული პირობების უზრუნველყოფის შესაძლებლობის მიცემაა.

Комментариев нет:
Отправить комментарий