вторник, 12 марта 2013 г.

დიოგენე სინოპელი




დიოგენე სინოპელი_დიოგენე სინოპედან (ძვ.-ბერძნ. Διογένης ὁ Σινωπεύς; დ. ძ. წ. 412, სინოპი — 10 ივლისი ძვ. წ. 323, კორინთო) – ბერძენი ფილოსოფოსი, ცინიკოსი. აცხადებდა, რომ არაფერი ესაჭიროებოდა, მთელ საბერძნეთში მოგზაურობდა ყველაფრისაგან თავისი განდგომის თვალნათლივ საჩვენებლად; ცხოვრობდა ღვინის ცარიელ კასრში და აბუჩად იგდებდა ბერძნულ ცივილიზაციას. ამის გამო მას “შეშლილი სოკრატე” უწოდეს. დიოგენე “მსოფლიოს მოქალაქედ” თვლიდა თავს.დიოგენეს ძირითადი მოთხოვნილებები აუცილებელ მინიმუმამდე იყო დაყვანილი: მოსასხამს სამოსელად და საწოლად იყენებდა, საკვებისთვის ერთი ჯამი ჰქონდა, სასმელისთვის კი თასი. ერთ დღეს პატარა ბიჭი ნახა, რომელსაც ოსპის მარცვლები პირდაპირ პურზე ედო და თავისი ჯამი გადააგდო, ხოლო როცა დაინახა, იგივე ბიჭი როგორ სვამდა წყალს ხელიგულიდან, თასიც გადააგდო. 90 წლის ასაკში დიოგენემ სუნთქვა შეაჩერა და ამგვარად მოიკლა თავი. თავისი ცხედრის შესახებ ასეთი რამ დაიბარა: “დაუმარხავად გადააგდეთ ის ცხოველთა საჯიჯგნად, ანდა ორმოში ჩააგდეთ და ცოტა მტვერი”
როდესაც ალექსანდრე მაკედონელი მთავარსარდლად გამოაცხადეს, ქვეყნის ყველა კუთხიდან მოდიოდნენ მოსალოცად მასთან. არ ჩანდა მხოლოდ ფილოსოფოსი დიოგენე სინოპელი, რომელიც კორინთოს მახლობლად ცხოვრობდა განმარტოვებით. იგი არავითარ ყურადღებას არ აქცევდა ალექსანდრეს გარშემო მომხდარ ამბებს.
მაშინა მთავარსარდალი თავად გამართა ფილოსოფოსის სანახავად. ალექსანდრესა და მის ამალის მიახლოებისას დიოგენე წამოწოლილი იყო და ისვენებდა, დაუპატიჟებელი სტუმრების დანახვაზე იგი ოდნავ წამოიწია, მთავარსარდალი თავაზიანად მიესალმა და ჰკითხა: “ხომ არაფერი გჭირდებაო”, ხოლო დიოგენემ უპასუხა:”ცოტა იქით გაიწიე, მზეზე ნუ მეფარებიო”.
ამ პასუხმა ალექსანდრე შეაცბუნა, ხოლო როცა დიოგენეს გასცილდნენ და მეგობრებმა სიცილი და ხუმრობა დაიწყეს მომხდარზე, მაკედონელმა მათ უთხრა :”ალექსანდრე რომ არ ვიყო, დიოგენეობას ვისურვებდიო.”
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий