წინასიტყვაობა
ამ წიგნში მონათხრობი პირველად რადიოთი გადაიცა. შემდეგ სამ ცალ-ცალკე ნაწილად გამოიცა: „ქრისტიანობის დაცვა“ (1943წ.), „ქრისტიანული საქციელი“ (1943წ.) და „პიროვნულობის მიღმა“ (1943). მიკროფონში ნალაპარაკევს ბეჭდვით ვარიანტში ზოგი რამ დავამატე, მაგრამ სხვა მხრივ ტექსტში განსაკუთრებული ცვლილებები არ შემიტანია. საუბარი რადიოში, ჩემი აზრით, ცოცხალ მეტყველებას უნდა უახლოვდებოდეს, ის არ უნდა იყოს წაკითხული სტატია. ამიტომ ჩემს საუბრებში ვიყენებდი იმ შემოკლებებს და გამოთქმებს, რომელთაც ჩვეულებრივ ლაპარაკში ვიყენებ. ბეჭდვით ვარიანტში ეს გამოთქმები შევინარჩუნე. რადიო საუბარში თუ სიტყვის მნიშვნელობაზე ყურადღებას ინტონაციის მეოხებით ვამახვილებდი, წიგნში იმავე სიტყვას კურსივით გამოვყოფდი. ახლა ეს შეცდომად მიმაჩნია - საუბრისა და წერის ხელოვნების არასასურველ ჰიბრიდად. მოსაუბრე ინტონაციას იმიტომ მიმართავს, რომ თავად საუბარი მოითხოვს ამას. მწერალმა ამავე მიზნით კურსივი კი არ უნდა გამოიყენოს - საკვანძო სიტყვათა გამოსაყოფად საკუთარი, თავისებური საშუალებები უნდა გამოძებნოს. ამ გამოცემაში შემოკლებანი გავშალე, კურსივების შემცველი წინადადებები გადავამუშავე. იმედი მაქვს, რადიოსაუბრებისათვის დამახასიათებელი „ცოცხალი“ თუ „შინაურული“ ტონი არ დაკარგულა. ზოგან რაღაც ჩავამატე, ზოგან ამოვშალე. ეს იმიტომ, რომ ზოგი რამ ახლა უკეთ მესმის, ვიდრე ათი წლის წინ, გარდა ამისა, ზოგიერთი ჩემი ნათქვამი მაშინ გაუგებარი დარჩა.
მინდა მკითხველი გავაფრთხილო, რომ ჩემგან შველას არ უნდა ელოდეს ის, ვინც ორ ქრისტიანულ დენომინაციას შორის მერყეობს. ჩემგან ვერ ისწავლით, თავი რომელ ეკლესიას მიაკუთვნოთ: ანგლიკანურს, მეთოდისტურს, პრესბიტერიანულს თუ რომანულ-კათოლიკურს. ამ თემას შეგნებულად მოვერიდე (ჩამონათვალიც კი ანბანის მიხედვითაა). რაც შეეხება ჩემს პოზიციას, ის არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს; მე გახლავართ ინგლისის ეკლესიის რიგითი წევრი, რომელსაც საზოგადოებაში არც გამორჩეულად მაღალი, არც დაბალი მდგომარეობა არ უკავია, არც რამე განსაკუთრებულით არის გამორჩეული. წიგნში არ ვცდილობ, ვინმე ჩემს პოზიციაზე გადმოვიბირო. გაქრისტიანების შემდეგ სულ იმას ვფიქრობდი, რომ საუკეთესო და ალბათ ერთადერთი სამსახური, რაც ჩემ ურწმუნო მოყვასთათვის შემეძლო გამეწია, იყო განმარტება და დაცვა იმ სარწმუნოებისა, რომელიც საერთოა ყველა დროის ყველა ქრისტიანისათვის. ასე რომ მეფიქრა, რამდენიმე მიზეზი მქონდა: პირველ რიგში, საკითხები, რომელთა გამო ქრისტიანები ერთმანეთს ემიჯნებიან, ან ღრმა თეოლოგიას განეკუთვნება ან ეკლესიის ისტორიას. მათი განჩხრეკა მხოლოდ ექსპერტთა საქმეა. ამგვარ სიღრმეში მეც ჩავიხრჩობოდი. არათუ სხვას ვერ მივეხმარებოდი, აქეთ დამჭირდებოდა დახმარება. მეორე, უნდა ვაღიარო, რომ ამგვარ საკამათო საკითხებზე დისკუსიები არაქრისტიანებს ვერ მიიზიდავს. ამ საკითხებზე წერითა და საუბრით გარეშე კაცს უფრო ვაფრთხობთ, ვიდრე ვიზიდავთ ქრისტიანულ თემში. კამათი შეიძლება იმათ შორის, ვინც უკვე აღიარა, რომ არსებობს ერთი ღმერთი და მისი მხოლოდშობილი ძე ქრისტე. შთაბეჭდილება მექმნება, რომ ჭკვიანი ავტორები სულ უფრო და უფრო კავდებიან საკამათო საკითხების კირკიტით და განზე რჩებათ დაცვა უბრალოდ ქრისტიანობისა, როგორც მას ბაქსტერი უწოდებს. ვნახე, რომ შემეძლო სამსახური გამეწია ჯაჭვის ამ ყველაზე სუსტი მონაკვეთისათვის. ბუნებრივია, მას მივაშურე.
რამდენადაც ვაცნობიერებ, სწორედ ეს მოტივები მამოძრავებდა და მოხარული ვიქნები, თუ ზოგიერთ საკამათო საკითხზე დუმილს სხვა კონტექსტს არ მოუძებნიან. ამგვარი დუმილი არ ნიშნავს, რომ შორიდან ვუყურებ იმას, რაც ხდება. მაგრამ ზოგჯერ არც ეს არის გამორიცხული. ქრისტიანთა შორის იბადება კითხვები, რომლებზეც პასუხი არ გამაჩნია. ზოგზე პასუხი არასოდეს მექნება. უკეთეს სამყაროშიც რომ მომიხდეს ამგვარი კითხვის დასმა, ვიცი, იმავე პასუხს მივიღებ, რა პასუხიც მიიღო გაცილებით დიდმა შემკითხველმა: „შენ რა გესაქმება? მომყევი მე.“ არსებობს საკითხები, რომელთა მიმართ სრულიად გარკვეული პოზიცია გამაჩნია, მაგრამ მათ შესახებ მაინც არაფერს ვამბობ. ვწერდი არა იმისთვის, რომ გადმომეცა ის, რასაც შეიძლება „ჩემი რელიგია“ ეწოდოს, არამედ განმემარტა უბრალოდ ქრისტიანობა, რომელიც არსებობს და არსებობდა ჩემს დაბადებამდე და ჩემს მოწონება-არმოწონებაზე დამოკიდებული არ არის.
იმ ფაქტიდან, რომ არაფერს ვამბობ ნეტარ ქალწულ მარიამზე - ვეხები მხოლოდ ქრისტეს უბიწო შობასთან დაკავშირებით - ზოგს დაუსაბუთებელი დასკვნა გამოაქვს. მაგრამ მიზეზი განა ცხადი არ არის? ქრისტიანობის არც ერთი საკამათო საკითხი არ მოითხოვს ისეთ დელიკატურ მიდგომას, როგორც ზემოთნახსენები. რომის კათოლიკური ეკლესია არა მარტო ყველა ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის დამახასიათებელი მგზნებარებით იცავს თავის გაგებას, არამედ (და ეს ძალიან ბუნებრივია) იმ გამორჩეული და რაინდული მგზნებარებით, რომელსაც იჩენს კაცი, როცა დედამისის ან მისი სატრფოს ღირსებას საფრთხე ემუქრება. ძალიან ძნელია, მათ ისე გაემიჯნო, რომ უვიცად ან ერეტიკოსად არ მოგნათლონ. მეორე მხრივ, პროტესტანტთა რწმენა ამ საკითხთან დაკავშირებით გამოწვეულია გრძნობებით, რომელთა ძირები XIV საუკუნის მონოთეიზმშია. რადიკალ პროტესტანტებს მიაჩნიათ, რომ შემოქმედსა და მის ქმნილებას შორის (რაც არ უნდა წმინდანი იყოს ეს უკანასკნელი) განსხვავებას ამით საფრთხე ემუქრება და ამგვარად პოლითეიზმის აღორძინებას ეწყობა ხელი. მეტად ძნელია, ისე გაემიჯნო, რომ მათ თვალში ერეტიკოსზე უარესი - კერპთაყვანისმცემელი, წარმართი - არ გამოჩნდე. თუ არსებობს თემა, რომელსაც შეუძლია დაღუპოს წიგნი უბრალოდ, ქრისტიანობა, თუ არსებობს თემა, რომელიც სრულიად უსარგებლოა მისთვის, ვისაც ჯერ არ აუღიარებია, რომ ძე ქალწულისა არის ღმერთი, არის სწორედ აღნიშნული თემა.
საკმაოდ უცნაურია, რომ ამ საკამათო საკითხებზე დუმილის გამო თქვენ ვერ მიხვდებით, მივიჩნევ თუ არა მათ მნიშვნელოვნად. საქმე ისაა, რომ თავად ესაა საკამათო. ერთი იმ პუნქტთაგანი, სადაც ქრისტიანთა შეხედულებანი ერთმანეთს არ ემთხვევა, არის ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს უთანხმოებანი. ორი დენომინაციის ქრისტიანი რომ კამათს იწყებს, ჩვეულებრივ, ერთი მათგანი სვამს კითხვას: „არის კი ეს საკითხი ასეთი მნიშვნელოვანი?“ რაზეც მეორე პასუხობს: „მნიშვნელოვანი? ეს უარსებითესია“.
ყოველივე ეს იმიტომ ვთქვი, რომ განმემარტა, რა სახის წიგნის დაწერას ვცდილობდი და არა იმიტომ, რომ ჩემი წარმოდგენები მიმეჩქმალა ან მათ გამო პასუხისმგებლობა ჩამომეხსნა. როგორც ზემოთ ვთქვი, არავითარი საიდუმლო არ გამაჩნია. ძია ტობის სიტყვებით რომ ვთქვა: „ისინი ლოცვის წიგნში წერია“.
საფრთხე იყო, ზოგად ქრისტიანობად წარმომედგინა ის, რაც ინგლისის ან (კიდევ უფრო უარესი) ჩემი თავისებურებაა. ამის თავიდან ასაცილებლად ხელნაწერი (ამ წიგნის ორი ნაწილი) ოთხ ღვთისმსახურს გავუგზავნე (ანგლიკანური, მეთოდისტური, პრესბიტერიანული, რომის კათოლიკური ეკლესიების წარმომადგენლებს) და კრიტიკული შენიშვნების გამოთქმა ვთხოვე. მეთოდისტის აზრით, არასაკმარისად ვეხები რწმენას; კათოლიკის აზრით კი ძალიან შორს წავედი შედარებით ნაკლებმნიშვნელოვანი თეორიების გადმოცემაში, რომლებიც გამოსყიდვის განმარტებას ეხება. დანარჩენში ხუთივე ერთმანეთს დავეთანხმეთ. სხვა ნაწილები ამგვარად აღარ შემიმოწმებია, რადგან აზრთა სხვაობაც რომ გამოეწვია ქრისტიანთა შორის, ეს იქნებოდა განსხვავება ცალკეულ ინდივიდთა და სკოლათა შორის და არა სხვადასხვა დენომინაციას შორის.
რამდენადაც შემიძლია ვიმსჯელო რეცენზიებისა და ჩემს სახელზე მოსული ურიცხვი წერილის მიხედვით, ამ წიგნმა, რაოდენ ბევრსაც არ უნდა სცოდავდეს სხვა მიმართებით, მაინც მოახერხა, გაეცნო მკითხველისთვის, თუ რას ნიშნავს საყოველთაოდ აღიარებული უბრალოდ ქრისტიანობა. ასე თუ ისე, იგი დაეხმარება ადამიანს იმ თვალსაზრისის გადალახვაში, რომლის თანახმადაც საკამათო ადგილების გამოტოვებით ხელთ გვექნება ოდენ ბუნდოვანი და მშრალი „წმინდა ქრისტიანული რწმენა“. სინამდვილეში, ეს უკანასკნელი იძენს არა მარტო პოზიტიურ მნიშვნელობას, არამედ კატეგორიულსაც და სხვა არაქრისტიანულ სარწმუნოებათ უფსკრულით გამოეყოფა, რაც ახლოსაც ვერ მივა ქრისტიანობის შიგნით ყველაზე დიდ გათიშულობასთან. თუ უშუალოდ გაერთიანებას ვერ ვუშველე, მგონი, ის მაინც ვაჩვენე, თუ რატომ უნდა გავერთიანდეთ. უნდა გითხრათ, რომ ჩემი თემის ღრმად მორწმუნე წევრთაგან განსაკუთრებულ თეოლოგიურ შეუწყნარებლობას არ გადავწყდომივარ. მტრული დამოკიდებულება იგძნობა უფრო შუალედური ჯგუფების ადამიანთაგან, როგორც ინგლისის ეკლესიის შიგნით, ისე მის გარეთ - იმათაგან, ვინც არც ერთ თემს არ ემორჩილება. ეს ჩემთვის მანუგეშებელია. სწორედ შუაგულში, სადაც თემის ჭეშმარიტი შვილები იმყოფებიან, ეს საკითხები, თუ დოქტრინით არა - სულიერად ახლოსაა ერთმანეთთან. ეს კი იმის დასტურია, რომ თითოეულის ცენტრში დგას რაღაც ან ვიღაც, რომელიც, მიუხედავად შეხედულებათა სიჭრელისა, ტემპერამენტის სხვაობისა, ურთიერთდევნის ხსოვნისა, ერთი და იმავე ხმით ლაპარაკობს.
ეს რაც შეეხება ჩემს დუმილს გარკვეული დოქტრინის გამო. მესამე ნაწილში, რომელიც მორალს ეხება, ზოგიერთ საკითხს გვერდი ავუარე, ოღონდ, აქ უკვე სხვა მოსაზრებით. ჯერ კიდევ მაშინ, როცა პირველ მსოფლიო ომში რიგით ჯარისკაცად ვიბრძოდი, გულზე არ მეხატებოდა ის, ვინც მყუდრო და უსაფრთხო ადგილიდან ცეცხლის ხაზისთვის ბრძანებებს იძლეოდა. ამიტომ არ მსურს, იმ ცდუნებებზე ვილაპარაკო, რომელთაც არ გადავყრილვარ. ვფიქრობ, ისეთი კაცი არ არსებობს, რომელიც თავის მხრებზე ყველა ცოდვას ატარებდეს. მოხდა ისე, რომ ჩემი შექმნისას აზარტული მოთამაშის იმპულსი არ იქნა ჩადებული. უეჭველია, ამის გამო გარკვეული დადებითი იმპულსი მაკლია, რომლის გაზვიადებული და დამახინჯებული სახეა აზარტული თამაშებისაკენ მიდრეკილება. ამიტომ თავი კომპენტენტურად არ მიმაჩნია ვიძლეოდე რჩევას, რომელ აზარტულ თამაშს შეიძლება დაერთოს ნება და რომელს - არა. ისიც არ ვიცი, არსებობს კი ნებადართული თამაში. ასევე წიგნში არაფერი მითქვამს ჩასახვის კონტროლზე. არამც თუ ქალი არ ვარ, ცოლიც არ მყოლია. არც პასტორი ვარ. ამიტომ არ შემიძლია მტკიცე პოზიცია გამაჩნდეს იმის მიმართ, რაც დაკავშირებულია ტკივილთან, საფრთხესთან, ხარჯებთან, რისგანაც მე დაზღვეული ვარ. გარდა ამისა, პასტორიც არ ვარ, ამ თემაზე რომ ლაპარაკი მევალებოდეს.
უფრო ღრმა კრიტიკაც შეიძლება გამოითქვას, რაც კიდეც გამოითქვა, სიტყვა „ქრისტიანის“ ჩემეულ გაგებაზე. ქრისტიანში ვგულისხმობ კაცს, რომელიც ქრისტიანობის საყოველთაოდ აღიარებულ დოქტრინებს ცნობს. მეკითხებიან ხოლმე: „თქვენ ვინ ხართ, რომ დაადგინოთ, ვინაა ქრისტიანი და ვინ არა?“ ან ასეთ კითხვას მისვამენ: „განა არ შეიძლება ადამიანი, რომელიც ამ დოქტრინებს არ ცნობს, უფრო ჭეშმარიტი ქრისტიანი იყოს, უფრო ახლოს იდგას ქრისტეს გონთან, ვიდრე ის, ვინც აღიარებს?“ ასეთი შეკამათება გარკვეული აზრით ძალიან სწორია, კეთილშობილურია, სულიერია, ჭკვიანური. მას ყველა სასურველი თვისება გააჩნია, გარდა სასარგებლოსი. არ შემიძლია განუხრელად ისე ვხმარობდე ენას, როგორც ეს ოპონენტებს სურთ. ამის განმარტებას სხვა მნიშვნელოვანი სიტყვის მაგალითზე შევეცდები.
სიტყვა „ჯენტლმენი“ თავდაპირველად რაღაც სრულიად კონკრეტულს აღნიშნავდა, კერძოდ, ადამიანს, რომელსაც ღერბი და მიწის საკუთრება გააჩნდა. ვინმეს „ჯენტლმენს“ რომ უწოდებდით, ამით ქათინაურს კი არ ეუბნებოდით, არამედ აღნიშნავდით ფაქტს. თუ ვინმეზე იტყოდით, ჯენტლმენი არააო, ამით შეურაცხყოფას კი არ აყენებდით, არამედ იძლეოდით ინფორმაციას. იმის აღნიშვნაში, რომ ჯონი მატყუარაა და ჯენტლმენი, არავითარი წინააღმდეგობა არ იყო, ყოველ შემთხვევაში ისეთი, როგორიცაა გამოთქმაში: ჯეიმსი სულელია და მეცნიერებათა მაგისტრი. მერე გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც წრფელად, კეთილგანწყობით, გრძნობით, მაგრამ ფაქტისთვის ანგარიშგაუწევლად განაცხადეს: „განა ჭეშმარიტი ჯენტლმენისთვის მთავარი ღერბი და მიწაა და არა ის, თუ როგორ იქცევა? განა ჭეშმარიტი ჯენტლმენი ის არ არის, ვინც ჯენტლმენივით იქცევა? ამ აზრით, განა ედვარდი უფრო ჯენტლმენი არაა, ვიდრე ჯონი?“ ამის მთქმელთ კეთილი ზრახვა ალაპარაკებდათ. რა თქმა უნდა, ღერბის ქონას ჯობია პატიოსანი, ზრდილი, მამაცი ადამიანი იყო. მაგრამ ეს ერთი და იგივე არ არის. უფრო მეტიც - და ამაში ბევრი ალბათ დამეთანხმება - ასეთ გაკეთილშობილებულ გაგებაში „ჯენტლმენი“ იძლევა არა ინფორმაციას, არამედ - კაცის ხოტბას. იმის თქმა, რომ ესა თუ ის კაცი „ჯენტლმენი“ არ არის, შეურაცხყოფად აღიქმება. აღმწერი ტერმინიდან იგი სახოტბო სიტყვად იქცევა. ასეთ შემთხვევაში აღარაფერს ამბობს საგნის ფაქტურ მხარეზე: ის მხოლოდ ობიექტისადმი მოსაუბრის მიმართებაზე მეტყველებს (კარგი კერძი იმ კერძს ნიშნავს, რომელიც მთქმელს მოსწონს). მას მერე, რაც განსულიერებულმა და გაკეთილშობილებულმა მნიშვნელობამ ძველი, ზუსტი, ობიექტური მნიშვნელობა გამოდევნა, სიტყვა „ჯენტლმენი“ ნიშნავს კაცს, რომელიც მოსაუბრეს მოსწონს; ამის შედეგად ეს სიტყვა უსარგებლო გახდა. ისედაც ბევრი სიტყვა გვქონდა, რომელიც მოწონებას გამოხატავდა; ისე რომ, ამის საჭიროება არ იყო. მეორე მხრივ, თუ ვინმე მოინდომებს (ვთქვათ, ისტორიულ შრომაში) ამ სიტყვის ძველი მნიშვნელობით გამოყენებას, განმარტების გარეშე ამას ვერ მოახერხებს, იმიტომ რომ სიტყვამ პირველადი მნიშვნელობა დაკარგა.
ამდენად, თუ ხალხს ნებას მივცემთ, სიტყვა „ქრისტიანის“ გაფართოება, დახვეწა ან „გაღრმავება“ დაიწყოს, იგი სასწრაფოდ უაზრობად იქცევა. პირველ რიგში, თავად ქრისტიანები ვეღარავის მიაწერენ მას. ჩვენი საქმე არ არის იმის განსჯა, თუ უღრმესი აზრით ვინ უფრო ახლოა ქრისტეს გონთან. ჩვენ ვერ ვიყურებით ადამიანთა გულებში, ჩვენ არ შეგვიძლია განვიკითხოთ; განკითხვა აგვიკრძალეს. სახიფათო თავდაჯერებულობა იქნებოდა ვინმეზე იმის თქმა, რომ ის არის ან არ არის ქრისტიანი ამ სიტყვის უღრმესი გაგებით. მაგრამ სიტყვა, რომელსაც ვერ ვიყენებთ, უსარგებლო ხდება. რაც შეეხება ურწმუნოებს, ისინი სიხარულით გამოიყენებენ ამ სიტყვის კეთილშობილურ მნიშვნელობას. მათ მეტყველებაში იგი სახოტბო სიტყვად იქცევა. კაცზე რომ ქრისტიანს იტყვიან, მხედველობაში ეყოლებათ კარგი კაცი. მაგრამ სიტყვის ამგვარი ხმარება ენის გამდიდრებად არ ჩაითვლება, რადგან საამისოდ გვაქვს უკვე სიტყვა: „კარგი“. ამასობაში კი სიტყვა „ქრისტიანი“ აღარ ევარგება იმ ნამდვილი, საჭირო დანიშნულების გამოსახატად, რასაც ახლა ემსახურება.
ამიტომ პირველადი, ცხადი მნიშვნელობა არას გზით არ უნდა დავკარგოთ. პირველად „ქრისტიანები“ უწოდეს ანტიოქიაში მოწაფეებს (საქმენი XI, 26), მათ, ვინც მოციქულთა მოძღვრება აღიარეს. ეჭვს გარეშეა, რომ ასე იწოდებოდნენ მხოლოდ ისინი, ვინც ამ მოძღვრებიდან თავისი შესაძლებლობის ფარგლებში სიკეთე მოიმკა. ცხადია, ასე იმათ უწოდებდნენ, ვინც კეთილშობილი, სულიერი, შინაგანი აზრით სხვა მოწაფეებზე მეტად „ახლოს იყვნენ ქრისტეს გონთან“. ეს არ არის თეოლოგიის ან მორალის საკითხი. ლაპარაკია მხოლოდ სიტყვათა ისეთ ხმარებაზე, რომ ნათქვამი გასაგები იყოს. თუ ქრისტიანული დოქტრინის მაღიარებელი კაცი უღირსად ცხოვრობს, უფრო გასაგები იქნება, თუ ვიტყვით, რომ ის ცუდი ქრისტიანია, ვიდრე იმას, რომ ის ქრისტიანი არ არის.
იმედი მაქვს, რომ არც ერთი მკითხველი უბრალოდ ქრისტიანობას არ მიიჩნევს არსებული ეკლესიების აღმსარებლობათა ალტერნატივად - თითქოს ვინმეს შეეძლოს ეს არჩიოს კონგრეგაციონალიზმს ან ბერძნულ ორთოდოქსობას ან რამე სხვას. იგი უფრო ჰოლსა ჰგავს, რომელშიც რამდენიმე ოთახის კარი გამოდის. თუ შევძლებ ამ ჰოლში ვინმეს შემოყვანას, ჩავთვლი, რომ მიზანს მივაღწიე. მაგრამ სწორედ ოთახებშია ბუხარიც, სკამებიც, საჭმელიც. ჰოლი მოსაცდელი ადგილია, აქედან შეიძლება ამა თუ იმ ოთახში შესვლა, მაგრამ ის საცხოვრებლად არ ვარგა. ამ აზრით, ყველაზე ცუდი ოთახიც კი ჰოლს სჯობია. ზოგიერთი ალბათ დიდხანს მოცდას არჩევს, ზოგი მაშინვე მიხვდება, რომელ კარზე დააკაკუნოს. ასეთი განსხვავების მიზეზი არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ ღმერთი დიდ ხანს არ ალოდინებს, თუ ეს კაცისთვის სასარგებლოდ არ მიაჩნია. როცა, ბოლოს და ბოლოს, თქვენს ოთახში შეხვალთ, მიხვდებით, რომ დიდი ხნის ლოდინმა სარგებლობა მოგიტანათ, რომელიც სხვა შემთხვევაში არ გექნებოდათ. მაგრამ ჰოლში ყოფნა უნდა იყოს ლოდინის ეტაპი და არა დაბანაკებისა. თქვენ უნდა ილოცოთ ნათელის სახელზე და ეცადოთ მთელი სახლის საერთო წესები დაიცვათ. გარდა ამისა, გამუდმებით უნდა ეძიებდეთ, რომელია ჭეშმარიტი კარი და არად ჩააგდოთ, თუ თვალს ფერისა და მოკაზმულობის გამო სხვა უფრო მოსწონს. ჰოდა, კითხვა ასე არ უნდა დავსვათ: „მომწონს ასეთი ღვთისმსახურება თუ არა“ არამედ - ეს დოქტრინები ჭეშმარიტია? არის აქ სიწმინდე? ჩემი შეგნება აქეთ მომიძღვება თუ არა? რატომ ამ კარზე არ ვაკაკუნებ? სიამაყის გამო? გემოვნების გამო? თუ უბრალოდ, იმის გამო, რომ მეკარე არ მომწონს?“
თქვენს ოთახში რომ შეხვალთ, კეთილი იყავით იმის მიმართ, ვინც სხვა კარი შეაღო და იმათ მიმართ, ვინც ჯერ კიდევ ჰოლშია. თუ ისინი ბოროტნი არიან, თქვენი ლოცვა მათ უფრო სჭირდებათ. თუ თქვენი მტრები არიან, ნაბრძანები გაქვთ, მათთვის ილოცოთ. ეს ერთი იმ წესთაგანია, რომელიც მთელი სახლისთვის საერთოა.
წიგნის წაკითხვა

ძალიან მაინტერესებს და სამწუხაროდ, წიგნი არ იხსნება. იქნებ, პრობლემა გამოასწოროთ. წინასწარ დიდი მადლობა!
ОтветитьУдалитьშესწორებულია
Удалитьგაიხარეთ! :))
Удалить