ანტონ სუროჟელის ღია წერილი ილარიონ ალფეევს
წერილის სრული სათაური: სუროჟის მიტროპოლიტ ანტონის ღია წერილიპოდოლსკის ეპისკოპოს ილარიონ ალფეევს
ანტონ სუროჟელის ეს წერილი ეხება რუსეთის ეკლესიის შიდა საქმეებს,მაგრამ ჩემი თვალთახედვით მრავალი პრობლემა ჩვენი რეალობისთვისაცნიშნეულია და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე საზოგადოებისთვის გამეცნომისი მეუფების წერილი. (მაგალითად მრევლის მონაწილეობა ეკლესიისმართვაში და სასულიერო დასის მიმართება მრევლათან. სხვებს თავადაცმიხვდებით) თუმცა რა გასაკვირია, რომ ამ უდიდესი მღვდელმთავრისწერილში მხოლოდ პრობლემის განხილვას ვერ ნახავთ. ცალკეულიწინადადებები სწორედ მისი ღრმა ქრისტიანული შემოქმედებისმარგალიტებია. შენდობას ვითხოვ უხეში თარგმანისთვის.
ბექა ებრალიძე
ძვირფასო მეუფე ილარიონ, ღრმად შეურაცხყოფილი ვიწყებ წერას.
ნუთუ ვერ ხვდები და ვერ გრძნობ, რომ იმ ტრაგედიის საქვეყნოდ გახმაურებით, რომელიც გათამაშდა სუროჟის ეპარქიაში, შენი ინგლისში ყოფნისას არა მხოლოდ არყევ ეპარქიის მოწყობილ (შენს ჩამოსვლამდე) ცხოვრებას, წყვეტ მრავალწლიან შრომას, სხვათა მიერ გაწეულს არამედ არცხვენ რუსეთის ეკლესიის სახელს ევროპასა და ამერიკაში? ის სურათი, რომელსაც შენ ხატავ, მეტწილად არ თანხვდება რეალობასთან. უამრავი სიძულვილის ამოკითხვა შეუძლია გაუთვითცნობიერებელ მკითხველს შენს პირად თავდასხმებში მეუფე ვასილსა და სხვებზე.
წერ, რომ მე თვითონ ვთხოვე პატრიარქს შენი სუროჟის ეპარქიაში გამწესება. თავიდან საუბარი იყო შენს დანიშვნაზე კემბრიჯის უნივერსიტეტში მკვლევარად. მოგვიანებით სმოლენსკისა და კალინინგრადის მიტროპოლიტმა კირილმა მითხრა, რომ ის ჩემს დასახმარებლად ეპისკოპოსის ხარისხის გარეშე არ გამოგიშვებდა. მე დავთანხმდი ამას, მოლოდინით, რომ შენი სახით გამომიჩნდებოდა ჭკვიანი, კარგი თანამშრომელი. ამაში მწარედ შევცდი, ველოდი ერთს და აღმოჩნდა მეორე. შენი ჩამოსვლის პირველივე დღეს მითხარი ძალიან დამამწუხრებელი ფრაზა: „ქიროტონიისას, როდესაც დამასხეს ხელი, მე ვიგრძენი რომ ვარ მღვდელმთავარი, ვიგრძენი ძალაუფლება.“ ამან შემაშინა, რადგან მთელი ცხოვრება მწამდა, რომ მოწოდებულნი ვართ მსახურებად და არა ხელმწიფებად. მაშინვე მივაქციე ამაზე შენი ყურადღება, მაგრამ როგორც ჩანს უშედეგოდ: ჩვენს შორის შენი გამოჩენის პირველივე დღიდან, ავტორიტარული დამოკიდებულებით ისეთი უარყოფითი რეაქცია გამოიწვიე ლონდონის სასულიეროთა შორის, რომ მთხოვეს ნებართვა, მოგვეწყო შეხვედრა, სადაც ისინი გამოთქვამდნენ თავიაანთ განსაცდელს.
ამ შეხვედრამ დადებითი შედეგი ვერ მოიტანა, რადგან ვერ შეძელი გაგეგო ნაიარევი სულების ღაღადი, მხოლოდ დაგრჩა მათ მიმართ მტრობა, ვინც გულწფელად გითხრა სიმართლე. ასევე მოხდა მაშინაც, როდესაც სასულიერო პირთა მეორე ჯგუფი (გამოცდილი და სამართლიანი მთავარეპისკოპოსი ანატოლი, დეკანოზები სერგი გაკელი და მიხაილ ფორტუნატო) შეგხვდა და გამოთქვა თავისი უკმაყოფილება, რომელსაც მეც დავურთე ჩემი კრიტიკული შენიშვნები. შენ უარი თქვი პასუხის გაცემაზე. შენთან დაკავშირებული მწუხარება ნელნელა ფართოვდებოდა და “მუქდებოდა.“ სარგებლობდი მრევლთან ყოველი შეხვედრით, აგროვებდი შენს გარშემო თაყვანისმცემლებსა და მომხრეებს, სულ უფრო მეტად ყოფდი მრევლს „შენიანად“ და „სხვისად“.
დიდ ბრიტანეთში ჩემი 53 წლიანი მსახურების მანძილზე პირველად დაიბადა გაუცხოება. დაიწყე სასულიერო პირებში იმ აზრის გავრცელება, რომ რამდენიმე წლიანი მსახურების შემდეგაც კი, ისინი არ იღებდნენ საეკლესიო ჯილდოებს, (სინამდვილეში მე არ მჯერა ჯილდოების. ვთვლი, რომ ღმერთის და ხალხის მსახურება ყველაზე დიდი ღირსებაა, რომელიც შეიძლება ადამიანს მიენიჭოს. ჯვრით მხოლოდ მრავალწლიან მსახურებას, დეკანოზობით მხოლოდ მრავალწლიან შრომას ავღნიშნავდი) ასევე შენ ღვთისმსახურთა ყურადღება მიაქციე მათ უმნიშვნელო „ხელფასზე“ და იმაზე, რომ ზოგიერთი მათგანი ღვთისა და ხალხის მსახურებას, საერო სამსახურსაც უთავსებდა, გამომდინარე იქიდან, რომ პროვინციის სამრევლოები მცირერიცხოვანია და მოძღვრის შეწირულობა არაა საკმარისი „სამუშაო დღის“ შესავსებად. პარიზში მოღვაწეობისას რამდენიმე წელი მეც მიწევდა ექიმობისა და მოძღვრობის შეთავსება. ერთი სიტყვით, ფულისა და ჯილდოების თემამ დაიწყო იმ როლის შესრულება, რასაც ადრე არ ასრულებდა. (თვით შენ დაგჭირდა 40 000 ფუნტი).
ახლა კი მინდა გადავიდე ძირითად თემაზე და რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ სუროჟის ეპარქიის შესახებ, რომელიც გვევლინება „თანამედროვე რუსული ეკლესიის ისტორიის სხვადსხვა დინებათა მემკვიდრედ.“ რევოლუციამდე ყველა დედაქალაქში იყო საკონსულო ტაძრები, რევოლუციის შემდეგ მათ აღარ გაუმართლათ, მაგრამ წარმოიშვნენ სალოცავი ცენტრები, ზოგი დარჩენილ სამლოცველოებსა და ტაძრებში, (მაგ. პარიზი) ზოგიც სახლში მოწყობილ ტაძრებში. მათ ემსახურებოდნენ სასულიერონი, რომელნიც უკვე ცხოვრობდნენ საზღვარარეთ და ასევე დევნილი სასულიერონიც. მათ განასხვავებდა უდიდესი უბედურება და რუსული მართლმადიდებლური რწმენა ღმერთისა და სამშობლოსი. ჩემი მშობლებისა და ჩემმა თაობამ ღმერთი შეიცნო ახლებურად: რევოლუციამდე ღმერთი იმყოფებოდა დიდებაში, ტაძრების ბრწყინვალებაში აქ კი ღმერთი განგვეცხადა, როგორც „დევნილი,“ შევიწროებული ჩვენს სამშობლოში, რომელსაც „არა აქვს ადგილი სადაცა თავი მიიდრიკოს.“ ჩვენ მასში გაოცებულებმა დავინახეთ ღმერთი განდევნილი, რომელსაც ყველაფერი ესმის, „რომელზე დაბლაც არავის შეუძლია დამდაბლება.“ სახლებისა და ტაძრების განსაზღვრულ უბედურებაში ის ჩვენთან ერთად ცხოვრობდა, ის იყო ჩვენი იმედი და ძალა, დამშვიდება და ამოსუნთქვა. ამ სიღრმიდან გაისმა ბერდიაევის ხმა, რომელიც გვეუბნებოდა, რომ ჩვენ არ ვართ გამარჯვებული ფარა, მაგრამ ღმერთმა ამოგვირჩია, რათა ჩვენი უძლურებით, მიგვეტანა მართლმადიდებლობა მთელი მსოფიოსთვის. და ჩვენ ახლებურად დავინახეთ ჩვენი თავიც და ჩვენი დევნილობის მიწაც. ჩვენ ვიპოვეთ მოწოდება იმაში, რაც უწინ გადაულახავი ტკივილი იყო და გავხდით მართლმადიდებლობის მოწმენი და შევიყვარეთ ჩვენი უბედურება.
მრავალი წლის შემდეგ მე შევხვდი მომავალ პატრიარქ ალექსეი I, ახლადხელდასხმულს ეპისკოპოსად და მან მომცა მითითება, გვეშენებინა ეკლესია რომელიც ბოლომდე, სიღრმისეულად მართლმადიდებლური იქნებოდა, რუსული სასულიერო და საღვთისმეტყველო ტრადიციების მატარებელი. ღია მათთვის, ვინც ეძებდა ღმერთს, ან ჯერ კიდევ არ ეძებდა მას, ღია ნებისმიერი ენისა და ეროვნების ადამიანისათვის. ამ დროისათვის ლონდონის სამრევლომ მიზნად დაისახა ამ მოწოდების განხორციელება. გამრავლდა შერეული ქორწინებები, ბავშვები სულ უფრო ნაკლებად ლაპარაკობდნენ რუსულად. მაშინ ჩვენ გავხსენით სკოლა, რომელშიც ისწავლებოდა რუსული ენა და ყველა ის საგანი, რომელიც დაკავშირებულია რუსულ კულტურასა და მართლმადიდებლობასთან. აღმოვაჩინეთ, რომ რუსული სტიქია იმ ბავშვთა სულებშიც კი თვლემდა, რომელთათვისაც რუსული ენა უკვე აღარ იყო ფიქრისა და საუბრის ენა. როდესაც დავიწყეთ ბავშვებისთვის რუსული სიმღერის სწავლა ერთი გოგონა მოვიდა და მითხრა: „ყოველთვის მქონდა შეგრძნება რომ ჩემს გულში რაღაცას ეძინა, როდესაც დავიწყეთ რუსული სიმღერის შესწავლა თითქოს უხილავმა ხელმა გამოაფხიზლა და გული ამიმღერა.“ ნელნელა შერეული ქორწინებების რიცხვი იზრდებოდა და უფროდაუფრო მეტი ადამიანი აღარ იყო რუსული წარმომავლობის (მთელი ეს წლები ჯვრისწერას რამდენიმე ენაზე აღვასრულბედი) მაშინ მრევლის რუსულენოვანმა ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება შემოეტანათ ინგლისურენოვანი ღვთისმსახურებაც. (მანამდე პერიოდულად ვმსახურობდი ხოლმე რუსულად გერმანულად და ფრანგულად ახალგაზრდათა მცირე ჯგუფებისთვის.)
ასე გაიზარდა მრავალენოვანი, მრავალეროვანი ჩვენი სამწყსო და როდესაც კრუტიცკის მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ იარუშევიჩმა შემომთავაზა ამერიკაში გადაყვანა, მე მას ვუთხარი რომ მრავალეროვანი რუსულის სამრევლოს მყარად დასაყენებლად კიდევ 30 წელი მჭირდებოდა.
ეს წლები გავიდა და შენ მეუფე შეგეძლო სრულიად ჩართულიყავი სამუშაოებში, მოგეზიდა ახალი რუსი ემიგრანტების დიდი ტალღა. შენ კი დაიწყე განსხვავება ერთისა და მეორისა, მაშინ როდესაც ენათა არაჩვეულებრივი ფლობით, შეგეძლო გამხდარიყავი „ყველა ყველასთვის.“ მე გთხოვე, რომ არ შემოგეტანა ეპარქიაში არავითარი სიახლე, მანამ სანამ თავად არ გამოცდიდი იმ ცხოვრებას, რომლითაც ეპარქია ცხოვრობდა, მაგრამ გადაწყვიტე „შენი“ სამუშაო „შენებურად“ შეგესრულებინა. ერთი ღვთისმსახურის შენიშვნაზე, რომ შენ ცვლი ჩვენს პარქტიკას შენ სწორედ ასე უპასუხე: „ის იქცევა თავისებურად, მე ჩემებურად.“
ეპარქიის ასეთი მშენებლობა შესაძლებელი იყო სამრევლოს წევრთა მიმართ სრული გახსნილობით. ეს გახსნილობა თავიდანვე საჭიროებდა მზადყოფნას ერთმანეთის მოსმენისა, მიუხედავად იერარქიული მდგომარეობისა. ნებისა და ჭეშმარიტების შეცნობა ხომ სწორედ სხვისი მოსმენითა და შესმენითაა შესაძლებელი, ვინც არ უნდა იყოს ის. ამის მიღება შენ ვერ შეძელი, კრიტიკას გამოეხმაურე შეურაცყოფითა და წყენით. მათ მიმართ ვისაც არამარტო ჰქონდა ამის უფლება, არამედ თავის მოვალეობადაც თვლიდა შენი და კრებულის წინაშე ეთქვა შეულამაზებელი სიმართლე – რეაგირებდი მტრული დამოკიდებულებით. მხოლოდ ამ გახსნილობის საწყისებზე ვიმედოვნებდი ამეშენებინა ერთობა, შემდგარი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ხალხიგან, რომელთაც არ შეეშინდებოდათ გამოეთქვათ თავიაანთი აზრი ნებისმიერ ცხოვრებისეულ თემაზე. ამ პრინციპით ვაწყობდით სამრევლო საბჭოებს, სამრევლო კრებებს, ღვთისმსახურთა შეხვედრებს, სამღვდელმთავრო შეხვედრებს, ერთი სიტყვით ნებისმიერ შეხვედრას, რომელზედაც ნებისმიერს შეეძლო გამოეთქვა რასაც ფიქრობდა, დარწმუნებულს იმაში, რომ ყურადღებით მოუსმენდნენ. ასეთი მიდგომა გამორიცხავს ყოველგავრ ავტორიტარულ დამოკიდებულებას. („ეპისკოპოსს არ ეკამათებიან“) ეს მიდგომა მოითხოვს სხვა მივიღოთ არა როგორც უცხო, არამედ როგორც მეგობარი, ქრისტეს მისტიური სხეულის ნაწილი.
შენი ჩამოსვლიდან მცირე ხნის შემდეგ, როდესაც ურთიერთობები ერთობ დაიძაბა, გადავწყვიტე მთელი სამღვდელოება მომეწვია შეხვედრაზე, რომელზედაც ყოველი მათგანი შეძლებდა გამოეთქვა თვისი მოსაზრება. ვფიქრობდი, რომ პრობლემის განხილვით შევძლებდი აღმედგინა ერთობა, გამეხსნა გზა გახსნილობისათვის და ერთმანეთის ქრისტესმიერი მიღებისათვის. შეხვედრაზე შეგნებულად არ მოგიწვიე, რათა დაუბრკოლებლად გამოთქმულიყო და გარკვეულიყო ყველაფერი, გახნილიყო გზა, რომელზე შემდგარნიც „ვიტვირთავდით ჯვარს“ მზადყოფნით გაგვეღო მსხვერპლი შენთვის და ერთმანეთისთვის. უი! ვიღაცამ შეგატყობინა შეხვედრის შესახებ. შენ მოხვედი მასზე, არ გამითვალისწინე და დაღუპე შესაძლო ერთობა. შეხვედრაზე უფრო მეტად გამოიყავით შენ და „შენიანები“ „სხვებისგან.“ ყველას გონების არევით შენი მდგომარეობისა და შენს ჩამოსვლასთნ დაკავშირებული გაურკვევლობის გადწყვეტა შეუძლებელი გახდა. მანამდე შენმა მომხრეებმა დაიწყეს პოლემიკური ლიტერატურის გავრცელება საეროთა და სასულიეროთა შენს „ბანაკში“ გადმოსაბირებლად, დედაშენის აქტიური მონაწილეობით. (რომელიც თვეების განმავლობაში ინგლისში ყოფნისას ერთხელაც არ მოვიდა ჩემთან მოსასალმებლად) ასეთი კრების არსი იმაში მდგომარეობდა, რომ მორწმუნეებს – პასუხისმგებლობის გძნობის მქონე მართლმადიდებლებს – აღედგინათ ის ერთსულოვნება და თანხმობა, რომელიც შეირყა. შენ ამ იდეას განხორციელების საშუალება არ მიეცი, მხოლოდ გააღრმავე განყოფა, გახარებულმა იმით, რომ „მრავალნი“ დადგნენ შენს მხარეზე. ვერ ხვდებოდი, რომ საუბარი იყო არა „ერთის“ „მეორეზე“ გამარჯვებაზე, არამედ იმ ერთობის აღდგენაზე, რომელიც 33 წლის განმავლობაში სუფევდა, შენს ჩამოსვლამდე. ჩვენ შრომით შევქმენით პასუხისმგებლური, მწიფე ერთობა, ამ შრომას ახლა ახლიდან უნდა შევეჭიდოთ. შენ აღმოჩნდი მიზეზი (არა მხოლოდ საბაბის მიმცემი) განყოფისა. მომიწია ჩვენ სამს შორის (შენ, მეუფე ვასილი და მე) საუბრის შემდეგ მეთხოვა მიგემართა უწმიდესისთვის, შენი სხვა კათედრაზე ან სხვა მოვალეობაზე გადაყვანის თხოვნით. (შენ არ ჩათვალე საჭიროდ პატრიარქთან გაგზავნილი წერილი გეჩვენებინა ჩემთვის, მე ამის შესახებ არც მითხოვია, რადგან გენდე).
ახლა კი არ დაკმაყოფილდი იმ არეულობით, რომელიც შემოიტანე რთულ, მაგრამ ერთსულოვან ეპარქიაში და შენს მომხრეებთან ერთად გადაწყვიტე მთელი ეს საშინელება გაგეტანა რუსეთის ეკლესიის არაკეთილისმსურველი უცხოენოვანი საზოგადოების წინაშე განსხილველად. ეპარქია (მასში თავი მოიყარა ქრისტეს გულისთვის, სხვადასხვა ეროვნების ხალხმა. როგორც უძველეს ეკლესიაში) განხილულ იქნება, როგორც დაცეემული ერთობა, რომელმაც დაივიწყა თვისი მოწოდება.
შენს საჯარო გამოსვლებში ყველაზე მეტად მანადგურებდა ეპარქიის წევრთა შეშფოთების შეუგნებლობა. მაგალითდ მეუფე ვასილი შენს ჩამოსვლას ელოდა ღია გულით, თნამშრომლობისა და მომავლის იმედით. შენ ტყულად დაინახე მასში არაკეთილისმყოფელი. თუმცა კი ის რუსეთიდან შენს ქიროტონიაში მონაწილეობის შემდეგ შეცბუნებული დაბრუნდა. დადიოდა ხმები, რომ როგორც კი წავალ განსასვენებელში, მაშინვე შენ დაგნიშნავენ სუროჟის ეპარქიის მიტროპოლიტად, რუსეთის ეკლესიის ყველაზე უმცროს მღდელმთავარს. ეს ეწინააღმდეგებოდა ჩვენს მოლოდინს, არ თანხვდებოდა არც ეპარქიის მღვდელმთავრის არჩევის წესებთან. ყველანი მოველოდით, რომ ჩემს ადგილზე დაინიშნებოდა მეუფე ვასილი და გაკვირვებულნი ვიყავით, ასეთი გადაწყვეტილება მოსკოვმა ისე მიიღო, რომ სიტყვა არ უთქვამს ჩვენთვის. შენ თვითონაც შემატყობინე ამ სიახლის შესახებ, შენი ჩამოსვლისას, თითქოსდა მიტროპოლიტ კირილის ნათქვამი, რომელმაც სიტყვა ჩამოგართვა რომ ამის შესახებ არაფერს მეტყოდი, მაგრამ შენ შეუძლებად ჩათვალე ეს დაგემალა ჩემგან, როგორც სულიერი მოძღვრისგან. როდესაც გავრცელებული ხმების შესახებ ვკითხე მეუფე კირილს, მან მიპასუხა, რომ ეს ტყუილია და არაფერი მსგავსი მას არ უთქვამს… როგორ გავექცე შეცბუნებას?
ამ ცნობამ რა თქმა უნდა მრავალი დააბრკოლა, დაინახეს რა მასში ის, რასაც შენ „მოსკოვის ჩარევას“ ეძახი, ამასთანავე არა პატრიარქისა, არამედ ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილებისა, რომელიც არის მხოლოდ ადმინისტრაციული ინსტანცია და არა იერარქიული საწყისი, როგორადაც შეიძლება მხოლოდ პატრიარქი იყოს.
მეუფე ვასილის მოქმედებაში ხედავდი მტრობას, მაშინ, როდესაც მისი რეაქცია ემთხვეოდა ჩვენს გრძნობებს, თვითმმართველობის მსგავსად.
მეუფე ვასილმა, ისევე როგორც მე და საეპარქიო და საეპისკოპოსო საბჭოების წევრებმა რეაგირება მოვახდინეთ, მაგრამ არა იმ პირადი მტრობის გამო, რასაც შენ ხედავ ყოველ წარუმატებლობაში. შენთვის ისინი იქცნენ მტრებად, როდესაც რეალურად ისინი მოგვევლინნენ ეპარქიის წყობის შემნახველებად, ჩვენს დამცველებად საგარეო ურთიერთობათა მმართველობისგან, რომელსაც მრავალი რუსი არ ენდობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის არსებულ მძიმე ურთიერთობათა გამო.
ჩვენ თავის დროზე პატრიარქს წარვუდგინეთ წესდება, შედგენილი მსოფლიო საეკლესიო კანონების, 1917–1918 წლების კრების დადგენილებათა და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ბრიტანული კანონმდებლობის გათვალისწინებით. ჩვენს განმეორებით თხოვნაზე, რომ საპატრიარქოს განეხილა და დაემტკიცებინა წესდება (თუნდაც მცირე შესწორებებით) განსვენებულმა პატრიარქმა ალექსეი I მიპასუხა: „ჩვენ ამ დროისთვის არ შეგვიძლია მივიღოთ ეს წესდება, მაგრამ თქვენ იცხოვრეთ მის მიხედვით.“ თანხმობა და არა ცივი უარი. მაგრამ მწარედ შევცდით. როგორც ჩანს, შენი სახით, საგარეო ურთიერთობათა განყოფილება ცდილობს განურჩევლად მართოს მთელი რუსული დიასპორა.
ათწლეულების განმავლობაში შეუძლებელი იყო რუსეთიდან მოგვეწვია ვინმე ჩვენს ეპარქიაში, იმ უნდობლობის გამო, რომელსაც ჩაგვაგონებდნენ მავანნი, ჩამოსულნი საყვარელი, მაგრამ ჯერ კიდევ არათავისუფალი რუსეთიდან. ამით აიხსნება ის, რომ არ გვყავს საკმარისი რაოდენობა ახალგაზრდა, რუსი ღვთისმსახურებისა. ამაში ასევე თავის როლს ასრულებს ფინანსური შეზღუდულობა. (მრავალი წელი ჩვენ უარს ვამბობდით რუსეთიდან ყოველგვარ დახმარებაზე, რათა ის არ ქცეულიყო ჩვენი ხელებისა და ფეხებისათვის ბორკილად, რაც მთავარია სინდისისა და თავისუფლებისათვის).
ახლა ყველაფერი იცვლება და შესაძლებელი იყო, რაღაც გადახედილიყო, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ცალსახად ღვთისმსახურის არჩევა უნდა იყოს ჩვენზე. შენ რომ რიგით ღვთისმსახურად მოსულიყავი ჩვენთან, გეცხოვრა ჩვენს შორის რამდენიმე წელი, ახლა არსებული პრობლემების წინ აღარ ვიდგებოდით.
მე აღარ მივუბრუნდები საკითხს იმის შესახებ, თუ როგორი იძულებული იყო მთავარეპისკოპოსი ანატოლი პენსიაში გასულიყო, შენთვის ადგილის დასათმობად. ამის შესახებ ცალკე გწერდი.
ძვირფასო მეუფე, შეიბრალე რუსული ეკლესია და მოუწოდე შენს მომხრეებს შეწყვიტონ მავნე ქმედებები. გავჩუმდებით ყველა, ვილოცებთ უფლისადმი მისმიერი მშვიდობისათვის და დავუდებთ კეთილ დასაწყისს სუროჟის ეპარქიის შემდგომ მშენებლობას და შენს ახალ, რუსეთის ეკლესიისათვის სასარგებლო საქმიანობას, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მიღმა. დაე სუფევდეს ქრისტე ჩვენს შორის!
Нг. Религии №6 от 21.08.2002.
თარგმნა ბექა ებრალიძემ (18 ივლისი, 2012)
წყარო
Комментариев нет:
Отправить комментарий