воскресенье, 24 мая 2015 г.

ევროკავშირი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას პატივს სცემს (დოკუმენტი)


15/04/2014
ავტორი: სერგო ფარულავა



ევროკავშირი ღრმა პატივისცემით არის განმსჭვალული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და საქართველოს ეროვნულ ცხოვრებაში მისი მნიშვნელოვანი როლისადმი

.ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში, რომელიც ასოცირების შეთანხმების მითებსა და ფაქტებს ასახავს.


“მითი: ,,ასოცირების შესახებ შეთანხმება ხელყოფს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტორიტეტს”. ფაქტი: ევროკავშირი ღრმა პატივისცემით არის განმსჭვალული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის და საქართველოს ეროვნულ ცხოვრებაში მისი მნიშვნელოვანი როლისადმი. 2014 წლის მარტში ევროკომისარი შტეფან ფულე შეხვდა პატრიარქ ილია II-ს და მათ ისაუბრეს ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ. პატრიარქმა გამოხატა საქართველოს ევროპული არჩევანისადმი თავისი უპირობო მხარდაჭერა”, -ნათქვამია 40 პუნქტიან დოკუმენტში.

ამასთან, ევროკავშირი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა ქართულ კულტურასა და ტრადიციულ ფასეულობებს საფრთხეს არ უქმნის. მითების სია სწორედ ამ თემით იწყება.“მითი 1: ,,ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა ქართულ კულტურასა და ტრადიციულ ფასეულობებს საფრთხეს უქმნის”. ფაქტი: ნამდვილად არ არის ასე. ევროკავშირი რომელიმე ქვეყნის კულტურის შეცვლას კი არ ცდილობს, არამედ იღვწის ევროპის კულტურათა მრავალფეროვნების დაცვისათვის. ევროკავშირი ის ორგანიზაციაა, რომელიც ყველანაირად მხარს უჭერს და ხოტბას ასხამს მრავალფეროვნებას; ბოლოს და ბოლოს, ჩვენი დევიზია ,,ერთიანობა მრავალფეროვნებაში”.

ევროკავშირი პატივს სცემს საქართველოს კულტურულ ფასეულობებს. და ჩვენ გვჯერა, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმება ხელს შეუწყობს ამ ფასეულობათა დაცვას”, – ნათქვამია დოკუმენტში.სიაში რიგით მეორეა მითი იმის შესახებ, თითქოს, ,,ასოცირების შესახებ შეთანხმება აიძულებს საქართველოს, დააკანონოს ჰომოსექსუალთა შორის ქორწინება.”“ფაქტი: არა. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებსაც კი არ მოეთხოვებათ ჰომოსექსუალთა შორის ქორწინების დაკანონება, რამდენიმე მათგანი კი საერთოდ არ აღიარებს ამგვარ ქორწინებას”, – ნათქვამია დოკუმენტში.

მისივე თანახმად, მითია, რომ ,,ევროკავშირი აიძულებს საქართველოს, შემოიღოს დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კანონმდებლობა, რომელიც გზას გაუკაფავს ჰომოსექსუალთა შორის ქორწინებას”.“ფაქტი: სულაც არა! საქართველო ახორციელებს ისეთ კანონმდებლობას, რომელიც მის მოქალაქეებს დისკრიმინაციისგან დაიცავს. ევროკავშირი მიესალმება ამ ინიციატივას, რომელიც ასევე წარმოადგენს ერთ-ერთ მოთხოვნას ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის თანახმად. დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კანონმდებლობა უბრალოდ უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის მიმართ თანასწორ მოპყრობას, მათ შორის იმ მოქალაქეების მიმართაც, რომლებიც უმცირესობებს განეკუთვნებიან. ასეთი კანონმდებლობა იცავს მოქალაქეთა არსებულ უფლებებს, მაგალითად, მოქალაქეთა უფლებას, მათ მიმართ არ იქნეს გამოყენებული დისკრიმინაცია სამუშაო ადგილებზე”, -ნათქვამია დოკუმენტში.

წყარო

ვენი ცენტრი ( St. Paul's Orthodox Christian Theology Centre )  გთავაზობთ 40 პუნქტიანი დოკუმენტს PDF ფორმატში ინგლისურ ენაზე  mythbuster_2_2014_en


ართული ვერსია

 ევროკავშირის ოფიციალური  ვებგვერდი




წყარო: St. Paul's Orthodox Christian Theology Centre







Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий