მსოფლიო ებრაული კონგრესის (WJC) პრეზიდენტი რონალდ ლაუდერი, ორალ რობერტსის უნივერსიტეტის (ORU) პრეზიდენტი ბილი უილსონი, საერთაშორისო ქრისტიანული საელჩო იერუსალიმის (ICEJ) დირექტორი იურგენ ბიულერი ხელს აწერენ მსოფლიოს 120 ლიდერისადმი გაგზავნილ წერილს, რითაც ითხოვენ რეგიონის შევიწროებულ ქრისტიანთა დაცვას
ორშაბათს, 2014 წლის 13 ოქტომბერს, იერუსალიმში გამართულ პრეს-კონფერენციაზე უმსხვილეს საერთაშორისო ქრისტიანულ და ებრაულ ორგანიზაციათა ცნობილმა ლიდერებმა განაცხადეს ერთიანი ისტორიული ინიციატივის შესახებ, რომელიც მოუწოდებს მსოფლიოს ლიდერებს, მიიღონ სასწრაფო და მიზანსწრაფული ზომები ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანთა მხეცური დევნის აღსაკვეთად.
ერთიანი ინიციატივის შესახებ საზეიმოდ იქნა გამოცხადებული კარვობის დღესასწაულზე, რომელიც დაფინანსებული გახლდათ საერთაშორისო ქრისტიანული საელჩო იერუსალიმის მიერ და, რომელსაც ოთხმოცი ქვეყნიდან ჩამოსული 4,500-ზე მეტი ქრისტიანი დაესწრო.
ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანულ უმცირესობათა საგანგაშო მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება, ვინაიდან მსოფლიოს ლიდერები უყურადღებოდ ტოვებენ ადამიანთა უფლებების ამ საშინელ დარღვევას, დიდი გულისტკივილითაა ნათქვამი წერილში, რომელიც ახლახან იქნა გაგზავნილი 95 დემოკრატიული ქვეყნის მთავრობათა თუ სახელმწიფოს მეთაურთა მიმართ. წერილს ხელს აწერენ სქსი აღმასრულებელი დირექტორი დრ. იურგენ ბიულერი, მსოფლიოს ებრაელთა კონგრესის პრეზიდენტი რონალდ ს. ლაუდერი და დრ. უილიამ მ. უილსონი, რომელიც გახლავთ უფლებამოსილი21 გლობალური საბჭოს (Empowered21 Global Counci) თანა-თავმჯდომარე და ორალ რობერტსის უნივერსიტეტის პრეზიდენტი.
დოქტორმა ბიულერმა აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა, ვინაიდან მასში მონაწილეობას იღებს რონალდ ლაუდერი. რონალდ ლაუდერი გახლავთ იმ ორგანიზაციის თავი, რომელიც მსოფლიოს ებრაელობის წარმომადგენელ სხვა ორგანიზაციებს აერთიანებს.
„ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ ქრისტიანთა დღეს არსებული საშინელი მდგომარეობა გულისმომკვლელია და დასავლეთის ეკლესიებმაც კი გაცილებით უფრო მეტი უნდა გააკეთონ, რომ თანამორწმუნეთა ტანჯვა წინა პლანზე წამოსწიონ მთელი მსოფლიოს თვალწინ,“ − განაცხადა დოქტორმა ბიულერმა, „ამას გარდა, ამ რეგიონში მცხოვრებ დევნილ ქრისტიანთა დასაცავად წარმოთქმული მიმართვა მსოფლიოსადმი, ცნობილი იუდეველი ლიდერის მიერ, უპრეცედენტოა ჩვენს დროში. ჩვენ მივესალმებით ყველა იმ ადამიანის მზადყოფნას და კეთილმოსურნეობას, ვინც მხარს დაუჭერს ამ უძველეს, დევნილ ქრისტიანულ თემებს.“
„ისევე, როგორც ქრისტიანები იცავენ ებრაელებს ანტი-სემიტიზმისგან, ისევე, როგორც ქრისტიანები უჭერენ მხარს ისრაელს, ჩვენც, ებრაელები, მოვალენი ვართ , რომ ხმა ავიმაღლოთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ ქრისტიანთა დევნის წინააღმდეგ,“ − თქვა ლაუდერმა, როდესაც განმარტა თავისი, როგორც მსოფლიოს ებრაელთა კონგრესის მეთაურის, მონაწილეობის მიზეზი ამ ინიციატივაში.
„მუსულმანმა ექსტრემისტებმა წამოიწყეს მასშტაბური თავდახმა ჩვენს დასავლურ ფასეულობათა, ჩვენი ცივილიზაციის, წინააღმდეგ და ებრაელებმა და ქრისტიანებმა მხარდამხარ უნდა ვიმოქმედოთ ამ საფრთხის დასაძლევად, რამეთუ დიდი ხნის განმავლობაში მსოფლიო დუმდა ამ ბოროტების შემყურე, მაგრამ ახლა მოქმედების დროა, რომ მერე ძალიან დაგვიანებული არ აღმოჩნდეს,“ − დასძინა ლაუდერმა.
„ეს წერილი მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა იმ ქრისტიანთათვის, რომელთაც რწმენისათვის დევნიან და ხოცავენ კიდეც მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში,“ − თქვა დოქტორმა უილსონმა, ორუ-სა და უფლებამოსილი21 გლობალური საბჭოს, მთელს მსოფლიოში ევანგელისტ ლიდერთა უმსხვილესი გაერთიანების, წარმომადგენელმა. „ტექნოლოგიის ამ საუკუნეში ჩვენ ამ საგანგაშო ჩაგვრის მომსწრენი ვართ და უდიდესი პასუხისმგებლობა გვეკისრება ქრისტიანული თემების დასაცავად. ამ რთულ მდგომარეობაშ მყოფ ქრისტეს მიმდევართა უმეტესობა ძალადობაზე ძალადობით არ უპასუხებს და მაშასადამე, მათ სჭირდებათ საერთაშორისო სამთავრობო ავტორიტეტთა მხადაჭერა ამ უსამართლობის წინააღმდეგ თავდასაცავად.“
წერილის სამივე ხელმომწერმა წარმოთქვა სიტყვა იერუსალიმის ახალია პეის არენიდან, ორშაბათს, 13 ოქტომბერს, გამართულ პრეს-კონფერენციაზე, სადაც სქსი-ის ყოველწლიური კარვობის დღესასწაული იყო გაიმართა წელს. ასევე სიტყვით გამოვა ღირსი ენდრიუ უაიტი, ცნობილი, როგორც „ბაღდადის ქორეპისკოპოსი,“ ანგლიკანი სამღვდელო პირი, რომელიც ყველაზე აქტიურად გამოდის ერაყში ქრისტიანთა დევნის წინააღმდეგ.
მოგვიანებით, ორშაბათ საღამოს, ისრაელის პრეზიდენტი რეუვენ რივლინი, რონალდ ლაუდერთან ერთად, მიესალმება ბიბლიურ დღესასწაულზე, სუქოთზე, შეკრებილ ქრისტიანებს. იქ მყოფ საზოგადოებაში, ასევე, იქნება 24 პარლამენტარი მთელი მსოფლიოდან. ისინი ესწრებიან ისრაელის მოკავშირეთა ფონდის (Israel Allies Foundation) ყოველწლიურ თავმჯდომარეთა კონფერენციას (Chairmen’s Conference), რომელიც გახლავთ პრო-ებრაულ კანონმდებელთა საპარლამენტთაშორისო ფორუმი.
ასევე, მოელიან, რომ, თავმჯდომარეთა კონფერენციაზე წამოჭრილ სხვა საკითხებზე საუბრის გარდა, კანონმდებელნი ხმას აიმაღლებენ ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანთა დევნის წინააღმდეგ.
მსოფლიო ებრაული კონგრესის (WJC) პრეზიდენტი რონალდ ლაუდერი
Комментариев нет:
Отправить комментарий