пятница, 1 августа 2014 г.

ჩვენ ნაზარეველები ვართ ანუ “ქრისტიანების გენოციდი”



CBN News” – ის წამყვანმა, საერთაშორისო ამბების გამშუქებელმა გერი ლაინმა, 25 ივლისს თავის ბლოგში დაწერა იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანთა მდგომარეობის შესახებ.
მამაჩემი, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, ხშირად მეუბნებოდა რომ ისტორია ყოველთვის განმეორებადია .
სამოცდათი წლის უკან ნაცისტებმა აიძულეს ებრაელები, დავითის ყვითელი ვარსკლავი ეტარებინათ თავიანთ ტანისამოზე, რათა შემდგომში მათი დევნა და განადგურება განეხორციელებინათ, ამჟამად კი მსგავსი რამ ხორციელდება ქრისტიანებზე, ახლო აღმოსავლეთში და მათი ბოროტების ტაქტიკა ძალიან გავს ნაცისტური გერმანის ტაქტიკას.
მუსლიმებმა, ისლამური ქვეყნების ქრისტიანებს შესთავაზეს  ოთხი ვარიანტი:
1. მიიღონ ისლამი.
2. იცხოვრონ გარიყულად და შარიათის კანონის მიხედვით გადაიხადონ ხარკი.
3. მიატოვონ თავიანთი სახლები, ქონება და გაიქცენ ისლამური ქვეყნებიდან.
4. ან მოკვდენ .
ერაყის  და სირიის ახლად არჩეულმა მთავრობის წევრებმა დაიწყეს ქრისტიანების აღნიშვნა არაბული ასოთი რომელიც „ნაზარეველს“ ნიშნავს (იხილეთ ფოტო ზემოთ). ეს სიმბოლო უკვე გავრცელდა სოციალურ ქსელებში და მთელი მსოფლიოს ქრისტიანები იყენებენ, როგორც  სოლიდარობის სიმბოლოს იმ დევნილი ქრისტინებისათვის რომელიც  ერაყში  ქალაქ მოსულში  ცხოვრობენ.

1406405099-hundreds-supports-threatened-christians-from-irak--lyon_5374346ასევე ქრისტიანებმა წამოიწყეს სოლიდარობის კამპანია სოციალურ ქსელებში “ჰეშტეგით” # WeAreN (ჩვენ ნაზარეველები ვართ), მაგრამ ხალიფ იბრაჰიმის (აბუ ბაქირ ალ-ბაღდადი), მის თანამოძმეთა და სხვა მუსულმან ექსტრემისტთა შესაჩერებლად, ახლო აღმოსავლეთში მათი ბოროტმოქმედებათა აღსაკვეთად, გაცილებით მეტი იქნება საჭირო, ვიდრე უბრალოდ ჰეშტეგები და სიმბოლოები. ეს შესანიშნავი იარაღია ყურადღების მისაქცევად და ხალხის ინფორმირებისათვის, მაგრამ ადამიანებმა გაცილებით მეტი უნდა გააკეთონ, რათა ეს უძველესი ქრისტიანული თემი თანამედროვე ჰოლოკოსტს გადაარჩინონ.



წყარო

რესურსები ინტერნეტში:

1)  http://www.bbc.com

2) http://citizengo.org

3) http://www.religionnews.com

4)  http://www.patheos.com
Please Share it! :)

Комментариев нет:

Отправить комментарий