среда, 2 июля 2014 г.

ცნობიერება შესაძლოა უბრალოდ მატერიის კვანტური მდგომარეობა აღმოჩნდეს


ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ნევროლოგების მცირე ჯგუფის და ფიზიკოსების მუშაობის შედეგად შესაძლებელი გახდა ადამიანის გონების მუშაობის პრინციპების შესწავლა არა მეტაფიზიკურ, არამედ მეცნიერულ საფუძვლებზე. ბოლო სიახლე ამ მიმართულებით გაახმოვანა მაქს ტეგმარკმა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან. სწავლული ამტკიცებს, რომ ცნობიერება სინამდვილეში მატერიის მდგომარეობაა.
ისევე, როგორც არსებობს სითხის უამრავი სახეობა, არსებობს ცონებიერების უამრავი ტიპი” – ამბობს ის. ახალი მოდელის თანახმად, ტეგმარკი ამტკიცებს, რომ ცნობიერების აღწერა შეიძლება კვანტური მექანიკისა და ინფორმაციული თეორიის ტერმინებით, რაც საშუალებას გვაძლევს, მეცნიერულად განვიხილოთ ისეთი იდუმალი თემები, როგორიცაა თვითცნობიერი; ან რატომ აღვიქვამთ სამყაროს კლასიკური, სამგანზომილებიანი ფორმით და არა ობიექტური რეალიების უსასრულო მწკრივის სახით, როგორც მანამდე - კვანტური მექნიკის მულტისამყაროების ინტერპრეტაციამდე გვთავაზობდნენ .
ცნობიერება სამეცნიერო კვლევის ერთ-ერთი რთული სფეროა. სამეცნიერო წრეების უმრავლესობაში ცნობიერების უბრალო ხსენებაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ყველაფერი შარლატანობას ან ოკულტიზმს მაწერონ.
სინამდვილეში კი ცნობიერება – არსება, სული ან რაც უნდა იყოს, ანუ ის, რაც ადამიანს ადამიანად აქცევს, ამოუწურავი თემაა. ძალიან სასიამოვნოა, რომ ცნობიერებამ ადამიანი ”აირჩია” ერთადერთ საცხოვრებელ ადგილად, მაგრამ ევოლუციამ მოგვცა დიდი ფიქრის მოყვარული ტვინი, რაც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გავიგოთ, რა არის ცნობიერება.
ცნობიერების ფორმალიზების ბოლო მცდელობა ჰქონდა ჯულიო ტონინის, ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტის პროფესორს, რომელმაც წამოაყენა ინტეგრირებული ინფორმაციის IIT თეორია. მაქს ტეგმარკმა კი სცადა განევითარებინა ტონინის თეორია კვანტური მექანიკის თვალსაზრისით. თავის სამეცნიერო ნაშრომში “ცნობიერება, როგორც მატერიის მდგომარეობა” ტეგმარკი ამბობს, რომ ცნობიერება შეიძლება განვიხილოთ, როგორც მატერიის მდგომარეობა სახელად “პერცეპტრონიუმი”, რომლის განსხვავებაც მატერიის სხვა ტიპებისგან (მყარი, თხევადი, აირადი) ხუთი მათემატიკურად გამყარებული პრინციპით შეიძლება .
მოკლედ, თეორია ეფუძნება IIT-ს, სადაც ნათქვამია, რომ ცნობიერება არის სისტემის შედეგი, რომელიც აგროვებს და ეფექტურად იყენებს ინფორმაციას და მიაქვს ის პერცეპტრონიუმამდე - “საერთო სუბსტანცია, რომელიც სუბიექტურად თვითაღქმადია”. ეს სუბსტანცია არა მხოლოდ აგროვებს და იყენებს მონაცემებს, არამედ განუყოფელია ერთიანი სისტემისგან. ნაშრომის უმთავრესი ნაწილი აღწერს პერცეპტრონიუმს კვანტური მექანიკის ტერმინებით და განიხილავს იმას, თუ რატომ აღვიქვამთ სამყაროს კლასიკური დამოუკიდებელი სისტემებად და არა კვანტურ არეულობად. ამ შეკითხვაზე პასუხი ჯერ ტეგმარკსაც არა აქვს სამწუხაროდ.
ტეგმარკის ნაშრომი არ მიდის იქამდე, რომ პასუხი გაეცეს კითხვას, თუ რა იწვეს ან ქმნის ცნობიერებას, მაგრამ ჩატარებული სამუშაო მოწმობს, რომ ცნობიერებაც განისაზღვრება იმავე ფიზიკის კანონებით, რითაც იმართება დარჩენილი სამყარო.

წყარო
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий