вторник, 19 мая 2015 г.

პატრიარქი - "საქართველოს არჩეული აქვს ევროპის გზა. საქართველოს სურს, რომ გახდეს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების ნაწილი, წევრი.




საქართველოსა და რუსეთის ეკლესიებს შორის რთული ურთიერთობაა-ამის შესახებ განცხადება, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ ავსტრიის პრეზიდენტთან შეხვედრისას გააკეთა.

საქართველოს პატრიარქი თბილისში მყოფ ავსტრიის პრეზიდენტს დღეს შეხვდა.პატრიარქის თქმით, საქართველოს არჩეული აქვს ევროპის გზა. საქართველოს სურს, რომ გახდეს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების ნაწილი, წევრი. პატრიარქის განმარტებით, რუსეთს არ სჭირდება აფხაზეთი, რუსეთს სჭირდება მშვიდობიანი საქართველო.ჰაინც ფიშერი დაინტერესდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაზრებით ორ საკითხთან დაკავშირებით - როგორ უყურებს ის საქართველოს ხელისუფლების ევროპულ არჩევანს და როგორ წარმოუდგენია თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები, კერძოდ რა უნდა გაკეთდეს ამ თვალსაზრისით. ფიშერმა განმარტა, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობებში გულისხმობს, როგორც სახელმწიფოთა შორის, ასევე ქართულ და რუსულ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობებს.

"საქართველოს არჩეული აქვს ევროპის გზა. საქართველოს სურს, რომ გახდეს ევროპის დემოკრატიული სტრუქტურების ნაწილი, წევრი. ეს ჩვენი არჩევანი ძალიან მტკიცეა და ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ამას. რაც შეეხება ეკლესიებს შორის ურთიერთობას, რთული ურთიერთობაა", - ბრძანა უწმინდესმა.




Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий