ალექს ბერდიშევი - Alex Berdysheff
“ფსიქოლოგიის მეცნიერება ჩვენს ცხოვრებაში”
შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ 1954 წელს ბრაუნი ტოპეკას განათლების საბჭოს წინააღმდეგ საქმეში განაჩენი გამოიტანა, რომლის მიხედვითაც შავკანიანი და თეთრკანიანი ბავშვების სკოლების სეგრეგაცია უკანონოდ გამოცხადდა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე არავითარი ზემოქმედება არ მოუხდენია ფსიქოლოგების და სხვა სოციალური მეცნიერებების წარმომადგენლების ჩვენებებს, რომლებმაც სასამართლოს კვლევის შედეგები წარუდგინეს. შედეგები ნათლად მეტყველებდა იმაზე, რომ სეგრეგირებული სწავლება შავკანიან ბავშვებზე უარყოფითად მოქმედებდა. მოგვყავს ერთ-ერთი ფსიქოლოგის, კენეტ კლარკის ჩვენება, რომელმაც შავკანიან ბავშვთა ჯგუფი იკვლია (Whiteman, 1993, გვ. 49-51):
ტესტირება თქვენი მოთხოვნის მიხედვით გასული კვირის ხუთშაბათს და პარასკევს ჩავატარე სკოტ ბრანჩის დაწყებით სკოლაში, ძირითადად, პირველ კლასში. გამოვიყენე მეთოდი, რომელზეც ადრე გესაუბრეთ _ ყავისფერი და თეთრი თოჯინები, რომლებიც კანის ფერის გარდა სხვა მხრივ აბსოლუტურად იდენტურია. მოსწავლეებს ფურცლები ვაჩვენე, რომლებზეც ეს თოჯინები ეხატა… ბავშვებს ამ თოჯინებს ვაჩვენებდი და შემდეგი თანმიმდევრობით ვუსვამდი ამ კითხვებს: „მაჩვენეთ, რომელი თოჯინა მოგწონთ ყველაზე მეტად? ან რომლით თამაში გინდათ ყველაზე მეტად?“, მაჩვენეთ „ცუდი“ თოჯინა“… სულ 6-9 წლის 16 ბავშვი გამოვკითხე. მათგან ათმა აირჩია თეთრი თოჯინა. ის ყველაზე მეტად მოეწონათ, თანაც მათ ეს თოჯინა დაახასიათეს, როგორც „სასიამოვნო“. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ორი თოჯინა აბსოლუტურად იდენტურია, კანის ფერის გარდა. 11-მა ბავშვმა მიიჩნია, რომ ყავისფერი თოჯინა ცუდად გამოიყურება. ეს შედეგები თანხვდება ადრე მიღებულ რეზულტატებს, რომელიც 300-ზე მეტ ბავშვზე ჩატარებულმა გამოკვლევამ გვიჩვენა. შედეგები ასე ავხსენით: შავკანიანი ბავშვი უკვე 6, 7 ან 8 წლის ასაკში ექცევა საკუთარი ჯგუფის შესახებ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების ტყვეობაში… იძულებული ვარ დავასკვნა, რომ კლარენდონის საგრაფოს ეს ბავშვები ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც აშკარად დაქვემდებარებულ სტატუსს ატარებს საზოგადოებაში, პიროვნული განვითარების პროცესში დაზიანდნენ. მათში ნათლად შეიმჩნევა არასტაბილურობის ნიშნები და, ვფიქრობ, რომ ყველა ფსიქოლოგი სწორედ ამგვარად ახსნიდა მიღებულ შედეგებს.
ტესტირება თქვენი მოთხოვნის მიხედვით გასული კვირის ხუთშაბათს და პარასკევს ჩავატარე სკოტ ბრანჩის დაწყებით სკოლაში, ძირითადად, პირველ კლასში. გამოვიყენე მეთოდი, რომელზეც ადრე გესაუბრეთ _ ყავისფერი და თეთრი თოჯინები, რომლებიც კანის ფერის გარდა სხვა მხრივ აბსოლუტურად იდენტურია. მოსწავლეებს ფურცლები ვაჩვენე, რომლებზეც ეს თოჯინები ეხატა… ბავშვებს ამ თოჯინებს ვაჩვენებდი და შემდეგი თანმიმდევრობით ვუსვამდი ამ კითხვებს: „მაჩვენეთ, რომელი თოჯინა მოგწონთ ყველაზე მეტად? ან რომლით თამაში გინდათ ყველაზე მეტად?“, მაჩვენეთ „ცუდი“ თოჯინა“… სულ 6-9 წლის 16 ბავშვი გამოვკითხე. მათგან ათმა აირჩია თეთრი თოჯინა. ის ყველაზე მეტად მოეწონათ, თანაც მათ ეს თოჯინა დაახასიათეს, როგორც „სასიამოვნო“. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ორი თოჯინა აბსოლუტურად იდენტურია, კანის ფერის გარდა. 11-მა ბავშვმა მიიჩნია, რომ ყავისფერი თოჯინა ცუდად გამოიყურება. ეს შედეგები თანხვდება ადრე მიღებულ რეზულტატებს, რომელიც 300-ზე მეტ ბავშვზე ჩატარებულმა გამოკვლევამ გვიჩვენა. შედეგები ასე ავხსენით: შავკანიანი ბავშვი უკვე 6, 7 ან 8 წლის ასაკში ექცევა საკუთარი ჯგუფის შესახებ არსებული ნეგატიური სტერეოტიპების ტყვეობაში… იძულებული ვარ დავასკვნა, რომ კლარენდონის საგრაფოს ეს ბავშვები ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი, რომელიც აშკარად დაქვემდებარებულ სტატუსს ატარებს საზოგადოებაში, პიროვნული განვითარების პროცესში დაზიანდნენ. მათში ნათლად შეიმჩნევა არასტაბილურობის ნიშნები და, ვფიქრობ, რომ ყველა ფსიქოლოგი სწორედ ამგვარად ახსნიდა მიღებულ შედეგებს.
ხედავთ, რატომ ჰქონდა ამ ჩვენებას _ ფსიქოლოგიური კვლევის მონათხრობს _ დიდი გავლენა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე და იმაზე, თუ როგორ აღიქვა მთელი ქვეყნის მოსახლეობამ სეგრეგაციის ფსიქოლოგიური შედეგები? კენეტ კლარკის ჩვენება მიუთითებს ფსიქოლოგიური კვლევის პოტენციურ გავლენაზე როგორც ცალკეული ადამიანების, ასევე საზოგადოების ცხოვრებაზე.
ეს მაგალითი ამ სახელმძღვანელოს ძირითად მიზნებზე მიუთითებს: წაგიყვანოთ მოგზაურობაში, სადაც ადამიანური გამოცდილების სირთულეებს დახვეწილი კვლევით გამოვავლენთ, ეს კი საშუალებას მოგვცემს უკეთ ვაკონტროლოთ ის ძალები, რომლებიც ჩვენს ცხოვრებას აყალიბებს.
“ფსიქოლოგია და ცხოვრება” ტვინის და ფსიქიკის შინაგანი სივრციდან ადამიანის ქცევის გარეგან განზომილებამდე მიგვიყვანს. შევისწავლით ისეთ პროცესებს, რომლებიც აზრის მქონე სტრუქტურას მიანიჭებენ თქვენს გამოცდილებას; მაგალითად, ისეთ საკითხებს, როგორიცაა: როგორ აღვიქვამთ სამყაროს, როგორ ვსწავლობთ, ვურთიერთობთ სხვებთან, ვაზროვნებთ, ვიმახსოვრებთ. შევეცდებით გავარკვიოთ ადამიანის ცხოვრების ისეთი გამოვლინებები, როგორიცაა, თუ როგორ და რატომ ნახულობენ სიზმრებს ადამიანები, როგორ უყვარდებათ ერთმანეთი, რატომ მორცხვობენ, რატომ არიან აგრესიულები, რატომ ავადდებიან ფსიქიკურად. და ბოლოს, ვაჩვენებთ, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ფსიქოლოგიური ცოდნა, რათა გავიგოთ და ზოგიერთ, მაგალითად, სეგრეგაციის, შემთხვევაში შევცვალოთ კიდეც ჩვენს ცხოვრებაში მოქმედი კულტურული ძალები.
ჩვენ, “ფსიქოლოგიის და ცხოვრების” ავტორებს, ფსიქოლოგიის კომპეტენტურობის გვჯერა. პედაგოგიური და სამეცნიერო კარიერის მანძილზე ფსიქოლოგია სულ უფრო და უფრო მომხიბვლელი გახდა ჩვენთვის. ბოლო წლებში ფსიქიკური და ქცევის პროცესების წარმმართველი ძირითადი მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მოზღვავება მოხდა. ძველი შეხედულებები ახალი იდეებით იცვლება, მაგრამ ადამიანის ბუნების მრავალი მომაჯადოებელი მხარე ჯერ კიდევ ამოუცნობი რჩება. იმედი გვაქვს, რომ ამ მოგზაურობის დასასრულ თქვენც სათუთად მოეპყრობით ფსიქოლოგიური ცოდნის საკუთარ მარაგს.
მოგზაურობის ძირითადი მიზანი წვდომის მეცნიერული წყურვილი იქნება. დავსვამთ კითხვებს ადამიანის ქცევის შესახებ _ როგორ, რატომ, რა, როდის და იმ ქცევის მიზეზების და შედეგების შესახებ, რომელსაც თქვენ საკუთარ თავში, სხვა ადამიანებსა და ცხოველებში აღმოაჩენთ; ავხსნით, რატომ ფიქრობთ, გრძნობთ და იქცევით ასე; რითი განსხვავდებით სხვებისაგან, რა ქმნის თქვენს უნიკალობას და მაინც, რატომ იქცევით ხშირად სხვების მსგავსად? თქვენს ჩამოყალიბებაში მემკვიდრეობამ ითამაშა როლი, თუ პირადმა გამოცდილებამ? როგორ თანაცხოვრობს ამ რთულ ქმნილებაში _ ადამიანურ ცხოველში _ აგრესია და ალტრუიზმი, სიყვარული და სიძულვილი, სიგიჟე და შემოქმედება? ამ თავში განვიხილავთ, როგორ და რატომ გახდა ყველა ეს კითხვა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიის, როგორც დისციპლინის მიზნებისათვის.
რატომაა ფსიქოლოგია უნიკალური?
ფსიქოლოგიის უნიკალობისა და ერთიანობის დასაფასებლად უნდა გაარკვიოთ, როგორ ესმით ფსიქოლოგებს კვლევის და პრაქტიკის მიზნები და არეალი. წიგნის დამთავრების შემდეგ თქვენ უნდა იაზროვნოთ, როგორც ფსიქოლოგმა, ხოლო ამ თავში პირველად გაეცნობით სერიოზულად, თუ რას უნდა ნიშნავდეს ეს.
განსაზღვრებები
მრავალი ფსიქოლოგი ეძებს პასუხს ფუნდამენტურ კითხვაზე: როგორია ადამიანის ბუნება? ამ კითხვას ფსიქოლოგია იმით პასუხობს, რომ სწავლობს როგორც ინდივიდში მიმდინარე პროცესებს, ისე ფიზიკურ და სოციალურ გარემოში აღმოცენებულ ძალებს. ამ თვალსაზრისით,ფსიქოლოგიას (psychology) ფორმალურად განვმარტავთ, როგორც ინდივიდის ქცევის და ფსიქიკური პროცესების მეცნიერულ შესწავლას.
განვიხილოთ ამ განმარტების მნიშვნელოვანი ნაწილები. მეცნიერული, ქცევა, ინდივიდი და ფსიქიკური. ფსიქოლოგიის მეცნიერული ასპექტი მოითხოვს, რომ ფსიქოლოგიური დასკვნები მეცნიერული მეთოდის პრინციპების მიხედვით მოპოვებულ მონაცემებს ეფუძნებოდეს. მეცნიერული მეთოდი მოიცავს პრობლემის ანალიზისა და გადაჭრისათვის საჭირო თანმიმდევრულ ნაბიჯებს. ეს მეთოდი დასკვნების გამოსატანად ობიექტურად შეგროვებულ მონაცემებს იყენებს.
მეცნიერული მეთოდი (scientific method) _ იმ პროცედურების წყება, რომლებიც ობიექტური ინფორმაციის შეგროვებისა და ინტერპრეტაციისათვის გამოიყენება, თანაც იმგვარად, რომ შეცდომა მინიმუმამდეა დაყვანილი და განზოგადება სანდოა.
მეცნიერული მეთოდის მახასიათებლებს უფრო დაწვრილებით მე-2 თავში განვიხილავთ, როდესაც გავეცნობით, თუ როგორ ატარებენ ფსიქოლოგები კვლევას. ქცევა (behavior) ის იარაღია, რომლის საშუალებითაც ორგანიზმი გარემოს ერგება. ქცევა მოქმედებაა. ფსიქოლოგიის საგანი, ძირითადად, ადამიანის და ცხოველის დაკვირვებადი ქცევაა. სიცილი, ტირილი, სირბილი, შეხება ქცევის ის მაგალითებია, რომლებსაც შეიძლება დააკვირდე. ფსიქოლოგები იკვლევენ, რას და როგორ აკეთებს ინდივიდი მოცემულ გარემოში და უფრო ფართო სოციალურ და კულტურულ კონტექსტში.
ფსიქოლოგიური ანალიზის საგანი ყველაზე ხშირად არის ინდივიდი _ ახალშობილი, მოზარდი სპორტსმენი, კოლეჯის სტუდენტი, რომელიც სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ცხოვრებას ეგუება; შუახნის მამაკაცი, რომელიც კარიერას იცვლის, ან ქალი, რომელმაც უნდა გადალახოს ალცჰაიმერის დაავადებით შეპყრობილი მეუღლის თანდათანობითი უკუსვლით გამოწვეული სტრესი. ამავე დროს, კვლევის საგანი შეიძლება იყოს შიმპანზე, რომელიც კომუნიკაციისათვის საჭირო სიმბოლოებს სწავლობს, ლაბირინთში მოსიარულე თეთრი ვირთხა, ან საფრთხის სიგნალზე მორეაგირე ზღვის ლოქორა. ინდივიდი მის ბუნებრივ გარემოში, ან კვლევით ლაბორატორიაში, კონტორლირებად პირობებში უნდა შევისწავლოთ.
მრავალი მკვლევარი ფსიქოლოგი აღიარებს, რომ ადამიანის მოქმედებას ფსიქიკური პროცესების, ანუ ადამიანის ფსიქიკის მუშაობის ახსნის გარეშე ვერ გავიგებთ. ადამიანური აქტივობის დიდი ნაწილი შინაგანია _ აზროვნება, დაგეგმვა, მსჯელობა, შემოქმედება, ოცნება. მრავალი ფსიქოლოგისათვის სწორედ ფსიქიკური პროცესებია ფსიქოლოგიური ძიების ყველაზე საინტერესო ასპექტები. მალე გაიგებთ, რომ ფსიქოლოგმა მკვლევრებმა დახვეწილი ტექნიკები გამოიგონეს ფსიქიკური მოვლენების და პროცესების შესასწავლად, რათა ეს პირადი გამოცდილება საზოგადო გახადონ. ამ საკითხების კომბინაცია ფსიქოლოგიას უნიკალურ სფეროდ აქცევს. მაშინ, როდესაც ფსიქოლოგები ძირითადად ინდივიდების ქცევაზე არიან ფოკუსირებული, სოციოლოგები სწავლობენ ადამიანთა ქცევას ჯგუფებში ან ორგანიზაციებში, ხოლო ანთროპოლოგები ყურადღებას ამახვილებენ ქცევის უფრო ფართო კონტექსტზე სხვადასხვა კულტურაში. მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგები ფართოდ იყენებენ სხვა მეცნიერებების მიღწევებს. როგორც ერთ-ერთი სოციალური მეცნიერება, ფსიქოლოგია იყენებს ეკონომიკას, პოლიტოლოგიას, სოციოლოგიას და ეთნოლოგიას. ფსიქოლოგებს ბევრი საერთო ინტერესი აქვთ ბიოლოგებთან, განსაკუთრებით მათთან, ვინც ტვინის პროცესებს და ქცევის ბიოქიმიურ საფუძვლებს სწავლობს. ფსიქოლოგებს აინტერესებთ, თუ როგორ მუშაობს ადამიანის ფსიქიკა, რაც ახლად წარმოშობილი კოგნიტური მეცნიერებების _ კომპიუტერული მეცნიერების, ხელოვნური ინტელექტის და გამოყენებითი მათემატიკის კვლევასა და თეორიასთანაა დაკავშირებული. როგორც ჯანმრთელობის მეცნიერება _ მედიცინასთან, განათლებასთან, იურისპრუდენციასთან და ეკოლოგიასთან დაკავშირებული ფსიქოლოგია _ ცდილობს გააუმჯობესოს თითეული ინდივიდისა და კოლექტივის ცხოვრების დონე. ფსიქოლოგია ინარჩუნებს კავშირებს ფილოსოფიასა და სხვა ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან, ხელოვნებასთან, როგორებიცაა ლიტერატურა და დრამატურგია.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ფსიქოლოგიის ღირსშესანიშნავი (აღსანიშნავი) სიღრმე და ფართო თვალსაწიერი სიამოვნების წყაროა უკვე ჩამოყალიბებული სპეციალისტებისათვის, სტუდენტებისათვის, ვინც პირველად ეცნობა ფსიქოლოგიას, ის ერთგვარ სირთულეს წარმოადგენს. ფსიქოლოგიის საგანზე კიდევ ბევრია სათქმელი, მაგრამ, ბევრი ღირებული ინფორმაციის წაღება შეგიძლიათ ამ შესავალი თავიდან. ფსიქოლოგიის სფეროს შესწავლის საუკეთესო გზად ფსიქოლოგთა მიზნების გარკვევა მიგვაჩნია. მოდით, განვიხილოთ ეს მიზნები.
ფსიქოლოგიის მიზნები
იმ ფსიქოლოგების მიზანი, რომლებიც ფუნდამენტურ კვლევას ახორციელებენ, არის ქცევის აღწერა, ახსნა, წინასწარმეტყველება და გაკონტროლება. გამოყენებითი ფსიქოლოგიის წარმომადგენლებს კიდევ ერთი, მეხუთე მიზანი აქვთ _ ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესება. ეს მიზნები ფსიქოლოგიური საქმიანობის საფუძველს შეადგენს. რა იგულისხმება თითოეულ ამ მიზანში?
მოვლენის აღწერა
ფსიქოლოგიის პირველი ამოცანაა ზუსტი დაკვირვება ქცევაზე. ჩვეულებრივ, ფსიქოლოგები ასეთი დაკვირვების შედეგად მიღებულ მასალას მონაცემებს უწოდებენ. ქცევითი მონაცემები (Behavioral data) არის ორგანიზმის ქცევის და იმ პირობების აღწერა, რომელშიც ეს ქცევა ხორციელდება. მონაცემების შეგროვებისას მკვლევრებმა უნდა აირჩიონ ანალიზის სათანადო დონე და შეიმუშავონ ქცევის ის საზომები, რომლებიც მისი ობექტურად შესწავლის გარანტიას გვაძლევენ.
ინდივიდის ქცევის კვლევის მიზნით ანალიზის სხვადასხვა დონის გამოყენება შეიძლება _ ყველაზე ფართო, გლობალური დონიდან ყველაზე დეტალურ, სპეციფიკურ დონემდე. ფსიქოლოგიური აღწერის განსხვავებული დონეებიც სხვადასხვა კითხვას პასუხობს. ფსიქოლოგიური ანალიზის ყველაზე ფართო დონეზე მკვლევრები სწავლობენ მთლიანი პიროვნების ქცევას რთულ სოციალურ და კულტურულ კონტექსტში. ამ დონეზე მკვლევრებმა შეიძლება შეისწავლონ ძალადობის კროს-კულტურული სხვაობები, ცრურწმენების მიზეზები, ფსიქიკური დაავადების შედეგები. შემდეგ დონეზე ფსიქოლოგები ქცევის უფრო ნატიფ ერთეულებს სწავლობენ, როგორიცაა შუქნიშნის სინათლეზე რეაქციის სიჩქარე, თვალების მოძრაობა კითხვის დროს, ბავშვების მიერ დაშვებული გრამატიკული შეცდომები ენის შესწავლისას. მკვლევრებს ქცევის კიდევ უფრო მცირე ერთეულების შესწავლა შეუძლიათ. ისინი ცდილობენ შეისწავლონ ქცევის ბიოლოგიური საფუძვლები, ანუ დაადგინონ ტვინის ის უბნები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სხვადასხვა ტიპის მოგონების შენახვაზე; დასწავლის დროს წარმოშობილი ბიოქიმიური ცვლილებები, სმენაზე ან მხედველობაზე პასუხისმგებელი სენსორული გზები. ანალიზის თითუეული დონე გვაძლევს იმ არსებით ინფორმაციას, რომლის საშუალებითაც დგება ადამიანის ბუნების საბოლოო საერთო პორტრეტი, რისი მიღწევის იმედიც აქვთ ფსიქოლოგებს.
რაც არ უნდა ფართო ან ვიწრო იყოს დაკვირვების ფოკუსი, ფსიქოლოგები ცდილობენ, რომ ქცევა ობიექტურად აღწერონ. იმ ფაქტების შეგროვება, რომლებიც რეალურად არსებობს და არა ისეთებისა, როგორსაც მკვლევარი მოელის, ან სურს, რომ იყოს, უპირველესი მნიშვნელობისაა. ვინაიდან ყოველ დამკვირვებელს დაკვირვების პროცესში საკუთარი, სუბიექტური თვალსაზრისი შეაქვს _ ესენია მიკერძოება, ცრურწმენა, მოლოდინი _ აუცილებელია, რომ ამ თვალსაზრისმა არ დაამახინჯოს მონაცემები. როგორც შემდეგ თავში ნახავთ, ფსიქოლოგმა მკვლევრებმა მრავალგვარი მექანიზმი შექმნეს ობიექტურობის შესანარჩუნებლად.
მოვლენის ახსნა
მაშინ, როდესაც აღწერა თვალსაჩინო ინფორმაციას უნდა ეყრდნობოდეს, ახსნა აღქმულის მიღმა უნდა იხედებოდეს. ქცევით და ფსიქიკურ პროცესებში კანონზომიერებების აღმოჩენა ფსიქოლოგიის მრავალი დარგის მთავარი მიზანია. ფსიქოლოგებს სურთ აღმოაჩინონ, როგორ მუშაობს ქცევა. რატომ იცინით მოულოდნელ სიტუაციებში? რა გარემოებები უბიძგებს ადამიანს ჩაიდინოს სუიციდი, ან დანაშაული?
ფსიქოლოგიური ახსნა, ძირითადად, აღიარებს, რომ ქცევათა უმეტესობაზე გავლენას ფაქტორთა კომბინაცია ახდენს. ზოგიერთი ფაქტორი ინდივიდის შიგნით მოქმედებს, როგორიცაა გენეტიკური მოცემულობა, მოტივაცია, ინტელექტის დონე, ან თვითშეფასება.ქცევების ამ შინაგან დეტერმინანტებს ორგანიზმული ცვლადები ეწოდება (organizamic variables), რადგან ისინი ორგანიზმის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას. ადამიანის შემთხვევაში ამ დეტერმინანტებს დისპოზიციური ცვლადები ეწოდება (dispozitional variables). არსებობს, აგრეთვე, გარეგანი ფაქტორები. წარმოიდგინეთ, რომ ბავშვი ცდილობს ასიამოვნოს მასწავლებელი, რათა პრიზი მოიგოს, ან ტრანსპორტის საცობში მოხვედრილი მძღოლი აგრესიული და მტრული ხდება. ამ ქცევებზე დიდ გავლენას პიროვნების გარეთ არსებული მოვლენები ახდენს. ქცევაზე გარეგან ზეგავლენას გარემოს ანუ სიტუაციური ცვლადები (situational variables) ეწოდება . როდესაც ფსიქოლოგებს ქცევის ახსნა სურთ, ისინი თითქმის ყოველთვის ითვალისწინებენ ახსნის ორივე ტიპს. წარმოიდგინეთ, რომ ფსიქოლოგს სურს ახსნას, რატომ იწყებს ადამიანი სიგარეტის მოწევას. შესაძლებელია ინდივიდი განსაკუთრებით მიდრეკილია რისკისაკენ (დისპოზიციური ახსნა), ან ზოგიერთი ინდივიდი განიცდის თანატოლთა ზეწოლას (სიტუაციური ახსნა) _ ან, რომ ორივე აუცილებელია (კომბინირებული ახსნა).
ხშირად ფსიქოლოგის მიზანია ქცევის ფართო დიაპაზონი საფუძვლად მდებარე ერთი მიზეზით ახსნას. წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომელშიც თქვენი მასწავლებელი ამბობს, რომ კარგი ნიშნის მისაღებად აუცილებელია გაკვეთილზე დისკუსიაში აქტიური მონაწილეობის მიღება. თქვენი მეგობარი ყოველთვის კარგად სწავლობს, მაგრამ გაკვეთილზე არ აქტიურობს, ხელს არ იწევს და არ გამოთქვამს თავის აზრებს და შეხედულებებს. მასწავლებელი საყვედურობს, რომ სათანადოდ მოტივირებული არაა და მიიჩნევს, რომ იგი გონიერი არ არის. იგივე ადამიანი დადის წვეულებაზე, მაგრამ არასოდეს იწვევს ვინმეს საცეკვაოდ, ღიად არ იცავს საკუთარ აზრს, თუკი ვინმე საკითხში მასზე ნაკლებ ჩახედული ეკამათება, იშვიათად ერთვება საუბარში სუფრასთან. რა დიაგნოზს დასვამდით? საფუძვლად მდებარე რომელი მიზეზია ამ ტიპის ქცევებზე პასუხისმგებელი? მრავალი სხვა მორცხვი ადამიანივით, თქვენი მეგობარიც ვერ ახერხებს ისე მოიქცეს, როგორც საჭიროა (Cheek, 1989, Zimbardo, 1990). აქ შეგვიძლია მორცხვობის ცნება გამოვიყენოთ და თქვენი მეგობრის ქცევათა მთელი დიაპაზონი ამითი ავხსნათ.
ამგვარი მიზეზ-შედეგობრივი ახსნების მოსაპოვებლად მკვლევრები ხშირად სხვადასხვა ტიპის მონაცემების შეგროვების შემოქმედებით პროცესს ახორციელებენ. დახელოვნებული დეტექტივი შერლოკ ჰოლმსი ნაწყვეტ-ნაწყვეტი მონაცემების საფუძველზე აკეთებდა გამჭრიახ დასკვნებს. ამის მსგავსად, ყოველმა მკვლევარმა უნდა გამოიყენოს წარმოსახვა და შემოქმედებითად შერწყას ის, რაც იცის, და ის, რაც ჯერ არ იცის. კარგად განსწავლულ ფსიქოლოგს შეუძლია მონაცემები ადამიანის გამოცდილების საკუთარი წვდომისა და სხვა მეცნიერების მიერ აღმოჩენილი ფაქტების საფუძველზე ახსნას. ფსიქოლოგიური კვლევის უმეტესობა ცდილობს განსაზღვროს, მრავალი შესაძლო ვარიანტიდან რომელი ხსნის ყველაზე ზუსტად მოცემულ ქცევას.
წინასწარმეტყველება
ფსიქოლოგიაში წინასწარმეტყველება ნიშნავს, რომ გარკვეული ქცევა ან მოცემული კავშირი რაღაც ალბათობით გამოვლინდება. ხშირად ქცევის რომელიმე ფორმის საფუძვლად მდებარე მიზეზების ზუსტი ახსნა საშუალებას აძლევს მკვლევარს ზუსტად იწინასწარმეტყველოს მომავალი ქცევა. მაგალითად, თუ მიგვაჩნია, რომ თქვენი მეგობარი მორცხვია, შეგვიძლია დარწმუნებით ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ის უხერხულად იგრძნობს თავს, თუ უცნობ ადამიანთან გასაუბრებას ვთხოვთ. როდესაც რომელიმე ქცევის ან კავშირის ასახსნელად სხვადასხვა ახსნა არსებობს, მათ იმის მიხედვით შეაფასებენ, რამდენად კარგად შეუძლიათ ზუსტი და ამომწურავი წინასწარმეტყველება. თქვენ მეგობარს წარმატებით რომ დაემყარებინა უცნობთან კონტაქტი, დიაგნოზი უნდა შეგვეცვალა.
ზუსტად ისევე, როგორც დაკვირვება, მეცნიერული წინასწარმეტყველებაც ობიექტური და ნათლად ჩამოყალიბებული უნდა იყოს ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი შემოწმება და უარყოფა, თუ ფაქტები მას არ ადასტურებს. მეცნიერული წინასწარმეტყველება იმის გაგებას ემყარება, თუ როგორ არის დაკავშირებული ერთმანეთთან მოვლენები და ვარაუდობს, რომელი მექანიზმები აკავშირებს ამ მოვლენებს გარკვეულ წინაპირობებთან. მიზეზ-შედეგობრივი წინასწარმეტყველება აზუსტებს იმ პირობებს, რომელშიც ქცევა შეიცვლება. მაგალითად, გარკვეული ასაკის შემდეგ ბავშვებსა და მაიმუნებში უცნობი პირის თანდასწრება შფოთვის ნიშნებს იწვევს. დაკვირვებულ ქცევაში გამოწვეული ცვლილებები კი შეიძლება დამოკიდებული იყოს სიტუაციის შიგნით ვარიაციებზე, მაგალითად, უცნობობის ხარისხი. უცნობი იმავე ასაკის რომ ყოფილიყო, რამდენიც ბავშვი და მაიმუნია, ნაკლებ შფოთვას მივიღებდით? კაუზალური წინასწარმეტყველების გაუმჯობესების მიზნით მკვლევარი სისტემატურად ცვლის გარემო პირობებს და მათ ბავშვის რეაქციაზე გავლენას აკვირდება.
ზუსტად ისევე, როგორც დაკვირვება, მეცნიერული წინასწარმეტყველებაც ობიექტური და ნათლად ჩამოყალიბებული უნდა იყოს ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი შემოწმება და უარყოფა, თუ ფაქტები მას არ ადასტურებს. მეცნიერული წინასწარმეტყველება იმის გაგებას ემყარება, თუ როგორ არის დაკავშირებული ერთმანეთთან მოვლენები და ვარაუდობს, რომელი მექანიზმები აკავშირებს ამ მოვლენებს გარკვეულ წინაპირობებთან. მიზეზ-შედეგობრივი წინასწარმეტყველება აზუსტებს იმ პირობებს, რომელშიც ქცევა შეიცვლება. მაგალითად, გარკვეული ასაკის შემდეგ ბავშვებსა და მაიმუნებში უცნობი პირის თანდასწრება შფოთვის ნიშნებს იწვევს. დაკვირვებულ ქცევაში გამოწვეული ცვლილებები კი შეიძლება დამოკიდებული იყოს სიტუაციის შიგნით ვარიაციებზე, მაგალითად, უცნობობის ხარისხი. უცნობი იმავე ასაკის რომ ყოფილიყო, რამდენიც ბავშვი და მაიმუნია, ნაკლებ შფოთვას მივიღებდით? კაუზალური წინასწარმეტყველების გაუმჯობესების მიზნით მკვლევარი სისტემატურად ცვლის გარემო პირობებს და მათ ბავშვის რეაქციაზე გავლენას აკვირდება.
კონტროლი
მრავალი ფსიქოლოგისათვის კონტროლი ცენტრალური, ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია. კონტროლი ნიშნავს, რომ ქცევა ან მოხდება, ან არ მოხდება _ დავიწყოთ, შევინარჩუნოთ, შევაჩეროთ და ზემოქმედება მოვახდინოთ მის ფორმაზე, ძლიერებაზე ან გამოვლენის სიხშირეზე. ქცევის მიზეზ-შედეგობრივი ახსნა დამაჯერებელია, თუ ის ქცევის გაკონტროლების საშუალებას ქმნის.
ქცევის გაკონტროლების უნარი მნიშვნელოვანია, რადგან ის ფსიქოლოგებს საშუალებას აძლევს ადამიანებს ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში დაეხმაროს. ამ წიგნში პერიოდულად შეხვდებით ფსიქოლოგების მიერ გამოგონილ სხვადასხვა ტიპის ჩარევას იმ მიზნით, რომ დაეხმარონ ადამიანებს თავიანთი ცხოვრების პრობლემური ასპექტების გაკონტორლებაში. მე-16 თავი, მაგალითად, ფსიქიკური დაავადებების მკურნალობას ეხება. წიგნში აგრეთვე აღწერილია, როგორ შეუძლიათ ადამიანებს აღმოფხვრან არაჯანსაღი ქცევები, როგორიცაა მაგალითად, სიგარეტის მოწევა; წამოიწყონ ჯანსაღი ქცევები, როგორიცაა რეგულარული ვარჯიში (თავი 13). თქვენ შეიტყობთ აღზრდის რა სტილი ეხმარება მშობლებს შვილებთან მყარი კავშირის შენარჩუნებაში (თავი 11). რის გამო არ სურს უცხო ადამიანს დაეხმაროს სხვას უბედური შემთხვევის დროს და როგორ შეიძლება ამ ხელისშემშლელი ფაქტორების გადალახვა (თავი 18).
აქ მოყვანილია მხოლოდ რამდენიმე მაგალითი იმ ურიცხვი სიტუაციიდან, რომელშიც ფსიქოლოგები თავიანთ ცოდნას იყენებენ, რათა გააუმჯობესონ და გააკონტროლონ ადამიანების ცხოვრება. ამ თვალსაზრისით, ფსიქოლოგები საკმაოდ ოპტიმისტები არიან. მრავალ მათგანს სჯერა, რომ პრაქტიკულად ნებისმიერი არასასურველი ქცევა შეიძლება შეიცვალოს სათანადო ჩარევით. “ფსიქოლოგია და ცხოვრება” იზიარებს ამ ოპტიმიზმს. ინტერესს მოკლებული არ იქნება აღვნიშნოთ, რომ გაგება და არა კონტროლი წარმოადგენს მრავალი აზიური და აფრიკული ქვეყნის ფსიქოლოგების საბოლოო მიზანს (Nobles 1980, Triandis 1990). კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ კონტროლზე ყურადღების გამახვილება დასავლურ ფსიქოლოგიაში იმ კულტურული მიკერძოების ამსახველია, რომელიც ინდუსტრიალიზაციის, ევროპელთა კოლონიალიზმის და აშშ-ში არსებული დამპყრობლური მენტალიტეტის შედეგია. დასავლური ფსიქოლოგიის კონტროლზე ფოკუსირება, აგრეთვე, მამაკაცურ მიდგომად ითვლება. ის ასეთი დომინანტური არ იქნებოდა, ქალებს რომ ეთამაშათ წამყვანი როლი ფსიქოლოგიის განვითარებაში (Bornstein, Quina, 1989; Riger, 1992).
შეჯამება
ამ შესავალ თავში წარმოვადგენთ “ფსიქოლოგიის და ცხოვრების” ზოგიერთ ქვეთავს, რომლებიც სპეციალურად შევადგინეთ, რათა უფრო ეფექტურად აითვისოთ ტექსტი. შეჯამების ქვეთავი თან სდევს ყოველი თავის გარკვეულ, მსხვილ ინფორმაციას. ამგვარი შეჯამება განვლილი მასალის საკვანძო საკითხების უკეთ გაგებაში დაგეხმარებათ. ყოველ თავს ბოლოში დართული აქვს სექცია, რომელსაც საკვანძო საკითხები ეწოდება. ეს ქვეთავი ტექსტის წვდომის შესამოწმებლად უნდა გამოიყენოთ. თუ აღმოაჩენთ, რომ არ გესმით შეჯამება, ტექსტს დაუბრუნდით და შესაბამისი მასალა თავიდან წაიკითხეთ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ნამდვილად გესმით ტექსტი. ამგვარი ქვეთავები ტესტირებისათვის მზადებაში დაგეხმარებათ.
ფსიქოლოგია ჩვენს ცხოვრებაში: რატომაა საჭირო ფსიქოლოგიის შესწავლა?
ამ შესავალი თავის კითხვისას შეიძლება დაინტერესდეთ, რა საჭიროა ფსიქოლოგია? ჩვენი პასუხი ამ კითხვაზე საკმაოდ პირდაპირია: გვჯერა, რომ ფსიქოლოგიურ კვლევას დაუყოვნებლივი და მნიშვნელოვანი გამოყენება აქვს ყოველდღიურ ცხოვრებაში. “ფსიქოლოგიის და ცხოვრების” ერთერთი უმთავრესი მიზანია ფსიქოლოგიური გამოცდილების პიროვნული და საზოგადოებრივი მნიშვნელობა გააშუქოს.
ყოველ სემესტრში ვხვდებით სტუდენტებს, რომლებიც ფსიქოლოგიის დისციპლინის შესავალ კურსს ესწრებიან და გარკვეული კითხვები უჩნდებათ. ხანდახან ეს კითხვები მათი საკუთარი გამოცდილებითაა გამოწვეული („როგორ უნდა მოვიქცე, თუ ვფიქრობ, რომ დედა ფსიქიკურად დაავადებული მყავს?“ „ეს საგანი მასწავლის, როგორ უნდა მივიღო უკეთესი ნიშნები?“); ხანდახან ეს კითხვები პრესის საშუალებით გავრცელებული ფსიქოლოგიური ინფორმაციითაა გამოწვეული („მართალია, რომ რაც უფრო დიდია ბავშვი, მით უფრო კონსერვატულია იგი?“ „ქალები ყოველთვის უკეთესი მშობლები არიან, ვიდრე კაცები?“). ჩვენთვის ამ კურსის სწავლების სირთულე სწორედ ისაა, რომ მეცნიერული კვლევის ის შედეგები წარმოავაჩინოთ, რომლებიც მნიშვნელოვანია სტუდენტებისათვის.
“ფსიქოლოგიისა და ცხოვრების” თითქმის ყველა თავი და ქვეთავი ცდილობს სწორედ ამგვარ კითხვებს უპასუხოს. ამ გამოცემაში სპეციალური ჩანართები მოვათავსეთ _ ფსიქოლოგია ჩვენს ცხოვრებაში. თითოეული ასეთი ჩანართი პასუხობს კითხვას, რომელიც არაერთხელ გვსმენია სტუდენტებისაგან. ჩვენს მიზანს წარმოადგენდა იმ საკითხების მეცნიერულად ახსნა, რომლებიც ყველაზე მეტად აღელვებთ სტუდენტებს. იმედი გვაქვს დაგვეთანხმებით, რომ ფსიქოლოგიის შესწავლა გაამდიდრებს თქვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებას.
წყარო
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий